არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება

არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება.

როგორც კბილაშვილმა პრემიერ-მინისტრის შესაბამის თხოვნაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, საპროცესო კანონი აღნიშნულის შესაძლებობას არ უშვებს, რის გამოც დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია.

"შეცვლას რაც შეეხება, ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რაიმე შესაძლებობას, ამიტომ სურვილიც რომ მქონდეს რაიმეს შეცვლის, ამის შესაძლებობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ბედუკაძესთან დაკავშირებით მის მიერ გამოცხადებული საქმის კურსში არც პრემიერი და არც მთავრობის სხვა წევრები არ ყოფილან.

"პრემიერი არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მივიღე. ესაა კანონით კონკრეტულად მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მას წინ უძღოდა თათბირი ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის მსჯელობის საგანი, მათ შორის, საქმის კურსში არ იყო არც იუსტიციის მინისტრი", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება პრემიერის კრიტიკას, არჩილ კბილაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის მორალის მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიცია.

"მე მასთან ორი სამი დღის წინ მქონდა საუბარი და არგუმენეტები, რომლებიც ახლა თქვენ მოისმინეთ, გავაცანით მასაც. მისი პოზიცია ისეთია, რომ წამება არის დანაშაული, რომელიც არ შეიძლება შეწყნარებულ იქნას. არ შემიძლია, მის აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ზედა ზღვარი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და სამართლიანი იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმის გადახედვის თხოვნით გუშინ მიმართა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ