მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე
ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე

პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა, რო­გორც წესი, მათი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ისი­ნი ხში­რად ჩნდე­ბი­ან კა­მე­რე­ბის წინ და შე­სა­ბა­მი­სად, მათი ჩაც­მუ­ლო­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პრე­ზი­დენ­ტის ჩაც­მუ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა დროს. მწვა­ნე კომ­ბი­ნე­ზონ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი, სპორ­ტუ­ლებ­ში, შიშ­ვე­ლი ტორ­სით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბი­სას, ოღონდ ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ოქ­ტომ­ბერ­ში ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე შავ ზღვა­ში იბა­ნა­ვა, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ აჭა­რა­ში სა­ზღვაო სე­ზო­ნი შე­მოდ­გო­მა­ზეც გრძელ­დე­ბა.

იუ­მო­რის მი­ზე­ზი გახ­და პეტ­რე მამ­რა­ძეც, რო­დე­საც ერთ-ერთ ჟურ­ნა­ლისტს თეთრ მა­ი­სურ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი აძ­ლევ­და კო­მენ­ტარს. ყვე­ლა გა­ა­ხა­ლი­სა 26 მა­ისს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ფო­ტომ, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტი წვი­მა­ში ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად წი­თელ მა­ი­სურ­ში იდგა და ხელ­ში და­კე­ცი­ლი ქოლ­გა ეკა­ვა.

ბევ­რი მსგავ­სი მა­გა­ლი­თი შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­და ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მათი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბაც ექ­ცე­ვა და ხალ­ხი მა­შინ უფრო კრი­ტი­კუ­ლია, როცა საქ­მე ქალ­ბა­ტო­ნებს ეხე­ბათ.

პირ­ვე­ლი ლე­დის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია და ფაქ­ტია, რომ სან­დრა რუ­ლოვ­სიც ხში­რად გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი.

ამ­ჯე­რად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ზე, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე­ზე ვი­სა­უბ­რებთ. მის შე­სა­ხებ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი ვი­ცო­დით. ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის დღი­დან კი მისი ოჯა­ხის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ი­ზარ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი მუდ­მი­ვად იწ­ვევ­და ინ­ტე­რესს, რად­გან ბე­რას გარ­და, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან პრე­სას­თან არც ერთი არ ურ­თი­ერ­თობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან საკ­მა­ოდ მძი­მედ მო­სას­მე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ტალ­ღა წა­მო­ვი­და. მუდ­მი­ვად ჩრდილ­ში მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რს ვე­რა­ფერს წერ­დნენ, რად­გან არ იცოდ­ნენ, სა­მა­გი­ე­როდ მე­უღ­ლის ვარ­ცხნი­ლო­ბა ლა­მის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მთა­ვარ თე­მად იქცა.

ერთ-ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ეკა ხვე­დე­ლი­ძის "ჩოლ­კას" ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტიც კი მი­უ­ძღვნა და ლა­მის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სტი­ლის­ტი და­რაზ­მა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ეთ­ქვა, რო­გო­რი არა­მო­დუ­რია ვარ­ცხნი­ლო­ბის ეს დე­ტა­ლი, მა­შინ, როცა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ლა­მის 80% "ჩოლ­კას" ატა­რებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე

ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე

პოლიტიკოსების ჩაცმულობა, როგორც წესი, მათი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ხშირად ჩნდებიან კამერების წინ და შესაბამისად, მათი ჩაცმულობაც საზოგადოების განხილვის საგანი ხდება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ჩაცმულობას სხვადასხვა დროს. მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი სააკაშვილი, სპორტულებში, შიშველი ტორსით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას, ოღონდ ეს უკანასკნელი მაშინ მოხდა, როდესაც ოქტომბერში ბათუმის სანაპიროზე შავ ზღვაში იბანავა, იმის დასამტკიცებლად, რომ აჭარაში საზღვაო სეზონი შემოდგომაზეც გრძელდება.

იუმორის მიზეზი გახდა პეტრე მამრაძეც, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალისტს თეთრ მაისურში გამოწყობილი აძლევდა კომენტარს. ყველა გაახალისა 26 მაისს გუბაზ სანიკიძის ფოტომ, როდესაც დეპუტატი წვიმაში ჯარისკაცებთან ერთად წითელ მაისურში იდგა და ხელში დაკეცილი ქოლგა ეკავა.

ბევრი მსგავსი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული პოლიტიკიდან, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკოსების გარდა ყურადღების ცენტრში მათი მეორე ნახევრების ჩაცმულობაც ექცევა და ხალხი მაშინ უფრო კრიტიკულია, როცა საქმე ქალბატონებს ეხებათ.

პირველი ლედის ჩაცმულობაზე არაერთხელ დაგვიწერია და ფაქტია, რომ სანდრა რულოვსიც ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

ამჯერად პრემიერ-მინისტრის მეორე ნახევარზე, ეკატერინე ხვედელიძეზე ვისაუბრებთ. მის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდით. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან კი მისი ოჯახის მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად გაიზარდა.

ივანიშვილის ოჯახური ფოტოები მუდმივად იწვევდა ინტერესს, რადგან ბერას გარდა, მისი ოჯახის წევრებიდან პრესასთან არც ერთი არ ურთიერთობს. წინასაარჩევნოდ ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილი ტელევიზიების მხრიდან საკმაოდ მძიმედ მოსასმენი ინფორმაციების ტალღა წამოვიდა. მუდმივად ჩრდილში მყოფი ბიზნესმენის ოჯახური ცხოვრების შესახებ ბევრს ვერაფერს წერდნენ, რადგან არ იცოდნენ, სამაგიეროდ მეუღლის ვარცხნილობა ლამის ტელევიზიების მთავარ თემად იქცა.

ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეკა ხვედელიძის "ჩოლკას" ვრცელი სიუჟეტიც კი მიუძღვნა და ლამის საქართველოს ყველა სტილისტი დარაზმა, რომ რაც შეიძლება ბევრს ეთქვა, როგორი არამოდურია ვარცხნილობის ეს დეტალი, მაშინ, როცა ქართველი ქალების ლამის 80% "ჩოლკას" ატარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია