საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"
დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"

ბევ­რის­თვის შო­უ­მე­ნია, ზო­გის­თვის - არ­ტის­ტი. არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს სცე­ნა­ზე და რო­გორც თე­ატ­რა­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, მას უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კარგ არ­ტის­ტად მი­ვიჩ­ნევ. მა­სა­ში სა­ნა­ხა­ო­ბის კა­ცად წო­დე­ბუ­ლი დუტა სხირტლა­ძე ახლა თვი­თონ ქმნის სა­ნა­ხა­ო­ბას, რო­მე­ლიც იმა­ზე მე­ტად ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვი­რაო სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ. ინ­ტერ­ვიუ წლე­ბია, არ მი­უ­ცია. არ უყ­ვარს ლა­პა­რა­კი. ურ­ჩევ­ნია, საქ­მე აკე­თოს. საქ­მე კი ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს. სწო­რედ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლის და ბევ­რი შრო­მის გამო, სინ­დრომს - "ყველ­გან დუტა" ვერ ას­ცდა. თუმ­ცა ეს მისი - არა, უფრო მა­სის პრობ­ლე­მაა.

კინო(ს) სა­ფე­ხუ­რებ­ზე

- ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მარ­ტო მხატ­ვრო­ბა და მწერ­ლო­ბაა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. მი­ხა­ილ რომს (გა­მო­ჩე­ნილ საბ­ჭო­თა კი­ნო­მოღ­ვა­წე. - რედ.) უწე­რია, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სწო­რად იკ­რებს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­სო. მეც ანა­ლო­გი­უ­რად - გუნდში თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მყავს. თან, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ადრე სტუ­დი­ას "დუტა პრო­დაქ­შე­ნი" ერ­ქვა. ეს სუ­ლე­ლუ­რი, ქარ­თულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­ხე­ლია, თით­ქოს დუტა ყველ­გა­ნაა. ამი­ტომ შევ­ცვა­ლე. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა - "ია­სამ­ნის­ფე­რი ალ­მა­ნა­ხი და მერე?!" იყო, რო­დე­საც ხუთ­მა დე­ბი­უ­ტან­ტმა რე­ჟი­სორ­მა ხუთი ფილ­მი გა­და­ვი­ღეთ - სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე - ხუთი ეტა­პი ხუთ ფილმში. ახლა შვე­დეთ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ცოტა ხან­ში ამ ფილ­მის სა­უნდს გა­ვა­კე­თებთ შვე­დეთ­ში. თვი­თონ გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი, ასე რომ, "ალ­მა­ნა­ხი" ქარ­თულ-შვე­დუ­რი კი­ნოპ­რო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა. ეს არც ყო­ფი­ლა კო­მერ­ცი­უ­ლად გათ­ვლი­ლი ფილ­მი, პრე­მი­ე­რა­ზეც ძი­რი­თა­დად "კი­ნოშ­ნი­კე­ბი" იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი და ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბაც ჰქონ­დათ. დედ­ლა­ი­ნის გამო ავჩ­ქარ­დით, ამი­ტომ ეს ფილ­მე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ ჩაგ­ვით­ვლია. სრულვყოფთ და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღებთ ქარ­თულ-შვე­დურ პრო­დუქტს. ახ­ლა­ხან ინ­დო­ე­თი­დან ფეს­ტი­ვალ­ზე სწო­რედ ამ ფილ­მით მი­ვი­ღეთ მიწ­ვე­ვა.

"დუტა პრო­დაქ­შე­ნი" ახლა "ლე­დერ სტუ­დი­ოდ" იქცა. ლე­დე­რი - გა­საშ­ლე­ლი კი­ბეა. ეს - კი­ბეს­ტუ­დი­აა. პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია იმ ფეს­ტი­ვა­ლი­სა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ფუძ­ნებთ. ფეს­ტი­ვა­ლი დე­ბი­უ­ტანტ რე­ჟი­სო­რებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მისი სიმ­ბო­ლო კი­ნო­ფი­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კი­ბის ფე­ხებს ეყ­რდნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნიც - ქარ­თუ­ლი კი­ნოს აღ­მას­ვლაა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ საქ­მეს. მეც ჩემს წვლილს შე­ვი­ტან.

მო­მავ­ლის კინო

- ქარ­თუ­ლი კინო დღეს პირ­ველ სა­ფე­ხურს "ეჭი­და­ვე­ბა". თუ არ მოხ­და სა­ზღვარ­გა­რეთ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი კი­ნო­სამ­ყა­რო და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­იდ­გამს მყა­რად ფეს­ვებს მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში. დღეს ვი­ღა­ცე­ბი კო­მერ­ცი­ულ კი­ნოს იღე­ბენ. მეც, ამ ეტაპ­ზე, კო­მერ­ცი­უ­ლი გათ­ვლა მაქვს, ვი­ღებ ფილ­მს, რო­მე­ლიც ში­ნა­არსთან ერ­თად კო­მერ­ცი­უ­ლა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. ეს იმი­ტომ, რომ სტუ­დია მოძ­ლი­ერ­დეს და ის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­ნოპ­რო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მაქვს და­გეგ­მი­ლი, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. 2006 წლი­დან ვცდი­ლობ, რომ კინო გა­და­ვი­ღო. იმ, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ვემ­ზა­დე­ბი ამ­დე­ნი წე­ლია. უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა, კად­რი­რე­ბაც დავ­ხა­ტეთ მე და არ­ჩილ ახვლე­დი­ან­მა. სა­ნამ კი­ნოს გა­და­ღე­ბას ვის­წავ­ლი იმ დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც მსგავს პრო­დუქტს სჭირ­დე­ბა, მა­ნამ­დე იმ კონ­კრე­ტუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბას არ და­ვი­წყებ.

ვინ არის "გივი"?

- "გივი" - ახლა გა­და­ვი­ღე ფილ­მი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა კი­ნო­ეკ­რან­ზე. ეს კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მია, რო­მე­ლიც სა­ტი­რუ­ლად ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე კო­მე­დი­აა, თუმ­ცა - სევ­დი­ა­ნი. სევ­დის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მომ­დის. იმ­დე­ნად ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, გა­მი­ჭირ­დე­ბა მო­ყო­ლა. პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­ფერს "ქარ­თუ­ლად" უყუ­რე­ბენ - ბიზ­ნესს, ურ­თი­ერ­თო­ბებს, სიყ­ვა­რულს. ქარ­თუ­ლი სული, ხა­სი­ა­თი დევს მთელ სი­უ­ჟეტ­ში. მარ­თა­ლია, ამა­ზე ვი­ცი­ნით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბაა. მოკ­ლედ, ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხის ის­ტო­რი­აა. თუ ვინ არის გივი, ამას სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ.

სცე­ნა­რის თა­ნა­ავ­ტო­რი ვარ. მონ­ტაჟ­საც ვეს­წრე­ბი და აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ფილ­მის კე­თე­ბის ყვე­ლა პრო­ცეს­ში. სა­უნ­დტრე­კე­ბის შექ­მნა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ადრე ჯგუ­ფი "ღა­მუ­რა" გვქონ­და მე­გობ­რებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ჩვე­ნი ძვე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან გა­ვა­ცო­ცხლეთ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი. რობი კუ­ხი­ა­ნი­ძის რამ­დე­ნი­მე შე­მოქ­მე­დე­ბით შე­დევ­რსაც გა­მო­ვი­ყე­ნებთ...

ფილმში ერთ-ერთ როლს თვი­თონ­ვე ვას­რუ­ლებ. შე­მიძ­ლია და ჩემ­სა­ვე პრო­დუქ­ტშიც რომ ყველ­გან მე ვიყო, რა­ტო­მაც არა?! ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - ზუკა პა­პუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი, ნატო ება­ნო­ი­ძე, ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი, რუს­კა და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლე­ბი, სა­მო­რი ბალ­დე, ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლი, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი. ხა­ტია შა­მუ­გი­აც თა­მა­შობს ეპი­ზო­დურ როლს. პირ­ვე­ლი­ვე სცე­ნის პირ­ვე­ლი­ვე კად­რის პირ­ვე­ლი­ვე დუბ­ლი ნი­ჭი­ე­რად შე­ას­რუ­ლა. სა­ერ­თოდ, მსა­ხი­ო­ბე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. ბევრ ქე­ბას აღარ და­ვი­წყებ.

იუ­მო­რი & ირო­ნია

- სა­ერ­თოდ, ვთვლი, რომ ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი სევ­და­ნა­რე­ვია, ის­ტო­რი­უ­ლად... ამ ტრა­დი­ცი­ას არ ვღა­ლა­ტობ და არც გა­ვურ­ბი­ვარ.

ქარ­თუ­ლი ფილ­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც იღებ­დნენ თვი­თი­რო­ნი­ულ კო­მე­დი­ებს, რო­მე­ლიც იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს ასა­ხავ­და. სიმ­ბო­ლი­კის ძი­ე­ბა რე­ჟი­სო­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მებ­სა და ხერ­ხებს პო­უ­ლობ­დნენ. ბევ­რი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ადა­მი­ა­ნებ­მა თე­ატრზე მე­ტად, კი­ნო­დან შე­იყ­ვა­რეს. თე­ატ­რში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და­დი­ო­და, კინო კი ყვე­ლას­თვის იყო.

...სა­ზღვარ­გა­რეთ არა­ერთ ფილმში გა­და­მი­ღეს, ქარ­თვე­ლე­ბი კი, თუ ძა­ლი­ან კო­მერ­ცი­უ­ლი კი­ნოს გა­კე­თე­ბა არ უნ­დათ, არ მე­ძა­ხი­ან. არ­ტის­ტად არ მთვლი­ან. სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვა­ნი ვარ მათ­თვის.

"ყველ­გან დუტა"...

- დღე-ღა­მე­ში 27 სა­ა­თი მა­ინც მჭირ­დე­ბა, 3 სა­ა­თი რომ და­ვი­ძი­ნო. სულ ვშრო­მობ და მინ­და, მეტი დრო მქონ­დეს. "ყველ­გან დუ­ტას" ფე­ნო­მე­ნი ვერ ავ­ხსე­ნი. სა­ქარ­თვე­ლო ხუმ­რობ­და იმა­ზე, რომ ზარ­მა­ცი არ ვარ. სწო­რედ ამის გამო რომ დაგ­ცი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლი, კარ­გი არ არის.

მა­სის­თვის ვი­ყა­ვი "ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი", თე­ატ­რა­ლე­ბის­თვის - "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის" მსა­ხი­ო­ბი, ჭო­ლას სტუ­დენ­ტი. რო­გორც მსა­ხი­ობს, არ მქო­ნია ცუდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თე­ატ­რა­ლე­ბის­გან, კრი­ტი­კო­სე­ბის­გან, მე­ტიც... თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა ისე, რომ გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე დავ­თან­ხმდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მო­ვი­თხო­ვე მო­სა­ფიქ­რებ­ლად: ზუს­ტად ვი­ცო­დი, მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­მე­ღო. იმ მო­მენ­ტში­ვე ვგრძნობ­დი, რომ თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ცელს გა­მო­ვის­ვამ­დი. ასეც მოხ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი­დან წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ არას­დროს მი­მი­ტო­ვე­ბია. რო­დე­საც "ვის უნდა 20.000" მიმ­ყავ­და, არც ერთ ინ­ტერ­ვი­უს არ ვთან­ხმდე­ბო­დი, თუ "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ზე" ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცე­მო­და. იმ პე­რი­ოდ­ში "სარ­და­ფის" პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ხე­ლე­ბით შექ­მნი­ლი იყო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. "სარ­დაფ­მა" თა­ვის დრო­ზე შეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თე­ატ­რის მი­მართ. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის შე­იქ­მნა, ამის გამო გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში "სარ­დაფ­მა" მა­ყუ­რებ­ლის არა­ერ­თი თა­ო­ბა გა­ზარ­და. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ეტა­პი სწო­რედ "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფი" იყო...

(გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა ეც­ვლე­ბა. სევ­და ერე­ვა. პა­უ­ზა. ემო­ცი­ებს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას უკე­თებს და აგ­რძე­ლებს):

- ...რა­მაც მერე ჩა­ი­ლუ­რის წყა­ლი და­ლია და მეც ვე­ღარ­სად დავ­რჩი. არ ვარ შეჩ­ვე­უ­ლი დიდ თე­ატ­რში ცხოვ­რე­ბას. არ არის იქ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, რაც "სარ­დაფ­ში" იყო.

P.S. სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, "გივი" მონ­ტაჟ­დე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, თვა­ლი გა­მირ­ბო­და ეკ­რა­ნის­კენ. და­ვინ­ტე­რეს­დი და ვთხო­ვე, ენახ­ვე­ბი­ნა. უარი არ მი­თხრა, მაგ­რამ გა­მაფრ­თხი­ლა, არა­ფე­რი და­მე­წე­რა წი­ნას­წარ. არ გა­ვამ­ხელ "გი­ვის" სა­ი­დუმ­ლოს, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი - ერთხელ შევ­ცდი და კი­ნო­ში რო­მე­ლი­ღაც ქარ­თუ­ლი კო­მე­დი­ის სა­ნა­ხა­ვად წა­ვე­დი. იმის შემ­დეგ აღარც გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი კო­მე­დია მე­ნა­ხა. "გი­ვიმ", თა­ნაც და­უ­მუ­შა­ვე­ბელ­მა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ახლა კი ნამ­დვი­ლად მაქვს მო­ლო­დი­ნი და რე­ა­ლუ­რი შეგ­რძნე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მი მწვერ­ვა­ლი­დან მი­წას­თან გას­წო­რე­ბის შემ­დეგ, კი­ბე­ზე მყა­რად შედ­გე­ბა და მა­ღალ სა­ფე­ხუ­რებს აუყ­ვე­ბა.

სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"

დუტა სხირტლაძე - "როგორც მსახიობმა, ცელი გამოვისვი"

ბევრისთვის შოუმენია, ზოგისთვის - არტისტი. არაერთხელ მინახავს სცენაზე და როგორც თეატრალი მაყურებელი, მას უპირველეს ყოვლისა, კარგ არტისტად მივიჩნევ. მასაში სანახაობის კაცად წოდებული დუტა სხირტლაძე ახლა თვითონ ქმნის სანახაობას, რომელიც იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი საკვირაო სატელევიზიო შოუ. ინტერვიუ წლებია, არ მიუცია. არ უყვარს ლაპარაკი. ურჩევნია, საქმე აკეთოს. საქმე კი ძალიან ბევრი აქვს. სწორედ საქმის სიყვარულის და ბევრი შრომის გამო, სინდრომს - "ყველგან დუტა" ვერ ასცდა. თუმცა ეს მისი - არა, უფრო მასის პრობლემაა.

კინო(ს) საფეხურებზე

- ხელოვნების სფეროში მარტო მხატვრობა და მწერლობაა ინდივიდუალური. მიხაილ რომს (გამოჩენილ საბჭოთა კინომოღვაწე. - რედ.) უწერია, კინორეჟისორი ის ადამიანია, რომელიც სწორად იკრებს თანამოაზრეებსო. მეც ანალოგიურად - გუნდში თანამოაზრეები მყავს. თან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები.

ადრე სტუდიას "დუტა პროდაქშენი" ერქვა. ეს სულელური, ქართულ სიტუაციაზე მორგებული სახელია, თითქოს დუტა ყველგანაა. ამიტომ შევცვალე. პირველი მცდელობა - "იასამნისფერი ალმანახი და მერე?!" იყო, როდესაც ხუთმა დებიუტანტმა რეჟისორმა ხუთი ფილმი გადავიღეთ - საქართველო მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე - ხუთი ეტაპი ხუთ ფილმში. ახლა შვედეთთან ვთანამშრომლობთ, ცოტა ხანში ამ ფილმის საუნდს გავაკეთებთ შვედეთში. თვითონ გამოთქვეს სურვილი, ასე რომ, "ალმანახი" ქართულ-შვედური კინოპროდუქტი იქნება. ეს არც ყოფილა კომერციულად გათვლილი ფილმი, პრემიერაზეც ძირითადად "კინოშნიკები" იყვნენ მოსულები და ძალიან დადებითი შეფასებაც ჰქონდათ. დედლაინის გამო ავჩქარდით, ამიტომ ეს ფილმები დასრულებულად არ ჩაგვითვლია. სრულვყოფთ და საბოლოოდ მივიღებთ ქართულ-შვედურ პროდუქტს. ახლახან ინდოეთიდან ფესტივალზე სწორედ ამ ფილმით მივიღეთ მიწვევა.

"დუტა პროდაქშენი" ახლა "ლედერ სტუდიოდ" იქცა. ლედერი - გასაშლელი კიბეა. ეს - კიბესტუდიაა. პირველი საფეხურია იმ ფესტივალისა, რომელსაც აუცილებლად დავაფუძნებთ. ფესტივალი დებიუტანტ რეჟისორებზე იქნება ორიენტირებული, მისი სიმბოლო კინოფირი იქნება, რომელიც კიბის ფეხებს ეყრდნობა. შესაბამისად, ფესტივალის მიზანიც - ქართული კინოს აღმასვლაა. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ამ საქმეს. მეც ჩემს წვლილს შევიტან.

მომავლის კინო

- ქართული კინო დღეს პირველ საფეხურს "ეჭიდავება". თუ არ მოხდა საზღვარგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობა, ქართული კინოსამყარო დამოუკიდებლად ვერ გაიდგამს მყარად ფესვებს მსოფლიო კინემატოგრაფში. დღეს ვიღაცები კომერციულ კინოს იღებენ. მეც, ამ ეტაპზე, კომერციული გათვლა მაქვს, ვიღებ ფილმს, რომელიც შინაარსთან ერთად კომერციულადაც საინტერესო იქნება ჩემთვის. ეს იმიტომ, რომ სტუდია მოძლიერდეს და ის ძალიან მნიშვნელოვანი კინოპროექტები, რომელიც უახლოეს მომავალში მაქვს დაგეგმილი, წარმატებით განხორციელდეს. 2006 წლიდან ვცდილობ, რომ კინო გადავიღო. იმ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფილმის გადასაღებად ვემზადები ამდენი წელია. უკვე დაწყებულია მუშაობა, კადრირებაც დავხატეთ მე და არჩილ ახვლედიანმა. სანამ კინოს გადაღებას ვისწავლი იმ დონეზე, რომელიც მსგავს პროდუქტს სჭირდება, მანამდე იმ კონკრეტული ფილმის გადაღებას არ დავიწყებ.

ვინ არის "გივი"?

- "გივი" - ახლა გადავიღე ფილმი, რომელიც ძალიან მალე გამოვა კინოეკრანზე. ეს კომედიური ჟანრის ფილმია, რომელიც სატირულად ასახავს რეალობას. თანამედროვე კომედიაა, თუმცა - სევდიანი. სევდის გარეშე არაფერი გამომდის. იმდენად ჩახლართული სიტუაციაა, გამიჭირდება მოყოლა. პერსონაჟები ყველაფერს "ქართულად" უყურებენ - ბიზნესს, ურთიერთობებს, სიყვარულს. ქართული სული, ხასიათი დევს მთელ სიუჟეტში. მართალია, ამაზე ვიცინით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა. მოკლედ, ერთი ბიზნესმენის ოჯახის ისტორიაა. თუ ვინ არის გივი, ამას საიდუმლოდ დავტოვებ.

სცენარის თანაავტორი ვარ. მონტაჟსაც ვესწრები და აქტიურად ვარ ჩართული ფილმის კეთების ყველა პროცესში. საუნდტრეკების შექმნაშიც მივიღე მონაწილეობა. ადრე ჯგუფი "ღამურა" გვქონდა მეგობრებს ჩამოყალიბებული და ჩვენი ძველი რეპერტუარიდან გავაცოცხლეთ კომპოზიციები. რობი კუხიანიძის რამდენიმე შემოქმედებით შედევრსაც გამოვიყენებთ...

ფილმში ერთ-ერთ როლს თვითონვე ვასრულებ. შემიძლია და ჩემსავე პროდუქტშიც რომ ყველგან მე ვიყო, რატომაც არა?! ძალიან ნიჭიერი მსახიობები მონაწილეობენ - ზუკა პაპუაშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, ნატო ებანოიძე, ქეთათო ჩარკვიანი, რუსკა და ნინუცა მაყაშვილები, სამორი ბალდე, ვასიკო ოდიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი. ხატია შამუგიაც თამაშობს ეპიზოდურ როლს. პირველივე სცენის პირველივე კადრის პირველივე დუბლი ნიჭიერად შეასრულა. საერთოდ, მსახიობებით აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ნიჭიერები არიან. ბევრ ქებას აღარ დავიწყებ.

იუმორი & ირონია

- საერთოდ, ვთვლი, რომ ქართული იუმორი სევდანარევია, ისტორიულად... ამ ტრადიციას არ ვღალატობ და არც გავურბივარ.

ქართული ფილმი განსაკუთრებულად პოპულარული იყო იმ პერიოდში, როდესაც იღებდნენ თვითირონიულ კომედიებს, რომელიც იმდროინდელ საბჭოთა საქართველოს ასახავდა. სიმბოლიკის ძიება რეჟისორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. პროტესტის გამოხატვის ძალიან საინტერესო ფორმებსა და ხერხებს პოულობდნენ. ბევრი ძალიან საყვარელი მსახიობი ადამიანებმა თეატრზე მეტად, კინოდან შეიყვარეს. თეატრში საზოგადოების ნაწილი დადიოდა, კინო კი ყველასთვის იყო.

...საზღვარგარეთ არაერთ ფილმში გადამიღეს, ქართველები კი, თუ ძალიან კომერციული კინოს გაკეთება არ უნდათ, არ მეძახიან. არტისტად არ მთვლიან. სატელევიზიო წამყვანი ვარ მათთვის.

"ყველგან დუტა"...

- დღე-ღამეში 27 საათი მაინც მჭირდება, 3 საათი რომ დავიძინო. სულ ვშრომობ და მინდა, მეტი დრო მქონდეს. "ყველგან დუტას" ფენომენი ვერ ავხსენი. საქართველო ხუმრობდა იმაზე, რომ ზარმაცი არ ვარ. სწორედ ამის გამო რომ დაგცინის საზოგადოების რაღაც ნაწილი, კარგი არ არის.

მასისთვის ვიყავი "ტელევიზიონშიკი", თეატრალებისთვის - "თეატრალური სარდაფის" მსახიობი, ჭოლას სტუდენტი. როგორც მსახიობს, არ მქონია ცუდი გამოხმაურება თეატრალებისგან, კრიტიკოსებისგან, მეტიც... თუმცა, ცხოვრებამ მოიტანა ისე, რომ გარკვეულ ეტაპზე დავთანხმდი სატელევიზიო შემოთავაზებას. ძალიან ბევრი დრო მოვითხოვე მოსაფიქრებლად: ზუსტად ვიცოდი, მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. იმ მომენტშივე ვგრძნობდი, რომ თანხმობის შემთხვევაში, როგორც მსახიობი, ცელს გამოვისვამდი. ასეც მოხდა. თეატრალური სარდაფიდან წამოვედი, მაგრამ არასდროს მიმიტოვებია. როდესაც "ვის უნდა 20.000" მიმყავდა, არც ერთ ინტერვიუს არ ვთანხმდებოდი, თუ "თეატრალურ სარდაფზე" ლაპარაკის საშუალება არ მომეცემოდა. იმ პერიოდში "სარდაფის" პოპულარიზაციით ვიყავი დაკავებული. ჩვენი ხელებით შექმნილი იყო, ძალიან მიყვარდა. "სარდაფმა" თავის დროზე შეცვალა დამოკიდებულება თეატრის მიმართ. თინეიჯერებისთვის შეიქმნა, ამის გამო გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში "სარდაფმა" მაყურებლის არაერთი თაობა გაზარდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი ეტაპი სწორედ "თეატრალური სარდაფი" იყო...

(გამომეტყველება ეცვლება. სევდა ერევა. პაუზა. ემოციებს მობილიზაციას უკეთებს და აგრძელებს):

- ...რამაც მერე ჩაილურის წყალი დალია და მეც ვეღარსად დავრჩი. არ ვარ შეჩვეული დიდ თეატრში ცხოვრებას. არ არის იქ ის დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, რაც "სარდაფში" იყო.

P.S. საუბრის პარალელურად, "გივი" მონტაჟდებოდა. ბუნებრივია, თვალი გამირბოდა ეკრანისკენ. დავინტერესდი და ვთხოვე, ენახვებინა. უარი არ მითხრა, მაგრამ გამაფრთხილა, არაფერი დამეწერა წინასწარ. არ გავამხელ "გივის" საიდუმლოს, მაგრამ მაინც ვიტყვი - ერთხელ შევცდი და კინოში რომელიღაც ქართული კომედიის სანახავად წავედი. იმის შემდეგ აღარც გამჩენია სურვილი, თანამედროვე ქართული კომედია მენახა. "გივიმ", თანაც დაუმუშავებელმა, მოულოდნელად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა კი ნამდვილად მაქვს მოლოდინი და რეალური შეგრძნება, რომ ქართული კომედიური ჟანრის ფილმი მწვერვალიდან მიწასთან გასწორების შემდეგ, კიბეზე მყარად შედგება და მაღალ საფეხურებს აუყვება.

სალომე ლილუაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება