პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა ბიჭის ახდენილი ოცნება - "კეთილი ხალხის წყალობით, ახლა არაფერი მტკივა"
პატარა ბიჭის ახდენილი ოცნება - "კეთილი ხალხის წყალობით, ახლა არაფერი მტკივა"

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩვენს ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და მა­სა­ლა 8 წლის გი­ორ­გი­ზე, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რი და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და. მისი მშობ­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, შვი­ლის­თვის საჭ­მე­ლი და­ე­მა­ლათ, რათა პა­ტა­რა, მუც­ლის ძლი­ერ ტკი­ვილს არ შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ბი­ჭუ­ნას­თვის შე­საძ­ლოა, ცუდი შე­დე­გით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გის ოჯახს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ამო­უდ­გა მხარ­ში - ზოგი მო­რა­ლუ­რად, ზო­გიც - თან­ხით და­ეხ­მა­რა და სულ მალე, პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს გი­ორ­გის ბე­ბი­ის, ქალ­ბა­ტო­ნი ელე­ნე ჭა­ღი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან, სა­დაც ის თა­ვის სა­წუ­ხარს გვი­ზი­ა­რებ­და და დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, - ბოლო დროს გი­ორ­გის თა­ნა­ტო­ლე­ბი ჩაგ­რა­ვენ და მუ­ცელ­ში გა­მუდ­მე­ბით ურტყა­მენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჰგო­ნი­ათ, მუ­ცელ­ში დიდ და ლა­მაზ ბურთს მა­ლავ­სო...

- გი­ორ­გის ნაწ­ლა­ვე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს. უკვე 8 წე­ლია, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით იტან­ჯე­ბა... სკო­ლა­ში როცა მი­დის, სულ იმა­ზე ვფიქ­რობთ, ხელი არ წა­უც­დეს და არ ჭა­მოს ისე­თი რამ, რაც მის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა; თუ შეს­ცივ­და, მა­ში­ნაც ცუ­დად ხდე­ბა, უზარ­მა­ზა­რი მუ­ცე­ლი კი­დევ უფრო ებე­რე­ბა. ბავ­შვს გა­ზე­ბიც უგ­როვ­დე­ბა და ეს ცხა­დია, ტკი­ვილს იწ­ვევს. სუნ­თქვა უჭირს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ღა­მით.

- სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მოს­წონს?

- თა­ვი­დან მოს­წონ­და. უხა­რო­და, მე­გობ­რე­ბი რომ შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ ბოლო დროს წას­ვლა აღარ უნდა. დრო­დად­რო სახ­ლში ტი­რი­ლით ბრუნ­დე­ბა და გვთხოვს: სკო­ლა­ში აღარ გა­მიშ­ვათ, მე­ში­ნი­აო... გული სტკი­ვა იმის გამო, რომ ბავ­შვე­ბი ღი­პუ­ცას ეძა­ხი­ან. თან, ზოგ­ჯერ ეზო­ში გაჰ­ყავთ და მუ­ცელ­ში ურტყა­მენ, - ბურთს რა­ტომ მა­ლა­ვო?! პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ასე არ უნდა მო­იქ­ცნენ; ეუბ­ნე­ბი­ან, რომ გი­ორ­გის მუ­ცელ­ში ბურ­თი არ აქვს, რომ ცუ­დად არის, მაგ­რამ... ისი­ნიც ხომ ბავ­შვე­ბი არი­ან (ტი­რის)... გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ნა­ტო­ლე­ბი. ის ყო­ველ­თვის კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, მაგ­რამ ბოლო დროს სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის რცხვე­ნია. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ამი­ტო­მაც, ზოგ­ჯერ სახ­ლი­დან გას­ვლაც აღარ უნდა. 6-7 თვეა, მუ­ცე­ლი ძა­ლი­ან გა­უ­დიდ­და. რამ­დე­ნი­მე დღეა, სულ იმას გვე­უბ­ნე­ბა: აგერ, ომი­კოს (უფ­როს ძმას გუ­ლის­ხმობს) რა კარ­გი მუ­ცე­ლი აქვს და მე ასე­თი გა­ბე­რი­ლი რა­ტომ მაქ­ვსო?!.

- რაზე ოც­ნე­ბობს?

- მისი ოც­ნე­ბა, ცხა­დია, ჭა­მა­საც უკავ­შირ­დე­ბა. მოს­წონს ხინ­კა­ლი და მისი და­ნახ­ვი­სას აკან­კა­ლებს, მაგ­რამ რომ ვა­ჭა­მოთ, სა­ღა­მოს აუ­ცი­ლებ­ლად, აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი შე­ა­წუ­ხებს. სა­ღა­მო­ო­ბით, როცა მში­ერს აწ­ვე­ნენ, ჩემ­თან მო­დის და მეხ­ვე­წე­ბა: ბებო, მშია! ძა­ლი­ან გთხოვ, ერთი ციც­ქნა პური მა­ინც მა­ჭა­მეო. როცა ბავ­შვი ამას მთხოვს, გო­ნე­ბა მე­ბინ­დე­ბა და ზოგ­ჯერ სურ­ვილს ვუს­რუ­ლებ კი­დეც. ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, და­ნა­შა­ულს ჩავ­დი­ვარ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, მში­ერს ვუ­ყუ­რო, მისი ხვეწ­ნა-მუ­და­რა გულ­თან არ მი­ვი­ტა­ნო. თუ პურს მი­ვუ­ტან, მე­უბ­ნე­ბა: ბებო, ერთი ლუკ­მა ყვე­ლიც მო­მი­ტა­ნე, ოღონდ, დე­დამ არ გა­ი­გოს, არ წა­მარ­თვა­სო. ამ დროს ისე­თი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თხოვ­ნა არ შე­ვუს­რუ­ლო. მერე ლო­გინ­ზე ზის და ჩუ­მად ჭამს... გული მიკ­ვდე­ბა, როცა მისი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გემ­რი­ე­ლად ილუკ­მე­ბი­ან, გი­ორ­გი კი მათ შო­რი­დან უყუ­რებს და ნერ­წყვს ყლა­პავს... ტან­ზე მომ­დგა­რი ტა­ნი­სა­მო­სი მოს­წონს, მაგ­რამ აბა, რო­გორ ჩა­ვაც­ვათ?! ექიმ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რაც შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­მო­სი ჩა­აც­ვი­თო. ჰოდა, ჩვენც რამ­დე­ნი­მე ზო­მით დიდ ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობთ... ახლა ქი­რურ­გმა გვი­თხრა: ეს ბავ­შვი სას­წრა­ფოდ, სა­ო­პე­რა­ცი­ო­აო. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ნაწ­ლა­ვის გა­და­ნერგვა ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­მე ვერ აკე­თე­ბენ. ექიმ­მა გი­ორ­გის მო­ნა­ცე­მე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ - ბერ­ლინ­ში, ჩა­რი­ტეს სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში გაგ­ზავ­ნა. იქი­დან პა­სუ­ხი და მიწ­ვე­ვა უკვე მოგ­ვი­ვი­და. მოგ­ვწე­რეს: ჩვენ­თან ასე­თი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა, მაგ­რამ დიდ თან­ხას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლიო. ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ამ­ხე­ლა თან­ხის კი არა, ნა­ხევ­რის შეგ­რო­ვე­ბა­საც ვერ მო­ა­ხერ­ხებს და ამი­ტო­მაც გთხოვთ ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბას... ძნე­ლია, როცა გე­უბ­ნე­ბი­ან: ბავ­შვს ახლა თუ არ გა­უ­კე­თებთ ოპე­რა­ცი­ას, შე­საძ­ლოა, მერე, გვი­ა­ნიც იყო­სო (ტი­რის)...

- გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბი გა­რან­ტი­ას თუ გაძ­ლე­ვენ?

- გვი­თხრეს, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. ის სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და­ი­წყებს... ღმერ­თს ვთხოვ, იმ დღეს ნუ მო­მას­წრებს, როცა ჩვენს ოჯახს ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი გა­და­ე­წუ­რე­ბა... ოპე­რა­ცი­ას თუ ვერ გა­ვუ­კე­თებთ, ძვლე­ბის დე­ფორ­მა­ცია და­ი­წყე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და­ე­წყე­ბა, გი­ორ­გი იქ­ნე­ბა პა­ტა­რა და შე­იძ­ლე­ბა, გო­ნებ­რი­ვა­დაც ვე­ღარ გან­ვი­თარ­დეს. არა­და, ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რია და კი­თხვაც უყ­ვარს.

გერ­მა­ნელ­მა ექი­მებ­მა გი­ორ­გის ოჯახს იმე­დი არ გა­უც­რუ­ეს - ის უცხო ქვეყ­ნი­დან ბედ­ნი­ე­რი და რაც მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­და. ახლა მას ჭა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია და აღარც თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ურ­ბის...

ელე­ნე ჭა­ღი­აშ­ვი­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან მი­ი­ტა­ნა და გვერ­დით დაგ­ვიდ­გა. მად­ლი­ე­რი ვარ ხმა­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის, რომ­ლებ­მაც გა­მო­მა­ფხიზ­ლეს და მი­ბიძ­გეს, ჩემი გა­სა­ჭი­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­მე­ტა­ნა და შვი­ლიშ­ვი­ლი გა­და­მერ­ჩი­ნა. მად­ლო­ბა თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ას. სტა­ტი­ის და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ ხალ­ხი გვი­რე­კავ­და: ვი­საც შე­ეძ­ლო, თან­ხას გვი­რი­ცხავ­და, ხოლო ვი­საც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და, თბი­ლი სი­ტყვე­ბით გვა­ი­მე­დებ­და. მათ­მა თა­ნად­გო­მამ ძალა მომ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ გი­ორ­გი გერ­მა­ნი­ა­ში წა­მეყ­ვა­ნა; მად­ლო­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლებ­საც უნდა გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გან ბევ­რმა მათ­გან­მა გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩემი გა­სა­ჭი­რი და ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი ტრან­სპორ­ტში გა­აკ­რა. თუმ­ცა, მხო­ლოდ ხალ­ხის თა­ნა­დო­მა ვერ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი იმ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რო­მე­ლიც გი­ორ­გის ჩა­უ­ტარ­და და მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა პრე­ზი­დენ­ტის ფონდმა, სა­ი­და­ნაც 5.000 ევრო გად­მოგ­ვი­რი­ცხეს, და­ნარ­ჩე­ნი, - ანუ ძი­რი­თა­დი თან­ხა კი ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩაგ­ვი­რი­ცხა. იმე­დია, არ გა­ვა­ნა­წყე­ნებ იმით, რომ მისი სა­ხე­ლი გა­გიმ­ხი­ლეთ; არ სურ­და, მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ რა ვქნა, თუ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გულ­ში ვერ ჩა­ვი­მარ­ხე... სა­ბო­ლო­ოდ, ოპე­რა­ცია 50 ათა­სი ევრო დაჯ­და.

- შვი­ლიშ­ვილს გერ­მა­ნი­ა­ში თქვენ გაჰ­ყე­ვით?

- მე გავ­ყე­ვი. გამ­გზავ­რე­ბამ­დე გული მი­კან­კა­ლებ­და, რად­გან არც ენა ვი­ცო­დი, არც - გზა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ დაგ­ვხდა ორი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ექი­მი შალ­ვა გურ­გე­ნი­ძე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც ჩვე­ნი თარ­ჯიმ­ნო­ბაც იკის­რა და დაგ­ვა­ბი­ნა­ვა კი­დეც. მე­ო­რე დღეს გი­ორ­გის სას­წრა­ფოდ, ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რად­გან მუ­ცე­ლი ძა­ლი­ან გა­ე­ბე­რა და უკვე სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე იყო. ექი­მებ­მა აღ­ნიშ­ნეს: დრო­ზე ჩა­მოხ­ვე­დით, შე­იძ­ლე­ბა, ცოტა ხან­ში მის­თვის ვე­ღა­რა­ფე­რი გვეშ­ვე­ლაო... პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ 3 თვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დით. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე ბავ­შვს ნაწ­ლა­ვი გა­რეთ ჰქონ­და გა­მო­ტა­ნი­ლი და ცხა­დია, ვწვა­ლობ­დით. მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და გი­ორ­გი ახლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. სხვა­თა შო­რის, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, თით­ქოს გა­ი­ზარ­და, უფრო მე­ტად ლა­ღია.

გი­ორ­გი:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხინ­კა­ლი და მან­და­რი­ნი, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის ჭა­მას მიკ­რძა­ლავ­დნენ. ჰოდა, ვი­პა­რავ­დი, ლო­გი­ნის ქვეშ შევ­ძვრე­ბო­დი და იქ ვჭამ­დი. მერე დედა ქერ­ქს პო­უ­ლობ­და და ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბო­და... გერ­მა­ნი­ი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ეს მარ­თლა გი­ორ­გი­აო? მგო­ნი, ვერ მიც­ნეს (იღი­მის). გული დამ­წყდა, მე­გობ­რებს და­ნა­პი­რე­ბი რომ ვერ შე­ვუს­რუ­ლე. გამ­გზავ­რე­ბის წინ მათ ვე­უბ­ნე­ბო­დი: გერ­მა­ნი­ი­დან რა­ღა­ცებს ჩა­მო­გი­ტანთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ფული არ მეყო. მარ­თა­ლია, არ მი­საყ­ვე­დუ­რეს, მაგ­რამ გული მე მა­ინც დამ­წყდა. იცით, ახლა არა მარ­ტო ყვე­ლაფ­რის ჭამა შე­მიძ­ლია, არა­მედ ფეხ­ბურ­თსაც თა­ვი­სუფ­ლად ვთა­მა­შობ და ეს ამ­ბა­ვი მა­ხა­რებს. მეც მინ­და, კე­თილ ხალ­ხს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმის­თვის, რომ და­მეხ­მარ­ნენ და მათი წყა­ლო­ბით ახლა ჯან­მრთე­ლი ვარ, არა­ფე­რი მტკი­ვა.

P.S. იმე­დია, ერ­თად დგო­მით ყო­ველ­თვის შევ­ძლებთ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას. გვინ­და, ჩვენც გა­და­ვუ­ხა­დოთ მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ, თუნ­დაც ერთი ლარი გა­და­რი­ცხეს გი­ორ­გის ან­გა­რიშ­ზე ან სი­ტყვი­ე­რად მა­ინც ამო­უდ­გნენ მის ოჯახს მხარ­ში...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

პატარა ბიჭის ახდენილი ოცნება - "კეთილი ხალხის წყალობით, ახლა არაფერი მტკივა"

პატარა ბიჭის ახდენილი ოცნება - "კეთილი ხალხის წყალობით, ახლა არაფერი მტკივა"

რამდენიმე თვის წინ ჩვენს ჟურნალში დაიბეჭდა მასალა 8 წლის გიორგიზე, რომელიც უცნაური და იშვიათი დაავადებით იტანჯებოდა. მისი მშობლები იძულებული იყვნენ, შვილისთვის საჭმელი დაემალათ, რათა პატარა, მუცლის ძლიერ ტკივილს არ შეეწუხებინა, რომელიც ბიჭუნასთვის შესაძლოა, ცუდი შედეგით დამთავრებულიყო.

საბედნიეროდ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გიორგის ოჯახს უამრავი ადამიანი ამოუდგა მხარში - ზოგი მორალურად, ზოგიც - თანხით დაეხმარა და სულ მალე, პატარა ვაჟკაცი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ორი ურთულესი ოპერაციის გადატანა მოუხდა.

გთავაზობთ ამონარიდს გიორგის ბებიის, ქალბატონი ელენე ჭაღიაშვილის ინტერვიუდან, სადაც ის თავის საწუხარს გვიზიარებდა და დამწუხრებული ამბობდა, - ბოლო დროს გიორგის თანატოლები ჩაგრავენ და მუცელში გამუდმებით ურტყამენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰგონიათ, მუცელში დიდ და ლამაზ ბურთს მალავსო...

- გიორგის ნაწლავების თანდაყოლილი დაავადება აქვს. უკვე 8 წელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მუცლის ძლიერი ტკივილით იტანჯება... სკოლაში როცა მიდის, სულ იმაზე ვფიქრობთ, ხელი არ წაუცდეს და არ ჭამოს ისეთი რამ, რაც მისთვის არ შეიძლება; თუ შესცივდა, მაშინაც ცუდად ხდება, უზარმაზარი მუცელი კიდევ უფრო ებერება. ბავშვს გაზებიც უგროვდება და ეს ცხადია, ტკივილს იწვევს. სუნთქვა უჭირს, განსაკუთრებით - ღამით.

- სკოლაში სიარული მოსწონს?

- თავიდან მოსწონდა. უხაროდა, მეგობრები რომ შეიძინა, მაგრამ ბოლო დროს წასვლა აღარ უნდა. დროდადრო სახლში ტირილით ბრუნდება და გვთხოვს: სკოლაში აღარ გამიშვათ, მეშინიაო... გული სტკივა იმის გამო, რომ ბავშვები ღიპუცას ეძახიან. თან, ზოგჯერ ეზოში გაჰყავთ და მუცელში ურტყამენ, - ბურთს რატომ მალავო?! პედაგოგები ბავშვებს აფრთხილებენ, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ; ეუბნებიან, რომ გიორგის მუცელში ბურთი არ აქვს, რომ ცუდად არის, მაგრამ... ისინიც ხომ ბავშვები არიან (ტირის)... გიორგის ძალიან უყვარს თანატოლები. ის ყოველთვის კონტაქტური იყო, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი გარეგნობის რცხვენია. ძალიან განიცდის, რომ სხვებისგან განსხვავებულია და ამიტომაც, ზოგჯერ სახლიდან გასვლაც აღარ უნდა. 6-7 თვეა, მუცელი ძალიან გაუდიდდა. რამდენიმე დღეა, სულ იმას გვეუბნება: აგერ, ომიკოს (უფროს ძმას გულისხმობს) რა კარგი მუცელი აქვს და მე ასეთი გაბერილი რატომ მაქვსო?!.

- რაზე ოცნებობს?

- მისი ოცნება, ცხადია, ჭამასაც უკავშირდება. მოსწონს ხინკალი და მისი დანახვისას აკანკალებს, მაგრამ რომ ვაჭამოთ, საღამოს აუცილებლად, აუტანელი ტკივილი შეაწუხებს. საღამოობით, როცა მშიერს აწვენენ, ჩემთან მოდის და მეხვეწება: ბებო, მშია! ძალიან გთხოვ, ერთი ციცქნა პური მაინც მაჭამეო. როცა ბავშვი ამას მთხოვს, გონება მებინდება და ზოგჯერ სურვილს ვუსრულებ კიდეც. ვიცი, შეიძლება, დანაშაულს ჩავდივარ, მაგრამ არ შემიძლია, მშიერს ვუყურო, მისი ხვეწნა-მუდარა გულთან არ მივიტანო. თუ პურს მივუტან, მეუბნება: ბებო, ერთი ლუკმა ყველიც მომიტანე, ოღონდ, დედამ არ გაიგოს, არ წამართვასო. ამ დროს ისეთი თვალებით მიყურებს, შეუძლებელია, თხოვნა არ შევუსრულო. მერე ლოგინზე ზის და ჩუმად ჭამს... გული მიკვდება, როცა მისი დედმამიშვილები გემრიელად ილუკმებიან, გიორგი კი მათ შორიდან უყურებს და ნერწყვს ყლაპავს... ტანზე მომდგარი ტანისამოსი მოსწონს, მაგრამ აბა, როგორ ჩავაცვათ?! ექიმმა გაგვაფრთხილა, რაც შეიძლება თავისუფალი სამოსი ჩააცვითო. ჰოდა, ჩვენც რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელს ვყიდულობთ... ახლა ქირურგმა გვითხრა: ეს ბავშვი სასწრაფოდ, საოპერაციოაო. ერთადერთი გამოსავალი ნაწლავის გადანერგვა ყოფილა, მაგრამ ამას საქართველოში თურმე ვერ აკეთებენ. ექიმმა გიორგის მონაცემები გერმანიაში, კერძოდ - ბერლინში, ჩარიტეს სამედიცინო კლინიკაში გაგზავნა. იქიდან პასუხი და მიწვევა უკვე მოგვივიდა. მოგვწერეს: ჩვენთან ასეთი ოპერაცია კეთდება, მაგრამ დიდ თანხასთანაა დაკავშირებულიო. ჩვენი ოჯახი საკუთარი ძალებით ამხელა თანხის კი არა, ნახევრის შეგროვებასაც ვერ მოახერხებს და ამიტომაც გთხოვთ ამ საქმეში დახმარებას... ძნელია, როცა გეუბნებიან: ბავშვს ახლა თუ არ გაუკეთებთ ოპერაციას, შესაძლოა, მერე, გვიანიც იყოსო (ტირის)...

- გერმანელი ექიმები გარანტიას თუ გაძლევენ?

- გვითხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ გიორგის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ის სრულფასოვან ცხოვრებას დაიწყებს... ღმერთს ვთხოვ, იმ დღეს ნუ მომასწრებს, როცა ჩვენს ოჯახს ბავშვის გადარჩენის იმედი გადაეწურება... ოპერაციას თუ ვერ გავუკეთებთ, ძვლების დეფორმაცია დაიწყება. გარდა იმისა, რომ აუტანელი ტკივილები დაეწყება, გიორგი იქნება პატარა და შეიძლება, გონებრივადაც ვეღარ განვითარდეს. არადა, ძალიან გონიერია და კითხვაც უყვარს.

გერმანელმა ექიმებმა გიორგის ოჯახს იმედი არ გაუცრუეს - ის უცხო ქვეყნიდან ბედნიერი და რაც მთავარია, ჯანმრთელი დაბრუნდა. ახლა მას ჭამასთან დაკავშირებული ყველა ოცნების ასრულება შეუძლია და აღარც თანატოლებთან ურთიერთობას გაურბის...

ელენე ჭაღიაშვილი:

- პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა და გვერდით დაგვიდგა. მადლიერი ვარ ხმალაძეების ოჯახის, რომლებმაც გამომაფხიზლეს და მიბიძგეს, ჩემი გასაჭირი საზოგადოებამდე მიმეტანა და შვილიშვილი გადამერჩინა. მადლობა თქვენი ჟურნალის რედაქციას. სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ხალხი გვირეკავდა: ვისაც შეეძლო, თანხას გვირიცხავდა, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თბილი სიტყვებით გვაიმედებდა. მათმა თანადგომამ ძალა მომცა საიმისოდ, რომ გიორგი გერმანიაში წამეყვანა; მადლობა სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსაც უნდა გადავუხადო, რადგან ბევრმა მათგანმა გულთან მიიტანა ჩემი გასაჭირი და ბავშვის ფოტოები ტრანსპორტში გააკრა. თუმცა, მხოლოდ ხალხის თანადომა ვერ იქნებოდა საკმარისი იმ ძვირად ღირებული ოპერაციის დასაფინანსებლად, რომელიც გიორგის ჩაუტარდა და მინდა, მადლიერებით აღვნიშნო, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა პრეზიდენტის ფონდმა, საიდანაც 5.000 ევრო გადმოგვირიცხეს, დანარჩენი, - ანუ ძირითადი თანხა კი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვირიცხა. იმედია, არ გავანაწყენებ იმით, რომ მისი სახელი გაგიმხილეთ; არ სურდა, მისი ქველმოქმედების შესახებ ხმამაღლა მესაუბრა, მაგრამ რა ვქნა, თუ მადლიერების გრძნობა გულში ვერ ჩავიმარხე... საბოლოოდ, ოპერაცია 50 ათასი ევრო დაჯდა.

- შვილიშვილს გერმანიაში თქვენ გაჰყევით?

- მე გავყევი. გამგზავრებამდე გული მიკანკალებდა, რადგან არც ენა ვიცოდი, არც - გზა. საბედნიეროდ, იქ დაგვხდა ორი ქართველი ახალგაზრდა, ერთ-ერთი მათგანი ექიმი შალვა გურგენიძე გახლავთ, რომელმაც ჩვენი თარჯიმნობაც იკისრა და დაგვაბინავა კიდეც. მეორე დღეს გიორგის სასწრაფოდ, ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან მუცელი ძალიან გაებერა და უკვე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ექიმებმა აღნიშნეს: დროზე ჩამოხვედით, შეიძლება, ცოტა ხანში მისთვის ვეღარაფერი გვეშველაო... პირველი ოპერაციის შემდეგ 3 თვით საქართველოში ჩამოვედით. ამ დროის მანძილზე ბავშვს ნაწლავი გარეთ ჰქონდა გამოტანილი და ცხადია, ვწვალობდით. მეორე ოპერაციამ შედეგი გამოიღო და გიორგი ახლა სრულიად ჯანმრთელია. სხვათა შორის, ოპერაციის შემდეგ ძალიან შეიცვალა, თითქოს გაიზარდა, უფრო მეტად ლაღია.

გიორგი:

- ძალიან მიყვარს ხინკალი და მანდარინი, მაგრამ ყველაფრის ჭამას მიკრძალავდნენ. ჰოდა, ვიპარავდი, ლოგინის ქვეშ შევძვრებოდი და იქ ვჭამდი. მერე დედა ქერქს პოულობდა და ყველაფერს ხვდებოდა... გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ბავშვები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს მართლა გიორგიაო? მგონი, ვერ მიცნეს (იღიმის). გული დამწყდა, მეგობრებს დანაპირები რომ ვერ შევუსრულე. გამგზავრების წინ მათ ვეუბნებოდი: გერმანიიდან რაღაცებს ჩამოგიტანთ-მეთქი, მაგრამ ფული არ მეყო. მართალია, არ მისაყვედურეს, მაგრამ გული მე მაინც დამწყდა. იცით, ახლა არა მარტო ყველაფრის ჭამა შემიძლია, არამედ ფეხბურთსაც თავისუფლად ვთამაშობ და ეს ამბავი მახარებს. მეც მინდა, კეთილ ხალხს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დამეხმარნენ და მათი წყალობით ახლა ჯანმრთელი ვარ, არაფერი მტკივა.

P.S. იმედია, ერთად დგომით ყოველთვის შევძლებთ ადამიანების დახმარებას. გვინდა, ჩვენც გადავუხადოთ მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც სტატიის წაკითხვის შემდეგ, თუნდაც ერთი ლარი გადარიცხეს გიორგის ანგარიშზე ან სიტყვიერად მაინც ამოუდგნენ მის ოჯახს მხარში...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"