მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”
კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”

მსა­ხი­ო­ბი კიმ კეტ­რო­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ფილ­მით "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო, გა­მო­ცე­მა London Evening Standart-ის ახა­ლი ნომ­რის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და. ვარ­სკვლავ­მა ჟურ­ნალ­თან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე.

ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ვარ­სკვლა­ვის და­ნახ­ვი­სას იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. ის სექს-სიმ­ბო­ლოს­თან შეხ­ვედ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მის წი­ნა­შე კი თვა­ლის­მომჭრე­ლი, თუმ­ცა მე­ლან­ქო­ლი­უ­რი 56 წლის ქალი წარ­სდგა.

სექ­სის შე­სა­ხებ:

"სექ­სი იბა­დე­ბა გო­ნე­ბა­ში და სხვა­გან არ­სად. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან იწყე­ბა. "კი" თუ "არა" - ამას და­ნახ­ვი­დან პირ­ველ სამ წამ­ში ვწყვეტთ. არ მგო­ნია, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბას "ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა" აქვს - ის არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ასაკ­ზე. სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა ეს არის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა."

რა­ტომ გახ­და მსა­ხი­ო­ბი:

"იმ ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლის და გან­ცდე­ბის გა­გე­ბა მსურ­და, რო­მე­ლიც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში იყო, მსურ­და სხვი­სი სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა."

"არ­სე­ბობს ისე­თი რო­ლე­ბი, რომ­ლე­ბის მი­ღე­ბა ჰო­ლი­ვუდ­ში ასა­კო­ვან მსა­ხი­ო­ბებს უჭირთ. ასე­თი რო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­შელ პფა­ი­ფერს ხვდე­ბა. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია - ვა­ღი­ა­რებ, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, პირ­ვე­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ამ სი­ა­ში, რო­ლებს მა­ინც შე­ვარ­ჩევ­დი."

მარ­ტო­ო­ბის შე­სა­ხებ:

"დიახ, ზოგ­ჯერ თავს მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ და ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. მაგ­რამ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მარ­ტო­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­ჭირ­და."

"ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი, გავ­თხოვ­დე­ბი თუ არა. ასეც კარ­გად ვგრძობ თავს. საკ­მა­რი­სად ბევ­რჯერ ვი­ყა­ვი გა­თხო­ვი­ლი."

სი­ბე­რის შე­სა­ხებ:

"ვფიქ­რობ, ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სი­ბე­რის შე­სა­ხებ ფიქ­რი არ სურთ, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, არა­მედ იმი­ტომ, რომ სი­ბე­რე იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, თუ რისი მიღ­წე­ვა შეძ­ლეს ცხოვ­რე­ბა­ში. მე ამის არ მრცხვე­ნია. მე ლი­ვერ­პუ­ლი­დან ვარ და ჩვენ არ აღ­ვიქ­ვამთ ასეთ სა­კი­თხებს სე­რი­ო­ზუ­ლად. სწო­რედ აქე­და­ნაა ჩემი იუ­მო­რიც და თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტიქ­ტიც".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია London Evening Standart-ის მი­ხედ­ვით.

კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”

კიმ კეტროლი - ”ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ”

მსახიობი კიმ კეტროლი, რომელიც საზოგადოებამ ფილმით "სექსი დიდ ქალაქში" გაიცნო, გამოცემა London Evening Standart-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა ჟურნალთან გულახდილად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვარსკვლავის დანახვისას იმედგაცრუებული დარჩა. ის სექს-სიმბოლოსთან შეხვედრისთვის ემზადებოდა, მის წინაშე კი თვალისმომჭრელი, თუმცა მელანქოლიური 56 წლის ქალი წარსდგა.

სექსის შესახებ:

"სექსი იბადება გონებაში და სხვაგან არსად. ყველაფერი აქედან იწყება. "კი" თუ "არა" - ამას დანახვიდან პირველ სამ წამში ვწყვეტთ. არ მგონია, რომ სექსუალურობას "ვარგისიანობის ვადა" აქვს - ის არ არის დამოკიდებული ასაკზე. სექსუალურობა ეს არის თავდაჯერებულობა."

რატომ გახდა მსახიობი:

"იმ ადამიანის ტკივილის და განცდების გაგება მსურდა, რომელიც სასოწარკვეთილებაში იყო, მსურდა სხვისი სიხარულის განცდა."

"არსებობს ისეთი როლები, რომლების მიღება ჰოლივუდში ასაკოვან მსახიობებს უჭირთ. ასეთი როლების უმეტესობა მიშელ პფაიფერს ხვდება. ის შესანიშნავი მსახიობია - ვაღიარებ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, პირველი რომ ვყოფილიყავი ამ სიაში, როლებს მაინც შევარჩევდი."

მარტოობის შესახებ:

"დიახ, ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობ და ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ახალგაზრდობაში მარტოობა გაცილებით უფრო მიჭირდა."

"ჯერჯერობით არ ვიცი, გავთხოვდები თუ არა. ასეც კარგად ვგრძობ თავს. საკმარისად ბევრჯერ ვიყავი გათხოვილი."

სიბერის შესახებ:

"ვფიქრობ, ქალების უმეტესობას სიბერის შესახებ ფიქრი არ სურთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არასასიამოვნოა, არამედ იმიტომ, რომ სიბერე იმის მაჩვენებელია, თუ რისი მიღწევა შეძლეს ცხოვრებაში. მე ამის არ მრცხვენია. მე ლივერპულიდან ვარ და ჩვენ არ აღვიქვამთ ასეთ საკითხებს სერიოზულად. სწორედ აქედანაა ჩემი იუმორიც და თვითგადარჩენის ინსტიქტიც".

მომზადებულია London Evening Standart-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება