მსახიობ ჯორჯ კლუნის და მისი მეგობარი ქალის, სტეისი კიბლერის დაშორების შესახებ ახალი ჭორი აგორდა.
წერენ, რომ კლუნმა კიბლერთან ორწლიანი ურთიერთობა დამოუკიდებლობის დღეს დაასრულა, რომელიც მათ ცალ-ცალკე აღნიშნეს. მანამდე წვილი საზოგადოებაში ერთად სამი თვე არ უნახავთ, ასე რომ ჯორჯის გადაწყვეტილება ყველას ლოგიკურად მოეჩვენა.
"საქმე ის კი არ არის, რომ ჯორჯი და სტეისი ურთიერთობისთვის დროს ვერ პოულობენ, უბრალოდ, კლუნი ამ ურთიერთობას ემიჯნება. როგორც კი იგრძნობს, რომ ქალი ზედმეტად უახლოვდება, ხელს კრავს",- ამბობენ წყვილის მეგობრები.
პრესა მტკიცებულებად თვლის იმ ფაქტს, რომ წყვილი საზგადოებაში არა მხოლოდ ერთად არ დადის, არამედ ერთმანეთს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც არ ხვდება - 4 ივნისი ჯორჯმა სტეისის გარეშე კომოს ტბაზე გაატარა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.