მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები
"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები

ჩვენს შეშ­ლილ დრო­ე­ბა­ში ბევ­რს როდი გა­ნაც­ვიფ­რებს ცნო­ბე­ბი ცხო­ველ­თა ქორ­წი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კე­თი­ლი პატ­რო­ნე­ბი გარ­თო­ბის მიზ­ნით "კა­ნო­ნი­ე­რად აქორ­წი­ნე­ბენ" ძაღ­ლებს, კა­ტებს, ცხე­ნებს და თუ­თი­ყუ­შებ­საც კი. ზო­გი­ერ­თი კი­დევ უფრო შორს მი­დის და ცო­ლად ირ­თავს... გველს ან დელ­ფინ­ზე თხოვ­დე­ბა. რას იზამ, ერთი ცნო­ბი­ლი ფრა­ზის არ იყოს, "სიყ­ვა­რულს რას გა­უ­გებ, ჩემო ოლღა!"

ქა­ლია და გუ­ნე­ბა!

ახ­ლა­ხან ის­რა­ელ­ში ფრი­ად უჩ­ვე­უ­ლო ქორ­წი­ნე­ბა შედ­გა. იქორ­წი­ნეს 41 წლის მი­ლი­ო­ნერ­მა შე­რონ ტენდლერ­მა ლონ­დო­ნი­დან და 35 წლის... დელ­ფინ­მა სინ­დიმ.

ქალ­ბა­ტონ­მა დელ­ფინ­თა ვო­ლი­ერ­ში მცხოვ­რე­ბი სინ­დი თხუთ­მე­ტი წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­ვი­და ის­რა­ე­ლის სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ეი­ლათ­ში. ბრი­ტა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დელ­ფი­ნით პირ­ვე­ლი­ვე და­ნახ­ვა­ზე მო­ი­ხიბ­ლა, ანუ ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა. მას შემ­დეგ შე­რო­ნი წე­ლი­წად­ში ორ-სამ­ჯერ ჩა­დი­ო­და ეი­ლათ­ში, რათა თა­ვის ახალ მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა დრო. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სა­უ­ცხო­ოდ გრძნობ­და თავს, მხო­ლოდ საყ­ვა­რელ არ­სე­ბას­თან გან­შო­რე­ბა იყო აუ­ტა­ნე­ლი. ეი­ლათ­ში თა­ვი­სი ერთ-ერთი მო­რი­გი ჩას­ვლი­სას შე­რონ­მა დელ­ფი­ნის მომ­თვი­ნი­ე­რე­ბელს უჩ­ვე­უ­ლო თხოვ­ნით მი­მარ­თა: ნება და­ერ­თოთ მის­თვის, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად სინ­დის ცოლი გამ­ხდა­რი­ყო.

ქორ­წი­ლი "საქმროს სახ­ლში", ვო­ლი­ერ­ში შედ­გა. მას ეს­წრე­ბო­და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სტუ­მა­რი პა­ტარ­ძლის მხრი­დან, დელ­ფი­ნა­რი­უ­მის შო­კი­რე­ბუ­ლი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი და აგ­რეთ­ვე სა­სი­ძოს მე­გობ­რე­ბი. რო­გორც წესი და რი­გია, პა­ტარ­ძალს თეთ­რი კაბა ეცვა, იყო ამ­ბო­რი და სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა, სა­დაც თევ­ზე­უ­ლის კერ­ძე­ბი ჭარ­ბობ­და. სა­ზე­ი­მო წვე­უ­ლე­ბის ბო­ლოს პა­ტარ­ძა­ლი წყალ­ში მო­ის­რო­ლეს, რათა იგი თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის ალერ­სით დამ­ტკბა­რი­ყო. "მე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქალი ვარ!" - გა­ნა­ცხა­და შე­რონ­მა. მისი თქმით, როცა იგი სინ­დის­თან ერ­თად და­ცუ­რავს, მას სიმ­შვი­დე და ნე­ტა­რე­ბა ეუფ­ლე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნის ახი­რე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, მაგ­რამ თვი­თონ შე­რო­ნი სა­კუ­თარ თავს დამ­თხვე­უ­ლად არ მი­იჩ­ნევს. "უბ­რა­ლოდ, მე მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ვე­რა­ვის­თან ვგრძნობ თავს ასე კარ­გად და მშვი­დად"

რო­გორც კი ახალ­გა­მომ­ცხვა­რი ქმა­რი საკ­მა­რი­სად შე­ეჩ­ვე­ვა თა­ვის ცოლს, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ლონ­დონ­ში, შე­რო­ნის სახ­ლში გა­დავ­ლენ, სა­დაც სინ­დის უკვე ელო­დე­ბა ზღვის წყლით სავ­სე უზარ­მა­ზა­რი აუზი.

კობ­რა - ჩემი ცოლი

ცხო­ვე­ლებ­თან და­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ინ­დო­ეთს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მსოფ­ლი­ო­ში. ამის მი­ზე­ზი ად­გი­ლობ­რი­ვი ცრურ­წმე­ნე­ბია. არც ისე დიდი ხნის წინ ინ­დო­ე­თის ორი­სის შტატ­ში, ალ­ბათ, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ორი ათა­სი სტუმ­რის თან­დას­წრე­ბით 30 წლის მა­მა­კა­ცი... გველ­ზე და­ქორ­წინ­და.

შარ­მა დალ­მი­ას, რო­გორც საქმროს შე­ე­ფე­რე­ბო­და, სა­ზე­ი­მო სა­მო­სი ეცვა. მღვდელმსა­ხურ­მა და­ლო­ცა კავ­ში­რი, წა­ი­კი­თხა ტრა­დი­ცი­უ­ლი მანტრე­ბი. პა­ტარ­ძა­ლი მშვი­დად იწვა მის გვერ­დით ია­ტაკ­ზე.

"მარ­თა­ლია, გვე­ლებს ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლი­ათ, მაგ­რამ მა­ინც ვამ­ყა­რებთ კავ­შირს ჩვე­ნე­ბუ­რად. ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მოს მე რძეს ვდებ ჭი­ან­ჭვე­ლე­ბის ბუ­დეს­თან, სა­დაც ჩემი მე­უღ­ლე ცხოვ­რობს. იგი გა­მო­დის და მე არა­სო­დეს მკბენს, - ამ­ბობს შარ­მა. - ზოგ­ჯერ ერ­თად ვთბე­ბით მზე­ზე, ხან­და­ხან ჩემ­თან სახ­ლშიც შე­მო­დის".

დალ­მია ინ­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბალ კას­ტას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და ვა­იშ­ნავ­თა სექ­ტის წევ­რია. სწო­რედ მის­მა მიმ­დევ­რებ­მა და­ი­თან­ხმეს იგი, გველ­ზე ექორ­წი­ნა, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში წმინ­და ცხო­ვე­ლად ით­ვლე­ბა. სექ­ტის წევრთა აზ­რით, ეს კავ­ში­რი მათ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს და ყვე­ლა ფა­თე­რა­კის­გან და­იხ­სნის. ასე­თი­ვე აზ­რი­საა შარ­მას დე­დაც. "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ჩემი ვაჟი ხში­რად ავად­მყო­ფობ­და, ჩვენ კი მკურ­ნა­ლო­ბის ფული არ გვქონ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გველ­თან გა­ა­ბა კავ­ში­რი, სნე­უ­ლე­ბებ­მა უკან და­ი­ხი­ეს და ჩემს შვილ­საც შე­უყ­ვარ­და კობ­რა", - გა­ნა­ცხა­და ახალ­გა­მომ­ცხვარ­მა დე­დამ­თილ­მა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები

"სიყვარულს რას გაუგებ" - ანუ უჩვეულო ქორწინებები

ჩვენს შეშლილ დროებაში ბევრს როდი განაცვიფრებს ცნობები ცხოველთა ქორწინებების შესახებ. კეთილი პატრონები გართობის მიზნით "კანონიერად აქორწინებენ" ძაღლებს, კატებს, ცხენებს და თუთიყუშებსაც კი. ზოგიერთი კიდევ უფრო შორს მიდის და ცოლად ირთავს... გველს ან დელფინზე თხოვდება. რას იზამ, ერთი ცნობილი ფრაზის არ იყოს, "სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა!"

ქალია და გუნება!

ახლახან ისრაელში ფრიად უჩვეულო ქორწინება შედგა. იქორწინეს 41 წლის მილიონერმა შერონ ტენდლერმა ლონდონიდან და 35 წლის... დელფინმა სინდიმ.

ქალბატონმა დელფინთა ვოლიერში მცხოვრები სინდი თხუთმეტი წლის წინ გაიცნო, როდესაც პირველად ჩავიდა ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათში. ბრიტანელი ქალბატონი დელფინით პირველივე დანახვაზე მოიხიბლა, ანუ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. მას შემდეგ შერონი წელიწადში ორ-სამჯერ ჩადიოდა ეილათში, რათა თავის ახალ მეგობართან ერთად გაეტარებინა დრო. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი საუცხოოდ გრძნობდა თავს, მხოლოდ საყვარელ არსებასთან განშორება იყო აუტანელი. ეილათში თავისი ერთ-ერთი მორიგი ჩასვლისას შერონმა დელფინის მომთვინიერებელს უჩვეულო თხოვნით მიმართა: ნება დაერთოთ მისთვის, გარკვეული თანხის საფასურად სინდის ცოლი გამხდარიყო.

ქორწილი "საქმროს სახლში", ვოლიერში შედგა. მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი სტუმარი პატარძლის მხრიდან, დელფინარიუმის შოკირებული დამთვალიერებლები და აგრეთვე სასიძოს მეგობრები. როგორც წესი და რიგია, პატარძალს თეთრი კაბა ეცვა, იყო ამბორი და საქორწინო სუფრა, სადაც თევზეულის კერძები ჭარბობდა. საზეიმო წვეულების ბოლოს პატარძალი წყალში მოისროლეს, რათა იგი თავისი კანონიერი მეუღლის ალერსით დამტკბარიყო. "მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!" - განაცხადა შერონმა. მისი თქმით, როცა იგი სინდისთან ერთად დაცურავს, მას სიმშვიდე და ნეტარება ეუფლება.

ეს ყველაფერი, ცხადია, მდიდარი ქალბატონის ახირებად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ თვითონ შერონი საკუთარ თავს დამთხვეულად არ მიიჩნევს. "უბრალოდ, მე მარტოსული ადამიანი ვარ და ვერავისთან ვგრძნობ თავს ასე კარგად და მშვიდად"

როგორც კი ახალგამომცხვარი ქმარი საკმარისად შეეჩვევა თავის ცოლს, ახალდაქორწინებულები ლონდონში, შერონის სახლში გადავლენ, სადაც სინდის უკვე ელოდება ზღვის წყლით სავსე უზარმაზარი აუზი.

კობრა - ჩემი ცოლი

ცხოველებთან დაქორწინებების რაოდენობით ინდოეთს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ამის მიზეზი ადგილობრივი ცრურწმენებია. არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ორისის შტატში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საქორწინო ცერემონია გაიმართა. ორი ათასი სტუმრის თანდასწრებით 30 წლის მამაკაცი... გველზე დაქორწინდა.

შარმა დალმიას, როგორც საქმროს შეეფერებოდა, საზეიმო სამოსი ეცვა. მღვდელმსახურმა დალოცა კავშირი, წაიკითხა ტრადიციული მანტრები. პატარძალი მშვიდად იწვა მის გვერდით იატაკზე.

"მართალია, გველებს ლაპარაკი არ შეუძლიათ, მაგრამ მაინც ვამყარებთ კავშირს ჩვენებურად. ყოველ დილით და საღამოს მე რძეს ვდებ ჭიანჭველების ბუდესთან, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობს. იგი გამოდის და მე არასოდეს მკბენს, - ამბობს შარმა. - ზოგჯერ ერთად ვთბებით მზეზე, ხანდახან ჩემთან სახლშიც შემოდის".

დალმია ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალ კასტას განეკუთვნება და ვაიშნავთა სექტის წევრია. სწორედ მისმა მიმდევრებმა დაითანხმეს იგი, გველზე ექორწინა, რომელიც ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება. სექტის წევრთა აზრით, ეს კავშირი მათ წარმატებას მოუტანს და ყველა ფათერაკისგან დაიხსნის. ასეთივე აზრისაა შარმას დედაც. "ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ვაჟი ხშირად ავადმყოფობდა, ჩვენ კი მკურნალობის ფული არ გვქონდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გველთან გააბა კავშირი, სნეულებებმა უკან დაიხიეს და ჩემს შვილსაც შეუყვარდა კობრა", - განაცხადა ახალგამომცხვარმა დედამთილმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს