სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი გვახარია - ათასობით ბავშვს სცემენ ოჯახში, ურტყამენ ჩვენს თვალწინ და ჩვენ არ გვაქვს ამაზე რეაქცია
გოგი გვახარია - ათასობით ბავშვს სცემენ ოჯახში, ურტყამენ ჩვენს თვალწინ და ჩვენ არ გვაქვს ამაზე რეაქცია

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გოგი გვა­ხა­რია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­დიზ­მის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და წერს, რომ თუ მათ­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს არ და­ვი­წყებთ, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სა­დის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს.

"ეს ძვე­ლია ვნე­ბაა, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყე­ნა სის­ტე­მამ. ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და­მი­დას­ტუ­რე­ბენ, და­წყე­ბით კლას­ში, როცა კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი გაბ­რაზ­დე­ბო­და, ბავ­შვებს ფეხ­ზე გვა­ყე­ნებ­და, ხე­ლებს გაგ­ვაშ­ლე­ვი­ნებ­და ხოლ­მე და ასეთ პო­ზა­ში გვამ­ყო­ფებ­და 45 წუთი. ეს იცოდ­ნენ სკო­ლა­ში (პრეს­ტი­ჟულ 23-ე სკო­ლა­ში), ეს იცოდ­ნენ ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ეს სა­დიზ­მად და და­ნა­შა­უ­ლად არ ით­ვლე­ბო­და.

ათა­სო­ბით ბავ­შვს სცე­მენ ოჯახ­ში, ურტყა­მენ ჩვენს თვალ­წინ და ჩვენ არ გვაქვს ამა­ზე რე­აქ­ცია. და ამა­ზე ახლა თუ არ და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან სა­დის­ტე­ბი, რო­მელ­თაც ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ბრი­ტა­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იყე­ნებს ასეთ ხალ­ხს... ცდი­ლობს უმ­კურ­ნა­ლოს.

ბრი­ტა­ნულ სკო­ლებ­ში დღეს ბავ­შვი რომ სცე­მო, აუ­ცი­ლებ­ლად ცი­ხე­ში ჩაჯ­დე­ბი. ბავ­შვის დას­ჯა კრი­მი­ნა­ლია, მაგ­რამ ამას არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.

სა­დიზ­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არ ჰქონ­და რე­აქ­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და სწო­რედ ამი­ტომ იყო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­დიზ­მით და ასე იქ­ნე­ბა სულ, სა­ნამ სა­დიზ­მის მი­ზე­ზებ­ზე არ და­ვი­წყებთ ლა­პა­რაკს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­რა­ლი არაა სა­დიზ­მი. ესაა ავად­მყო­ფო­ბა, რო­მელ­საც იყე­ნებს ხოლ­მე ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი.

როცა სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ას ვიხ­სე­ნებთ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, ვის წა­მე­ბას (!) უჩ­ვე­ნებ­დნენ გერ­მა­ნე­ლებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ - ყვე­ლა­ზე სუს­ტე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­უ­ღებ­ლე­ბის­თვის!

ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტკე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თვალ­ზე ხელს იფა­რე­ბენ, ალ­ბათ, გა­იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ ეპყრო­ბი­ან ისი­ნი მათ­ზე სუს­ტებს.

რო­დე­საც სა­უბ­რობთ, "პა­ნაშ­ვი­დის პო­ზა­ში" ნუ გაქვთ ხე­ლე­ბი, ძვირ­ფა­სო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ექ­სპერ­ტე­ბო. ამით იყი­დე­ბით, რომ გე­ში­ნი­ათ იმ ხალ­ხის, ვი­საც ელა­პა­რა­კე­ბით. ხე­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე შე­მო­წყო­ბა და "გა­ნას­კვა" მა­ინც არ გიშ­ვე­ლით. გა­შიფ­რუ­ლი ამ­ბა­ვია ეგ, ჩა­მო­ი­ღეთ ხე­ლე­ბი და ისე იქა­და­გეთ. თუმ­ცა ჯო­ბია სა­ერ­თოდ არ იქა­და­გოთ:)", - წერს გვა­ხა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გოგი გვახარია - ათასობით ბავშვს სცემენ ოჯახში, ურტყამენ ჩვენს თვალწინ და ჩვენ არ გვაქვს ამაზე რეაქცია

გოგი გვახარია - ათასობით ბავშვს სცემენ ოჯახში, ურტყამენ ჩვენს თვალწინ და ჩვენ არ გვაქვს ამაზე რეაქცია

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ საზოგადოებაში სადიზმის წარმოშობის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ თუ მათზე ხმამაღლა საუბარს არ დავიწყებთ, ყოველთვის გამოჩნდებიან სადისტები, რომლებსაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს.

"ეს ძველია ვნებაა, რომელიც, როგორც ჩანს, მშვენივრად გამოიყენა სისტემამ. ჩემი თანაკლასელები დამიდასტურებენ, დაწყებით კლასში, როცა კლასის ხელმძღვანელი გაბრაზდებოდა, ბავშვებს ფეხზე გვაყენებდა, ხელებს გაგვაშლევინებდა ხოლმე და ასეთ პოზაში გვამყოფებდა 45 წუთი. ეს იცოდნენ სკოლაში (პრესტიჟულ 23-ე სკოლაში), ეს იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა, მაგრამ რატომღაც ეს სადიზმად და დანაშაულად არ ითვლებოდა.

ათასობით ბავშვს სცემენ ოჯახში, ურტყამენ ჩვენს თვალწინ და ჩვენ არ გვაქვს ამაზე რეაქცია. და ამაზე ახლა თუ არ დავიწყეთ ლაპარაკი, ყოველთვის გამოჩნდებიან სადისტები, რომელთაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად წარმატებით გამოიყენებენ.

ბრიტანეთში ხელისუფლება არ იყენებს ასეთ ხალხს... ცდილობს უმკურნალოს.

ბრიტანულ სკოლებში დღეს ბავშვი რომ სცემო, აუცილებლად ციხეში ჩაჯდები. ბავშვის დასჯა კრიმინალია, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

სადიზმის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს არ ჰქონდა რეაქცია წლების განმავლობაში და სწორედ ამიტომ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ხელისუფლებას სადიზმით და ასე იქნება სულ, სანამ სადიზმის მიზეზებზე არ დავიწყებთ ლაპარაკს.

საზოგადოებრივი მორალი არაა სადიზმი. ესაა ავადმყოფობა, რომელსაც იყენებს ხოლმე ტოტალიტარული რეჟიმი.

როცა საკონცენტრაციო ბანაკებზე ვლაპარაკობთ და გერმანიის ისტორიას ვიხსენებთ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, ვის წამებას (!) უჩვენებდნენ გერმანელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ყველაზე სუსტების და საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებლებისთვის!

ის ჟურნალისტები და ჟურნალისტკები, რომლებიც დღეს თვალზე ხელს იფარებენ, ალბათ, გაიხსენებენ, როგორ ეპყრობიან ისინი მათზე სუსტებს.

როდესაც საუბრობთ, "პანაშვიდის პოზაში" ნუ გაქვთ ხელები, ძვირფასო ჟურნალისტებო, ექსპერტებო. ამით იყიდებით, რომ გეშინიათ იმ ხალხის, ვისაც ელაპარაკებით. ხელების ერთმანეთზე შემოწყობა და "განასკვა" მაინც არ გიშველით. გაშიფრული ამბავია ეგ, ჩამოიღეთ ხელები და ისე იქადაგეთ. თუმცა ჯობია საერთოდ არ იქადაგოთ:)", - წერს გვახარია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს