პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს უძილობას და სისუსტეს
რა იწვევს უძილობას და სისუსტეს

ზა­ფხულ­ში ბევ­რი უჩი­ვის უღო­ნო­ბა­სა და მო­თენ­თი­ლო­ბას. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამას ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას და გა­რე­მო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას აბ­რა­ლე­ბენ, თუმ­ცა ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად უმ­ჯო­ბე­სია, ექიმს მი­მარ­თოთ. მიმ­დი­ნა­რე ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს დას­მულ შე­კი­თხვებს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ ყან­დაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ლალი:

ვარ 25 წლის, მუდ­მი­ვად ვგრძნობ სი­სუს­ტეს, "მე­ძი­ნე­ბა", მაგ­რამ რომ ვწვე­ბი ვერ ვი­ძი­ნებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ მაქვს სტრესს რომ და­ვაბ­რა­ლო, რას მირ­ჩევთ, რომ ავ­ყვე ცხოვ­რე­ბის რიტმს?

-ვი­ნა­ი­დან ახალ­გაზ­რდა ყო­ველ­თვის გრძნობს სი­სუს­ტეს, აქვს ძი­ლი­ა­ნო­ბა და ვერ გარ­კვე­უ­ლა რა აწუ­ხებს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მას ჰქონ­დეს ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სინ­დრო­მი, ან ეწე­ო­დეს არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წესს. ამი­ტომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და უფრო ახ­ლოს გავ­სა­უბ­რე­ბო­დით და უფრო დე­ტა­ლუ­რად მო­ე­წე­რა მას თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­ცა ჩვენ­თვის. მინ­და ვურ­ჩიო რომ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს ცხოვ­რე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში. მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ო­ჯა­ხო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში. ეს რჩე­ვე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ უმოძ­რაო ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევს, ხოლო თუ პი­როვ­ნე­ბა არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი მა­შინ მო­ვუ­წო­დებ, რომ შე­ზღუ­დოს დატ­ვირ­თვა და ზო­მი­ე­რე­ბა და­იც­ვას თა­ვის ცხოვ­რე­ბის წე­სის და­რე­გუ­ლი­რე­ბის დროს.

გი­ორ­გი:

მაქვს სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, კარ­გი პი­რო­ბე­ბით. ერ­თა­დერ­თი რა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბაა, ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც ხში­რად კომ­პი­უ­ტერ­თან მე­ძი­ნე­ბა, რას მირ­ჩევთ?

- მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი "გვა­ჯილ­დო­ვებს" სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით- კის­რის და გულ-მკერ­დის ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზით. თვი­თონ ჯდო­მი­სას რა პო­ზა­საც იღებს ადა­მი­ა­ნი ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი არ გახ­ლავთ, ამი­ტომ ძა­ლი­ან ხში­რი არის კუნ­თე­ბის და­ძაბ­ვა, ბუ­ა­სი­ლის, ნევ­რო­ზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ასე რომ ვე­თან­ხმე­ბი კი­თხვის ავ­ტორს, მან სწო­რედ შე­ნიშ­ნა. უხა­სი­ა­თო­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად მო­დის. მას ვურ­ჩევ, რომ ხშირ-ხში­რად წა­მოდ­გეს, ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ხუთი წუთი მა­ინც აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს. ასე­ვევ შუძ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ო­ფი­სე ვარ­ჯი­შე­ბით და­კავ­დეს. ხოლო სამ­სა­ხუ­რის შემ­დგომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თა­ვი­დან მო­ი­შო­როს ყვე­ლა ფიქ­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ვის სამ­სა­ხურ­თან და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­უთ­მოს ამ­ხა­ნა­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ძი­ლის წინ ჰა­ერ­ზეც ისე­ირ­ნებს.

სა­ლო­მე:

რა არის სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ყო­ფით პი­რო­ბებ­ში?

-ზო­გა­დად სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, ასე­ვე კი­თხვის ავ­ტო­რი უნდა ჩა­ერ­თოს სხვა­დას­ხვა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რომ აზ­როვ­ნე­ბა გა­და­ი­ტა­ნოს სტრე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი­დან შორს. თუ და­იტ­ვირ­თე­ბა ფი­ზი­კუ­რად ესეც ძა­ლი­ან კარ­გია სტრე­სის მო­სახ­სნე­ლად, მა­გა­ლი­თად თუ და­კავ­დე­ბა ცურ­ვით, ან ტრე­ნა­ჟო­რე­ბით. სტრე­სი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­ფაქ­ტო­რად შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით გულ-სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბი­სა. ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ კი­თხვის ავ­ტო­რი გა­ნე­რი­დე­ბა სტრესს და გა­ნე­რი­დე­ბა სწო­რედ ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით- ისევ და ისევ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს უნდა მი­მარ­თოს.

ნა­თია:

სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, მუდ­მივ სი­სუს­ტეს და უძი­ლო­ბას უჩი­ვის, რო­გო­რია მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ამ კუ­თხით და რას ურ­ჩევთ?

-მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის ამ მხრივ გაზ­რდი­ლი. ახალ­გაზ­რდე­ბი ნამ­დვი­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც ღა­მის ცხოვ­რე­ბას აძ­ლე­ვენ უპი­რა­ტე­სო­ბას, რე­გუ­ლა­რუ­ლად არ იკ­ვე­ბე­ბი­ან, არა­თა­ნა­ბარ­ზო­მი­ერ დატ­ვირ­თვას იღე­ბენ. მარ­თა­ლია ახალ­გაზ­რდებს უფრო აქვთ სურ­ვი­ლი მო­იც­ვან ესა თუ ის საქ­მი­ა­ნო­ბა და უფრო მე­ტად და­ი­ღა­ლონ და გა­და­ი­ღა­ლონ, მაგ­რამ რო­გორც ასე­თი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ამ მხრივ გაზ­რდი­ლი არ არის. აქე­დან ჩემი დას­კვნა ასე­თი იქ­ნე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა რე­გუ­ლა­რულ გან­რიგს არ მის­დევს და უმე­ტე­სო­ბა სი­სუს­ტეს არ უჩი­ვის.

სალო:

როცა ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი და მთე­ლი დღე თით­ქმის ფეხ­ზე ვარ მა­შინ ღამე მი­ჭირს ძილი, რაც უფრო ვიღ­ლე­ბი უფრო ძნე­ლად ვი­ძი­ნებ, იქ­ნებ ამიხ­სნათ რა­ტომ, და რო­გორ მო­ვიქ­ცე ასეთ დროს, რა­ი­მე და­მამ­შვი­დებ­ლის მი­ღე­ბას ხომ არ მირ­ჩევთ?

-მინ­და ვურ­ჩიო კი­თხვის ავ­ტორს, შე­ე­ცა­დოს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­სა­წყის­ში მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. თუ ის შეძ­ლებს და და­ა­რე­გუ­ლი­რებს თა­ვის გან­რიგს თა­ვის ცხოვ­რე­ბის წესს, ის ძა­ლი­ან არ გა­და­იღ­ლე­ბა. აღარ იქ­ნე­ბა აღზ­ნე­ბუ­ლი და არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ძი­ლის ფა­ზა­ში შეს­ვლა. ვურ­ჩევ, რომ დაწ­ვეს ად­რი­ა­ნად, და­გე­ნი­ლია, რომ 9 დან 11 სა­ა­თამ­დე ტვი­ნი გა­მო­მი­მუ­შა­ვებს ძი­ლის ჰორ­მონს - სე­რო­ტო­ნინს. ამ დროს ადა­მი­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­და­რე­ბით კლე­ბუ­ლობს, ის დუნ­დე­ბა, სწო­რედ ამ დროს იქ­მნე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი ძი­ლის­თვის გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად. ვურ­ჩევ, რომ შე­ე­ცა­დოს და­იც­ვას ეს რე­ჟი­მი, ნუ აღუდ­გე­ბა წინ ბი­ო­ლო­გი­ურ სა­ათს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს გა­აჩ­ნია. თუ ამ რე­ჟიმს და­ი­ცავს, შე­ეც­დე­ბა რომ ოთახ­ში ჰა­ე­რი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნი­ა­ვე­ბუ­ლი, სუფ­თა, იყოს სი­ჩუ­მე, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს ძი­ლის­თვის, თუ ის ძი­ლის წინ ძა­ლი­ან არ და­იტ­ვირ­თე­ბა ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე თუ მო­ე­რი­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით ინ­ფორ­მა­ცი­ულ და მძი­მე ტი­პის გა­და­ცე­მე­ბის ყუ­რე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­უ­ად­ვილ­დე­ბა, რომ ის დაღ­ლი­ლო­ბა რაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო, მო­იხ­სნას და ად­ვი­ლად და­ი­ძი­ნოს. თუ ამის შემ­დგო­მაც მის­თვის ძილი იქ­ნე­ბა რთუ­ლი, მა­შინ ვურ­ჩევ, რომ გა­ე­სა­უბ­როს ექიმს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ის ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან გა­ივ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ას და უკვე ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტს თუ რა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა მის­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი.

სალო:

რას გვე­ტყვით დღი­სით ძი­ლის შე­სა­ხებ? მსმე­ნია რომ კარ­გია ადა­მი­ა­ნის­თვის, მაგ­რამ ჩემ­ზე ამას ვერ ვი­ტყო­დი, რად­გან შუა დღის ძი­ლის მერე თავს უღო­ნოდ ვგრძნობ, არც ჭამა მინ­დე­ბა და მო­თენ­თი­ლო­ბა­საც ვგრძნობ, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ნა­სა­დი­ლევს ჩა­მე­ძი­ნა, იქ­ნებ ამიხ­სნათ ასე რა­ტომ მე­მარ­თე­ბა, და სა­ერ­თოდ არის თუ არა კარ­გი დღი­სით ძილი?

-ამ შე­კი­თხვა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი ძა­ლი­ან რთუ­ლია. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ დღი­სით ძილი არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, თუმ­ცა გვხვდე­ბა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც, სა­დაც კა­ტე­გო­რი­უ­ლი აკ­რძალ­ვა და უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია დღი­სით ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არის. ძილი ეს არის სა­უ­კე­თე­სო დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს არის ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა. ადა­მი­ა­ნი თუ კარ­გად გა­მო­ი­ძი­ნებს, ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მხნედ იქ­ნე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია თუ 9-11 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში გა­ნე­წყო­ბა ადა­მი­ა­ნი ძი­ლის­თვის და შემ­დგომ უკვე და­ი­ძი­ნებს, იმი­ტომ რომ თა­ვის ტვი­ნი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ძი­ლის ჰორ­მონს ამ სა­ა­თებ­ში გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ასე რომ, კი­თხვის ავ­ტორს არ ვურ­ჩევ დღი­სით ძილს, მით უფრო, რომ თვი­თო­ნაც და­ა­დას­ტუ­რა სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე, რომ დღის ძი­ლის შემ­დეგ ძა­ლი­ან მო­თენ­თი­ლია. უმ­ჯო­ბე­სია დღი­სით აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­კავ­დეს, ხოლო სა­ღა­მოს კი მშვი­დი ძილი მინ­და ვუ­სურ­ვო მას.

მარი:

ვარ 15 წლის, ღა­მით უძი­ლო­ბა მა­წუ­ხებს. ასე­ვე მაქვს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი და სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვსვამ წა­მალს. მა­ინ­ტე­რე­სებს ამ პრობ­ლე­მის გამო არის გა­მოწ­ვე­უ­ლი უძი­ლო­ბა თუ სა­ერ­თოდ არ არის კავ­შირ­ში?

ამას­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან სუს­ტად ვგრძნობ თავს ეს ალ­ბათ დი­ე­ტის ბრა­ლია. სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ, არაფ­რის კე­თე­ბის თავი არ მაქვს. რის­გან შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი?

-მა­რის ნამ­დვი­ლად აქვს აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ თა­ვის მკურ­ნალ ექიმ­თან ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს ვგუ­ლის­ხმობ, ჰქონ­დეს უფრო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. მას აქვს ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, ამ და­ა­ვა­დე­ვის­თვის მარ­თლაც არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის გაძ­ლი­ე­რე­ბის გამო აგ­ზნე­ბა­დო­ბა, ძი­ლის პრობ­ლე­მე­ბი, სი­სუს­ტე, გუ­ლის ფრი­ა­ლი და მრა­ვა­ლი სხვა. თუ მა­რის ექ­ნე­ბა მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი თა­ვის ექიმ­თან, მინ­და და­ვარ­წმუ­ნო რომ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი და­უ­რე­გუ­ლი­რებს მას ამ მდგო­მა­რე­ო­ბას და აღარც უძი­ლო­ბა შე­ა­წუ­ხებს და აღარც დაღ­ლი­ლო­ბა. ამი­ტომ ვურ­ჩევ მას მი­მარ­თოს ექიმს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა, იმას რომ პა­რა­ლე­ლუ­რად სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც ყო­ფი­ლა მით უფრო მინ­და ექიმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ვურ­ჩიო. გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში სტრე­სი და­უმ­ძი­მებს მას მდგო­მა­რე­ო­ბას. ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

2. რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა?

-ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში რკი­ნით ორ­გა­ნიზ­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. რკი­ნას იმი­ტომ ვუს­ვამ ხაზს, რომ უფრო ხში­რი რკი­ნა დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ე­ბი არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ასე­ვე ის ანე­მი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ არ იქნა ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, თუ არ იქნა მი­წო­დე­ბა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა რკი­ნი­სა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის და­კარ­გვით ხდე­ბო­დეს ორ­გა­ნიზ­მში რკი­ნის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, რაც ქა­ლებს უფრო ხში­რად ემარ­თე­ბათ, ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა. ასე რომ, მრა­ვა­ლი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობს ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის და მა­რის ამ შემ­თხვე­ვა­შიც დას­ჭირ­დე­ბა ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. ისე ვურ­ჩევ, რომ და­იტ­ვირ­თოს ხორ­ცით,რკი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, პარ­კოს­ნე­ბით, ილით, ბოსტნე­უ­ლით, ასე­ვე მი­ი­ღოს c ვი­ტა­მი­ნიც, მაგ­რამ რო­დე­საც ამ საკ­ვებს მი­ირ­თმევს არ უნდა და­ა­ყო­ლოს ყავა, ჩაი, თხი­ლი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში რკი­ნის შე­წო­ვა მცირ­დე­ბა, ამი­ტომ აჯო­ბებს რომ ეს საკ­ვე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს ძი­რი­თა­დი კვე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ერთი, ან ორი სა­ა­თის შემ­დგომ.

თამ­თა:

თით­ქმის ყვე­ლა კი­თხვის ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა მაქვს, უფრო მე­ტიც, ზა­ფხუ­ლო­ბით მცვი­ვა თმე­ბი, (არ ვი­ღე­ბავ, ფენს არ ვი­ყე­ნებ)

-კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, რომ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, გა­კა­ჟე­ბა, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა თამ­თას გა­ა­კა­ჟებს და ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უ­ხან­გრძლი­ვებს. თმე­ბის ცვე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ შე­საძ­ლოა მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი იჩენ­დეს თავს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩარ­თვაა სა­ჭი­რო. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რომ წინა შე­კი­თხვის ავ­ტორს თუ ქონ­და ჰი­პერ­თი­რე­ო­ზი, თამ­თას შე­თხვე­ვა­ში ჰი­პო­თი­რი­ოზ­თან გვქონ­დეს საქ­მე. ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა მას სწორ გზა­ზე და­ა­ყე­ნებს და გა­ირ­კვე­ვა ეს თმის ცვე­ნა არის თუ არა ორ­გა­ნუ­ლი მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი,რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­რე­ვა ექი­მის მხრი­დან.

გი­ორ­გი:

ვარ 15 წლის, ვგრძნობ სი­სუს­ტეს და მაქვს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი.რას მირ­ჩევთ?

-15 წლის ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, ასე­ვე ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გი, ვი­ტა­მი­ნე­ბით დატ­ვირ­თვა. თა­ვის ტკი­ვი­ლი მინ­და ვუ­თხრა გი­ორ­გის, რომ მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს შემ­თხვე­ვაც სა­ჭი­რო­ებ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ჩარ­თვას. სამ­წუ­ხა­როდ ამ კი­თხვა­ზე ესე ცალ­სა­ხად პა­სუხს ვერ გავ­ცემ, რად­გან ის არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, გი­ორ­გის კი ვურ­ჩევ რომ მოგ­ვმარ­თოს და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა იწვევს უძილობას და სისუსტეს

რა იწვევს უძილობას და სისუსტეს

ზაფხულში ბევრი უჩივის უღონობასა და მოთენთილობას. ყველაზე ხშირად ამას ვიტამინების ნაკლებობას და გარემოში ტემპერატურის მატებას აბრალებენ, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. მიმდინარე ინტერნეტკონფერენციის დროს დასმულ შეკითხვებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ყანდაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლალი:

ვარ 25 წლის, მუდმივად ვგრძნობ სისუსტეს, "მეძინება", მაგრამ რომ ვწვები ვერ ვიძინებ. განსაკუთრებული პრობლემები არ მაქვს სტრესს რომ დავაბრალო, რას მირჩევთ, რომ ავყვე ცხოვრების რიტმს?

-ვინაიდან ახალგაზრდა ყოველთვის გრძნობს სისუსტეს, აქვს ძილიანობა და ვერ გარკვეულა რა აწუხებს, არ არის გამორიცხული, რომ მას ჰქონდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ან ეწეოდეს არასწორი ცხოვრების წესს. ამიტომ უკეთესი იქნებოდა უფრო ახლოს გავსაუბრებოდით და უფრო დეტალურად მოეწერა მას თავისი მდგომარეობა, ცხოვრების პირობები, თავისი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოეცა ჩვენთვის. მინდა ვურჩიო რომ აქტიურად ჩაერთოს ცხოვრების ორომტრიალში. მიიღოს მონაწილეობა საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობებში. ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოს იმ შემთხვევაში თუ უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევს, ხოლო თუ პიროვნება არის გადატვირთული მაშინ მოვუწოდებ, რომ შეზღუდოს დატვირთვა და ზომიერება დაიცვას თავის ცხოვრების წესის დარეგულირების დროს.

გიორგი:

მაქვს საოფისე სამსახური, კარგი პირობებით. ერთადერთი რასაც ვერ ვახერხებ სპორტული ცხოვრებაა, ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის მიზეზი, რის გამოც ხშირად კომპიუტერთან მეძინება, რას მირჩევთ?

- მჯდომარე ცხოვრების წესი “გვაჯილდოვებს” სხვადასხვა დაავადებებით- კისრის და გულ-მკერდის ოსტეოქონდროზით. თვითონ ჯდომისას რა პოზასაც იღებს ადამიანი ეს ფიზიოლოგიური არ გახლავთ, ამიტომ ძალიან ხშირი არის კუნთების დაძაბვა, ბუასილის, ნევროზის ჩამოყალიბება, ასე რომ ვეთანხმები კითხვის ავტორს, მან სწორედ შენიშნა. უხასიათობა, ძილიანობა კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარების შედეგად მოდის. მას ვურჩევ, რომ ხშირ-ხშირად წამოდგეს, ყოველ ნახევარ საათში ხუთი წუთი მაინც აქტიური მოძრაობები შეასრულოს. ასევევ შუძლია სხვადასხვა საოფისე ვარჯიშებით დაკავდეს. ხოლო სამსახურის შემდგომ უმჯობესი იქნება თავიდან მოიშოროს ყველა ფიქრი დაკავშირებული თავის სამსახურთან და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს ამხანაგებთან ურთიერთობას. კარგი იქნება თუ ძილის წინ ჰაერზეც ისეირნებს.

სალომე:

რა არის სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება, ჩვეულებრივ, ყოფით პირობებში?

-ზოგადად სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა ურთიერთობა ახლობლებთან, ასევე კითხვის ავტორი უნდა ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში, რომ აზროვნება გადაიტანოს სტრესის გამომწვევი ფაქტორებიდან შორს. თუ დაიტვირთება ფიზიკურად ესეც ძალიან კარგია სტრესის მოსახსნელად, მაგალითად თუ დაკავდება ცურვით, ან ტრენაჟორებით. სტრესი სხვადასხვა დაავადების წინაფაქტორად შეიძლება მოვიაზროთ, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა. ამიტომ კარგი იქნება თუ კითხვის ავტორი განერიდება სტრესს და განერიდება სწორედ ამ საშუალებებით- ისევ და ისევ ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მიმართოს.

ნათია:

სამწუხაროდ ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი, მუდმივ სისუსტეს და უძილობას უჩივის, როგორია მომართვიანობა ამ კუთხით და რას ურჩევთ?

-მომართვიანობა ნამდვილად არ არის ამ მხრივ გაზრდილი. ახალგაზრდები ნამდვილად წარმოადგენენ ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც ღამის ცხოვრებას აძლევენ უპირატესობას, რეგულარულად არ იკვებებიან, არათანაბარზომიერ დატვირთვას იღებენ. მართალია ახალგაზრდებს უფრო აქვთ სურვილი მოიცვან ესა თუ ის საქმიანობა და უფრო მეტად დაიღალონ და გადაიღალონ, მაგრამ როგორც ასეთი მომართვიანობა ამ მხრივ გაზრდილი არ არის. აქედან ჩემი დასკვნა ასეთი იქნება, რომ ახალგაზრდების უმეტესობა რეგულარულ განრიგს არ მისდევს და უმეტესობა სისუსტეს არ უჩივის.

სალო:

როცა ძალიან ვიღლები და მთელი დღე თითქმის ფეხზე ვარ მაშინ ღამე მიჭირს ძილი, რაც უფრო ვიღლები უფრო ძნელად ვიძინებ, იქნებ ამიხსნათ რატომ, და როგორ მოვიქცე ასეთ დროს, რაიმე დამამშვიდებლის მიღებას ხომ არ მირჩევთ?

-მინდა ვურჩიო კითხვის ავტორს, შეეცადოს თავისი პრობლემების მოგვარებას დასაწყისში მედიკამენტოზური საშუალებების გარეშე. თუ ის შეძლებს და დაარეგულირებს თავის განრიგს თავის ცხოვრების წესს, ის ძალიან არ გადაიღლება. აღარ იქნება აღზნებული და არ გაუჭირდება ძილის ფაზაში შესვლა. ვურჩევ, რომ დაწვეს ადრიანად, დაგენილია, რომ 9 დან 11 საათამდე ტვინი გამომიმუშავებს ძილის ჰორმონს - სეროტონინს. ამ დროს ადამიანის ტემპერატურა შედარებით კლებულობს, ის დუნდება, სწორედ ამ დროს იქმნება არაჩვეულებრივი პირობები ძილისთვის განწყობის შესაქმნელად. ვურჩევ, რომ შეეცადოს დაიცვას ეს რეჟიმი, ნუ აღუდგება წინ ბიოლოგიურ საათს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს გააჩნია. თუ ამ რეჟიმს დაიცავს, შეეცდება რომ ოთახში ჰაერი იყოს მაქსიმალურად განიავებული, სუფთა, იყოს სიჩუმე, რომ ხელი არ შეეშალოს ძილისთვის, თუ ის ძილის წინ ძალიან არ დაიტვირთება ფიზიკურად, ასევე თუ მოერიდება ტელევიზიით ინფორმაციულ და მძიმე ტიპის გადაცემების ყურებას, რასაკვირველია გაუადვილდება, რომ ის დაღლილობა რაც დღის განმავლობაში მიიღო, მოიხსნას და ადვილად დაიძინოს. თუ ამის შემდგომაც მისთვის ძილი იქნება რთული, მაშინ ვურჩევ, რომ გაესაუბროს ექიმს. კარგი იქნება თუ ის ნევროპათოლოგთან გაივლის კონსულტაციას და უკვე ამის შემდეგ გადაწყვეტს თუ რა მედიკამენტოზური საშუალება იქნება მისთვის მიზანშეწონილი.

სალო:

რას გვეტყვით დღისით ძილის შესახებ? მსმენია რომ კარგია ადამიანისთვის, მაგრამ ჩემზე ამას ვერ ვიტყოდი, რადგან შუა დღის ძილის მერე თავს უღონოდ ვგრძნობ, არც ჭამა მინდება და მოთენთილობასაც ვგრძნობ, განსაკუთრებით თუ ნასადილევს ჩამეძინა, იქნებ ამიხსნათ ასე რატომ მემართება, და საერთოდ არის თუ არა კარგი დღისით ძილი?

-ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ძალიან რთულია. ლიტერატურაში არის ინფორმაციაც, რომ დღისით ძილი არ არის მიზანშეწონილი, თუმცა გვხვდება ისეთი ინფორმაციაც, სადაც კატეგორიული აკრძალვა და უარყოფითი ინფორმაცია დღისით ძილთან დაკავშირებით არ არის. ძილი ეს არის საუკეთესო დასვენების საშუალება, ეს არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობა. ადამიანი თუ კარგად გამოიძინებს, ის მთელი დღის განმავლობაში მხნედ იქნება. უმჯობესია თუ 9-11 საათის ფარგლებში განეწყობა ადამიანი ძილისთვის და შემდგომ უკვე დაიძინებს, იმიტომ რომ თავის ტვინი ფიზიოლოგიურად ძილის ჰორმონს ამ საათებში გამოიმუშავებს. ასე რომ, კითხვის ავტორს არ ვურჩევ დღისით ძილს, მით უფრო, რომ თვითონაც დაადასტურა საკუთარ მაგალითზე, რომ დღის ძილის შემდეგ ძალიან მოთენთილია. უმჯობესია დღისით აქტიური ცხოვრების წესით დაკავდეს, ხოლო საღამოს კი მშვიდი ძილი მინდა ვუსურვო მას.

მარი:

ვარ 15 წლის, ღამით უძილობა მაწუხებს. ასევე მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერთირეოზი და სისტემატიურად ვსვამ წამალს. მაინტერესებს ამ პრობლემის გამო არის გამოწვეული უძილობა თუ საერთოდ არ არის კავშირში?

ამასთანავე ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს ეს ალბათ დიეტის ბრალია. სტრესულ სიტუაციაში ვარ, არაფრის კეთების თავი არ მაქვს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ყველაფერი?

-მარის ნამდვილად აქვს აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ თავის მკურნალ ექიმთან ენდოკრინოლოგს ვგულისხმობ, ჰქონდეს უფრო მჭიდრო კონტაქტი. მას აქვს ჰიპერთირეოზი, ამ დაავადევისთვის მართლაც არის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების გამო აგზნებადობა, ძილის პრობლემები, სისუსტე, გულის ფრიალი და მრავალი სხვა. თუ მარის ექნება მჭიდრო კონტაქტი თავის ექიმთან, მინდა დავარწმუნო რომ ენდოკრინოლოგი დაურეგულირებს მას ამ მდგომარეობას და აღარც უძილობა შეაწუხებს და აღარც დაღლილობა. ამიტომ ვურჩევ მას მიმართოს ექიმს. ხოლო რაც შეეხება, იმას რომ პარალელურად სტრესულ სიტუაციაშიც ყოფილა მით უფრო მინდა ექიმთან ურთიერთობა ვურჩიო. გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედება და ამ შემთხვევაში სტრესი დაუმძიმებს მას მდგომარეობას. ამიტომ პროფესიონალთან ურთიერთობა ამ დროს აუცილებელია.

2. რა შემთხვევაში ხდება ჰემოგლობინის დაქვეითება?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებაში რკინით ორგანიზმის უზრუნველყოფას. რკინას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ უფრო ხშირი რკინა დეფიციტური ანემიები არის გავრცელებული და ასევე ის ანემიები, რომლებიც ვიტამინების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. თუ არ იქნა ბალანსირებული კვება, თუ არ იქნა მიწოდება საკმარისი რაოდენობა რკინისა ორგანიზმისთვის, ან შესაძლებელია სისხლის დაკარგვით ხდებოდეს ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირება, რაც ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ეს ყველაფერი კი ჰემოგლობინის დაქვეითებაში აისახება. ასე რომ, მრავალი წინაპირობა არსებობს ჰემოგლობინის დაქვეითების და მარის ამ შემთხვევაშიც დასჭირდება ექიმის კონსულტაცია. ისე ვურჩევ, რომ დაიტვირთოს ხორცით,რკინის შემცველი პროდუქტებით, პარკოსნებით, ილით, ბოსტნეულით, ასევე მიიღოს c ვიტამინიც, მაგრამ როდესაც ამ საკვებს მიირთმევს არ უნდა დააყოლოს ყავა, ჩაი, თხილი, ბურღულეული, ამ შემთხვევაში რკინის შეწოვა მცირდება, ამიტომ აჯობებს რომ ეს საკვები საშუალებები მიიღოს ძირითადი კვებისაგან დამოუკიდებლად ერთი, ან ორი საათის შემდგომ.

თამთა:

თითქმის ყველა კითხვის ანალოგიური პრობლემა მაქვს, უფრო მეტიც, ზაფხულობით მცვივა თმები, (არ ვიღებავ, ფენს არ ვიყენებ)

-კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა თამთას გააკაჟებს და ჯანმრთელობას გაუხანგრძლივებს. თმების ცვენასთან დაკავშირებულ პრობლემას რაც შეეხება, აქ შესაძლოა მრავალი ფაქტორი იჩენდეს თავს და პროფესიონალის ჩართვაა საჭირო. არ არის გამორიცხული რომ წინა შეკითხვის ავტორს თუ ქონდა ჰიპერთირეოზი, თამთას შეთხვევაში ჰიპოთირიოზთან გვქონდეს საქმე. ექიმთან გასაუბრება მას სწორ გზაზე დააყენებს და გაირკვევა ეს თმის ცვენა არის თუ არა ორგანული მიზეზით გამოწვეული,რასაც აუცილებლად დასჭირდება სერიოზული ჩარევა ექიმის მხრიდან.

გიორგი:

ვარ 15 წლის, ვგრძნობ სისუსტეს და მაქვს თავის ტკივილები.რას მირჩევთ?

-15 წლის ახალგაზრდა, რომელსაც განვითარებისთვის და ძალების მოკრებისთვის სჭირდება ბალანსირებული კვება, ასევე ბალანსირებული დღის წესრიგი, ვიტამინებით დატვირთვა. თავის ტკივილი მინდა ვუთხრა გიორგის, რომ მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, შესაძლებელია, რომ ეს შემთხვევაც საჭიროებდეს პროფესიონალის ჩართვას. სამწუხაროდ ამ კითხვაზე ესე ცალსახად პასუხს ვერ გავცემ, რადგან ის არ იქნება სრულყოფილი, გიორგის კი ვურჩევ რომ მოგვმართოს და აუცილებლად დავეხმარებით.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას