საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"
"მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უშუ­ა­ლო ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხელ­შე­წყო­ბით, თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფონ­დი­დან, თვალ­თმაქ­ცუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გაფ­ლან­გუ­ლია 50 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნა­ნას­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს ქ.თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან დე­და­ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ფონ­დებ­ში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­კარ­გვის ფაქ­ტებს, რომ­ლის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უშუ­ა­ლო ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხელ­შე­წყო­ბით, თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფონ­დი­დან, რომ­ლის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა მი­მალ­ვა­ში, სხვა­დას­ხვა ტი­პის თვალ­თმაქ­ცუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გაფ­ლან­გუ­ლია 50 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი, მათ შო­რის, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი უშუ­ა­ლოდ ბან­კე­ბი­დან ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით არის გა­მო­ტა­ნი­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი.

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­სათ­ვის წარ­მო­გიდ­გენთ, თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, კერ­ძოდ, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბულ ვი­დო­მა­სა­ლებს, რომ­ლებ­ზეც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის მო­ხე­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ტკი­ნე­ბით პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იტა­ცე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი­სა­გან გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით აკ­რე­ფილ თან­ხებს, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მოხ­მა­რე­ბო­და.

აქვე, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ამ საქ­მის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბის მცდე­ლო­ბას, რა­საც არ და­ვუშ­ვებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კი­თხვა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად შე­ის­წავ­ლი­ან აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს.

თა­ვად სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია საქ­მის თა­ო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"

"მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ. თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობს ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს, რომლის ფარგლებში დაწყებული გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფება მიმალვაში, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და სავარაუდოდ მითვისებული.

თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ, თავისი მასშტაბებით ამ უპრეცედენტო კორუფციული საქმის მტკიცებულებებს, კერძოდ, გამოძიების პროცესში მოპოვებულ ვიდომასალებს, რომლებზეც დედაქალაქის მერიის მოხელეები განსაკუთრებული აღტკინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზირებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც პასუხიმგებლობიდან თავის არიდების მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ.

რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფი პირების პრეტენზიებს პროცესთან დაკავშირებით, უფლებამოსილი ორგანოები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.

თავად საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმის თაობაზე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ