საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა
ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა

თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ეპა­ტა­ჟუ­რი მომ­ღე­რა­ლი ლედი გაგა შოუ-ბიზ­ნესს შეც­ვლი­ლი იმი­ჯით და­უბ­რუნ­და. გაგა ნამ­დვილ ლე­დის და­ემ­სგავ­სა. მომ­ღე­რალ­მა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ცხვი­რი­სა და ნი­კა­პის ფორ­მა შე­იც­ვა­ლა. ეს ფაქ­ტი მა­შინ­ვე გან­სჯის საგ­ნად იქცა, ვი­ნა­ი­დან ლედი გაგა ყო­ველ­თვის მო­უ­წო­დებ­და თა­ვის ფა­ნებს ისე­თად მი­ე­ღოთ სა­კუ­თა­რი თავი, რო­გო­რე­ბიც არი­ან და სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას. ცვლი­ლე­ბე­ბია მომ­ღერ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­შიც, ის ახლა უპი­რა­ტე­სო­ბას შავ, კონ­სერ­ვა­ტი­ულ სა­მოსს ანი­ჭებს.

ბევ­რმა აღ­ნიშ­ნა, რომ ოპე­რა­ცი­ამ კარ­გი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, "სა­ხის ახა­ლი ნაკ­ვთე­ბი" გა­გას მარ­თლაც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ამ ყვე­ლაფ­რით გა­გამ სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი გა­ა­უ­ფა­სუ­რა. ახლა მომ­ღერ­ლის ძვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ფარსს და­ემ­სგავ­სა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია popcornnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა

ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა შოუ-ბიზნესს შეცვლილი იმიჯით დაუბრუნდა. გაგა ნამდვილ ლედის დაემსგავსა. მომღერალმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა. ეს ფაქტი მაშინვე განსჯის საგნად იქცა, ვინაიდან ლედი გაგა ყოველთვის მოუწოდებდა თავის ფანებს ისეთად მიეღოთ საკუთარი თავი, როგორებიც არიან და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა პლასტიკურ ქირურგიას. ცვლილებებია მომღერლის ჩაცმულობაშიც, ის ახლა უპირატესობას შავ, კონსერვატიულ სამოსს ანიჭებს.

ბევრმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგი შედეგი გამოიღო, "სახის ახალი ნაკვთები" გაგას მართლაც ძალიან უხდება. თუმცა არიან ისეთებიც ვინც მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრით გაგამ საკუთარი წარსული გააუფასურა. ახლა მომღერლის ძველი განცხადებები ფარსს დაემსგავსა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება