პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?
პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?

პე­რის ჯექ­სო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გარ­შე­მო ახა­ლი ჭო­რე­ბი გაჩ­ნდა. და­სავ­ლუ­რი პრე­სა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გო­გო­ნა გა­ნა­წყენ­და, როცა შე­ი­ტყო, რომ მა­იკლ ჯექ­სო­ნი მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ ყო­ფი­ლა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

პე­რის­მა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში აბე­ბი და­ლია და ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნეს - იგი ამ­ბობს, რომ უბ­რა­ლოდ, ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა სურ­და, რად­გან სას­წრა­ფო­ში თა­ვად და­რე­კა.

სა­ნამ პე­რი­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და, მისი თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე პრე­სა­ში ბევ­რი და­ი­წე­რა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პე­რი­სი გა­ნა­წყენ­და, რომ მერ­ლინ მენ­სო­ნის კონ­ცერ­ტზე არ გა­უშ­ვეს, - რო­კერ­მა იგი უმალ­ვე ვიპ-სტუმ­რე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა და სიმ­ღე­რაც მი­უ­ძღვნა. და­წე­რეს, რომ იგი ერთი წე­ლია დეპ­რე­სი­ა­შია იმის გამო, რაც მისი ოჯა­ხის გარ­შე­მო მა­იკ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა.

ახლა კი ახა­ლი ვერ­სია გაჩ­ნდა: მა­იკლ ჯექ­სო­ნი გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ არის. ახალ­მა ამ­ბავ­მა პე­რისს გული ისე ატ­კი­ნა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და.

ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი The Sun-ი წერს. გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­რისს სჯე­რო­და, რომ მისი და მისი ძმის, პრინს ჯექ­სო­ნის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი - დები როუ და მა­იკლ ჯექ­სო­ნი იყ­ვნენ. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და-ძმამ გა­არ­კვია, რომ მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?

პერის ჯექსონი მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი არ არის?

პერის ჯექსონის თვითმკვლელობის მცდელობის გარშემო ახალი ჭორები გაჩნდა. დასავლური პრესა ირწმუნება, რომ გოგონა განაწყენდა, როცა შეიტყო, რომ მაიკლ ჯექსონი მისი ბიოლოგიური მამა არ ყოფილა და თვითმკვლელობა სცადა.

პერისმა ივნისის დასაწყისში აბები დალია და ვენები გადაიჭრა. გოგონა გადაარჩინეს - იგი ამბობს, რომ უბრალოდ, ყურადღების მიპყრობა სურდა, რადგან სასწრაფოში თავად დარეკა.

სანამ პერისი საავადმყოფოში მკურნალობდა, მისი თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზებზე პრესაში ბევრი დაიწერა. ერთ-ერთი ვერსიით, პერისი განაწყენდა, რომ მერლინ მენსონის კონცერტზე არ გაუშვეს, - როკერმა იგი უმალვე ვიპ-სტუმრების სიაში შეიყვანა და სიმღერაც მიუძღვნა. დაწერეს, რომ იგი ერთი წელია დეპრესიაშია იმის გამო, რაც მისი ოჯახის გარშემო მაიკლის გარდაცვალების შემდეგ ხდება.

ახლა კი ახალი ვერსია გაჩნდა: მაიკლ ჯექსონი გოგონას ბიოლოგიური მამა არ არის. ახალმა ამბავმა პერისს გული ისე ატკინა, რომ თვითმკვლელობა სცადა.

ამის შესახებ გაზეთი The Sun-ი წერს. გაზეთის ინფორმაციით, პერისს სჯეროდა, რომ მისი და მისი ძმის, პრინს ჯექსონის ბიოლოგიური მშობლები - დები როუ და მაიკლ ჯექსონი იყვნენ. მაგრამ მოგვიანებით და-ძმამ გაარკვია, რომ მათი ბიოლოგიური მამა უცნობი მამაკაცია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება