პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუცო 12 წელია რეაბილიტაციას ელის
მუცო 12 წელია რეაბილიტაციას ელის

პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში მდე­ბა­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის - მუ­ცოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2013 წელ­საც არ იგეგ­მე­ბა. მუ­ცოს ნგრე­ვის პრო­ცე­სი 12 წე­ლია, სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძეგლის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, დიდ­თოვ­ლო­ბის დროს მძიმ­დე­ბა და კოშ­კე­ბის ნა­წი­ლი ინ­გრე­ვა. ჩა­მოშ­ლი­ლი ფი­ქა­ლი კი ამ დრომ­დე შე­მორ­ჩე­ნილ კოშ­კებს აწ­ვე­ბა და მა­თაც აზი­ა­ნებს. ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა 2004 წლი­დან არ­სე­ბობს, 2008 წელს მისი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტიც გა­კეთ­და, მაგ­რამ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა.

"ინ­გრე­ვა და ინ­გრე­ვა მუცო, ყო­ველ წელს იშ­ლე­ბა კე­დე­ლი, ქვა. უკვე 12 წე­ლია ვყვი­რი, რომ ამ ძეგლს უნდა მი­ე­ხე­დოს. კარ­გია, თუ ვი­ღა­ცას კი­დევ აინ­ტე­რე­სებს მუ­ცოს მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ არ და­ინ­გრეს და არ გა­ნად­გურ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ძეგლი. მუცო მარ­თლაც ერ­თა­დერ­თია ის­ტო­რი­უ­ლა­დაც, ტუ­რის­ტუ­ლა­დაც და სტრა­ტე­გი­უ­ლა­დაც, პირ­და­პირ რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზეა. ამ ძეგლის გა­დარ­ჩე­ნა ისევ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის კარ­გი", - აცხა­დებს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში შა­ტი­ლის თე­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გელა და­ი­ა­უ­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

მუცო 12 წელია რეაბილიტაციას ელის

მუცო 12 წელია რეაბილიტაციას ელის

პირიქითა ხევსურეთში მდებარე შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - მუცოს რეაბილიტაცია 2013 წელსაც არ იგეგმება. მუცოს ნგრევის პროცესი 12 წელია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ძეგლის მდგომარეობა განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობის დროს მძიმდება და კოშკების ნაწილი ინგრევა. ჩამოშლილი ფიქალი კი ამ დრომდე შემორჩენილ კოშკებს აწვება და მათაც აზიანებს. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის გეგმა 2004 წლიდან არსებობს, 2008 წელს მისი სრული რეაბილიტაციის პროექტიც გაკეთდა, მაგრამ განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.

"ინგრევა და ინგრევა მუცო, ყოველ წელს იშლება კედელი, ქვა. უკვე 12 წელია ვყვირი, რომ ამ ძეგლს უნდა მიეხედოს. კარგია, თუ ვიღაცას კიდევ აინტერესებს მუცოს მდგომარეობა, რომ არ დაინგრეს და არ განადგურდეს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი. მუცო მართლაც ერთადერთია ისტორიულადაც, ტურისტულადაც და სტრატეგიულადაც, პირდაპირ რუსეთის საზღვარზეა. ამ ძეგლის გადარჩენა ისევ საქართველოსთვის არის კარგი", - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შატილის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გელა დაიაური. 

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა