რითეილ ბაზრის ახალი მოთამაშე "Sunday" უახლოეს მომვალში 10-მდე სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კონკურენტუნარიან ფასებს ჰპირდება. წლის ბოლომდე პროექტში მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ზუგდიდის შემდეგ კომპანია, საცალო ვაჭრობის კუთხით, დასავლეთის სხვა რეგიონებსაც აითვისებს.
სამეგრელოში პირველი მაღაზიის გახსნით "Sunday"-ს მენეჯმენტი კმაყოფილია.
მაღაზია 1-ელ მაისს ამოქმედდა. ამ დროისთვის ზუგდიდში კომპანია 2 მაღაზიითაა წარმოდგენილი, სადაც რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
"ბრენდის უპირატესობა - დაბალი ფასები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პერმანენტული ფასდაკლებების აქციებია", - აცხადებენ კომპანიაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9