სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!
გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!

გან­ვლი­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდა რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უმ­კაც­რე­სი გა­მოს­ვლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა... ამ­ჯე­რად გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე გვე­სა­უბ­რა... რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი გან­წყო­ბა ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე უკი­დუ­რე­სად პე­სი­მის­ტუ­რია...

გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია:

- რაც შე­ე­ხე­ბა მკაცრ ტონს, მე ეგე­თი კაცი ვარ - კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვაზ­როვ­ნებ. გან­ვლი­ლი 9 წელი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მო­რა­ლის თვალ­სა­ზი­სით. მო­რა­ლი კი მო­ე­კი­თხე­ბა სწო­რედ რე­ჟი­სორს, მწე­რალს... მო­რალ­ზე სა­უ­ბარს შეს­წი­რა თავი სა­წყალ­მა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ. ჩემს ფილ­მებ­შიც ყველ­გან არის მო­რა­ლი - სიყ­ვა­რუ­ლი ვე­ნახ­შიც კი მო­რა­ლია... 9 წელი გვა­ტყუ­ებ­დნენ, თვალ­ში ნა­ცარს გვაყ­რიდ­ნენ... არ ვმა­ლავ, თა­ვი­დან მხარს ვუ­ჭერ­დი მი­შას, რად­გან შე­ვარ­დნა­ძის დამ­ყა­ყე­ბუ­ლი ეპო­ქა იყო და ახალ­გაზ­რდე­ბის იმე­დი მქონ­და. სა­ა­კაშ­ვილს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ვიც­ნობ­დი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და პროგ­რე­სულ პი­როვ­ნე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი. ისეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სა და სიბ­რიყ­ვე­ებს არ მოგ­ვახ­ვევ­და თავ­ზე, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი შემ­დეგ სჩა­დი­ო­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჟვა­ნია გაქ­რა და დღე­საც არ ვი­ცით, რა მოხ­და...

- მისი გა­ზით გა­გუდ­ვა თქვენც სა­ეჭ­ვოდ გეჩ­ვე­ნე­ბათ?

- რა თქმა უნდა!... ყვე­ლა ჭკუ­ათ­მყო­ფელ კაცს ეჭვი ეპა­რე­ბა... სა­ა­კაშ­ვილს ამ ტრა­გე­დი­ამ­დე მხარს ვუ­ჭერ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის მოქ­მე­დე­ბებ­ში ეჭვი შე­მე­პა­რა... ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი მსგავ­სი ხალ­ხი რომ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ვნა­ხე, რა გან­წყო­ბა მექ­ნე­ბო­და!?.. მე რომ ახლა ვინ­მემ მთხო­ვოს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი­ნო­ში და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟის როლ­ში გა­და­ი­ღეო, ხომ აბ­სურ­დი და სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა!?.. იგი ყვე­ლა­ნა­ი­რად უარ­ყო­ფი­თი ვინ­მეა... ასე­ვე არი­ან სხვე­ბიც: მიშა მა­ჭა­ვა­რი­ანს თქვენ არ იც­ნობთ, რა "ჟუ­ლი­კიც" არის, გიგი წე­რე­თე­ლიც, გიგა ბო­კე­რი­აც და სხვე­ბიც ყვე­ლა­ფერ­ზე ხე­ლის მომ­წე­რე­ბი არი­ან... ახლა გა­მოჩ­ნდა გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არც ვიცი, ვინ არის, მაგ­რამ ხარი ხარ­თან რომ და­ა­ბაო - ხომ გა­გი­გი­ათ?!...

- ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და. მათ მი­მართ რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­ა­კე­თა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და ამის­თვის მას დიდი მად­ლო­ბაც გა­და­ვუ­ხა­დეთ. თუმ­ცა, ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი ძა­ლი­ან და­ე­ცა. ალ­ბათ, ძნე­ლია იმ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უან­დერ­ძათ... თუ ადევ­ნებთ ნო­დარ ხა­დუ­რის გა­მოს­ვლას თვალ­ყურს, მიხ­ვდე­ბით, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აღარ შე­მო­სუ­ლა. მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ევ­რო­პა­შიც და ამე­რი­კა­შიც ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა დღეს მხო­ლოდ ჩი­ნეთს შე­უძ­ლია და ხომ გეს­მით, ეს რა სა­შიშ­რო­ე­ბაა?!... არა­და, ხალ­ხს იმე­დი ჰქონ­და, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­დო­და და უცებ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ წა­ვი­დო­და. ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლა კი ეკო­ნო­მი­კის აშ­კა­რა დაღ­მავ­ლო­ბას და­ემ­თხვა...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!

გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!

განვლილი 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას უმკაცრესი გამოსვლები და ხელისუფლების კრიტიკა... ამჯერად გიორგი შენგელაია ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებსა და მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა... როგორც ირკვევა, მისი განწყობა ქვეყნის მომავალზე უკიდურესად პესიმისტურია...

გიორგი შენგელაია:

- რაც შეეხება მკაცრ ტონს, მე ეგეთი კაცი ვარ - კატეგორიულად ვაზროვნებ. განვლილი 9 წელი ყოვლად მიუღებელი იყო მორალის თვალსაზისით. მორალი კი მოეკითხება სწორედ რეჟისორს, მწერალს... მორალზე საუბარს შესწირა თავი საწყალმა ილია ჭავჭავაძემ. ჩემს ფილმებშიც ყველგან არის მორალი - სიყვარული ვენახშიც კი მორალია... 9 წელი გვატყუებდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ... არ ვმალავ, თავიდან მხარს ვუჭერდი მიშას, რადგან შევარდნაძის დამყაყებული ეპოქა იყო და ახალგაზრდების იმედი მქონდა. სააკაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი ზურაბ ჟვანიას და პროგრესულ პიროვნებად მივიჩნევდი. ისეთ სისულელეებსა და სიბრიყვეებს არ მოგვახვევდა თავზე, რასაც სააკაშვილი შემდეგ სჩადიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟვანია გაქრა და დღესაც არ ვიცით, რა მოხდა...

- მისი გაზით გაგუდვა თქვენც საეჭვოდ გეჩვენებათ?

- რა თქმა უნდა!... ყველა ჭკუათმყოფელ კაცს ეჭვი ეპარება... სააკაშვილს ამ ტრაგედიამდე მხარს ვუჭერდი, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოქმედებებში ეჭვი შემეპარა... ვანო მერაბიშვილი და მისი მსგავსი ხალხი რომ ქვეყნის სათავეში ვნახე, რა განწყობა მექნებოდა!?.. მე რომ ახლა ვინმემ მთხოვოს, ვანო მერაბიშვილი კინოში დადებითი პერსონაჟის როლში გადაიღეო, ხომ აბსურდი და სისულელე იქნება!?.. იგი ყველანაირად უარყოფითი ვინმეა... ასევე არიან სხვებიც: მიშა მაჭავარიანს თქვენ არ იცნობთ, რა "ჟულიკიც" არის, გიგი წერეთელიც, გიგა ბოკერიაც და სხვებიც ყველაფერზე ხელის მომწერები არიან... ახლა გამოჩნდა გიგა ბოკერიას მეუღლე, რომელიც საერთოდ არც ვიცი, ვინ არის, მაგრამ ხარი ხართან რომ დააბაო - ხომ გაგიგიათ?!...

- ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა. მათ მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ძალიან დიდი საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამისთვის მას დიდი მადლობაც გადავუხადეთ. თუმცა, ახლახან შევიტყვე, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ძალიან დაეცა. ალბათ, ძნელია იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც წინა ხელისუფლებამ უანდერძათ... თუ ადევნებთ ნოდარ ხადურის გამოსვლას თვალყურს, მიხვდებით, რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ინვესტიციები აღარ შემოსულა. მიზეზი კი ის არის, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დიდი ინვესტიციების ჩადება დღეს მხოლოდ ჩინეთს შეუძლია და ხომ გესმით, ეს რა საშიშროებაა?!... არადა, ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა და უცებ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა. ივანიშვილის მოსვლა კი ეკონომიკის აშკარა დაღმავლობას დაემთხვა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია