მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი
ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი

ვი­საც ჯეკ ლონ­დო­ნი არ წა­უ­კი­თხავს, ისე­ვე ბევ­რი და­უ­კარ­გავს, რო­გორც კაცს, რო­მელ­საც მწვერ­ვალ­ზე ას­ვლი­სა და იქი­დან გად­მო­ხედ­ვის სი­ხა­რუ­ლი არ გა­ნუც­დია. ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწერ­ლი­სა და პი­როვ­ნე­ბის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად ყვე­ლა­ზე მე­ტად თვით მისი კრე­დო შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს: "...მირ­ჩევ­ნია, ვიყო კაშ­კა­შა მე­ტე­ო­რი, ვიდ­რე მთვლე­მა­რე და მშვი­დი პლა­ნე­ტა. კა­ცის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ­სე­ბო­ბა კი არაა, არა­მედ სიყ­ვა­რუ­ლი. მე არ დავ­ხარ­ჯავ ჩემს დღე­ებს მათი გა­ხან­გრძლი­ვე­ბის ცდა­ში. მე გა­მო­ვი­ყე­ნებ ჩემს წილ დროს", - და მარ­თლაც ასე იცხოვ­რა, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯა, კაშ­კა­შა, მბრწყი­ნა­ვი მე­ტე­ო­რი­ტი­ვით გა­ი­ელ­ვა. სულ რა­ღაც ორ­მო­ცი წელი იცო­ცხლა, მაგ­რამ ორ­მოც­ზე მეტი წიგ­ნის და­წე­რა მო­ას­წრო, წიგ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დღე­საც ახ­სოვს და უყ­ვარს მკი­თხველს. რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ იბ­რძო­ლა, - ბრძო­ლა არა­სო­დეს შე­უ­წყვე­ტია, - და მისი ნა­წე­რი კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი ხდე­ბა, როცა იგებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ გა­დახ­და, თვი­თონ გა­ნი­ცა­და. ნათ­ქვა­მი სრუ­ლად ეხე­ბა მის რო­მანს "დიდი სახ­ლის პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლი­სი", რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლოს და­წე­რა და თა­ვის სა­უ­კუ­თე­სო ქმნი­ლე­ბად მი­აჩ­ნდა.

და­ი­ბა­და 1876 წელს სან-ფრან­ცის­კო­ში, მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ჯონ გრი­ფიტ ჩე­ი­ნი. დე­და­მი­სი, ფლო­რა უელ­მა­ნი, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ერ­თობ ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ, მდი­და­რი მშობ­ლე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი სპი­რი­ტიზ­მით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მას სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი ჰქონ­და უი­ლი­ამ ჩე­ი­ნის­თან, "ას­ტრო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­თან", რო­მელ­მაც მა­მო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და ფლო­რა მი­ა­ტო­ვა. შემ­დეგ მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის დედა გა­თხოვ­და ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ვე­ტე­რან ჯონ ლონ­დონ­ზე, რომ­ლის გვა­რიც მი­ი­ღო.

ლონ­დო­ნე­ბის ოჯახს ძალ­ზე უჭირ­და, ამი­ტომ ჯეკი სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, გა­ზე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ე­წყო ქუ­ჩა­ში, სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხა­ნა­შიც ემუ­შა­ვა და ხა­მანწკე­ბის "მე­კობ­რეც" გამ­ხდა­რი­ყო. მერე გემს გაჰ­ყვა იუნ­გად, ზღვის ლო­მებ­ზე სა­ნა­დი­როდ ბე­რინ­გის სრუ­ტე­ში. შემ­დეგ ფაბ­რი­კა­შიც მუ­შა­ობ­და, ცე­ცხლფა­რე­შა­დაც, უმუ­შე­ვა­რიც იყო, მა­წან­წა­ლო­ბის­თვის ცოტა ხანი ცი­ხე­შიც იჯდა.

მო­თხრო­ბე­ბის პირ­ვე­ლი­ვე კრე­ბულ­მა - "მგლის შვი­ლი" გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი. თა­ვი­სი დრო­ის­თვის ძა­ლი­ან კარგ ჰო­ნო­რა­რებ­საც უხ­დიდ­ნენ (ერთ წიგნ­ში 50.000 დო­ლა­რამ­დე), მაგ­რამ მუდ­მი­ვად ვა­ლებ­ში იყო, რად­გან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და. 1905 წელს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 100 აკრი (4 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი) მიწა და რან­ჩო შე­ი­ძი­ნა, ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი მა­ღა­ლე­ფექ­ტი­ა­ნი ფერ­მის მო­წყო­ბა უნ­დო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ოც­ნე­ბა ვერ აის­რუ­ლა, ფერ­მა წამ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ჯეკ ლონ­დო­ნი უა­რეს ვა­ლებ­ში ჩა­ვარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი

ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი

ვისაც ჯეკ ლონდონი არ წაუკითხავს, ისევე ბევრი დაუკარგავს, როგორც კაცს, რომელსაც მწვერვალზე ასვლისა და იქიდან გადმოხედვის სიხარული არ განუცდია. ამ შესანიშნავი მწერლისა და პიროვნების დასახასიათებლად ყველაზე მეტად თვით მისი კრედო შეიძლება გამოდგეს: "...მირჩევნია, ვიყო კაშკაშა მეტეორი, ვიდრე მთვლემარე და მშვიდი პლანეტა. კაცის დანიშნულება არსებობა კი არაა, არამედ სიყვარული. მე არ დავხარჯავ ჩემს დღეებს მათი გახანგრძლივების ცდაში. მე გამოვიყენებ ჩემს წილ დროს", - და მართლაც ასე იცხოვრა, ბოლომდე დაიხარჯა, კაშკაშა, მბრწყინავი მეტეორიტივით გაიელვა. სულ რაღაც ორმოცი წელი იცოცხლა, მაგრამ ორმოცზე მეტი წიგნის დაწერა მოასწრო, წიგნებისა, რომლებიც დღესაც ახსოვს და უყვარს მკითხველს. რთული ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ იბრძოლა, - ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია, - და მისი ნაწერი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა იგებ, რომ ეს ყველაფერი თვითონ გადახდა, თვითონ განიცადა. ნათქვამი სრულად ეხება მის რომანს "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", რომელიც სიცოცხლის ბოლოს დაწერა და თავის საუკუთესო ქმნილებად მიაჩნდა.

დაიბადა 1876 წელს სან-ფრანცისკოში, მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჯონ გრიფიტ ჩეინი. დედამისი, ფლორა უელმანი, მუსიკის მასწავლებელი და ერთობ ექსტრავაგანტური პიროვნება გახლდათ, მდიდარი მშობლების ქალიშვილი სპირიტიზმით იყო გატაცებული. მას სასიყვარულო კავშირი ჰქონდა უილიამ ჩეინისთან, "ასტროლოგიის პროფესორთან", რომელმაც მამობაზე უარი განაცხადა და ფლორა მიატოვა. შემდეგ მომავალი მწერლის დედა გათხოვდა ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერან ჯონ ლონდონზე, რომლის გვარიც მიიღო.

ლონდონების ოჯახს ძალზე უჭირდა, ამიტომ ჯეკი სკოლაში სწავლისას იძულებული იყო, გაზეთების გაყიდვა დაეწყო ქუჩაში, საკონსერვო ქარხანაშიც ემუშავა და ხამანწკების "მეკობრეც" გამხდარიყო. მერე გემს გაჰყვა იუნგად, ზღვის ლომებზე სანადიროდ ბერინგის სრუტეში. შემდეგ ფაბრიკაშიც მუშაობდა, ცეცხლფარეშადაც, უმუშევარიც იყო, მაწანწალობისთვის ცოტა ხანი ციხეშიც იჯდა.

მოთხრობების პირველივე კრებულმა - "მგლის შვილი" გაუთქვა სახელი. თავისი დროისთვის ძალიან კარგ ჰონორარებსაც უხდიდნენ (ერთ წიგნში 50.000 დოლარამდე), მაგრამ მუდმივად ვალებში იყო, რადგან ბევრს მოგზაურობდა. 1905 წელს კალიფორნიაში 100 აკრი (4 კვადრატული კილომეტრი) მიწა და რანჩო შეიძინა, ტექნიკით აღჭურვილი მაღალეფექტიანი ფერმის მოწყობა უნდოდა. სამწუხაროდ, ოცნება ვერ აისრულა, ფერმა წამგებიანი აღმოჩნდა, ჯეკ ლონდონი უარეს ვალებში ჩავარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს