მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს
ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს

ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი ცურ­ვა­ში ბოს­ფო­რის სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ტურ­ნი­რი 7 ივ­ლისს ტარ­დე­ბა და დის­ტან­ცია 6 500 მ. შე­ად­გენს. სტამ­ბო­ლის დრო­ით, დი­ლის 10 სა­ათ­ზე სტარტს აი­ღებს მსოფ­ლი­ოს 37 ქვეყ­ნის 1500–ზე მეტი მა­რა­თო­ნე­ლი მო­ცუ­რა­ვე, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი. აზი­ი­დან ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ბოს­ფო­რის სრუ­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ამ გა­და­ცურ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 67 წლის ცნო­ბი­ლი მო­ცუ­რა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი. იგი დაშ­ვე­ბულ იქნა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ. მისი უშუ­ა­ლო მე­ტო­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან 1944–1953 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი, ჰო­ლან­დი­ე­ლი, იტა­ლი­ე­ლი, რუსი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი, ია­პო­ნე­ლი და თურ­ქი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­რა­თო­ნე­ლი მო­ცუ­რა­ვე­ე­ბი.

ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი ამ გა­და­ცურ­ვას უძღვნის მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მელ­შიც 45 წე­ლია საქ­მი­ა­ნობს.

ბოს­ფო­რის შემ­დეგ ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი, რო­გორც მწვრთნე­ლი, და­ი­წყებს ანა ლო­მი­ნა­ძის მომ­ზა­დე­ბას ლა მან­შის სრუ­ტის "მხედ­რუ­ლი კოლ­ხუ­რით" გა­და­სა­ცუ­რად და უპ­რე­ცე­დენ­ტო მსოფ­ლიო–სა­გი­ნე­სო რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად. ქალ­თა შო­რის მსოფ­ლიო რე­კორდსმენ­მა "მხედ­რუ­ლი კოლ­ხუ­რით" მა­რა­თო­ნულ ცურ­ვა­ში ანა ლო­მი­ნა­ძემ, შარ­შან, ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე გა­და­ცუ­რა.

ჰენ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი პირ­ველ ქარ­თველ სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რა­თო­ნელ მო­ცუ­რა­ვედ მი­იჩ­ნე­ვა. მან სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო მსოფ­ლი­ო­ში სრუ­ტე­თა გა­და­ცურ­ვის ახალ წესს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს

ჰენრი კუპრაშვილი ბოსფორის სრუტეს გადაცურავს

ჰენრი კუპრაშვილი ცურვაში ბოსფორის საკონტინენტთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 7 ივლისს ტარდება და დისტანცია 6 500 მ. შეადგენს. სტამბოლის დროით, დილის 10 საათზე სტარტს აიღებს მსოფლიოს 37 ქვეყნის 1500–ზე მეტი მარათონელი მოცურავე, მათ შორის იქნება ერთადერთი ქართველი. აზიიდან ევროპის კონტინენტზე ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით ამ გადაცურვაში მონაწილეობას მიიღებს 67 წლის ცნობილი მოცურავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. იგი დაშვებულ იქნა შეჯიბრებაზე შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ. მისი უშუალო მეტოქეები იქნებიან 1944–1953 წლებში დაბადებული ამერიკელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, რუსი, ბრაზილიელი, იაპონელი და თურქი პროფესიონალი მარათონელი მოცურავეები.

ჰენრი კუპრაშვილი ამ გადაცურვას უძღვნის მშობლიურ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელშიც 45 წელია საქმიანობს.

ბოსფორის შემდეგ ჰენრი კუპრაშვილი, როგორც მწვრთნელი, დაიწყებს ანა ლომინაძის მომზადებას ლა მანშის სრუტის "მხედრული კოლხურით" გადასაცურად და უპრეცედენტო მსოფლიო–საგინესო რეკორდის დასამყარებლად. ქალთა შორის მსოფლიო რეკორდსმენმა "მხედრული კოლხურით" მარათონულ ცურვაში ანა ლომინაძემ, შარშან, ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით დარდანელის სრუტე გადაცურა.

ჰენრი კუპრაშვილი პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ მიიჩნევა. მან  საფუძველი დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია