მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს
რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის სკან­და­ლუ­რი და­შო­რე­ბის გარ­შე­მო პრე­სა­ში ხმა­უ­რი დღემ­დე არ ცხრე­ბა. ჟურ­ნა­ლი "გზა" ირაკ­ლის ერთ-ერთ ნა­თე­სავს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

- თქვენ იცო­დით, რომ ირაკ­ლის და ნი­ნის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ?

- მას შემ­დეგ, რაც ნინი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, პრე­სას­თან და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­შიც ირაკ­ლი­ზე მხო­ლოდ კარ­გს ლა­პა­რა­კობ­და, მერე კი ირაკ­ლი ძუნ­წი, უყუ­რა­დღე­ბო და მა­ხინ­ჯი გახ­და.

- ეს ვინ თქვა?

- თა­ვად ნინი ყვე­ლას­თან ასე ლა­პა­რა­კობ­და. რომ მიჰ­ყვე­ბო­და, არ იცო­და, ვინ იყო? რო­გო­რი იყო? ქორ­წი­ლამ­დე 2 კვი­რით დუ­ბა­ი­შიც იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, ირაკ­ლის ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ­და.

- ამ­ბო­ბენ, ნი­ნის ყუ­რა­დღე­ბას ვერ აქ­ცევ­და, მთე­ლი დღე გა­სუ­ლი იყოო.

- ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი შინ ჯდო­მით რომ არ სრულ­დე­ბა, არ იცო­და? მარ­თა­ლია მთე­ლი დღე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ყო­ველ სა­ღა­მოს ერ­თად ატა­რებ­დნენ, კონ­ცერ­ტებ­ზე დაჰ­ყავ­და. ნი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო მან­ქა­ნაც. მან ვერც კარ­გი ქმა­რი შე­ი­ფე­რა და ვერც კარ­გი ცხოვ­რე­ბა. მე­ეჭ­ვე­ბა, ირაკ­ლის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი კი­დევ იპო­ვოს. ამას იმი­ტომ არ ვლა­პა­რა­კობ, რომ ჩემი ნა­თე­სა­ვია.

- ერ­თმა­ნეთს რო­გორ და­შორ­დნენ?

- ნი­ნიმ და­ი­ჩე­მა, თბი­ლის­ში უნდა წა­ვი­დე, სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი­დან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და უარს ვერ ვი­ტყვიო. ირაკ­ლი გა­გე­ბუ­ლი ბი­ჭია, იფიქ­რა, რომ ნინი თა­ვის თავ­ში ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებ­და და უკან დაბ­რუნ­დე­ბო­და, უარი არ უთხრა, გა­მო­უშ­ვა. მან კი ირაკ­ლის­თან კონ­ტაქ­ტი სა­ერ­თოდ გა­წყვი­ტა.

- ერ­თმა­ნეთს აღარ და­ლა­პა­რა­კე­ბი­ან?

- რო­გორც ვიცი, ნინი რომ წა­მო­ვი­და, თა­ვი­სი ნივ­თე­ბი წა­მო­ი­ღო. რაც დარ­ჩა, მერე გა­მო­აგ­ზავ­ნი­ნა და მხო­ლოდ ამის­თვის შე­ეხ­მი­ა­ნა.

- ირაკ­ლი პრე­სას­თან არ ურ­თი­ერ­თობს. ამ­ჯე­რად ინ­ტერ­ვი­უ­ზე რა­ტომ და­თან­ხმდა? ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გა­ერ­კვი­ათ.

- სი­ყალ­ბე­ში ცხოვ­რე­ბას ასე არ­ჩია. თქვა და და­ამ­თავ­რა. სხვა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მას აღარ აპი­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, მას ნი­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მა­ინც რა­ტომ არ და­უ­კავ­შირ­დნენ? განა შე­იძ­ლე­ბა, იცო­დე, რომ შენს შვილს ოჯა­ხი ენგრე­ვა და არ ჩა­ე­რიო?

- ირაკ­ლის ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერთი სა­ა­გენ­ტოს გვერ­დზე და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მათ ოჯახ­ში სტუმ­რე­ბი ჰყავ­დათ, ნინი კი მე­სი­ჯობ­და და ირაკ­ლიმ ტე­ლე­ფონს ვე­რაფ­რით მოს­წყვი­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ნახა, ნინი დე­და­მისს სწერ­და: "ამ ბან­ჯგვლი­ან­თან რო­გორ მძი­ნავ­სო"... თქვენ­თვის ამის შე­სა­ხებ თუ არის რა­ი­მე ცნო­ბი­ლი?

- ამ­ბობ­დნენ, ირაკ­ლიმ ნი­ნის მე­სი­ჯე­ბი წა­ი­კი­თხაო, მაგ­რამ არ ვიცი, ად­რე­სა­ტი ვინ იყო.

- გზავ­ნი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი იცით?

- ირაკ­ლის და დე­დამ­თილს ლან­ძღავ­და.

- ისიც და­ი­წე­რა, ირაკ­ლი მე­უღ­ლეს იმის გამო და­შორ­და, რომ ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს შე­უ­რიგ­დაო.

- ეს სი­მარ­თლე არ არის, ირაკ­ლის ქა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს აკ­ლდა, წყალ­ბურ­თე­ლი ბი­ჭია, მთელ მოს­კოვს იც­ნობს, დიდი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავს.

- მალე მისი შვი­ლი და­ი­ბა­დე­ბა. თქვენ­თვის თუ არის ცნო­ბი­ლი, ირაკ­ლი რას აპი­რებს?

- პი­რა­დად მას­თან ამ თე­მა­ზე არ მი­ლა­პა­რა­კია. ვფიქ­რობ, შვილს უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვებს.

- ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ხომ არ აპი­რებს?

- არა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე და მე­გო­ბა­რია. ირაკ­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­ლო­მე:

- ამას ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, ეს სა­კი­თხი მხო­ლოდ ნი­ნი­სა და ირაკ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია. ამ თე­მა­ზე სხვე­ბის აზრი უინ­ტე­რე­სოა. ირაკ­ლის საქ­ცი­ელ­მა გა­მაკ­ვირ­ვა და მე­წყი­ნა კი­დეც, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა, ე.ი. კარ­გად არ ვიც­ნობ­დი.

- ნი­ნის მე­გობ­რებს ირაკ­ლის­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- პა­ტივს ვცემ­დი, რო­გორც ნი­ნის ქმარს. ამი­ტომ არ მინ­და, ზედ­მე­ტი ვი­ლა­პა­რა­კო. კა­ცის­გან მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი სა­წყე­ნია. ეტყო­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს მის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკი­თხო. ახლა ჩემ­თვის მთა­ვა­რი - ნინი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბაა. რო­გორც ჩანს, ირაკ­ლის­თვის ეს ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე ნი­ნის ვუფრ­თხილ­დე­ბი.

- ნინი ირაკ­ლის საქ­ცი­ელ­ზე რას ამ­ბობს?

- არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­სა და პა­სუ­ხის გა­ცე­მას არ აპი­რებს. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ ელო­დე­ბა. მშო­ბი­ა­რო­ბას კი ირაკ­ლის ნაც­ვლად, მე და­ვეს­წრე­ბი.

"შე იდი­ო­ტო, რას ლა­პა­რა­კობ? ამა­ზე კრე­ტი­ნი კაცი ცხოვ­რე­ბა­ში არ შემ­ხვედ­რია", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია და დას­ძი­ნა: "ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი არის თავ­მდა­ბა­ლი, კე­თი­ლი და სა­ერ­თოდ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. ირაკ­ლის ნათ­ქვა­მი სი­სუ­ლე­ლეა და მეტი არა­ფე­რი".

ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვინ­ტე­რეს­დით რო­გორ მოხ­და ინ­ტერ­ვი­უს მო­პო­ვე­ბა. მარ­თა­ლია, სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, მაგ­რამ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლე­ბის" პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა რე­დაქ­ტორ­მა კი შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

ზაალ ცი­ნა­ძე:

- მას შემ­დეგ, რაც ნინი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მე­უღ­ლეს­თან შე­საძ­ლო და­შო­რე­ბა­ზე ჭორი გავ­რცელ­და, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დეთ. თა­ვად ნი­ნიმ ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი გვი­თხრა. ახლა ამ­ბო­ბენ, ირაკ­ლიმ ინ­ტერ­ვიუ რამ­დე­ნი­მე რე­დაქ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზა და უარი უთხრე­სო. თქვენ ამის გჯე­რათ? და­მი­სა­ხე­ლეთ გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც მისი ინ­ტერ­ვი­უს და­ბეჭდ­ვა­ზე უარს იტყო­და. ამ სტა­ტი­ამ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. არ მე­გო­ნა, ნინი ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სახე თუ იყო.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლე ნი­ნიმ და ირაკ­ლიმ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან... ირაკ­ლი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აღარ აპი­რებს, კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის სურ­ვი­ლი არც ნი­ნის აქვს. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­თხვე­ბი უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა, ახა­ლი ვერ­სი­ე­ბიც იბა­დე­ბა, მერე კი ჭო­რი­სა და სი­მარ­თლის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს

რა მესიჯები უპოვა ირაკლი კუტალაძემ მეუღლეს

მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სკანდალური დაშორების გარშემო პრესაში ხმაური დღემდე არ ცხრება. ჟურნალი "გზა" ირაკლის ერთ-ერთ ნათესავს დაუკავშირდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

- თქვენ იცოდით, რომ ირაკლის და ნინის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ?

- მას შემდეგ, რაც ნინი საქართველოში ჩამოვიდა, პრესასთან და სატელევიზიო გადაცემებშიც ირაკლიზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა, მერე კი ირაკლი ძუნწი, უყურადღებო და მახინჯი გახდა.

- ეს ვინ თქვა?

- თავად ნინი ყველასთან ასე ლაპარაკობდა. რომ მიჰყვებოდა, არ იცოდა, ვინ იყო? როგორი იყო? ქორწილამდე 2 კვირით დუბაიშიც იყვნენ წასულები, ირაკლის ძალიან კარგად იცნობდა.

- ამბობენ, ნინის ყურადღებას ვერ აქცევდა, მთელი დღე გასული იყოო.

- ძვირად ღირებული სურვილები შინ ჯდომით რომ არ სრულდება, არ იცოდა? მართალია მთელი დღე დაკავებული იყო, მაგრამ ყოველ საღამოს ერთად ატარებდნენ, კონცერტებზე დაჰყავდა. ნინის განკარგულებაში იყო მანქანაც. მან ვერც კარგი ქმარი შეიფერა და ვერც კარგი ცხოვრება. მეეჭვება, ირაკლისნაირი ადამიანი კიდევ იპოვოს. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ჩემი ნათესავია.

- ერთმანეთს როგორ დაშორდნენ?

- ნინიმ დაიჩემა, თბილისში უნდა წავიდე, სატელევიზიო პროექტიდან მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და უარს ვერ ვიტყვიო. ირაკლი გაგებული ბიჭია, იფიქრა, რომ ნინი თავის თავში ყველაფერს დაალაგებდა და უკან დაბრუნდებოდა, უარი არ უთხრა, გამოუშვა. მან კი ირაკლისთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა.

- ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან?

- როგორც ვიცი, ნინი რომ წამოვიდა, თავისი ნივთები წამოიღო. რაც დარჩა, მერე გამოაგზავნინა და მხოლოდ ამისთვის შეეხმიანა.

- ირაკლი პრესასთან არ ურთიერთობს. ამჯერად ინტერვიუზე რატომ დათანხმდა? ხომ შეიძლებოდა, მათ ურთიერთობა ოჯახურ გარემოში გაერკვიათ.

- სიყალბეში ცხოვრებას ასე არჩია. თქვა და დაამთავრა. სხვა ინტერვიუების მიცემას აღარ აპირებს. საინტერესოა, მას ნინის ოჯახის წევრები მაინც რატომ არ დაუკავშირდნენ? განა შეიძლება, იცოდე, რომ შენს შვილს ოჯახი ენგრევა და არ ჩაერიო?

- ირაკლის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთი სააგენტოს გვერდზე დაიდო ინფორმაცია, თითქოს მათ ოჯახში სტუმრები ჰყავდათ, ნინი კი მესიჯობდა და ირაკლიმ ტელეფონს ვერაფრით მოსწყვიტა. მოგვიანებით კი ნახა, ნინი დედამისს სწერდა: "ამ ბანჯგვლიანთან როგორ მძინავსო"... თქვენთვის ამის შესახებ თუ არის რაიმე ცნობილი?

- ამბობდნენ, ირაკლიმ ნინის მესიჯები წაიკითხაო, მაგრამ არ ვიცი, ადრესატი ვინ იყო.

- გზავნილების შინაარსი იცით?

- ირაკლის და დედამთილს ლანძღავდა.

- ისიც დაიწერა, ირაკლი მეუღლეს იმის გამო დაშორდა, რომ ყოფილ შეყვარებულს შეურიგდაო.

- ეს სიმართლე არ არის, ირაკლის ქალების ყურადღება არასდროს აკლდა, წყალბურთელი ბიჭია, მთელ მოსკოვს იცნობს, დიდი სამეგობრო წრე ჰყავს.

- მალე მისი შვილი დაიბადება. თქვენთვის თუ არის ცნობილი, ირაკლი რას აპირებს?

- პირადად მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვფიქრობ, შვილს უყურადღებოდ არ დატოვებს.

- ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ აპირებს?

- არა.

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ნინი ბადურაშვილის მეჯვარე და მეგობარია. ირაკლის მიერ გაკეთებული განცხადება მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

სალომე:

- ამას ვერც ვიფიქრებდი, ეს საკითხი მხოლოდ ნინისა და ირაკლის გადასაწყვეტია. ამ თემაზე სხვების აზრი უინტერესოა. ირაკლის საქციელმა გამაკვირვა და მეწყინა კიდეც, სხვანაირი ადამიანი მეგონა, ე.ი. კარგად არ ვიცნობდი.

- ნინის მეგობრებს ირაკლისთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- პატივს ვცემდი, როგორც ნინის ქმარს. ამიტომ არ მინდა, ზედმეტი ვილაპარაკო. კაცისგან მსგავსი საქციელი საწყენია. ეტყობა, ამ ყველაფერს მისთვის რაღაც მნიშვნელობა აქვს.

- რას გულისხმობ?

- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხო. ახლა ჩემთვის მთავარი - ნინი და მისი ჯანმრთელობაა. როგორც ჩანს, ირაკლისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე ნინის ვუფრთხილდები.

- ნინი ირაკლის საქციელზე რას ამბობს?

- არანაირი კომენტარის გაკეთებასა და პასუხის გაცემას არ აპირებს. გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ელოდება. მშობიარობას კი ირაკლის ნაცვლად, მე დავესწრები.

"შე იდიოტო, რას ლაპარაკობ? ამაზე კრეტინი კაცი ცხოვრებაში არ შემხვედრია", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ირაკლი კუტალაძის განცხადებას მომღერალი ქეთა თოფურია და დასძინა: "ნინი ბადურაშვილი არის თავმდაბალი, კეთილი და საერთოდ, არაჩვეულებრივი ადამიანი. ირაკლის ნათქვამი სისულელეა და მეტი არაფერი".

ბუნებრივია, დავინტერესდით როგორ მოხდა ინტერვიუს მოპოვება. მართალია, სტატიის ავტორთან დაკავშირება ვერ შევძელით, მაგრამ ჟურნალ "თბილისელების" პასუხისმგებელმა რედაქტორმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ზაალ ცინაძე:

- მას შემდეგ, რაც ნინი საქართველოში დაბრუნდა და მეუღლესთან შესაძლო დაშორებაზე ჭორი გავრცელდა, ირაკლი კუტალაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ. თავად ნინიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა. ახლა ამბობენ, ირაკლიმ ინტერვიუ რამდენიმე რედაქციას შესთავაზა და უარი უთხრესო. თქვენ ამის გჯერათ? დამისახელეთ გამოცემა, რომელიც მისი ინტერვიუს დაბეჭდვაზე უარს იტყოდა. ამ სტატიამ ფურორი მოახდინა. არ მეგონა, ნინი ასეთი აქტუალური სახე თუ იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით სიმართლე ნინიმ და ირაკლიმ ყველაზე კარგად იციან... ირაკლი პრესასთან ურთიერთობას აღარ აპირებს, კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არც ნინის აქვს. როცა საზოგადოებაში კითხვები უპასუხოდ რჩება, ახალი ვერსიებიც იბადება, მერე კი ჭორისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ძნელია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება