პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იდეალური იყო"
მიხეილ სააკაშვილი - "არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იდეალური იყო"

არ მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ დროს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მარ­თვა იყო იდე­ა­ლუ­რი და არ ხდე­ბო­და ჩა­რე­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღეს, თსუ-ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ახალ კა­ნონპ­რო­ექტს, რი­თაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სე­რი­ო­ზუ­ლად იც­ვლე­ბა.

"არ მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ დროს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მარ­თვა იყო იდე­ა­ლუ­რი და არ ხდე­ბო­და ჩა­რე­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, მაგ­რამ ახალ კა­ნონ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წე­რეს. ეს არ იყო ასე, მაგ­რამ ახლა რა ვქნათ?!. ეს ასე ხდე­ბო­და და მოდი კა­ნონ­ში ჩავ­წე­როთ, რომ ასე მოხ­დეს მო­მა­ვალ­შიც?!. რე­ა­ლუ­რად კა­ნო­ნი წა­ვი­და უკან", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ადრე თსუ-ის რექ­ტორს ნიშ­ნავ­და პრე­ზი­დენ­ტი და სიმ­ბო­ლუ­რია, რომ რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნა ხდე­ბა პრე­მი­ე­რის მიერ. "ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ თსუ მარ­თლაც არის ყვე­ლა­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მო­დერ­ნი­ზე­ბა­დი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი. როცა აქ გა­მოვ­დი­ვარ, პარ­ლა­მენ­ტში მი­დის ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, რი­თაც სე­რი­ო­ზუ­ლად იც­ვლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ მოხ­დეს, სა­ხელ­მწი­ფოს და­სა­ზა­რა­ლებ­ლად, ვფიქ­რობ­დი, რომ უფრო მეტი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, რექ­ტო­რის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. "მე ვსწავ­ლობ­დი კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და იქ დოქ­ტუ­რან­ტუ­რა გა­ვი­ა­რე. იქ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ლი ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რი, რო­მე­ლიც არ ყო­ფი­ლა მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მაგ­რამ მის დროს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­აღ­წია წარ­მო­უდ­გე­ნელ წარ­მა­ტე­ბებს. ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რი არ იყო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიხეილ სააკაშვილი - "არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იდეალური იყო"

მიხეილ სააკაშვილი - "არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იდეალური იყო"

არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იყო იდეალური და არ ხდებოდა ჩარევა განათლების სამინისტროს მიერ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში განიხილავენ ახალ კანონპროექტს, რითაც უმაღლესი განათლების სისტემა სერიოზულად იცვლება.

"არ მიმაჩნია, რომ ჩვენ დროს განათლების სისტემის მართვა იყო იდეალური და არ ხდებოდა ჩარევა განათლების სამინისტროს მიერ, მაგრამ ახალ კანონში ეს ყველაფერი ჩაწერეს. ეს არ იყო ასე, მაგრამ ახლა რა ვქნათ?!. ეს ასე ხდებოდა და მოდი კანონში ჩავწეროთ, რომ ასე მოხდეს მომავალშიც?!. რეალურად კანონი წავიდა უკან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ადრე თსუ-ის რექტორს ნიშნავდა პრეზიდენტი და სიმბოლურია, რომ რექტორის დანიშვნა ხდება პრემიერის მიერ. "ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ თსუ მართლაც არის ყველაზე ტრადიციული ქართული დაწესებულება, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოდერნიზებადი და განვითარებადი. როცა აქ გამოვდივარ, პარლამენტში მიდის ახალი კანონპროექტის განხილვა, რითაც სერიოზულად იცვლება უმაღლესი განათლების სისტემა. ამ კანონთან დაკავშირებით, ამ დროს შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, სახელმწიფოს დასაზარალებლად, ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რექტორისთვის არ არის აუცილებელი სამეცნიერო ხარისხი. "მე ვსწავლობდი კოლუმბიის უნივერსიტეტში და იქ დოქტურანტურა გავიარე. იქ ყველაზე წარმატებული იყო გენერალი ეიზენჰაუერი, რომელიც არ ყოფილა მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ მის დროს კოლუმბიის უნივერსიტეტმა მიაღწია წარმოუდგენელ წარმატებებს. ეიზენჰაუერი არ იყო მეცნიერებათა დოქტორი, მაგრამ ყველაზე წარმატებული იყო", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია