მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ ჩიქოვანი "პირველ არხზე" დაბრუნდა
ვასილ ჩიქოვანი "პირველ არხზე" დაბრუნდა

მე­ო­რე კვი­რაა, "პირ­ვე­ლი არ­ხის" დღის "მო­ამ­ბე" ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვანს მიჰ­ყავს. ვა­სი­ლი ბოლო დროს ბევ­რს "მოგ­ზა­უ­რობს" არ­ხებ­ზე. "რუს­თა­ვი 2"-იდან ჯერ "მე­ცხრე არხზე" გა­და­ვი­და, ახლა კი "პირ­ველ არხზეა". ამის მი­ზე­ზებ­ზე თა­ვად ისა­უბ­რებს.

- ვა­სილ, "მე­ცხრე არხზე" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა მიგ­ყავ­და. რო­გორ აღ­მოჩ­ნდი "პირ­ველ არხზე"?

- "პირ­ვე­ლი არხი" ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რია. ამ არ­ხი­დან და­ვი­წყე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "პირ­ველ არხს" და­ვუბ­რუნ­დი.

- "მე­ცხრე არხზე" "რუს­თა­ვი 2"-იდან დიდი გეგ­მე­ბით გა­დახ­ვე­დი. სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა უნდა გქო­ნო­და...

- "მე­ცხრე არხთან" და­კავ­ში­რე­ბით მქონ­და გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩა­ვარ­და და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი გავ­ხდი.

- რა გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა იგეგ­მე­ბო­და?

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს გა­კე­თე­ბას ვგეგ­მავ­დით, რო­მე­ლიც დი­ლით გა­ვი­დო­და ეთერ­ში.

- გინ­დო­და, მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე­თი ტი­პის გა­და­ცე­მა წა­გეყ­ვა­ნა და ასე რომ არ მოხ­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვე არხი?

- "მე­ცხრე არხზე" რომ გა­დავ­დი­ო­დი, ამ გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნი გავ­ხდი. "მე­ცხრე არხზე" მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­დან ექ­ვსი თვის შემ­დეგ "პირ­ვე­ლი არ­ხის­გან" მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!.

- არ­ხის და­ტო­ვე­ბის სხვა მი­ზე­ზიც ხომ არ იყო?

- "მე­ცხრე არ­ხის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი ნამ­დვი­ლად არ მომ­სვლია.

- რო­გორც მახ­სოვს, არხზე გა­დას­ვლა კახა ბე­ქა­ურ­მა შე­მოგ­თა­ვა­ზა. ლუბა ელი­აშ­ვილ­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მო­ნა­ხე?

- რო­დე­საც "მე­ცხრე არხზე" გა­და­ვე­დი, არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი კახა ბე­ქა­უ­რი იყო. ლუბა ელი­აშ­ვილ­თან სა­ერ­თო ენა გა­მოვ­ნა­ხე და ხუთი თვე ვი­მუ­შა­ვე მას­თან.

- "მე­ცხრე არხს" ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს. მისი მფლო­ბე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დას­კვნა­საც აკე­თე­ბენ, რომ არ­ხის­გან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა. რო­გორც არ­ხის ყო­ფი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს წამ­ყვა­ნი, რას იტყვი ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- "მე­ცხრე არხი" ნამ­დვი­ლად უკავ­შირ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხელს. არხი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მისი მე­უღ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბაა. ექ­ვსი თვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში გა­ვა­ტა­რე და პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე. პა­ტა­რა მი­ზე­ზიც კი არ მაქვს, რომ ვთქვა, რა­ი­მე მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად შუქ­დე­ბა-მეთ­ქი. სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან, რომ მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი ამ­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად მი­ა­წო­დონ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ჩათ­ვა­ლოს, რომ ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­საზ­რე­ბაა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რე­ა­ლუ­რა­დაც ასეა. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას თა­ვი­სი წარ­მოდ­გე­ნა აქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ვასილ ჩიქოვანი "პირველ არხზე" დაბრუნდა

ვასილ ჩიქოვანი "პირველ არხზე" დაბრუნდა

მეორე კვირაა, "პირველი არხის" დღის "მოამბე" ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს. ვასილი ბოლო დროს ბევრს "მოგზაურობს" არხებზე. "რუსთავი 2"-იდან ჯერ "მეცხრე არხზე" გადავიდა, ახლა კი "პირველ არხზეა". ამის მიზეზებზე თავად ისაუბრებს.

- ვასილ, "მეცხრე არხზე" საინფორმაციო გამოშვება მიგყავდა. როგორ აღმოჩნდი "პირველ არხზე"?

- "პირველი არხი" ჩემთვის მშობლიურია. ამ არხიდან დავიწყე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა. შეიძლება ითქვას, რომ "პირველ არხს" დავუბრუნდი.

- "მეცხრე არხზე" "რუსთავი 2"-იდან დიდი გეგმებით გადახვედი. საკუთარი გადაცემა უნდა გქონოდა...

- "მეცხრე არხთან" დაკავშირებით მქონდა გარკვეული გეგმები, რომელიც შემდეგ ჩავარდა და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი გავხდი.

- რა გადაცემის გაკეთება იგეგმებოდა?

- საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს გაკეთებას ვგეგმავდით, რომელიც დილით გავიდოდა ეთერში.

- გინდოდა, მაინცდამაინც ასეთი ტიპის გადაცემა წაგეყვანა და ასე რომ არ მოხდა, პროტესტის ნიშნად დატოვე არხი?

- "მეცხრე არხზე" რომ გადავდიოდი, ამ გადაცემის გაკეთება შემომთავაზეს და ამიტომაც დავთანხმდი მათთან თანამშრომლობას. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საინფორმაციოს წამყვანი გავხდი. "მეცხრე არხზე" მუშაობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ "პირველი არხისგან" მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!.

- არხის დატოვების სხვა მიზეზიც ხომ არ იყო?

- "მეცხრე არხის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ნამდვილად არ მომსვლია.

- როგორც მახსოვს, არხზე გადასვლა კახა ბექაურმა შემოგთავაზა. ლუბა ელიაშვილთან საერთო ენა ვერ გამონახე?

- როდესაც "მეცხრე არხზე" გადავედი, არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური იყო. ლუბა ელიაშვილთან საერთო ენა გამოვნახე და ხუთი თვე ვიმუშავე მასთან.

- "მეცხრე არხს" ბევრი აკრიტიკებს. მისი მფლობელიდან გამომდინარე, დასკვნასაც აკეთებენ, რომ არხისგან მოწოდებული ინფორმაცია მიუკერძოებელი ვერ იქნება. როგორც არხის ყოფილი საინფორმაციოს წამყვანი, რას იტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

- "მეცხრე არხი" ნამდვილად უკავშირდება პრემიერ-მინისტრის სახელს. არხი ოფიციალურად მისი მეუღლის კუთვნილებაა. ექვსი თვე საინფორმაციო სამსახურში გავატარე და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. პატარა მიზეზიც კი არ მაქვს, რომ ვთქვა, რაიმე მიკერძოებულად შუქდება-მეთქი. საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც ორიენტირებული არიან, რომ მაყურებელს ახალი ამბები ობიექტურად მიაწოდონ. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რეალურადაც ასეა. თუმცა, რასაკვირველია, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია