პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"
ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც შო­უ­ბიზ­ნე­სის ვიწ­რო წრე­ში აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კო­ბენ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ან­გა­რე­ბი­ან და წა­რუ­მა­ტე­ბელ ქორ­წი­ნე­ბა­ზე. კუ­ლუ­ა­რებ­ში ით­ქვა, რომ მან ქმა­რი მოს­კოვ­ში მი­ა­ტო­ვა და მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა ნინი ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ნი­ნის ჯერ კი­დევ ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ მე­უღ­ლეს ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე მოს­კოვ­ში და­ვუ­კავ­შირ­დი, რომ­ლის­გა­ნაც საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლი პა­სუ­ხე­ბი მო­ვის­მი­ნე.

- ირაკ­ლი, თქვენ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­გან ყო­ველ­თვის თავს იკა­ვებთ, არა­და, ინ­ტე­რე­სი დი­დია. ნინი თბი­ლის­შია, თქვენ - მოს­კოვ­ში, ამი­ტომ ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, რომ თქვენ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დით. რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად?

- მოს­კოვ­ში ერ­თად თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ცხოვ­რეთ. როცა ნინი დარ­წმუნ­და, რომ ორ­სუ­ლად იყო, ქორ­წი­ლი­დან ერთ თვე­ში ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა. მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი გა­მოთ­ქვა, რომ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში გა­ვუ­გე და წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვყო­ფილ­ვარ. თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად არ ვე­თან­ხმე­ბო­დი. თბი­ლის­ში ორი-სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დი თვე-ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და. როცა მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, კი­დევ უფრო დავ­რწმუნ­დი, რომ ნი­ნის მხრი­დან გრძნო­ბა არ იყო და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის ჩა­მო­ვი­და იმ მიზ­ნით, რომ მოს­კოვ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ემ­შო­ბი­ა­რა. ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში და­ინ­ტე­რეს­და, ჩემი მშობ­ლე­ბი აპი­რებ­დნენ თუ არა მას­თან ერ­თად დუ­ბა­ი­ში გამ­გზავ­რე­ბას, რაც ოჯახ­ში ადრე იყო ნათ­ქვა­მი. რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ჩემი მშობ­ლე­ბი და ნინი დუ­ბა­ი­ში ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ - ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ ნი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფრე­ნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო, ამის შემ­დეგ მან გა­მო­ა­ცხა­და, რომ აპი­რებ­და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ბავ­შვის იქ გა­ჩე­ნას. 

- მი­ზე­ზი რა იყო, რის გა­მოც ნი­ნის თბი­ლის­ში უნ­დო­და დარ­ჩე­ნა და შვი­ლის გა­ჩე­ნა?

- თქვა, რომ თბი­ლის­ში თავს უფრო კარ­გად გრძნობ­და და მშვი­დად იქ­ნე­ბო­და. კი­დევ ერთი კვი­რის შემ­დეგ კი მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დეს თბი­ლის­ში, რად­გან კონ­კურს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი­ში მი­იწ­ვი­ეს და ამა­ზე უარს ვერ იტყო­და, რად­გან მისი კა­რი­ე­რის­თვის ამ ნა­ბიჯს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. 

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ნი­ნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი?

- ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია: მე მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, ვი­ფიქ­რო, რომ ნი­ნის მი­ზა­ნი იყო, კა­ნო­ნი­ე­რად გა­თხო­ვი­ლი­ყო და კა­ნო­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­ე­ჩი­ნა შვი­ლი. ქმა­რი და ოჯა­ხის შექ­მნა მის გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და. 

- ამ ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ გქონ­დათ თქვენ და ნი­ნის კონ­ტაქ­ტი? ის ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, თქვენ კი ამ­ბობთ, რომ ასე არ არის.

- მეც მიკ­ვირს, რად­გან ნი­ნი­მაც კარ­გად იცის, დღეს რა ურ­თი­ერ­თო­ბაა ჩვენ შო­რის. შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ეჭვი გა­მოვ­თქვა: მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ნა­ხავს, მე ნი­ნის გვერ­დით არ ვარ, მა­შინ ამ ფაქტს გა­მო­ი­ყე­ნებს ისე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის ფი­ა­რის­თვის - ნა­ხეთ, ქმარ­მა სამ­შო­ბი­ა­რო­ში­ვე მი­მა­ტო­ვაო. ესეც მისი გეგ­მის ნა­წი­ლია და ამას, ალ­ბათ, მოჰ­ყვე­ბა მო­თხოვ­ნე­ბი.

- ანუ, ახლა გაყ­რის პრო­ცეს­ში ხართ?

- არა. ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცოლ-ქმა­რი ვართ.

- ცოლ­თან და­შო­რე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ?

- ვერ ვხე­დავ ვერც ერთ მი­ზეზს, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დავ­დგა.

ბექა ასა­თი­ა­ნი

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

(შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია)

იხი­ლეთ ასე­ვე: ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა სკან­და­ლით დას­რულ­და - კვი­რა­ში ერთი სა­ღა­მოც კი ვერ გა­მო­ნა­ხო ახ­ლად­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლის­თვის, რამ­დე­ნად მო­სა­წო­ნია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"

ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"

უკვე რამდენიმე თვეა, რაც შოუბიზნესის ვიწრო წრეში აქტიურად ლაპარაკობენ ნინი ბადურაშვილის ანგარებიან და წარუმატებელ ქორწინებაზე. კულუარებში ითქვა, რომ მან ქმარი მოსკოვში მიატოვა და მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" ფარად გამოიყენა, თუმცა ნინი ამ თემაზე არ საუბრობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ნინის ჯერ კიდევ ფურცელზე არსებულ ამჟამინდელ მეუღლეს ირაკლი კუტალაძე მოსკოვში დავუკავშირდი, რომლისგანაც საკმაოდ გულწრფელი პასუხები მოვისმინე.

- ირაკლი, თქვენ ინტერვიუებისგან ყოველთვის თავს იკავებთ, არადა, ინტერესი დიდია. ნინი თბილისშია, თქვენ - მოსკოვში, ამიტომ ბევრს ჭორაობენ, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით. რა ხდება რეალურად?

- მოსკოვში ერთად თვე-ნახევრის განმავლობაში ვიცხოვრეთ. როცა ნინი დარწმუნდა, რომ ორსულად იყო, ქორწილიდან ერთ თვეში ჩვენი ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. მრავალი მიზეზი გამოთქვა, რომ თბილისში დაბრუნებულიყო. ბუნებრივია, ამაში გავუგე და წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. თუმცა შინაგანად არ ვეთანხმებოდი. თბილისში ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ეს პერიოდი თვე-ნახევარს გაგრძელდა. როცა მოსკოვში დაბრუნდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნინის მხრიდან გრძნობა არ იყო და, მიუხედავად ამისა, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ მოსკოვში დარჩენილიყო და ემშობიარა. ის პირველივე დღეებში დაინტერესდა, ჩემი მშობლები აპირებდნენ თუ არა მასთან ერთად დუბაიში გამგზავრებას, რაც ოჯახში ადრე იყო ნათქვამი. როდესაც გაირკვა, რომ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ჩემი მშობლები და ნინი დუბაიში ვერ გაემგზავრებოდნენ - ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ნინის მდგომარეობაში ფრენა მიზანშეწონილი არ იყო, ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აპირებდა თბილისში დაბრუნებას და ბავშვის იქ გაჩენას. 

- მიზეზი რა იყო, რის გამოც ნინის თბილისში უნდოდა დარჩენა და შვილის გაჩენა?

- თქვა, რომ თბილისში თავს უფრო კარგად გრძნობდა და მშვიდად იქნებოდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მითხრა, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს თბილისში, რადგან კონკურს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში მიიწვიეს და ამაზე უარს ვერ იტყოდა, რადგან მისი კარიერისთვის ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ნინის ასეთი საქციელი?

- ამ ყველაფრის მიზეზი მარტივია: მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. 

- ამ ხუთი თვის განმავლობაში რატომ არ გქონდათ თქვენ და ნინის კონტაქტი? ის ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, თქვენ კი ამბობთ, რომ ასე არ არის.

- მეც მიკვირს, რადგან ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევე საკუთარი თავის ფიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მოთხოვნები.

- ანუ, ახლა გაყრის პროცესში ხართ?

- არა. ჯერ ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვართ.

- ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი გაქვთ?

- ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგა.

ბექა ასათიანი

ჟურნალი "თბილისელები"

(შემოკლებული ვერსია)

იხილეთ ასევე: ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა - კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია?

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება