სუპერმარკეტი "კარფური" სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" შემოდგომაზე გაიხსნება. შეთანხმებას სავაჭრო და ბიზნესცენტრ "ქარვასლასა" და "კარფურ საქართველოს" შორის ხელი უკვე მოეწერა.
"კარფური" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მოვაჭრეა. ქსელის მენეჯმენტს ცენტრალურ აზიაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ახორციელებს "კარფურ ჯგუფის" ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი მაჯიდ ალ ფუტაიმი.
სავაჭრო და ბიზნესცენტრი "ქარვასლა" 2010 წლიდან მუშაობს და ამ დროისთვის 6 კომერციულ სართულზე განთავსებულია 300-ზე მეტი სავაჭრო და ბიზნეს-ობიექტი, "კარფური" კი პირველ სართულზე განთავსდება.
"ეს "კარფურის" პირველი სუპერმარკეტია საქართველოში. კომპანიის პირველი ჰიპერმარკეტი კი გასული წლის შემოდგომაზე, თბილისის გარეუბანში, "თბილისი მოლში" გაიხსნა. კომპანიის გეგმებში, თბილისის შემდეგ, რეგიონებში გაფართოებაც შედის", - აცხადებენ კომპნიაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9