პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ

კუდ-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი "ალი­ას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად უყ­ვე­ბა იმ მე­თო­დებ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს ახორ­ცი­ე­ლებ­და და იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც ყვე­ბა, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა.

რა სა­ხის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბია და რო­გორ ხდე­ბო­და მათი მო­პო­ვე­ბა? ამის შე­სა­ხებ "ალი­ას" თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად უყ­ვე­ბა:

- პირ­ველ რიგ­ში, ის მი­თხა­რით, რა სტა­ტუ­სი გქონ­დათ, რამ­დე­ნად მი­გიწ­ვდე­ბო­დათ ხელი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე?

- მე ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ზონა ჩემი იყო ქვე­მო ქარ­თლი. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რო­მე­ლიც ვიცი მე, ეს ინ­ფორ­მა­ცია, ვინც კუდ-ში მუ­შა­ობ­და, ყვე­ლას ჰქონ­და.

- უშუ­ა­ლოდ რო­დი­დან და­ი­წყო კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა?

- რო­დე­საც მე ამ სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, მა­შინ უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო პრო­ცე­სი, რო­მელ­საც ჰქვია კომ­პრო­მატ­თა მო­ძი­ე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და შე­ნახ­ვა. ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო 2007 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ში ჩნდე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტი და ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა ძლი­ერ­დე­ბა. სწო­რედ მას შემ­დეგ გა­და­დის კუდ-ი აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე. ძი­რი­თა­დად მუ­შა­ო­ბა მი­დი­ო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე, რომ ზოგი გა­ე­ჩე­რე­ბი­ნათ, ზოგი გად­მო­ე­ბი­რე­ბი­ნათ და ა.შ.

- ამ ჩა­ნა­წე­რებს სად აკე­თებ­დნენ?

- ძი­რი­თა­დად, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში, სა­ძი­ნებ­ლებ­ში ამონ­ტა­ჟებ­დნენ ვი­დე­ო­კა­მე­რას. ჩვენ­თან არ­სე­ბობ­და ასე­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მი­დის კონ­ტრო­ლი სახლზე, რამ­დე­ნი სული ცხოვ­რობს, ვინ შე­დის, ვინ გა­მო­დის, რამ­დე­ნი ხნით, რო­მელ სა­ა­თებ­ში, ად­გენ­დნენ, ვინ­მე ხომ არ რჩე­ბა სახ­ლში და ა.შ. რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბოდ­ნენ, რომ სახ­ლში არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­დი­ოდ­ნენ და აყე­ნებ­დნენ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებს. კა­რის გა­ღე­ბა ხდე­ბო­და ქურ­დუ­ლი მე­თო­დით. არ ტე­ხავ­დნენ სა­კეტს, ჰქონ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბი, რომ­ლი­თაც აღებ­დნენ კარს. მა­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ცალ­კე ჰყავ­და კუდ-ს.

- ძი­რი­თა­დად რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს უმონ­ტა­ჟებ­დნენ ამ ვი­დე­ო­კა­მე­რებს?

- როცა ნა­ხეს, რომ პრო­ტეს­ტი ძლი­ერ­დე­ბო­და, და­ი­წყეს ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით და მერე უკვე, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, არა­მარ­ტო მი­ნის­ტრე­ბის სა­ძი­ნებ­ლებ­ში იყო კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, მა­სა­ლე­ბი იყო ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი იყო.

- ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზეც?

- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის­თვის ყო­ველ­თვის წარ­მო­ად­გენ­დნენ მუდ­მივ­მოქ­მედ ნაღმს. რა თქმა უნდა, ხდე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ზე კომ­პრო­მა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. იყო ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ეს იქ­ნე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლი, ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა თუ სხვა რამ. ძი­რი­თა­დად ჰქონ­დათ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი. ეს იმ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თა მი­სა­მარ­თით ხდე­ბო­და, ვინც ახორ­ცი­ე­ლებ­და ე.წ. "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ" ქმე­დე­ბებს. ის, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს, წერ­დნენ, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ით ლა­პა­რა­კობ­დნენ, ცხა­დია, მათ­ზე ყვე­ლა­ზე ცდი­ლობ­დნენ კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბას.

- მერე, ვინ­მე და­ა­შან­ტა­ჟეს ამ კომ­პრო­მა­ტე­ბით?

- რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პრო­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დი­დად ვერ ბე­დავ­დნენ ამას, თუმ­ცა იყო რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი, როცა გა­მო­ი­ყე­ნეს ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი და მოხ­და მათი და­შან­ტა­ჟე­ბა. დგე­ბო­და სი­ე­ბი ქალი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საყ­ვარ­ლე­ბის. ერთ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ზე 38-კა­ცი­ა­ნი საყ­ვარ­ლე­ბის სია გვქონ­და.

- შან­ტა­ჟი რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რას ითხოვ­დნენ?

- რას და ამა თუ იმ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას, კონ­კრე­ტუ­ლი თე­მის გა­შუ­ქე­ბა­ზე უა­რის თქმას და ა.შ. სხვა­თა, შო­რის, იყო პო­ლი­ტი­კოს ქა­ლებ­ზეც. მათ იღებ­დნენ მა­შინ, როცა საყ­ვა­რელ­თან ჰქონ­დათ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი.

- კი, მაგ­რამ ხომ არი­ან ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ვი­ღა­ცა ყო­ველ­თვის არის სახ­ლში. იქ რო­გორ ამონ­ტა­ჟებ­დნენ ვი­დე­ოთ­ვალს?

- თუ ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და სახ­ლში შეღ­წე­ვა, მა­შინ ხდე­ბო­და პი­რის გად­მო­ბი­რე­ბა, რო­მელ­საც ჰქონ­და ამა თუ იმ პირ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი. უპო­ვიდ­ნენ რა­ღა­ცას ისეთს და იწყე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნის "და­კერ­ვა". მერე ამ ადა­მი­ა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბა იქ, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ.

- პო­ლი­ტი­კო­სებს და­ვუბ­რუნ­დეთ...

- პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ კი­დევ უფრო მეტი მუ­შა­ო­ბა იყო. მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ცევ­დნენ ამას ყუ­რა­დღე­ბას, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რომ ახ­ლოვ­დე­ბო­და. პი­რა­დად მე მაქვს ნა­ნა­ხი რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი საყ­ვარ­ლებ­თან. თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, წა­მო­დი, გაჩ­ვე­ნო ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ქალი სა­ლა­მურ­ზე რო­გორ უს­ტვენ­სო. მეთ­ქი, რა სა­ლა­მუ­რია, რომ ვნა­ხე კად­რე­ბი, გავ­გიჟ­დი. ვერ და­ვი­ჯე­რე, ვთქვი, არ მჯე­რა, უეჭ­ვე­ლი და­ა­მონ­ტა­ჟეს-მეთ­ქი, მაგ­რამ თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა. რა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლი­აო.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, რა ხდე­ბა?

- რა თქმა უნდა, სა­მიზ­ნე იყო ივა­ნიშ­ვი­ლიც, მაგ­რამ ვერ მი­აღ­წი­ეს იქამ­დე. მცდე­ლო­ბა იყო აგენ­ტე­ბის შეშ­ვე­ბის, ყვე­ლა მე­თო­დი სცა­დეს, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლამ­დე გას­ვლა არ გა­მო­უ­ვი­დათ არა­ნა­ი­რად. ამის მერე მათი ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე გახ­დნენ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა იყო, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ რამე ენა­ხათ, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი უნა­ხეს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი კი ყვე­ლამ ვი­ცით, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი პი­როვ­ნე­ბაა უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხში, ამი­ტომ ის კარ­გი მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის. მათი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ფე­რი უნა­ხეს. ამი­ტო­მაც, თა­მა­ზაშ­ვი­ლი რო­გორც გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს ყვე­ლამ ვნა­ხეთ.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი "ალიას" ექსკლუზიურად უყვება იმ მეთოდებზე, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმი ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდა და იმ ფაქტების შესახებაც ყვება, რაც საკუთარი თვალით ნახა.

რა სახის ფარული ჩანაწერებია და როგორ ხდებოდა მათი მოპოვება? ამის შესახებ "ალიას" თემურ კენკებაშვილი დეტალურად უყვება:

- პირველ რიგში, ის მითხარით, რა სტატუსი გქონდათ, რამდენად მიგიწვდებოდათ ხელი ინფორმაციებზე?

- მე ვიყავი ჩვეულებრივი, ოპერატიული თანამშრომელი. რეგიონალური ზონა ჩემი იყო ქვემო ქართლი. რაც შეეხება ინფორმაციებს, რომელიც ვიცი მე, ეს ინფორმაცია, ვინც კუდ-ში მუშაობდა, ყველას ჰქონდა.

- უშუალოდ როდიდან დაიწყო კომპრომატების მოძიების პროცესი და ჩანაწერების გაკეთება?

- როდესაც მე ამ სამსახურში მივედი, მაშინ უკვე დაწყებული იყო პროცესი, რომელსაც ჰქვია კომპრომატთა მოძიება, დამუშავება და შენახვა. ეს პროცესი დაიწყო 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში ჩნდება სერიოზული პროტესტი და ოპოზიციური ძალა ძლიერდება. სწორედ მას შემდეგ გადადის კუდ-ი აქტიურ მუშაობაზე. ძირითადად მუშაობა მიდიოდა პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების შემცველი ვიდეომასალების მოპოვებაზე, რომ ზოგი გაეჩერებინათ, ზოგი გადმოებირებინათ და ა.შ.

- ამ ჩანაწერებს სად აკეთებდნენ?

- ძირითადად, საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში ამონტაჟებდნენ ვიდეოკამერას. ჩვენთან არსებობდა ასეთი ოპერატიული ღონისძიება, მიდის კონტროლი სახლზე, რამდენი სული ცხოვრობს, ვინ შედის, ვინ გამოდის, რამდენი ხნით, რომელ საათებში, ადგენდნენ, ვინმე ხომ არ რჩება სახლში და ა.შ. როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა, შედიოდნენ და აყენებდნენ სათვალთვალო კამერებს. კარის გაღება ხდებოდა ქურდული მეთოდით. არ ტეხავდნენ საკეტს, ჰქონდათ სპეციალური გასაღები, რომლითაც აღებდნენ კარს. მაგის სპეციალისტები ცალკე ჰყავდა კუდ-ს.

- ძირითადად რა კატეგორიის ადამიანებს უმონტაჟებდნენ ამ ვიდეოკამერებს?

- როცა ნახეს, რომ პროტესტი ძლიერდებოდა, დაიწყეს ოპოზიციის გავლენიანი წარმომადგენლებით და მერე უკვე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არამარტო მინისტრების საძინებლებში იყო კადრები გადაღებული, სხვადასხვა ადგილზე, მასალები იყო ყველა ადამიანზე, ვინც საზოგადოებრივად აქტიური იყო.

- ჟურნალისტებზეც?

- ჟურნალისტები ჩვენი სამსახურისთვის ყოველთვის წარმოადგენდნენ მუდმივმოქმედ ნაღმს. რა თქმა უნდა, ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება. იყო ნებისმიერი სახის ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ. ძირითადად ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ეს იმ ჟურნალისტებთა მისამართით ხდებოდა, ვინც ახორციელებდა ე.წ. "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებებს. ის, ვინც წლების განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, წერდნენ, თუ ტელევიზიით ლაპარაკობდნენ, ცხადია, მათზე ყველაზე ცდილობდნენ კომპრომატების მოპოვებას.

- მერე, ვინმე დააშანტაჟეს ამ კომპრომატებით?

- რაც შეეხება კომპრომატების გამოყენებას, დიდად ვერ ბედავდნენ ამას, თუმცა იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა.

- შანტაჟი რაში გამოიხატებოდა, რას ითხოვდნენ?

- რას და ამა თუ იმ ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას, კონკრეტული თემის გაშუქებაზე უარის თქმას და ა.შ. სხვათა, შორის, იყო პოლიტიკოს ქალებზეც. მათ იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი.

- კი, მაგრამ ხომ არიან ოჯახები, სადაც ვიღაცა ყოველთვის არის სახლში. იქ როგორ ამონტაჟებდნენ ვიდეოთვალს?

- თუ ვერ მოხერხდებოდა სახლში შეღწევა, მაშინ ხდებოდა პირის გადმობირება, რომელსაც ჰქონდა ამა თუ იმ პირთან სექსუალური კავშირი. უპოვიდნენ რაღაცას ისეთს და იწყებოდა ამ ადამიანის "დაკერვა". მერე ამ ადამიანის მეშვეობით ხდებოდა გადაღება იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ.

- პოლიტიკოსებს დავუბრუნდეთ...

- პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო მეტი მუშაობა იყო. მაგრამ განსაკუთრებით აქცევდნენ ამას ყურადღებას, საპარლამენტო არჩევნები რომ ახლოვდებოდა. პირადად მე მაქვს ნანახი რამდენიმე ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან. თანამშრომელმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო ერთი ოპოზიციონერი ქალი სალამურზე როგორ უსტვენსო. მეთქი, რა სალამურია, რომ ვნახე კადრები, გავგიჟდი. ვერ დავიჯერე, ვთქვი, არ მჯერა, უეჭველი დაამონტაჟეს-მეთქი, მაგრამ თანამშრომელმა მითხრა. რა დამონტაჟებული, ნამდვილიაო.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, რა ხდება?

- რა თქმა უნდა, სამიზნე იყო ივანიშვილიც, მაგრამ ვერ მიაღწიეს იქამდე. მცდელობა იყო აგენტების შეშვების, ყველა მეთოდი სცადეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილამდე გასვლა არ გამოუვიდათ არანაირად. ამის მერე მათი ძირითადი სამიზნე გახდნენ თამაზ თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. გაცხოველებული მუშაობა იყო, რომ მათ წინააღმდეგ რამე ენახათ, მაგრამ ვერაფერი უნახეს. ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა, თამაზ თამაზაშვილი კი ყველამ ვიცით, ძალიან გამოცდილი პიროვნებაა უშიშროების საკითხში, ამიტომ ის კარგი მრჩეველი იქნებოდა ივანიშვილისთვის. მათი განეიტრალება სურდათ, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი უნახეს. ამიტომაც, თამაზაშვილი როგორც გაანეიტრალეს ყველამ ვნახეთ.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ