სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"
ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბებ­ზე კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს. "ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და, რას ფიქ­რობს ამ სა­კი­თხზე მომ­ღე­რა­ლი ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი:

- ჩემი აზ­რით, ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ იმა­ში, რომ მძღოლს სე­რი­ო­ზუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­უ­წევს იმის გამო, თუ სა­ჭეს­თან მთვრა­ლი დაჯ­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნებს, კერ­ძოდ, მძღო­ლებს სა­ბო­ლო­ოდ იმ აზ­რამ­დე მი­იყ­ვანს, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს სა­ჭეს მთვრა­ლე­ბი არ მი­უს­ხდნენ. თუ ამის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თო­ნაც და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და რა­საკ­ვირ­ვე­ლია და­ცუ­ლი იქ­ნე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი.

- რაც შე­ე­ხე­ბა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბას მა­გა­ლი­თად, პარკში, ან სტა­დი­ონ­ზე, ამა­ზე რას იტყვი?

- უცხო­ეთ­ში, კერ­ძოდ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში უკვე დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს ასე­თი აკ­რძალ­ვა: თუ ადა­მი­ა­ნი პარკსა თუ ვთქვათ, სტა­დი­ონ­ზე ალ­კოჰოლს სვამს, ბოთ­ლის ეტი­კე­ტი არ უნდა ჩან­დეს... ისე, ჩემი ნება რომ იყოს, მე ნი­კო­ტინ­ზე და­ვა­წე­სებ­დი შე­ზღუდ­ვებს. დიახ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია შეს­ვლა, სი­გა­რე­ტის კვამ­ლით გა­ბუ­ღუ­ლია იქა­უ­რო­ბა, ადა­მი­ანს უჭირს სუნ­თქვა. ტან­საც­მე­ლი ნი­კო­ტი­ნით იჟღინ­თე­ბა და ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ვთქვას, რომ სა­ფერ­ფლის სუნი ას­დის.

- თა­ვა­დაც მწე­ვე­ლი ხარ. რო­გორ იქ­ცე­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას, შე­ზღუდ­ვებს უწე­სებ სა­კუ­თარ თავს?

- რო­დე­საც არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი ამის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, ადა­მი­ანს მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. მი­მაჩ­ნია, რომ ამა­ზეც უნდა იფიქ­რონ მათ, ვინც კა­ნონს იღებს, რათა და­ი­ზო­გოს ადა­მი­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა.

- სა­უ­ბა­რია ასე­ვე იმა­ზე, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ამა თუ იმ უზ­ნეო საქ­ცი­ელ­ზე (გა­შიშ­ვლე­ბა, მო­საქ­მე­ბა...).

- რაც შე­ე­ხე­ბა გა­შიშ­ვლე­ბას აუზ­ზე, სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მით, ეს რა თქმა უნდა, მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ გა­შიშ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რა თქმა უნდა, უწე­სო­ბაა. მო­საქ­მე­ბა­ზე კი გე­ტყვით იმას, რომ არა­ერ­თხელ მი­ნახვს ვა­რა­ზის­ხევ­ში, რო­დე­საც ჩემს ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ­დი, თუ რო­გორ გად­მო­სუ­ლა მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან და ქუ­ჩა­ში მო­უ­შარ­დავს. ესეც ალ­ბათ, იმის ბრა­ლია, რომ ქა­ლაქ­ში შე­სა­ბა­მის ად­გი­ლებ­ში არ არ­სე­ბობს ტუ­ა­ლე­ტე­ბი, ამის ნაკ­ლე­ბო­ბაა და ეს სა­კი­თხიც მი­სა­ხე­დია. ისე, არა მარ­ტო ვა­რა­ზის­ხევ­ში, მსგავ­სი უსაქ­ცი­ე­ლო­ბა პარკშიც მი­ნა­ხავს და ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, მაგ­რამ ეს არა­ვის ამარ­თლებს, რომ სა­დაც უნდა, იქ მო­შარ­დოს! სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­შიც, ვერ ჩახ­ვალ, ისე­თი "არო­მა­ტი" ტრი­ა­ლებს...

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­კე­თა გან­მა­ტე­ბა, რომ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში კოც­ნა­სა და პა­ე­მანს ...

- ისე, კოც­ნა­საც გა­აჩ­ნია და ვინ რას უწო­დებს კოც­ნას! ზოგი ისე­თი გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი და გაშ­მა­გე­ბუ­ლი კოც­ნის, რომ იმას ბავ­შვმა კი არა, დიდ­მა ადა­მი­ან­მაც არ უნდა შე­ხე­დოს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"

ქეთათო ჩარკვიანი: "ჩემი ნება რომ იყოს, შეზღუდვებს ნიკოტინზე დავაწესებდი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" გარკვეულ ქმედებებზე კანონის გამკაცრებას ითხოვს. ”ამბები.გე” დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ საკითხზე მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი:

- ჩემი აზრით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მძღოლს სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევს იმის გამო, თუ საჭესთან მთვრალი დაჯდება. ეს ადამიანებს, კერძოდ, მძღოლებს საბოლოოდ იმ აზრამდე მიიყვანს, რომ ბოლოს და ბოლოს საჭეს მთვრალები არ მიუსხდნენ. თუ ამისგან თავს შეიკავებენ, ასეთ შემთხვევაში, თვითონაც დაცულები იქნებიან და რასაკვირველია დაცული იქნებიან მოქალაქეები, ქვეითად მოსიარულეები.

- რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელის მიღებას მაგალითად, პარკში, ან სტადიონზე, ამაზე რას იტყვი?

- უცხოეთში, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია მოქმედებს ასეთი აკრძალვა: თუ ადამიანი პარკსა თუ ვთქვათ, სტადიონზე ალკოჰოლს სვამს, ბოთლის ეტიკეტი არ უნდა ჩანდეს... ისე, ჩემი ნება რომ იყოს, მე ნიკოტინზე დავაწესებდი შეზღუდვებს. დიახ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შეუძლებელია შესვლა, სიგარეტის კვამლით გაბუღულია იქაურობა, ადამიანს უჭირს სუნთქვა. ტანსაცმელი ნიკოტინით იჟღინთება და ადამიანს შეიძლება ვთქვას, რომ საფერფლის სუნი ასდის.

- თავადაც მწეველი ხარ. როგორ იქცევი საზოგადოების თავშეყრის ადგილას, შეზღუდვებს უწესებ საკუთარ თავს?

- როდესაც არ არსებობს კანონი ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ადამიანს მეტი თავისუფლება აქვს. მიმაჩნია, რომ ამაზეც უნდა იფიქრონ მათ, ვინც კანონს იღებს, რათა დაიზოგოს ადამინების ჯანმრთელობა.

- საუბარია ასევე იმაზე, რომ შეზღუდვები დაწესდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ამა თუ იმ უზნეო საქციელზე (გაშიშვლება, მოსაქმება...).

- რაც შეეხება გაშიშვლებას აუზზე, საცურაო კოსტუმით, ეს რა თქმა უნდა, მისაღებია, მაგრამ გაშიშლება საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, უწესობაა. მოსაქმებაზე კი გეტყვით იმას, რომ არაერთხელ მინახვს ვარაზისხევში, როდესაც ჩემს ძაღლს ვასეირნებდი, თუ როგორ გადმოსულა მძღოლი მანქანიდან და ქუჩაში მოუშარდავს. ესეც ალბათ, იმის ბრალია, რომ ქალაქში შესაბამის ადგილებში არ არსებობს ტუალეტები, ამის ნაკლებობაა და ეს საკითხიც მისახედია. ისე, არა მარტო ვარაზისხევში, მსგავსი უსაქციელობა პარკშიც მინახავს და ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საპირფარეშოების ნაკლებობაა, მაგრამ ეს არავის ამართლებს, რომ სადაც უნდა, იქ მოშარდოს! საშინელი მდგომარეობაა მიწისქვეშა გადასასვლელებშიც, ვერ ჩახვალ, ისეთი "არომატი" ტრიალებს...

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმატება, რომ კანონის გამკაცრება არავითარ შემთხვევაში არ შეხება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კოცნასა და პაემანს ...

- ისე, კოცნასაც გააჩნია და ვინ რას უწოდებს კოცნას! ზოგი ისეთი გაველურებული და გაშმაგებული კოცნის, რომ იმას ბავშვმა კი არა, დიდმა ადამიანმაც არ უნდა შეხედოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება