მომავალ კვირას, 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" გეპატიჟებათ ორ გამოფენაზე - კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის და ჯანდაცვის გამოფენაზე.
უკვე რამდენიმე წელია ეს ორი გამოფენა ერთად ტარდება და ორივე დარგის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, იზრუნონ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებისთვის.
გამოფენა არის ადგილი, სადაც ხდება საქმიანი შეხვედრები და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ახალი ბრენდების გაცნობა, არსებულის იმიჯის გამყარება. მოსახლეობისთვის გამოფენა საინტერესოა, რადგან ერთად კრებს ამა თუ იმ დარგის ბევრ წარმომადგენელს, ხდება ახალი პროდუქტების ჩვენება და ფასდაკლებით გაყიდვა, ტარდება საინფორმაციო და სახალისო ღონისძიებები, კონკურსები და პრეზენტაციები.
ჯანდაცვის გამოფენა ყოველწლიურად ტარდება, წელს რიგით მეცამეტეა და სარგებლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ტრადიციულად გამოფენაში მონაწილეობს მრავალი უცხოური და ქართული კომპანია. წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებენ კომპანიები 15 ქვეყნიდან - საქართველო, უკრაინა, გერმანია, პოლონეთი, ბელარუსი, რუსეთი, შვეიცარია, სომხეთი, ჩინეთი, თურქეთი, აშშ, იტალია, ესპანეთი, ისრაელი, იაპონია.
გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი იხილავს 100-მდე ბრენდს ჯანდაცვის დარგის სხვადასხვა მიმართულებებიდან - სამედიცინო დანადგარები და ხელსაწყოები, ელექტრომედიცინა, ტექნიკა ლაბორატორიისთვის, დიაგნოსტიკა, საავადმყოფოს მოწყობილობა და მასალები, სტომატოლოგია, ფარმაცევტული ნაწარმი.
ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ უაღრესად დიდია. უცხოური კომპანიები გამოფენის საშუალებით ეცნობიან ადგილობრივ ბაზარს, ამყარებენ საქმიან კავშირებს ადგილობრივ კომპანიებთან, ქმნიან წარმომადგენლობებს.
ჯანდაცვის გამოფენა, რაღა თქმა უნდა, საინტერესოა დარგის პროფესიონალებისთვის, საავადმყოფოებისა და კლინიკების ხელმძღვანელებისა და ექიმებისათვის. თუმცა არანაკლებ მიმზიდველია მოსახლეობისთვის რადგან მონაწილე კომპანიები ატარებენ ლექციებს, დიაგნოსტიკურ ტესტებს და ავრცელებენ ინფორმაციას სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ.
4 დღიანი გამოფენის ფარგლებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარალელურად გაიმართება კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მე-8 საერთაშორისო გამოფენა, სადაც მოეწყობა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ცნობილი, ასევე საქართველოსთვის უცნობი და ბაზარზე დამკვიდრების მსურველი კომპანიები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ბრენდი შემდეგ კატეგორიებში: ესთეტიკური მედიცინა, სახის, კანისა და თმის მოვლის საშუალებები, სილამაზის სალონის აღჭურვილობა, პარფიუმერია და კოსმეტიკა.
დამთვალიერებლებს თუ კოსმეტოლოგიური საშუალებების შეძენის მსურველებს მთელი დღის მანძილზე მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები და კვალიფიციური კოსმეტოლოგ-კონსულტანტები მოემსახურებიან. ჩატარდება საჩვენებელი პროცედურები, მსურველები ადგილზევე ჩაიტარებენ უფასო დიაგნოსტიკას, დაესწრებიან მასტერ-კლასებს.
გამოფენა მიმზიდველი და საინტერესო იქნება არამარტო თბილისის მაცხოვრებლებისთვის, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც.
გამოფენაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, ბილეთები გაიყიდება გამოფენის სარეგისტრაციო დახლთან, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი და ფეისბუქის გვერდი - www.expogeorgia.ge და www.facebook.com/expogeorgia.
გამოფენის ცენტრი "ექსპო ჯორჯია" მე-11 პავილიონი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი, 118, ტელ.: 2 34 11 00, ფაქსი: 2 35 11 00
გამოფენის ოფიციალური გახსნა: 20 ივნისი, 2013 წ. - 11:00 სთ.
სამუშაო საათები: 20, 21, 22, 23 ივნისი 2013 წ. - 11:00 - 18:00 სთ.
R