საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლების მიმართ სანქციები მკაცრდება
მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლების მიმართ სანქციები მკაცრდება

მშობ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის მო­ვა­ლე­ო­ბას ვერ ას­რუ­ლე­ბენ, სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­მარ­თა. ცვლი­ლე­ბე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­დის.

დღეს მოქ­მე­დი კო­დექ­სის თა­ნახ­მად, მშობ­ლე­ბის ან მათი შემ­ცვლე­ლი პი­რე­ბის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის აღ­ზრდი­სა და სწავ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა­თა ბო­რო­ტად შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, არას­რულ­წლოვ­ნის მიერ ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­მა­რე­ბა ან მათ მიერ სხვა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნა - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა, იწ­ვევს მშობ­ლე­ბის ან მათ შემ­ცვლელ პირ­თა გაფრ­თხი­ლე­ბას ან და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, 200 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა 500 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მის მუხლს ემა­ტე­ბა ახა­ლი ნორ­მა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მე­ო­რე­ბას შე­ე­ხე­ბა და მას­ზე სან­ქცი­ას 800 ლა­რის ოდე­ნო­ბით აწე­სებს.

ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია მკაცრ­დე­ბა და 300 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ისეთ შემ­თხვე­ვა­ზე, თუკი მშობ­ლის ან სხვა პი­რის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს არას­რულ­წლო­ვა­ნის დათ­რო­ბას. დღეს ეს ქმე­დე­ბა იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას ანა­ზღა­უ­რე­ბის ერ­თი­დან ორ მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბამ­დე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლების მიმართ სანქციები მკაცრდება

მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მშობლების მიმართ სანქციები მკაცრდება

მშობლების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის მოვალეობას ვერ ასრულებენ, სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით დაწესებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

დღეს მოქმედი კოდექსის თანახმად, მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება, იწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, 200 ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.

გარდა ამისა, კანონის შესაბამის მუხლს ემატება ახალი ნორმა, რომელიც აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში გამეორებას შეეხება და მასზე სანქციას 800 ლარის ოდენობით აწესებს.

ასევე, ადმინისტრაციული სანქცია მკაცრდება და 300 ლარით განისაზღვრება ისეთ შემთხვევაზე, თუკი მშობლის ან სხვა პირის მხრიდან ადგილი აქვს არასრულწლოვანის დათრობას. დღეს ეს ქმედება იწვევს დაჯარიმებას ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია