მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"
რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­დაც მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს წა­მე­ბი­სა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ორი ეპი­ზო­დი აჩ­ვე­ნეს, პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვე­ნი­დან სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა: "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ ასე­თი სა­დის­ტე­ბი შე­ი­პარ­ნენ ჩემი მთავ­რო­ბის დროს, თუ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფი­რე­ბი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, სა­დაც ასა­ხუ­ლია მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რა თქმა უნდა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ. ჩვენ მარსზე არ ვცხოვ­რობთ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­კეთ­და იმის­თვის, რომ პო­ლი­ცი­ა­ში აღარ ყო­ფი­ლი­ყო ის, რაც მა­ნამ­დე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ: ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა, წა­მე­ბა, ფუ­ლის აღე­ბა, და­ნა­შა­უ­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ძალ­და­ტა­ნე­ბით აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბა"... მიშა, მგო­ნი, შენ მარ­თლა მარ­სი­დან გვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ან აღ­სა­რე­ბას გვა­ბა­რებ. კი­დევ ჩა­იფ­სი, მი­ხე­ილ?! მგო­ნი, წინ კი­დევ ბევ­რი სი­ურპრი­ზი გე­ლო­დე­ბა...

"ალია" გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთ ლი­დერ­თან, ეკა ბე­სე­ლი­ას­თან:

- როცა ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ ადა­მი­ა­ნებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, კლავ­დნენ, ია­რაღ­სა და ნარ­კო­ტიკს უდებ­დნენ, წი­ნას­წარ და­სა­ჭე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ე­ბი ედოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტობ­რი­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და. ვი­საც აქამ­დე არ სჯე­რო­და და ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­როა მეტი სამ­ხი­ლი, ვფიქ­რობ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი უნდა იყოს ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჯა­რო ხდე­ბა.

- ელ­ჩე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უცხო­ეთ­მა დღემ­დე ვერ და­ი­ნა­ხა, რა სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა 26 მა­ისს, რა წა­მე­ბით მოკ­ლეს გირ­გვლი­ა­ნი, წა­მი­ე­რად აღ­შფოთ­დნენ ცი­ხის სკან­და­ლურ კად­რებ­ზე, სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ეს სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბიც წა­მი­ე­რი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი ხომ არ გახ­დე­ბა, კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა და­სავ­ლე­თი­დან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაც­ვის რი­ტო­რი­კა?

- მე ვფიქ­რობ, რომ და­სავ­ლე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ახლა გე­ტყვით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გეგ­მას, რას აპი­რე­ბენ. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ლო­ბის­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და პი­არ­კამ­პა­ნი­ე­ბის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა. ლო­ბის­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ, და­სავ­ლე­თი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ეს ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა, ვფიქ­რობ, მარ­თლაც იქ­ნე­ბა შო­კის­მომ­გვრე­ლი. ორ­შა­ბა­თი­დან სტრას­ბურ­გში გვე­წყე­ბა ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ აპი­რებს ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბით და თა­ვი­სი ლო­ბის­ტე­ბით. ჩვენ ვემ­ზა­დე­ბით და ვა­პი­რებთ, ვაჩ­ვე­ნოთ 26 მა­ი­სის კად­რე­ბი, გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­სას­ტი­კეს, ჩვენ ყვე­ლა ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლას ჩა­ვი­ტანთ და ვაჩ­ვე­ნებთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებ­და, - გა­მო­ი­ძი­ეთ 26 მა­ი­სი, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე, გა­მო­ი­ძი­ეთ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნა და ასე შემ­დეგ. ამა­ზე არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბო­და. ჩვენ ევ­რო­საბ­ჭოს ვე­ტყვით, რომ და­იძ­რა ამ საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი და რაც ხდე­ბა, ვერ მო­ი­ნათ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას.

- აპი­რებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი ფი­რე­ბის ევ­რო­საბ­ჭო­ში წა­ღე­ბას და მის ჩვე­ნე­ბას?

- ჩვენ ვა­პი­რებთ წინა პე­რი­ო­დის მა­სა­ლე­ბის წა­ღე­ბას, რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ფირს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გე­ტყვით, არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის ევ­რო­საბ­ჭო­ში ჩვე­ნე­ბა, მო­სა­ძებ­ნია სა­მარ­თლებ­რი­ვი ფორ­მა, თუმ­ცა ცი­ხის კად­რე­ბი, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა და რო­მელ­ზეც გა­ნა­ჩე­ნი დად­გა, მე ვფიქ­რობ, იმ მა­სა­ლე­ბის წა­ღე­ბა და ჩვე­ნე­ბა, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია. ოღონდ იმ ფი­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს. რო­გო­რი მცდე­ლო­ბაც არ უნდა იყოს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან ამ ფი­რე­ბის გა­ბი­თუ­რე­ბი­სა და გა­უ­ფა­სუ­რე­ბის, არ მგო­ნია, რომ ეს მათ გა­მო­უ­ვი­დეთ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას ითხო­ვენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვი­ნა­ნებ, რომ ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის ჩამ­დე­ნი სუ­ბი­ექ­ტი წინა მთავ­რო­ბი­დან გად­მო­ვი­ყო­ლეთ და არ გა­ვუშ­ვი­თო. ისი­ნი, თა­ვის მხრივ, ცდი­ლო­ბენ, გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ თქვე­ნი გუნ­დის ზო­გი­ერ­თი წევ­რი რა­ტომ თვლის სა­კუ­თარ ამო­ცა­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გა­დარ­ჩე­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი"?

- საქ­მე გვაქვს სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­თან და ვინც ქმნი­და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ იდე­ო­ლო­გი­ას, ისი­ნი სა­მარ­თალს ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან, ხოლო კო­ჰა­ბი­ტა­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წა­მე­ბა­ში, მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ჩვენ ვე­რა­ვინ დაგ­ვწა­მებს ცილს, რომ შუ­რის­ძი­ე­ბის მან­ტი­ით მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ­ბობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა აქვს იგი­ვე აზრი. ასეთ თე­მებს ფრთხი­ლად ვე­კი­დე­ბით, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან პრინ­ცი­პულ­ნი. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­მა უნდა გა­მიჯ­ნოს და­ნა­შა­უ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კის­გან, ვე­რა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფა­რი ვერ შე­უქ­მნის ინ­დულ­გენ­ცი­ას იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხი­დან აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას: ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს, ვინც ამ სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­სა და წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დაო. რას­თან გვაქვს საქ­მე, ტრა­გი­კო­მე­დი­ას­თან?.. აქ უნდა ვი­ცი­ნოთ თუ ვი­ტი­როთ?

- ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს ამას?!. ჩვენ ხომ არ დაგ­ვა­ვი­წყდა, რა ხდე­ბო­და მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში? პი­რა­დად მაქვს შე­ტა­ნი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ჩი­ვა­რი. ამი­ტომ ცი­ნიზ­მია, როცა პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბოლო დამ­ნა­შა­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ამ­ბობს, უნდა და­ი­სა­ჯოს დამ­ნა­შა­ვეო. კი მაგ­რამ, ისი­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ?..

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"

რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება"

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ორი ეპიზოდი აჩვენეს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვენიდან საგანგებო განცხადება გაავრცელა: "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული ფირები სიმართლეს შეესაბამება, სადაც ასახულია მძიმე დანაშაული, რა თქმა უნდა, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. ჩვენ მარსზე არ ვცხოვრობთ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ პოლიციაში აღარ ყოფილიყო ის, რაც მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ: ადამიანის ტანჯვა, წამება, ფულის აღება, დანაშაულის დაბრალება, ძალდატანებით აღიარების მიღება"... მიშა, მგონი, შენ მართლა მარსიდან გველაპარაკები, ან აღსარებას გვაბარებ. კიდევ ჩაიფსი, მიხეილ?! მგონი, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება...

"ალია" გთავაზობთ ინტერვიუს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან, ეკა ბესელიასთან:

- როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ, იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ, წინასწარ დასაჭერი ადამიანების სიები ედოთ, ეს ყველაფერი ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურდა. ვისაც აქამდე არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საჭიროა მეტი სამხილი, ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის საკმარისი უნდა იყოს ყველაფერი ის, რაც ამ დღეების განმავლობაში საჯარო ხდება.

- ელჩები აღშფოთებულები არიან. უცხოეთმა დღემდე ვერ დაინახა, რა სისასტიკე ჩაიდინა სააკაშვილმა 26 მაისს, რა წამებით მოკლეს გირგვლიანი, წამიერად აღშფოთდნენ ციხის სკანდალურ კადრებზე, სამალავიდან ამოღებული ეს სკანდალური ჩანაწერებიც წამიერი შეშფოთების საგანი ხომ არ გახდება, კიდევ გაგრძელდება დასავლეთიდან ვანო მერაბიშვილის დაცვის რიტორიკა?

- მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება, ახლა გეტყვით "ნაციონალების" გეგმას, რას აპირებენ. მიმდინარეობს საერთაშორისო არენაზე "ნაციონალების" ლობისტების მაქსიმალური მობილიზება, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და პიარკამპანიების მოწყობა იგეგმება. ლობისტები ცდილობენ, დასავლეთი შეცდომაში შეიყვანონ. იმ ადამიანებისთვის ეს ფაქტობრივი მასალა, ვფიქრობ, მართლაც იქნება შოკისმომგვრელი. ორშაბათიდან სტრასბურგში გვეწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია, "ნაციონალური მოძრაობა" იქ აპირებს ძალების მობილიზებას თავისი მხარდამჭერებით და თავისი ლობისტებით. ჩვენ ვემზადებით და ვაპირებთ, ვაჩვენოთ 26 მაისის კადრები, გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს ამ ხელისუფლების სისასტიკეს, ჩვენ ყველა ფაქტობრივ მასალას ჩავიტანთ და ვაჩვენებთ. საერთაშორისო საზოგადოება წინა ხელისუფლებას მოუწოდებდა, - გამოიძიეთ 26 მაისი, გირგვლიანის საქმე, გამოიძიეთ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და ასე შემდეგ. ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. ჩვენ ევროსაბჭოს ვეტყვით, რომ დაიძრა ამ საქმეების გამოძიების პროცესი, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რაც ხდება, ვერ მოინათლება პოლიტიკურ დევნად, ხელისუფლება ასრულებს თავის მოვალეობას.

- აპირებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამალავიდან ამოღებული სკანდალური ფირების ევროსაბჭოში წაღებას და მის ჩვენებას?

- ჩვენ ვაპირებთ წინა პერიოდის მასალების წაღებას, რაც შეეხება ბოლო სკანდალურ ვიდეოფირს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამ ჩანაწერების ევროსაბჭოში ჩვენება, მოსაძებნია სამართლებრივი ფორმა, თუმცა ციხის კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა და რომელზეც განაჩენი დადგა, მე ვფიქრობ, იმ მასალების წაღება და ჩვენება, სრულიად შესაძლებელია. ოღონდ იმ ფირებზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელი უნდა იყოს. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს "ნაციონალების" მხრიდან ამ ფირების გაბითურებისა და გაუფასურების, არ მგონია, რომ ეს მათ გამოუვიდეთ.

- "ნაციონალები" სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. სააკაშვილი აცხადებს, სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტი წინა მთავრობიდან გადმოვიყოლეთ და არ გავუშვითო. ისინი, თავის მხრივ, ცდილობენ, გადარჩენას, მაგრამ თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი რატომ თვლის საკუთარ ამოცანად "ნაციონალების" გადარჩენას, განსაკუთრებით კი, "რესპუბლიკელები"?

- საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და ვინც ქმნიდა დანაშაულებრივ იდეოლოგიას, ისინი სამართალს ვერ გაექცევიან, ხოლო კოჰაბიტაცია იმ ადამიანებთან, ვინც დამნაშავეები არიან, მონაწილეები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაში, მე ვერ წარმომიდგენია. ჩვენ ვერავინ დაგვწამებს ცილს, რომ შურისძიების მანტიით მოვედით ხელისუფლებაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, საზოგადოებას არა აქვს იგივე აზრი. ასეთ თემებს ფრთხილად ვეკიდებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულნი. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა უნდა გამიჯნოს დანაშაულები პოლიტიკისგან, ვერავითარი პოლიტიკური საფარი ვერ შეუქმნის ინდულგენციას იმ ადამიანებს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული.

- ვანო მერაბიშვილი ციხიდან აკეთებს განცხადებას: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ სასტიკ დანაშაულსა და წამებაში მონაწილეობდაო. რასთან გვაქვს საქმე, ტრაგიკომედიასთან?.. აქ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

- ვანო მერაბიშვილი ამბობს ამას?!. ჩვენ ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში? პირადად მაქვს შეტანილი პროკურატურაში ვანო მერაბიშვილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე საჩივარი. ამიტომ ცინიზმია, როცა პრეზიდენტიდან დაწყებული, ბოლო დამნაშავე "ნაციონალით" დამთავრებული, ამბობს, უნდა დაისაჯოს დამნაშავეო. კი მაგრამ, ისინი საკუთარ თავზე ლაპარაკობენ?..

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა