პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ეკო­ნო­მი­კურ სტაგ­ნა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მთავ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას აძ­ლევს.

"სტა­ტის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ჩა­მო­ვი­და 0 %-ზე მა­ი­სის თვე­ში. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თბი­ლის­ში ბევ­რად მეტი ზრდა არის ხოლ­მე, ვიდ­რე რე­გი­ო­ნებ­ში, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში და­წყე­ბუ­ლია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცია. არას­დროს, შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ო­დის შემ­დეგ, გარ­და 2008 წლის გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა, როცა მსოფ­ლიო კრი­ზი­სი და ომი გვქონ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა ასეთ კა­ტას­ტრო­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ყო­ფი­ლა. აქამ­დე, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი შეგ­ნე­ბუ­ლად ვი­კა­ვებ­დი თავს ეკო­ნო­მი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის­გან, რად­გან ზუს­ტად ვიცი, რომ რა­ტომ­ღაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ყვე­ლა­ფერს პი­რი­ქით გა­ა­კე­თებ­და. ეს თა­ვის­თა­ვად უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ახლა თუ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კამ გა­აგ­რძე­ლა ჩა­მოშ­ლა იმ ტემ­პით, რო­გო­რი­თაც ეს მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ლუკ­მა გავ­ხდე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცი­ი­ის პი­რას, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხმა გა­ნა­პი­რო­ბა.

"პირ­ვე­ლი – ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბაა - ლა­ზი­კის პორ­ტის, ყარ­სი-ახალ­ქა­ლა­ქი-თბი­ლი­სის რკი­ნიგ­ზის ფაქ­ტობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბა, ასე­ვე ბევ­რი სხვა პრო­ექ­ტის. მე­ო­რე – სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა, რაც ახ­დენს გავ­ლე­ნას ინ­ვეს­ტო­რებ­ზე. მე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მსმე­ნია ასე­თი კრი­ტი­კა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ, რო­გორც გვეს­მის ბოლო თვე­ე­ბის, კვი­რე­ბის, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დე­გი მი­ზე­ზი – სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­უ­ა­რე­სე­ბე­ბია, მათ შო­რის "შრო­მის კო­დექ­სი", რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არ ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ რე­ა­ლო­ბას, ასე­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი ფო­ნის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა. ამი­ტომ, ჩემი მო­წო­დე­ბა, რჩე­ვა, თუ ვინ­მეს მისი მოს­მე­ნა უნდა არის შემ­დე­გი – უნდა გა­ნახ­ლდეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი – სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა ახა­ლი დიდი პორ­ტი, ლა­ზი­კის პრო­ექ­ტი სა­მეგ­რე­ლოს­თვის, გუ­რი­ის­თვის, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამო­სუნ­თქვაა. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯი­ნა­ზე ამ პრო­ექ­ტის მოკ­ვლა. მე­ო­რე, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ქუ­თა­ი­სი­დან პარ­ლა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნა, ისე რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გად­მო­ტა­ნა ბა­თუ­მი­დან – ეს პრო­ექ­ტე­ბი იყო ამ რე­გი­ო­ნე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რა­საც მოჰ­ყვე­ბა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის სა­კი­თხე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნილ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხელს შე­უ­წყობს მცი­რე ბიზ­ნე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 11 %-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ახალ­მა მთავ­რო­ბამ ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის 0 %-მდე დაყ­ვა­ნა.

"11 %-იან ზრდას ვვა­რა­უ­დობ­დით ჩვენ წელს, რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხო, მა­შინ როცა არა­ნა­ი­რი კო­ლაფ­სი არ არ­სე­ბობს ამ რი­ცხვის 0 %-ზე ჩა­მოყ­ვა­ნა, ამას მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ხერ­ხე­ბა სჭირ­დე­ბა", - გან­მარ­ტა ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთავ­რო­ბა გა­მო­ფხიზ­ლდეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას რჩევებს აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ფართომასშტაბიან ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრობს და მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობას რამდენიმე რჩევას აძლევს.

"სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა ჩამოვიდა 0 %-ზე მაისის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ბევრად მეტი ზრდა არის ხოლმე, ვიდრე რეგიონებში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონებში დაწყებულია ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაცია. არასდროს, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, გარდა 2008 წლის გამონაკლისისა, როცა მსოფლიო კრიზისი და ომი გვქონდა, საქართველოს ეკონომიკა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში არ ყოფილა. აქამდე, მთელი ეს პერიოდი შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკური ინიციატივებისგან, რადგან ზუსტად ვიცი, რომ რატომღაც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს პირიქით გააკეთებდა. ეს თავისთავად უჩვეულო მდგომარეობაა ურთიერთობების, მაგრამ, სამწუხარო რეალობაა. ამის მიუხედავად, ახლა თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, როგორითაც ეს მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველო აღმოჩნდა ეკონომიკური სტაგნაციიის პირას, რამდენიმე საკითხმა განაპირობა.

"პირველი – ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაა - ლაზიკის პორტის, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის ფაქტობრივი შეჩერება, ასევე ბევრი სხვა პროექტის. მეორე – საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრი გაუარესება, რაც ახდენს გავლენას ინვესტორებზე. მე მრავალი წლის განმავლობაში არ მსმენია ასეთი კრიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ, როგორც გვესმის ბოლო თვეების, კვირების, ბოლო დღეების განმავლობაში. შემდეგი მიზეზი – საკანონმდებლო გაუარესებებია, მათ შორის "შრომის კოდექსი", რომელიც ნამდვილად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ რეალობას, ასევე კრიმინალური ფონის მკვეთრი გაუარესება. ამიტომ, ჩემი მოწოდება, რჩევა, თუ ვინმეს მისი მოსმენა უნდა არის შემდეგი – უნდა განახლდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები – საქართველოს სჭირდება ახალი დიდი პორტი, ლაზიკის პროექტი სამეგრელოსთვის, გურიისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის ამოსუნთქვაა. არ შეიძლება სააკაშვილის ჯინაზე ამ პროექტის მოკვლა. მეორე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანა, ისე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანა ბათუმიდან – ეს პროექტები იყო ამ რეგიონების გასავითარებლად, რასაც მოჰყვება მთლიანად ქვეყნის სწრაფი განვითარება. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა განვიხილოთ დეკრიმინალიზაცია ეკონომიკური საქმიანობის, ასევე ეკონომიკური ამნისტიის საკითხები. ეს ყველაფერი შექმნილ საგანგებო სიტუაციაში ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის სტიმულირებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიმდინარე წლის განმავლობაში 11 %-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი და მისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ახალმა მთავრობამ ამ მაჩვენებლის 0 %-მდე დაყვანა.

"11 %-იან ზრდას ვვარაუდობდით ჩვენ წელს, როგორ უნდა მოახერხო, მაშინ როცა არანაირი კოლაფსი არ არსებობს ამ რიცხვის 0 %-ზე ჩამოყვანა, ამას მართლა განსაკუთრებული მოხერხება სჭირდება", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა და იქვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობა გამოფხიზლდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა