მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) ესსეები
არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) ესსეები

"11 წლის წინ, "უც­ნო­ბი ბე­რის" სა­ხე­ლით და­წე­რილ ჩემს ესე­ებ­ში ალ­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ნა­ხავს რას ვფიქ­რობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ ვარ ცოდ­ვი­ლი და ვა­ღი­ა­რებ ჩემს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს. ის ამ­ბა­ვი კი, რაც ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს იქცა ჩემი მი­სა­მარ­თით სა­ლა­პა­რა­კო თე­მად, გთხოვთ ღმერ­თს მი­ან­დოთ გან­სა­კი­თხა­ვად. უფალ­მა იესო ქრის­ტემ გან­გვი­კი­თხოს ყვე­ლა. ადა­მი­ა­ნე­ბი კი ნუ ვი­ზამთ ამას, რად­გან ნათ­ქვა­მია, რო­გორც გა­ნი­კი­თხავ, ისე­ვე გა­ნი­კი­თხე­ბიო. მით უფრო მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც ცალ­კე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლი­ად ეკ­ლე­სი­ას და პატ­რი­არ­ქს გა­ნი­კი­თხავს. რო­დე­საც ძა­ლი­ან მტკი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფიქ­რა­ლი, მა­შინ ადა­მი­ა­ნუ­რი მრის­ხა­ნე­ბა მე­რე­ვა ხოლ­მე, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვი ვარ. მო­მი­ტე­ვოს უფალ­მა" - ამ­ბობს არ­ქი­მან­დრი­ტი ან­თი­მო­ზი, რო­მელ­მაც წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში გა­ა­ტა­რა ხუთი წელი. მას და­ძა­ბუ­ლი ურ­თერ­თო­ბა ჰქონ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­სა­ზღვრე­ებ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც გა­აფრ­თხი­ლა თავი აე­რი­დე­ბი­ნათ ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბის­გან, რა დრო­საც ზო­გი­ერ­თი მე­სა­ზღვრე შეგ­ნე­ბუ­ლად აზი­ა­ნებ­და ფრეს­კებს. ერთხელ მარ­ტო გა­და­ე­ყა­რა ბერი უდაბ­ნოს მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ხე­ტი­ა­ლე მე­სა­ზღვრე­ებს, მათ და­უ­პი­რის­პირ­და და კი­ნა­ღამ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მსხვერ­პლი გახ­და...

"უც­ნო­ბი ბერი" - ეს სა­ხე­ლი უთუ­ოდ ემახ­სოვ­რე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის" ერ­თგულ მკი­თხველს. მისი აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ესე­ე­ბი პირ­ვე­ლად 2002-2004 წლებ­ში და­ი­ბეჭ­და გა­ზე­თის ფურ­ცლებ­ზე.

ავ­ტო­რის ნა­ფიქ­რი და გან­სჯა­ნი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით იყო გამ­სჭვა­ლუ­ლი, მკი­თხველს სიმ­დაბ­ლი­სა და სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ კე­თი­ლად, კრძალ­ვით შე­ა­გო­ნებ­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს "უც­ნო­ბი ბე­რის" - არ­ქი­მან­დრიტ ან­თი­მო­ზის (ბი­ჩი­ნაშ­ვი­ლი) კრე­ბუ­ლი­დან "თეთ­რი, შავი, წი­თე­ლი":

არა­ვინ და არა­ფე­რი

ქვეყ­ნის ერთ მი­ვი­წყე­ბულ ქა­ლაქ­ში იყო და არა იყო "არა­ვინ და არა­ფე­რი". და­ხე­ტი­ა­ლობ­და ქა­ლაქ­ში, არა­ვის იც­ნობ­და, მა­საც არა­ვინ იც­ნობ­და.

ერთხელ, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ის შეხ­ვდა ძა­ლი­ან ლა­მაზ არ­სე­ბას, რო­მელ­საც ქალ­წუ­ლი ერ­ქვა.

მოხ­და სას­წა­უ­ლი!

"არა­ვინ და არა­ფერს" შე­უყ­ვარ­და ქალ­წუ­ლი. გა­ი­გო მისი სახ­ლი და ყო­ვე­ლი დი­ლის ცის­კარს, როცა ქალ­წულს ეძი­ნა, მის სას­თუ­მალ­თან მდგარ ლარ­ნაკს ვარ­დე­ბით ავ­სებ­და. დი­ლა­ო­ბით ქალ­წულს სა­ო­ცა­რი ვარ­დე­ბის სუნი აღ­ვი­ძებ­და. მან არ იცო­და, ვის მოჰ­ქონ­და ვარ­დე­ბი და ისე მი­ეჩ­ვია, რომ ეგო­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ერთხე­ლაც, კვლავ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. "არა­ვინ და არა­ფერ­მა", რო­გორც იქნა, გა­და­ლა­ხა რა­ღაც ზღვა­რი და უთხრა: "მე შენ მიყ­ვარ­ხარ". ქალ­წუ­ლი გა­ოც­და, თვა­ლებ­ში შე­ხე­და და უპა­სუ­ხა: "მე შენ არ მიყ­ვარ­ხარ და არც არას­დროს შე­გიყ­ვა­რებ, რა­მე­თუ, შენ არა­ვინ და არა­ფე­რი ხარ".

ქვეყ­ნის ერთ მი­ვი­წყე­ბულ ქა­ლაქ­ში იყო და არა იყო: "არა­ვინ". მან მო­ი­შო­რა "არა­ფე­რი", რა­მე­თუ შე­იც­ნო არ­სე­ბა - ქალი.

სიზ­მა­რი

მე ვნა­ხე სიზ­მა­რი, გა­სა­ო­ცა­რი სიზ­მა­რი - შენ გე­ძი­ნა. მე ვი­ყა­ვი შენს ოთახ­ში. უც­ბად სა­შინ­ლად მო­მინ­და შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი შენ­ში.

...და მე შე­მო­ვე­დი შენ­ში.

შენ ხე­დავ­დი სიზ­მარს, რა­ღაც ნა­ხევ­რად აბ­სტრაქ­ცი­ას, ნა­ხევ­რად რე­ა­ლო­ბას. ვუ­ყუ­რე, არ მო­მე­წო­ნა.

ჩა­ვეშ­ვი დაბ­ლა, სუ­ლის მი­უ­კა­რე­ბელ სიღ­რმე­ებ­ში... და გა­ვოც­დი! უფსკრუ­ლის ძი­რას ვი­ხი­ლე ჩემი თავი.

მას ეძი­ნა. გა­ვაღ­ვი­ძე და ვკი­თხე:

- აქ რას აკე­თებ?

- ვე­ლო­დე­ბი.

- რას ელო­დე­ბი, შე იდი­ო­ტო! - გავ­ბრაზ­დი მე, - აქ არა­სო­დეს ჩა­მო­აღ­წევს სი­ნათ­ლის სხი­ვი.

მან ბრიყ­ვუ­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და და და­ი­ძი­ნა.

ამო­ვე­დი მაღ­ლა. შენ ისევ იმ ძველ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში - ძველ სიზ­მარ­ში იყა­ვი.

გა­მო­ვე­დი შენ­გან.

მო­ვე­დი შინ. ჩემი სხე­უ­ლი სამ­შვინ­ველ­თან ერ­თად ფშვი­ნავ­და. შე­ვე­დი მას­ში. ჩა­ვეშ­ვი სუ­ლის მი­უ­კა­რე­ბელ სიღ­რმე­ებ­ში, სა­დაც ხან­და­ხან ჩა­მო­აღ­წევს სი­ნათ­ლის სხი­ვი და... და­ვი­ძი­ნე.

მე ვნა­ხე ამაზ­რზე­ნი სიზ­მა­რი. ვი­დე­ქი მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში და წყა­ლი სავ­სე იყო უამ­რა­ვი გვე­ლით. ისი­ნი ნელ-ნელა მო­ცო­ცავ­დნენ ჩემს სხე­ულ­ზე, ლა­მის იყო გა­მის­კდა გული. უცებ, ერ­თმა გველ­მა, ყელ­ზე შე­მოხ­ვე­ულ­მა, ყურ­ში ჩამ­სი­სი­ნა:

- ნუ გე­ში­ნია ჩვე­ნი! ჩვენ შენ არ გი­კბენთ, რა­მე­თუ შენ არა გაქვს სხე­უ­ლი.

სა­ტა­ნა

უც­ნა­ურ­მა სიზ­მარ­მა გა­მაღ­ვი­ძა. პირ­და­უ­ბა­ნე­ლი და უჭ­მე­ლი, სა­წერ მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი, მინ­დო­და, სიზ­მრი­სა­გან აღ­გზნე­ბუ­ლი აზ­რე­ბი ქა­ღალ­დზე და­უ­ლა­გებ­ლად­ვე გა­და­მე­ტა­ნა.

პირი და­ვი­ბა­ნე. შემ­თხვე­ვით, სარ­კე­ში თვა­ლებს წა­ვა­წყდი. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა­გან გავ­შტერ­დი - სხვი­სი თვა­ლე­ბი, გა­ყი­ნუ­ლი და შეშ­ლი­ლი, სა­დღაც, ჩემს იქით იყუ­რე­ბოდ­ნენ.

ოთა­ხებ­ში სი­მარ­ტო­ვის აჩ­რდი­ლი დაძ­რწო­და, ყვე­ლა­სა­გან და­კარ­გუ­ლი და მი­ვი­წყე­ბუ­ლი. მსი­ა­მოვ­ნებ­და აჩ­რდი­ლის ყუ­რე­ბა, ალ­ბათ, მიყ­ვარ­და კი­დეც. რა­მე­თუ ის იყო ჩემს გულ­ში ნა­დე­ბის ერ­თა­დერ­თი მხილ­ვე­ლი და ცხოვ­რე­ბის უაზ­რო­ბი­სა­გან გა­რი­ყუ­ლის ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი...

მარ­სის თვე იდგა. და­ვე­ხე­ტე­ბო­დი ნა­ხევ­რად და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ქუ­ჩებ­ში ტრა­მა­ლის მგე­ლი­ვით და ზი­ზღნა­რე­ვი თვა­ლე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბას.

ვხე­დავ­დი, რომ მხო­ლოდ იმ მიზ­ნი­სათ­ვის ვსუნ­თქავ­დი, რო­მე­ლიც ჩემს არ­სე­ბა­ში უკვე გაც­ვე­თი­ლი­ყო, ცხოვ­რე­ბაც უაზ­რო­ბად გა­და­ექ­ცია და ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას შო­რის მერ­ყე­ობ­და გრძნო­ბე­ბი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩემი სხე­უ­ლი.

სხე­უ­ლიც, ყვე­ლაფ­რი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, ყო­ფი­სა­კენ იხ­რე­ბო­და. ალ­ბათ, ჯერ კი­დევ ჰქონ­და შე­მორ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტი. არ­ყოფ­ნი­სა­კენ მხო­ლოდ სული იდგა მყა­რად, სხე­უ­ლი­სა­გან დაღ­ლი­ლი და და­ქან­ცუ­ლი. უნ­დო­და გას­ცლო­და იქა­უ­რო­ბას და სა­დღაც, თოვ­ლი­ა­ნი მთის ძი­რას "ხმელ წი­ფელ­ში" გარ­დაც­ვლი­ლი­ყო.

დაბ­ნელ­და. ვიგ­რძე­ნი, რომ ოთახ­ში ვი­ღაც შე­მო­ვი­და. არ ჰგავ­და სი­მარ­ტო­ვის აჩ­რდილს. შავი მო­სას­ხა­მი ემო­სა და სახე სულ არ უჩან­და.

სა­ტა­ნა! - გა­მი­ელ­ვა უც­ბად. თით­ქოს ვე­ლო­დი და ში­ში­სა­გან სულ გა­მე­ყი­ნა ისე­დაც გა­ყი­ნუ­ლი სის­ხლი.

უფა­ლო იესო ქრის­ტე, ძეო ღვთი­საო, შე­მი­წყა­ლე მე ცოდ­ვი­ლი!

გა­უ­ჩი­ნარ­და... ჩი­ნარ­და...

ოთა­ხის სიბ­ნე­ლე­ში ცის­კრის ოდ­ნავ გახ­სნი­ლი ჭიშ­კრი­დან სი­ნათ­ლე იპა­რე­ბო­და. სა­ა­თის ის­რებს ჩას­ძი­ნე­ბო­დათ.

თეთ­რი, შავი და წი­თე­ლი

(და­უხ­ვე­წა­ვი სცე­ნა­რი)

პა­ვი­ლი­ო­ნი. უდაბ­ნოს ბუ­ტა­ფო­რია. აღ­მარ­თუ­ლია სამი ჯვა­რი.

სამ­ყა­რო ამოტ­რი­ალ­და. დრო წაღ­მა დატ­რი­ალ­და. კა­ცობ­რი­ო­ბის სწრაფ­ვა სიბ­ნე­ლი­სა­კენ - სი­ნათ­ლი­სა­კენ სწრაფ­ვამ შეც­ვა­ლა. ადრე იესო გა­აკ­რეს ჯვარ­ზე. ახლა პი­რი­ქი­თაა - ცოდ­ვას აკ­რა­ვენ ჯვარ­ზე. სამი გვე­ლი უნდა და­ლურ­სმნონ: თეთ­რი, შავი და წი­თე­ლი.

პა­ვი­ლი­ო­ნის უკან ფუს­ფუ­სია. მსა­ხი­ო­ბე­ბი, გრი­მი­ო­რე­ბი, ცის­ფე­რე­ბი და სხვა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში არი­ან არე­უ­ლე­ბი. ლა­ზღან­და­რო­ბენ, ჭო­რა­ო­ბენ, სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან.

თეთ­რი - იზა­ბელ აჯა­ნი.

შავი - კიმ ბე­სინ­ჯე­რი.

წი­თე­ლი - სილ­ვია კრის­ტე­ლი, იგი­ვე ემა­ნუ­ე­ლა.

ემა­ნუ­ე­ლას - წი­თე­ლი კაბა, თმა - მოკ­ლედ შეკ­რე­ჭი­ლი.

კიმ ბე­სინ­ჯერს - შავი კაბა, თმა - ქერა, გრძე­ლი და გაშ­ლი­ლი.

იზა­ბელს კაბა - ქათ­ქა­თა თეთ­რი, აუ­ცი­ლებ­ლად კო­ჭე­ბამ­დე. თმა - შავი და გრძე­ლი, უკან შეკ­რუ­ლი, ცხე­ნის კუ­დი­ვით.

სა­ტა­ნა შე­ვი­და გველ­ში. გვე­ლი შე­ვი­და ქალ­ში. ქალი შე­ვი­და ადამ­ში.

თე­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი ერთ-ერთ რო­მან­ში ბრძა­ნებს: "ყვე­ლა გვე­ლი ქა­ლია და ყვე­ლა ქალი გვე­ლი". სხვა­გან იმა­საც ამ­ბობს: "სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს კა­ცობ­რი­ო­ბას".

არა მგო­ნია. ვნა­ხოთ!

- მზად ხართ? - ის­მის რე­ჟი­სო­რის ხმა, - და­ვი­წყოთ.

შე­მოჰ­ყავთ წი­თე­ლი. გა­ფით­რე­ბუ­ლია. ჯვარ­ზე მიდ­გმუ­ლია ორი კიბე.

- ჯერ არ და­ლურ­სმნოთ. თო­კე­ბით მი­ა­ბით. შე­მო­იყ­ვა­ნეთ შავი.

სა­ოც­რად ლა­მა­ზია. თავი ამა­ყად უჭი­რავს. თვა­ლებ­ში ბო­რო­ტი, მაც­დუ­ნე­ბე­ლი და დამ­ცი­ნა­ვი მზე­რა უთა­მა­შებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) ესსეები

არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) ესსეები

"11 წლის წინ, "უცნობი ბერის" სახელით დაწერილ ჩემს ესეებში ალბათ საზოგადოება დაინახავს რას ვფიქრობდი საკუთარ თავზე. გააზრებული მაქვს, რომ ვარ ცოდვილი და ვაღიარებ ჩემს ნაკლოვანებებს. ის ამბავი კი, რაც ცოტა ხნის წინ, ცნობილი მოვლენების დროს იქცა ჩემი მისამართით სალაპარაკო თემად, გთხოვთ ღმერთს მიანდოთ განსაკითხავად. უფალმა იესო ქრისტემ განგვიკითხოს ყველა. ადამიანები კი ნუ ვიზამთ ამას, რადგან ნათქვამია, როგორც განიკითხავ, ისევე განიკითხებიო. მით უფრო მტკივნეულია, როდესაც ცალკეულ სასულიერო პირზე განაწყენებული საზოგადოება სრულიად ეკლესიას და პატრიარქს განიკითხავს. როდესაც ძალიან მტკივა საქართველოს საფიქრალი, მაშინ ადამიანური მრისხანება მერევა ხოლმე, მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. მომიტევოს უფალმა" - ამბობს არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელმაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მსახურების დაწყებამდე დავით გარეჯის მონასტერში გაატარა ხუთი წელი. მას დაძაბული ურთერთობა ჰქონდა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთანაც, რომლებიც გააფრთხილა თავი აერიდებინათ ქართული მონასტრების ტერიტორიაზე პატრულირებისგან, რა დროსაც ზოგიერთი მესაზღვრე შეგნებულად აზიანებდა ფრესკებს. ერთხელ მარტო გადაეყარა ბერი უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მოხეტიალე მესაზღვრეებს, მათ დაუპირისპირდა და კინაღამ ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლი გახდა...

"უცნობი ბერი" - ეს სახელი უთუოდ ემახსოვრება "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს. მისი აქ წარმოდგენილი ესეები პირველად 2002-2004 წლებში დაიბეჭდა გაზეთის ფურცლებზე.

ავტორის ნაფიქრი და განსჯანი სახარებისეული სიბრძნით იყო გამსჭვალული, მკითხველს სიმდაბლისა და სინანულის შესახებ კეთილად, კრძალვით შეაგონებდა.

გთავაზობთ ამონარიდს "უცნობი ბერის" - არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) კრებულიდან "თეთრი, შავი, წითელი":

არავინ და არაფერი

ქვეყნის ერთ მივიწყებულ ქალაქში იყო და არა იყო "არავინ და არაფერი". დახეტიალობდა ქალაქში, არავის იცნობდა, მასაც არავინ იცნობდა.

ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ის შეხვდა ძალიან ლამაზ არსებას, რომელსაც ქალწული ერქვა.

მოხდა სასწაული!

"არავინ და არაფერს" შეუყვარდა ქალწული. გაიგო მისი სახლი და ყოველი დილის ცისკარს, როცა ქალწულს ეძინა, მის სასთუმალთან მდგარ ლარნაკს ვარდებით ავსებდა. დილაობით ქალწულს საოცარი ვარდების სუნი აღვიძებდა. მან არ იცოდა, ვის მოჰქონდა ვარდები და ისე მიეჩვია, რომ ეგონა, აუცილებლად ასე უნდა ყოფილიყო.

ერთხელაც, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. "არავინ და არაფერმა", როგორც იქნა, გადალახა რაღაც ზღვარი და უთხრა: "მე შენ მიყვარხარ". ქალწული გაოცდა, თვალებში შეხედა და უპასუხა: "მე შენ არ მიყვარხარ და არც არასდროს შეგიყვარებ, რამეთუ, შენ არავინ და არაფერი ხარ".

ქვეყნის ერთ მივიწყებულ ქალაქში იყო და არა იყო: "არავინ". მან მოიშორა "არაფერი", რამეთუ შეიცნო არსება - ქალი.

სიზმარი

მე ვნახე სიზმარი, გასაოცარი სიზმარი - შენ გეძინა. მე ვიყავი შენს ოთახში. უცბად საშინლად მომინდა შემოვსულიყავი შენში.

...და მე შემოვედი შენში.

შენ ხედავდი სიზმარს, რაღაც ნახევრად აბსტრაქციას, ნახევრად რეალობას. ვუყურე, არ მომეწონა.

ჩავეშვი დაბლა, სულის მიუკარებელ სიღრმეებში... და გავოცდი! უფსკრულის ძირას ვიხილე ჩემი თავი.

მას ეძინა. გავაღვიძე და ვკითხე:

- აქ რას აკეთებ?

- ველოდები.

- რას ელოდები, შე იდიოტო! - გავბრაზდი მე, - აქ არასოდეს ჩამოაღწევს სინათლის სხივი.

მან ბრიყვული თვალებით შემომხედა და დაიძინა.

ამოვედი მაღლა. შენ ისევ იმ ძველ განზომილებაში - ძველ სიზმარში იყავი.

გამოვედი შენგან.

მოვედი შინ. ჩემი სხეული სამშვინველთან ერთად ფშვინავდა. შევედი მასში. ჩავეშვი სულის მიუკარებელ სიღრმეებში, სადაც ხანდახან ჩამოაღწევს სინათლის სხივი და... დავიძინე.

მე ვნახე ამაზრზენი სიზმარი. ვიდექი მუხლებამდე წყალში და წყალი სავსე იყო უამრავი გველით. ისინი ნელ-ნელა მოცოცავდნენ ჩემს სხეულზე, ლამის იყო გამისკდა გული. უცებ, ერთმა გველმა, ყელზე შემოხვეულმა, ყურში ჩამსისინა:

- ნუ გეშინია ჩვენი! ჩვენ შენ არ გიკბენთ, რამეთუ შენ არა გაქვს სხეული.

სატანა

უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა. პირდაუბანელი და უჭმელი, საწერ მაგიდას მივუჯექი, მინდოდა, სიზმრისაგან აღგზნებული აზრები ქაღალდზე დაულაგებლადვე გადამეტანა.

პირი დავიბანე. შემთხვევით, სარკეში თვალებს წავაწყდი. მოულოდნელობისაგან გავშტერდი - სხვისი თვალები, გაყინული და შეშლილი, სადღაც, ჩემს იქით იყურებოდნენ.

ოთახებში სიმარტოვის აჩრდილი დაძრწოდა, ყველასაგან დაკარგული და მივიწყებული. მსიამოვნებდა აჩრდილის ყურება, ალბათ, მიყვარდა კიდეც. რამეთუ ის იყო ჩემს გულში ნადების ერთადერთი მხილველი და ცხოვრების უაზრობისაგან გარიყულის ერთგული თანამგზავრი...

მარსის თვე იდგა. დავეხეტებოდი ნახევრად დაცარიელებულ ქუჩებში ტრამალის მგელივით და ზიზღნარევი თვალებით ვაკვირდებოდი ქალაქის ცხოვრებას.

ვხედავდი, რომ მხოლოდ იმ მიზნისათვის ვსუნთქავდი, რომელიც ჩემს არსებაში უკვე გაცვეთილიყო, ცხოვრებაც უაზრობად გადაექცია და ყოფნა-არყოფნას შორის მერყეობდა გრძნობებისაგან მიტოვებული ჩემი სხეული.

სხეულიც, ყველაფრისაგან თავისუფალი, ყოფისაკენ იხრებოდა. ალბათ, ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ცხოველური ინსტინქტი. არყოფნისაკენ მხოლოდ სული იდგა მყარად, სხეულისაგან დაღლილი და დაქანცული. უნდოდა გასცლოდა იქაურობას და სადღაც, თოვლიანი მთის ძირას "ხმელ წიფელში" გარდაცვლილიყო.

დაბნელდა. ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. არ ჰგავდა სიმარტოვის აჩრდილს. შავი მოსასხამი ემოსა და სახე სულ არ უჩანდა.

სატანა! - გამიელვა უცბად. თითქოს ველოდი და შიშისაგან სულ გამეყინა ისედაც გაყინული სისხლი.

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!

გაუჩინარდა... ჩინარდა...

ოთახის სიბნელეში ცისკრის ოდნავ გახსნილი ჭიშკრიდან სინათლე იპარებოდა. საათის ისრებს ჩასძინებოდათ.

თეთრი, შავი და წითელი

(დაუხვეწავი სცენარი)

პავილიონი. უდაბნოს ბუტაფორია. აღმართულია სამი ჯვარი.

სამყარო ამოტრიალდა. დრო წაღმა დატრიალდა. კაცობრიობის სწრაფვა სიბნელისაკენ - სინათლისაკენ სწრაფვამ შეცვალა. ადრე იესო გააკრეს ჯვარზე. ახლა პირიქითაა - ცოდვას აკრავენ ჯვარზე. სამი გველი უნდა დალურსმნონ: თეთრი, შავი და წითელი.

პავილიონის უკან ფუსფუსია. მსახიობები, გრიმიორები, ცისფერები და სხვა მომსახურე პერსონალი ერთმანეთში არიან არეულები. ლაზღანდარობენ, ჭორაობენ, სიგარეტს ეწევიან.

თეთრი - იზაბელ აჯანი.

შავი - კიმ ბესინჯერი.

წითელი - სილვია კრისტელი, იგივე ემანუელა.

ემანუელას - წითელი კაბა, თმა - მოკლედ შეკრეჭილი.

კიმ ბესინჯერს - შავი კაბა, თმა - ქერა, გრძელი და გაშლილი.

იზაბელს კაბა - ქათქათა თეთრი, აუცილებლად კოჭებამდე. თმა - შავი და გრძელი, უკან შეკრული, ცხენის კუდივით.

სატანა შევიდა გველში. გველი შევიდა ქალში. ქალი შევიდა ადამში.

თეოდორ დოსტოევსკი ერთ-ერთ რომანში ბრძანებს: "ყველა გველი ქალია და ყველა ქალი გველი". სხვაგან იმასაც ამბობს: "სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას".

არა მგონია. ვნახოთ!

- მზად ხართ? - ისმის რეჟისორის ხმა, - დავიწყოთ.

შემოჰყავთ წითელი. გაფითრებულია. ჯვარზე მიდგმულია ორი კიბე.

- ჯერ არ დალურსმნოთ. თოკებით მიაბით. შემოიყვანეთ შავი.

საოცრად ლამაზია. თავი ამაყად უჭირავს. თვალებში ბოროტი, მაცდუნებელი და დამცინავი მზერა უთამაშებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია