78 წლის მსახიობი სოფი ლორენი კინოს უბრუნდება. ოსკაროსანი მსახიობი ფილმ "ადამიანის ხმაში" მიიღებს მონაწილეობას.
იტალიელი მსახიობი ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველ მთავარ როლს დასთანხმდა - სურათის რეჟისორი მისი ვაჟი ედუარდო პონტია. გარდა ამისა, ეს ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან კოკტოს პიესა-მონოლოგის ეკრანიზაციაა, ასე რომ სამსახიობო თვალსაზრისით სამუშაო ძალიან საინტერესოა.
გადაღებები სამი კვირა გაგრძელდება და რომში, ნეაპოლსა და ოსტიაში გაიმართება.
ბოლოს, 2009 წელს, სოფიმ მუზიკლში - "ცხრა" მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. მთავარი როლი კი 2004 წელს კომედია Peperoni ripieni e pesci in faccia-ში შეასრულა. მსახიობმა "ოსკარი" 1962 წელს მოიპოვა.
მომზადებულია People-ის მიხედვით.