მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სკო­ლი­ოზს ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თა იწ­ვევს"
"სკო­ლი­ოზს ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თა იწ­ვევს"

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დღეს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, რაც გან­წყო­ბა­სა და მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხზე აი­სა­ხე­ბა. ხერ­ხემ­ლი­სა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ექი­მი ნევ­რო­ლო­გი, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი მი­ხე­­ილ სან­დლე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და თით­ქმის ყვე­ლა ასაკ­ში გვხვდე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რია ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი, დის­კო­ზი, ბავ­შვებ­ში კი სკო­ლი­ო­ზი - ხერ­ხემ­ლის სვე­ტის გამ­რუ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა, რა­თა ბავ­შვი არ და­კომ­პლექ­სდეს. და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვუ­ნიშ­ნავთ სუ­პი­ნა­ტო­რებ­სა და სპე­ცი­ა­ლურ კორ­სეტს. სკო­ლი­ო­ზი ორი ტი­პი­საა - გე­ნე­ტი­კუ­რი და შე­ძე­ნი­ლი. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ გე­ნე­ტი­კუ­რიც უფ­რო მე­ტად ან ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თარ­დეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- სკო­ლი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თე­ბის თრე­ვა­ა. ტა­რე­ბა კი არა - თრე­ვა. რად­გან სას­კო­ლო ჩან­თე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე­ა, რომ მი­სი ზურ­გზე მო­კი­დე­ბა და გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გარ­და ამი­სა, ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყ­ობს არას­წო­რი სკა­მი, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი სა­წო­ლი, კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვად ჯდო­მა. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი კუნ­თებს უნ­და ავი­თა­რებ­დეს - ცუ­რავ­დეს, ვარ­ჯი­შობ­დეს. მეს­მის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, თუ მშო­ბელს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, საკ­მა­რი­სია ბავ­შვმა მე­ტი იმოძ­რა­ოს, სწო­რად იჯ­დეს და კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ეზო­ში ითა­მა­შოს.

- რო­გორ უნ­და შე­ამ­ჩნი­ოს მშო­ბელ­მა სკო­ლი­ო­ზის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი?

- ბავ­შვი უნ­და დად­გეს სწო­რად, შე­ა­ერ­თოს ქუს­ლე­ბი, და­ჭი­მოს ფე­ხის კუნ­თე­ბი და თუ მშო­ბე­ლი მცი­რე­ო­დენ გა­დახ­რას შე­ამ­ჩნევს, ექიმ­თან უნდა მი­იყ­ვა­ნოს. 5 წლი­დან ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და რაც უფ­რო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში მი­ვი­ღებთ სა­თა­ნა­დო ზო­მებს, მით უფ­რო კარ­გი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა. ად­რე ამ­ბობ­დნენ, სკო­ლი­ო­ზი არ იკურ­ნე­ბა­ო. მაგ­რამ არის ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ზო­გი­ერ­თი ფორ­მის დროს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვა­ფერ­ხებთ. თუმ­ცა არის ფორ­მე­ბი, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­შობს და თავს უვ­ლის, და­ა­ვა­დე­ბა ნე­ლა პროგ­რე­სი­რებს. ბევ­რი მშო­ბე­ლი ბავ­შვს კუ­ზის გა­ჩე­ნით აში­ნებს და აკომ­პლე­ქსებს. ამის ნაც­ვლად მშობ­ლებს ვურ­ჩევ­დი, თა­ვი­დან­ვე სწო­რად ჯდო­მა­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სებს მი­აჩ­ვი­ონ.

დღეს ახალ­გაზ­რდებ­ში ძა­ლი­ან მო­დუ­რია კე­დე­ბი­სა და ე.წ. ბა­ლეტ­კე­ბის ტა­რე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს რო­გორც ფე­ხე­ბის, აგ­რეთ­ვე ხერ­ხემ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ახალ­გაზ­რდებს სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი აქვთ. და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მავ­ნე­ა ბრტყე­ლი ტერ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის. ბრტყელ­ტერ­ფი­ან­მა ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლე­ბ­ლად სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უნ­და ატა­როს. ასე­თი ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნა ბევრ მშო­ბელს არ შე­უძ­ლი­ა, რად­გან ძა­ლი­ან ძვი­რი­ა, ამი­ტომ შე­უძ­ლი­ათ იყი­დონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფეხ­საც­მე­ლი, სუ­პი­ნა­ტო­რი კი და­ამ­ზა­დე­ბი­ნონ.

- რა ასაკ­ში ემ­ჩნე­ვა ბავ­შვს ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა?

- რო­გორც კი სი­ა­რულს იწყ­ებს. ეს არ არის რთუ­ლი შე­სამ­ჩნე­ვი, რად­გან ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბი­სას ტერ­ფი დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ტერ­ფის თა­ღი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ა. ამ დროს ტერ­ფი სი­ა­რუ­ლი­სას დრე­კა­დი აღარ არის და სწო­რედ ეს იწ­ვევს ტკი­ვილ­სა და ად­ვი­ლად დაღ­ლას. ამი­ტომ ეს თა­ღი სუ­პი­ნა­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რად უნ­და იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის:

არ­სე­ბობს სკო­ლი­ო­ზის ოთხი ხა­რის­ხი:

I ხა­რის­ხი­სას გამ­რუ­დე­ბის კუ­თხე 10 გრა­დუ­სი­ა;

II ხა­რის­ხი­სას გამ­რუ­დე­ბის კუ­თხე 10-25 გრა­დუ­სამ­დე­ა;

III ხა­რის­ხი - 15-40 გრა­დუ­სამ­დე;

IV ხა­რის­ხი კი - 40-90 გრა­დუ­სამ­დე.

რო­დე­საც პა­ცი­ენტს I, II ხა­რის­ხი ან III IIIხა­რის­ხის და­საწყ­ი­სი აღე­ნიშ­ნე­ბა, და­საშ­ვე­ბი და ეფექ­ტუ­რია მკურ­ნა­ლო­ბა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მე­თო­დით, რაც შემ­დე­გი რე­ჟი­მის დაც­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს: მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძი­ლი, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში, სწო­რი კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, სამ­კურ­ნა­ლო ცურ­ვა, სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟი. IV ხა­რის­ხის დროს ნაჩ­ვე­ნე­ბია ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა.

არ­სე­ბობს სკო­ლი­ო­ზის შემ­დე­გი ფორ­მე­ბი: კის­რის მა­ლე­ბის, გულ­მკერ­დის, გულ­მკერ­დ-წე­ლი­სა და წე­ლის მა­ლე­ბის. მო­ზარ­დებ­ში უფ­რო ხში­რად გულ­მკერ­დის მარ­ჯვე­ნამ­ხრი­ვი სკო­ლი­ო­ზი გვხვდე­ბა.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სკო­ლი­ოზს ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თა იწ­ვევს"

"სკო­ლი­ოზს ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თა იწ­ვევს"

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას დღეს ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, რაც გან­წყო­ბა­სა და მთლი­ა­ნად ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხზე აი­სა­ხე­ბა. ხერ­ხემ­ლი­სა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ექი­მი ნევ­რო­ლო­გი, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი მი­ხე­­ილ სან­დლე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და თით­ქმის ყვე­ლა ასაკ­ში გვხვდე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რია ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი, დის­კო­ზი, ბავ­შვებ­ში კი სკო­ლი­ო­ზი - ხერ­ხემ­ლის სვე­ტის გამ­რუ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა, რა­თა ბავ­შვი არ და­კომ­პლექ­სდეს. და­ა­ვა­დე­ბის ფორ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვუ­ნიშ­ნავთ სუ­პი­ნა­ტო­რებ­სა და სპე­ცი­ა­ლურ კორ­სეტს. სკო­ლი­ო­ზი ორი ტი­პი­საა - გე­ნე­ტი­კუ­რი და შე­ძე­ნი­ლი. თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ გე­ნე­ტი­კუ­რიც უფ­რო მე­ტად ან ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თარ­დეს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- სკო­ლი­ო­ზის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი და მძი­მე ჩან­თე­ბის თრე­ვა­ა. ტა­რე­ბა კი არა - თრე­ვა. რად­გან სასკოლო ჩან­თე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე­ა, რომ მი­სი ზურ­გზე მო­კი­დე­ბა და გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გარ­და ამი­სა, ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყ­ობს არას­წო­რი სკა­მი, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი სა­წო­ლი, კომ­პი­უ­ტერ­თან ხან­გრძლი­ვად ჯდო­მა. თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი კუნ­თებს უნ­და ავი­თა­რებ­დეს - ცუ­რავ­დეს, ვარ­ჯი­შობ­დეს. მეს­მის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, თუ მშო­ბელს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, საკ­მა­რი­სია ბავ­შვმა მე­ტი იმოძ­რა­ოს, სწო­რად იჯ­დეს და კომ­პი­უ­ტერ­თან თა­მა­შის ნაც­ვლად, ეზო­ში ითა­მა­შოს.

- რო­გორ უნ­და შე­ამ­ჩნი­ოს მშო­ბელ­მა სკო­ლი­ო­ზის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი?

- ბავ­შვი უნ­და დად­გეს სწო­რად, შე­ა­ერ­თოს ქუს­ლე­ბი, და­ჭი­მოს ფე­ხის კუნ­თე­ბი და თუ მშო­ბე­ლი მცი­რე­ო­დენ გა­დახ­რას შე­ამ­ჩნევს, ექიმ­თან უნდა მი­იყ­ვა­ნოს. 5 წლი­დან ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ჩე­ნა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და რაც უფ­რო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში მი­ვი­ღებთ სა­თა­ნა­დო ზო­მებს, მით უფ­რო კარ­გი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა. ად­რე ამ­ბობ­დნენ, სკო­ლი­ო­ზი არ იკურ­ნე­ბა­ო. მაგ­რამ არის ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ზო­გი­ერ­თი ფორ­მის დროს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვა­ფერ­ხებთ. თუმ­ცა არის ფორმე­ბი, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი ვარ­ჯი­შობს და თავს უვ­ლის, და­ა­ვა­დე­ბა ნე­ლა პროგ­რე­სი­რებს. ბევ­რი მშო­ბე­ლი ბავშვს კუ­ზის გა­ჩე­ნით აში­ნებს და აკომ­პლე­ქსებს. ამის ნაც­ვლად მშობ­ლებს ვურ­ჩევ­დი, თა­ვი­დან­ვე სწო­რად ჯდო­მა­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სებს მი­აჩ­ვი­ონ.

დღეს ახალ­გაზ­რდებ­ში ძა­ლი­ან მო­დუ­რია კე­დე­ბი­სა და ე.წ. ბა­ლეტ­კე­ბის ტა­რე­ბა, რაც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს რო­გორც ფე­ხე­ბის, აგ­რეთ­ვე ხერ­ხემ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ახალ­გაზ­რდებს სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი აქვთ. და­ბალ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მავ­ნე­ა ბრტყე­ლი ტერ­ფის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის. ბრტყელ­ტერ­ფი­ან­მა ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლე­ბ­ლად სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი უნ­და ატა­როს. ასე­თი ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნა ბევრ მშო­ბელს არ შე­უძ­ლი­ა, რად­გან ძა­ლი­ან ძვი­რი­ა, ამი­ტომ შე­უძ­ლი­ათ იყი­დონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფეხ­საც­მე­ლი, სუ­პი­ნა­ტო­რი კი და­ამ­ზა­დე­ბი­ნონ.

- რა ასაკ­ში ემ­ჩნე­ვა ბავშვს ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა?

- რო­გორც კი სი­ა­რულს იწყ­ებს. ეს არ არის რთუ­ლი შე­სამ­ჩნე­ვი, რად­გან ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბი­სას ტერ­ფი დე­ფორმი­რე­ბუ­ლი და ტერ­ფის თა­ღი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ა. ამ დროს ტერ­ფი სი­ა­რუ­ლი­სას დრე­კა­დი აღარ არის და სწო­რედ ეს იწ­ვევს ტკი­ვილ­სა და ად­ვი­ლად დაღ­ლას. ამი­ტომ ეს თა­ღი სუ­პი­ნა­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ხე­ლოვ­ნუ­რად უნ­და იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

ცნობისათვის:

არ­სე­ბობს სკო­ლი­ო­ზის ოთხი ხა­რის­ხი:

I ხა­რის­ხი­სას გამ­რუ­დე­ბის კუთხე 10 გრა­დუ­სი­ა;

II ხა­რის­ხი­სას გამ­რუ­დე­ბის კუთხე 10-25 გრა­დუ­სამ­დე­ა;

III ხა­რის­ხი - 15-40 გრა­დუ­სამ­დე;

IV ხა­რის­ხი კი - 40-90 გრა­დუ­სამ­დე.

რო­დე­საც პა­ცი­ენტს I, II ხა­რის­ხი ან III IIIხა­რის­ხის და­საწყ­ი­სი აღე­ნიშ­ნე­ბა, და­საშ­ვე­ბი და ეფექ­ტუ­რია მკურ­ნა­ლო­ბა კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მე­თო­დით, რაც შემ­დე­გი რე­ჟი­მის დაც­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს: მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ძი­ლი, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ვარ­ჯი­ში, სწო­რი კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, სამ­კურ­ნა­ლო ცურ­ვა, სამ­კურ­ნა­ლო მა­სა­ჟი. IV ხა­რის­ხის დროს ნაჩ­ვე­ნე­ბია ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა.

არ­სე­ბობს სკო­ლი­ო­ზის შემ­დე­გი ფორ­მე­ბი: კის­რის მა­ლე­ბის, გულ­მკერ­დის, გულ­მკერ­დ-წე­ლი­სა და წე­ლის მა­ლე­ბის. მო­ზარ­დებ­ში უფ­რო ხში­რად გულ­მკერ­დის მარ­ჯვე­ნამ­ხრი­ვი სკო­ლი­ო­ზი გვხვდე­ბა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია