მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი
ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი

"ჩემი რჩე­უ­ლის" სე­რია და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ერთი პრო­ზა­ი­კო­სი და ორი პო­ე­ტი და­ამ­შვე­ნებს კი­დევ პრო­ექტს, მალე კი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად ახალ სე­რი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ამ­ჟა­მად ჩვენს ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნის ფუ­ძემ­დებ­ლის, ვა­სილ ბარ­ნო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას წარ­მო­გიდ­გენთ. კარ­გად იცით, რომ ჩვე­ნი გა­მო­ცე­მა რჩე­ულ­თა რჩე­უ­ლია და კლა­სი­კუ­რი გა­მო­ცე­მის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ალ­ბათ ბევ­რი თქვენ­გა­ნი გვი­საყ­ვე­დუ­რებთ კი­დეც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწერ­ლის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი ვერ შე­ვი­ტა­ნეთ ჩვენს 3-ტო­მე­ულ­ში. ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში ვა­სილ ბარ­ნო­ვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რო­მანს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ვა­სილ ბარ­ნო­ვი 1856 წლის 3 ივ­ნისს სო­ფელ კო­და­ში, მღვდელ ზა­ქა­რია ბარ­ნა­ვე­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, "ბარ­ნო­ვი" კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ირ­ქვა ფსევ­დო­ნი­მად. ბარ­ნა­ვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო გვა­რი ყო­ფი­ლა და სო­ფელ ბარ­ნა­ვი­დან იღებს სა­თა­ვეს. მარ­თა­ლია, სო­ფე­ლი აღარ არ­სე­ბობს, ნა­სოფ­ლა­რი კი დღეს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა მოქ­ცე­უ­ლი.

პო­ე­ტუ­რი და სათ­ნო სუ­ლის ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ბარ­ნო­ვი, მშვი­დი და თავ­მდა­ბა­ლი. სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელს მი­ჯაჭ­ვულ­თან ქა­ლიშ­ვილს გა­ზა­ფხუ­ლის ყვა­ვი­ლი რომ მი­უ­ტა­ნია, სულთმობ­რძავ მწე­რალს თვა­ლე­ბი გაჰ­ფა­ცი­ცე­ბია, ბავ­შვი­ვით გა­ხა­რე­ბია და უთ­ქვამს, - ია მო­სუ­ლაო. "ეს მხო­ლოდ იმ კაცს შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, ვინც სი­ცო­ცხლის მიმ­წუხ­რის ჟამ­საც ამ­ქვეყ­ნი­უ­რი არ­სე­ბო­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბით ტკბე­ბო­და და მთე­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით იმ აზრს ამ­კვიდ­რებ­და, თუ რა კარ­გია სი­ცო­ცხლე, რა ტკბი­ლია არ­სე­ბო­ბა, რა ლა­მა­ზად შე­უქ­მნია სა­ხი­ერს ეს ქვე­ყა­ნაო", - ამ­ბობს ფი­ლო­ლო­გი ამი­რან გო­მარ­თე­ლი.

თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის 16 ნო­მერ­ში ცხოვ­რობ­და. ამ სახ­ლში ყვე­ლას უყ­ვარ­და სტუმ­რო­ბა. სა­ღა­მო­ო­ბით აქ მწერ­ლე­ბი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, კრი­ტი­კო­სე­ბი და პო­ე­ტე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და მათ ჩაით თვი­თონ ვა­სილ ბარ­ნო­ვი უმას­პინ­ძლდე­ბო­და...

მწე­რა­ლი ვა­სილ ბარ­ნო­ვი მშობ­ლებ­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე აზი­ა­რეს ის­ტო­რი­ას, მის მწერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში კი ძა­ლი­ან დიდი როლი შე­ას­რუ­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში ის­ტო­რი­ის გან­ხრით სწავ­ლამ. მას ცნო­ბი­ლი რუსი ის­ტო­რი­კო­სე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ, რო­მელ­თა შო­რის რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი კლუ­ჩევ­სკიც იყო.

სტუ­დენ­ტო­ბი­სას ბარ­ნო­ვი სა­გან­გე­ბოდ აკი­თხავ­და მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბანს, სა­ხელ­წო­დე­ბით "ობ­ჟორ­ნი რი­ადს", სა­დაც სხვა­დას­ხვა ჯუ­რის ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­მელ­მა გა­და­ი­ყო­ლა, არა­და, შე­იძ­ლე­ბო­და კარ­გი მეც­ნი­ე­რე­ბიც გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. სწო­რედ ამ უბან­ში იპო­ვა მწე­რალ­მა პერ­სო­ნა­ჟე­ბი მო­მა­ვა­ლი რო­მა­ნე­ბის­თვის, იქა­უ­რი ამ­ბე­ბი კი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ებ­შიც აღ­წე­რა.

ბარ­ნო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­საც და ხში­რად, სა­ეკ­ლე­სიო დოგმე­ბი­სად­მი ხაზ­გას­მით უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც კი გა­მო­ხა­ტავს. მწე­რა­ლი სრულ­ყო­ფი­ლად აღ­წერს მო­ნას­ტრე­ბის შიდა ტი­პი­კონს. მა­გა­ლი­თად, "ტრფო­ბა წა­მე­ბულ­ში" ბევრ პა­საჟს ვხვდე­ბით მო­ნას­ტრის შიდა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ. ამა­საც თა­ვი­სი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს: ბარ­ნო­ვი ხში­რად სტუმ­რობ­და მოს­კოვ­თან ახ­ლოს არ­სე­ბულ დე­და­თა და მა­მა­თა მო­ნას­ტრებს. ხად­კო­ვის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ბევ­რს ესა­უბ­რე­ბო­და დე­დებს, ამი­ტო­მაც არ გასძნე­ლე­ბია ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში დე­და­თა ცხოვ­რე­ბის წვრი­ლად აღ­წე­რა. იქ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა და ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟიც შექ­მნა... რუ­სე­თის სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბას კი ეც­ნო­ბო­და მწე­რა­ლი, მაგ­რამ მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი სუ­ლი­თა და ხა­სი­ა­თით არის გად­მო­ცე­მუ­ლი.

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბარ­ნოვ­მა თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა. ის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­საც კარ­გად იც­ნობ­და, ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც და ზო­გა­დად, ის­ტო­რი­ა­საც და ეს ცოდ­ნა მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში. მათი წა­კი­თხვით მკი­თხვე­ლი ეპო­ქა­ზეც შე­იქ­მნის წარ­მოდ­გე­ნას. ბარ­ნო­ვი თა­ვის პრო­ზა­ში საკ­მა­ოდ კარ­გად მიჰ­ყვე­ბა ის­ტო­რი­ულ წყა­როს, გმი­რის წყა­რო­სე­ულ და­ხა­სი­ა­თე­ბა­საც კი არ ცვლის, არ ამა­ხინ­ჯებს, მხო­ლოდ ამ­ხატ­ვრუ­ლებს. რა თქმა უნდა, მის მიერ და­ხა­ტუ­ლი სა­ხე­ე­ბი და დი­ა­ლო­გე­ბი მო­გო­ნი­ლი, გამ­ხატ­ვრუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ღერ­ძი მა­ინც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როა.

ბარ­ნო­ვი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად აღ­წერს კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქის ეტი­კეტს, სამ­ხედ­რო საქ­მეს და ამის შე­დე­გად აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ მწე­რა­ლი კარ­გად იც­ნობს ის­ტო­რი­ის ჟან­რებს, ვთქვათ, სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ას, სა­ეკ­ლე­სი­ოს, პო­ე­ტი­კურს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თოს ინ­ფორ­მა­ცი­ით.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და: "ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მის დამ­წერს წინ უნდა უძღო­დეს დიდი ცოდ­ნა ის­ტო­რი­ი­სა, დიდი გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბა, დიდი გა­ნათ­ლე­ბა, ღვთივ მო­მად­ლე­ბუ­ლი ნი­ჭის გარ­და, და ჩვე­ნის ფიქ­რით, ამა­ოდ ირ­ჯე­ბი­ან ისი­ნი, ვინც ამის­თა­ნა დრა­მის და­წე­რას მო­უმ­ზა­დებ­ლად და, მა­შა­სა­და­მე, კად­ნი­ე­რად ეტა­ნე­ბი­ან". მარ­თა­ლია, ილია, აკა­კი და ვაჟა წერ­დნენ ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზე და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად, მაგ­რამ მათ ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზე რო­მა­ნე­ბი არ და­უ­წე­რი­ათ. XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი ჯერ კი­დევ არ იყო სრუ­ლი ფორ­მით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ამი­ტო­მა­ცაა, რომ ეს ჟან­რი მა­ინც ბარ­ნო­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

P.S. "ის ჰგავ­და ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შო­რი­დან მო­დი­ო­და. ის თით­ქო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იყო გა­მო­სუ­ლი... მას თით­ქო ბა­ბი­ლო­ნის კოშ­კი­დან ვარ­სკვლა­ვი­ან ცაზე კა­ცობ­რი­ო­ბის ბე­დის­წე­რა ამო­უ­კი­თხავს, თით­ქო პლა­ტო­ნის დი­ა­ლო­გი მო­უს­მე­ნია ათე­ნის აკა­დე­მი­ის ხე­ი­ვან­ში", - წერ­და ვა­სილ ბარ­ნოვ­ზე გე­რონ­ტი ქი­ქო­ძე.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი

ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი

"ჩემი რჩეულის" სერია დასასრულს უახლოვდება. ერთი პროზაიკოსი და ორი პოეტი დაამშვენებს კიდევ პროექტს, მალე კი ჟურნალ "გზასთან" ერთად ახალ სერიას შემოგთავაზებთ.

ამჟამად ჩვენს ჟურნალთან ერთად, ისტორიული რომანის ფუძემდებლის, ვასილ ბარნოვის შემოქმედებას წარმოგიდგენთ. კარგად იცით, რომ ჩვენი გამოცემა რჩეულთა რჩეულია და კლასიკური გამოცემისგან განსხვავდება. ალბათ ბევრი თქვენგანი გვისაყვედურებთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შესანიშნავი მწერლის ყველა ნაწარმოები ვერ შევიტანეთ ჩვენს 3-ტომეულში. ჩვენს გამოცემაში ვასილ ბარნოვის მხოლოდ რამდენიმე რომანს შემოგთავაზებთ.

ვასილ ბარნოვი 1856 წლის 3 ივნისს სოფელ კოდაში, მღვდელ ზაქარია ბარნაველის ოჯახში დაიბადა, "ბარნოვი" კი მოგვიანებით დაირქვა ფსევდონიმად. ბარნაველი საეკლესიო გვარი ყოფილა და სოფელ ბარნავიდან იღებს სათავეს. მართალია, სოფელი აღარ არსებობს, ნასოფლარი კი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.

პოეტური და სათნო სულის ადამიანი ყოფილა ბარნოვი, მშვიდი და თავმდაბალი. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულთან ქალიშვილს გაზაფხულის ყვავილი რომ მიუტანია, სულთმობრძავ მწერალს თვალები გაჰფაციცებია, ბავშვივით გახარებია და უთქვამს, - ია მოსულაო. "ეს მხოლოდ იმ კაცს შეეძლო ეთქვა, ვინც სიცოცხლის მიმწუხრის ჟამსაც ამქვეყნიური არსებობის მშვენიერებით ტკბებოდა და მთელი თავისი შემოქმედებით იმ აზრს ამკვიდრებდა, თუ რა კარგია სიცოცხლე, რა ტკბილია არსებობა, რა ლამაზად შეუქმნია სახიერს ეს ქვეყანაო", - ამბობს ფილოლოგი ამირან გომართელი.

თბილისში, ბარნოვის 16 ნომერში ცხოვრობდა. ამ სახლში ყველას უყვარდა სტუმრობა. საღამოობით აქ მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები და პოეტები იკრიბებოდნენ და მათ ჩაით თვითონ ვასილ ბარნოვი უმასპინძლდებოდა...

მწერალი ვასილ ბარნოვი მშობლებმა ბავშვობიდანვე აზიარეს ისტორიას, მის მწერლად ჩამოყალიბებაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის განხრით სწავლამ. მას ცნობილი რუსი ისტორიკოსები ასწავლიდნენ, რომელთა შორის რუსეთის მეცნიერული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი კლუჩევსკიც იყო.

სტუდენტობისას ბარნოვი საგანგებოდ აკითხავდა მოსკოვის გარეუბანს, სახელწოდებით "ობჟორნი რიადს", სადაც სხვადასხვა ჯურის ადამიანები იკრიბებოდნენ, ადამიანები, რომლებიც სასმელმა გადაიყოლა, არადა, შეიძლებოდა კარგი მეცნიერებიც გამოსულიყვნენ. სწორედ ამ უბანში იპოვა მწერალმა პერსონაჟები მომავალი რომანებისთვის, იქაური ამბები კი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშიც აღწერა.

ბარნოვის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საეკლესიო ცხოვრებასაც და ხშირად, საეკლესიო დოგმებისადმი ხაზგასმით უარყოფით დამოკიდებულებასაც კი გამოხატავს. მწერალი სრულყოფილად აღწერს მონასტრების შიდა ტიპიკონს. მაგალითად, "ტრფობა წამებულში" ბევრ პასაჟს ვხვდებით მონასტრის შიდა საქმიანობის შესახებ. ამასაც თავისი საფუძველი აქვს: ბარნოვი ხშირად სტუმრობდა მოსკოვთან ახლოს არსებულ დედათა და მამათა მონასტრებს. ხადკოვის დედათა მონასტერში ბევრს ესაუბრებოდა დედებს, ამიტომაც არ გასძნელებია ნაწარმოებებში დედათა ცხოვრების წვრილად აღწერა. იქ ბევრი საინტერესო ჩანაწერი გააკეთა და ბევრი პერსონაჟიც შექმნა... რუსეთის სამონასტრო ცხოვრებას კი ეცნობოდა მწერალი, მაგრამ მის ნაწარმოებებში ყველაფერი ქართული სულითა და ხასიათით არის გადმოცემული.

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ბარნოვმა თბილისის უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით განაგრძო მუშაობა. ის შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიასაც კარგად იცნობდა, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც და ზოგადად, ისტორიასაც და ეს ცოდნა მოხერხებულად გამოიყენა თავის ნაწარმოებებში. მათი წაკითხვით მკითხველი ეპოქაზეც შეიქმნის წარმოდგენას. ბარნოვი თავის პროზაში საკმაოდ კარგად მიჰყვება ისტორიულ წყაროს, გმირის წყაროსეულ დახასიათებასაც კი არ ცვლის, არ ამახინჯებს, მხოლოდ ამხატვრულებს. რა თქმა უნდა, მის მიერ დახატული სახეები და დიალოგები მოგონილი, გამხატვრულებულია, მაგრამ მთავარი ღერძი მაინც ისტორიული წყაროა.

ბარნოვი არაჩვეულებრივად აღწერს კონკრეტული ეპოქის ეტიკეტს, სამხედრო საქმეს და ამის შედეგად აშკარა ხდება, რომ მწერალი კარგად იცნობს ისტორიის ჟანრებს, ვთქვათ, სამხედრო ისტორიას, საეკლესიოს, პოეტიკურს, რაც საშუალებას აძლევს, ნაწარმოებები საკმაოდ დატვირთოს ინფორმაციით.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "ისტორიული დრამის დამწერს წინ უნდა უძღოდეს დიდი ცოდნა ისტორიისა, დიდი გონებამახვილობა, დიდი განათლება, ღვთივ მომადლებული ნიჭის გარდა, და ჩვენის ფიქრით, ამაოდ ირჯებიან ისინი, ვინც ამისთანა დრამის დაწერას მოუმზადებლად და, მაშასადამე, კადნიერად ეტანებიან". მართალია, ილია, აკაკი და ვაჟა წერდნენ ისტორიულ თემაზე და, რასაკვირველია, მაღალმხატვრულად, მაგრამ მათ ისტორიულ თემაზე რომანები არ დაუწერიათ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული რომანი ჯერ კიდევ არ იყო სრული ფორმით ჩამოყალიბებული და ამიტომაცაა, რომ ეს ჟანრი მაინც ბარნოვის სახელს უკავშირდება.

P.S. "ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც ძალიან შორიდან მოდიოდა. ის თითქო საუკუნეების სიღრმიდან იყო გამოსული... მას თითქო ბაბილონის კოშკიდან ვარსკვლავიან ცაზე კაცობრიობის ბედისწერა ამოუკითხავს, თითქო პლატონის დიალოგი მოუსმენია ათენის აკადემიის ხეივანში", - წერდა ვასილ ბარნოვზე გერონტი ქიქოძე.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს