მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი
მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი

"ჩემი გზა მი­ლი­ო­ნო­ბით გზას მიჰ­ყვე­ბა და არ­სად თავ­დე­ბა, რად­გან მი­ლი­ო­ნე­ბის გზის დამ­თავ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მე ის ზღაპ­რუ­ლი მოყ­მე ვარ, ყველ­გან რომ იპო­ვი­და სა­კუ­თარ ად­გილს", - მა­რად ჭა­ბუ­კად დარ­ჩე­ნი­ლი პო­ე­ტის, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის ფრონ­ტი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან.

რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლო ავ­ღა­ნეთ­ში ვაჟ­კა­ცუ­რად და­ღუ­პულ ქარ­თველ ბი­ჭებს გლო­ვობს. სამ­წუ­ხა­როდ, თუმ­ცა ჩვენს სა­ა­მა­ყო­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი გმი­რო­ბის ბევ­რი მა­გა­ლი­თია, არც ქარ­თვე­ლე­ბის უცხო მი­წა­ზე და­ღუპ­ვაა გა­მო­ნაკ­ლი­სი. სწო­რედ რომ და­ემ­თხვა: "გზის" ამ ნო­მერ­თან ერ­თად, "ჩემი რჩე­უ­ლი" II ომში გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თტო­მე­ულს გთა­ვა­ზობთ.

დღეს მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი 96 წლის იქ­ნე­ბო­და. მის სახლ-მუ­ზე­უმს თი­ა­ნეთ­ში სიძ­ვე­ლე ძა­ლი­ან შეჰ­პარ­ვია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას აშ­კა­რად სა­ჭი­რო­ებს. იქა­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი, ცი­ცი­ნო გა­ბი­და­უ­რი 24 წე­ლი­წა­დია, სახლ-მუ­ზე­უმს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და თით­ქოს პო­ე­ტის ოჯა­ხის წევ­რა­დაც კი იქცა ან პი­რი­ქით - მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი გახ­და მისი ოჯა­ხის წევ­რი. მირ­ზა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ქალ­ბა­ტონ­ზე ლა­მის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ეჭ­ვი­ა­ნო­ბენ, საყ­ვე­დუ­რო­ბენ, ჩვენ­ზე მე­ტად მის სულ­სა და და­ნა­ტო­ვარ სახლ-კარ­ზე ზრუ­ნა­ვო. არა­და, ასე­თი თავ­გა­მო­დე­ბა რომ არა, ბოლო წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ყო­ფას იმ ულა­მა­ზე­სი ეზო­დან და პო­ე­ტის სახლ-კა­რი­დან ვინ იცის, არა­ფე­რი დარ­ჩე­ბო­და.

წლე­ბია, ამ კარ-მი­და­მო­ში სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი - "მირ­ზა­ო­ბა" იმარ­თე­ბა; წლე­ბია და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღემ­დე, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, 5 სა­ათ­ზე ეს ეზო ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ცი­ნოს თა­ოს­ნო­ბით, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მო­ებს სა­ხელ­წო­დე­ბით "მთა­ში გაბ­ნე­უ­ლი მარ­გა­ლი­ტი" მას­პინ­ძლობს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რობ­დნენ და ახ­ლაც სტუმ­რო­ბენ ამ სა­ღა­მო­ებს პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­ლექ­სე­ე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ცნო­ბი­ლე­ბი თუ უც­ნო­ბე­ბი, ჩა­მო­სუ­ლე­ბი თუ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი...

ცი­ცი­ნო გა­ბი­და­უ­რი:

- თი­ა­ნე­თე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი, ლა­მის ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბი­ან ამ სიყ­ვა­რულ­ში. ადრე, რო­დე­საც მუ­ზე­უმ­ში ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი არ­სე­ბობ­და, აქა­უ­რე­ბი რომ რე­კავ­დნენ და ვთქვათ, ვკი­თხავ­დით, - სად რე­კავ­თო? მუ­ზე­უმ­ში ვრე­კავ­თო, კი არ გვპა­სუ­ხობ­დნენ: მირ­ზა­ან­თაო! ასე რომ, მხო­ლოდ ჩემი კი არა, მთე­ლი თი­ა­ნე­თის ოჯა­ხის წევ­რია მირ­ზა. მისი თა­ო­ბი­დან თით­ქმის აღა­რა­ვინ შე­მორ­ჩა ახ­ლო­მახ­ლო, სოფ­ლებ­ში სი­მო­ნი­ან­თხევ­სა და ნა­ქა­ლა­ქარ­ში - კი ცხოვ­რობს თითო-ორო­ლა მისი თა­ო­ბის, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად ურ­თი­ერ­თო­ბენ ჩვენ­თან. აქ ვინც ცხოვ­რობ­დნენ, მირ­ზას მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი, ყვე­ლას ვიც­ნობ­დი და ბევ­რი რამ მო­უ­ყო­ლი­ათ კი­დეც ჩემ­თვის. მირ­ზას მამა, გე­დე­ონ გე­ლო­ვა­ნი მას შემ­დეგ გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად თე­ლა­ვი­დან თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში, რაც ცო­ლად მირ­ზას დედა, ევა მა­ჩუ­რიშ­ვი­ლი შე­ირ­თო, მა­ჩუ­რიშ­ვი­ლებს ჩა­ე­სი­ძა. თვი­თონ მირ­ზა ნა­ქა­ლა­ქარ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ ოჯა­ხი ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და, სა­დაც დღეს სახლ-მუ­ზე­უ­მია და მირ­ზას 7 და-ძმაც აქ და­ი­ბა­და.

- მოდი, ამ­ჯე­რად ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის არა მხო­ლოდ ლექ­სე­ბით, არა­მედ მისი მე­გობ­რე­ბის მო­ნა­თხრო­ბით გა­ვა­ცო­ცხლოთ მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი. რო­გო­რი იყო, რო­გორ ცხოვ­რობ­და?

- კარ­გი ბავ­შვი იყოო, - ასე ახ­სოვთ. მა­მა­მი­სი იმ პე­რი­ო­დის­თვის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი ყო­ფი­ლა, ეკო­ნო­მის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ­ბობ­დნენ, თა­მა­მად ვერ ვურ­თი­ერ­თობ­დით გე­დე­ონ­თან, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბიც კი ვერ უს­წო­რებ­დნენ თვალს, ჩო­ხის კალ­თა­ზე უყუ­რებ­დნე­ნო. მირ­ზას დე­დაც - ევა შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან ყო­ფი­ლა, ამი­ტომ გე­ლო­ვა­ნე­ბის სახლ-კარს მუ­დამ სა­პა­ტიო ხალ­ხი სტუმ­რობ­დაო. აქა­უ­რო­ბას დღემ­დე არ მო­ვუ­შა­ლეთ ეს ტრა­დი­ცია და თი­ა­ნე­თის ყვე­ლა სტუ­მარს უპირ­ვე­ლე­სად აქ ვი­ღებთ. ასეთ გა­რე­მო­ში აღ­ზრდი­ლი მირ­ზა კი ძა­ლი­ან თა­მა­მი, ამა­ყი, ამა­ვე დროს, თავ­ნე­ბა და ონა­ვა­რი ბიჭი ყო­ფი­ლა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქო­ნია და მისი გა­კა­ჟე­ბა ბი­ძას უკის­რია - 9 წლი­სას თო­ფის სრო­ლა ას­წავ­ლა და 13 წლი­სა გა­მოც­დილ მო­ნა­დი­რე­ებ­თან ერ­თად მი­უ­ვალ მთებ­ში და­დი­ო­და დათ­ვებ­სა და მგლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. იმ პე­რი­ოდ­ში ლექ­სებ­საც წერ­და. პირ­ვე­ლი ლექ­სი სუ­ლაც, 4 წლის ასაკ­ში და­წე­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი 18 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო.

- რო­გორც ვიცი, ბავ­შვო­ბა­ში სა­ხე­ლად მირ­ზას არ ეძახ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ხომ რეზო ერ­ქვა?

- ნამ­დვი­ლად რეზო ერ­ქვა, მაგ­რამ... მოკ­ლედ, ტექ­ნი­კუ­მის თა­ნა­კურ­სე­ლი შე­უყ­ვარ­და, თი­ა­ნე­თე­ლი მა­რი­ამ ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი და ცო­ლად გა­ყო­ლა სთხო­ვა. იმ­ხა­ნად კი შე­იძ­ლე­ბო­და 16 წლის ასაკ­ში ქა­ლის გა­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ აქა­უ­რი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ჯერ მირ­ზას­თან ერ­თად, მისი მშობ­ლე­ბი უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ მა­რი­ა­მის ოჯახ­ში ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად. მირ­ზა დე­დას­თან ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბით იყო, თქვე­ნო­ბი­თაც კი მი­მარ­თავ­და და ქა­ლის­თვის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად გა­მომ­ყე­ვიო, ამის თქმა ვერ გა­უ­ბე­და. ამი­ტომ სა­კუ­თარ დე­დას­თან შუ­ა­მავ­ლო­ბა მე­ზო­ბელს, შალ­ვა სი­სა­ურს სთხო­ვა. შალ­ვამ ვერ შე­უს­რუ­ლა მირ­ზას თხოვ­ნა და ეს ამ­ბა­ვიც ჩა­ი­შა­ლა. მისი ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, კარ­გა ხანს და­დი­ო­და მირ­ზა და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და სულ რა­ღა­ცებს ჯღაბ­ნი­და ფურ­ცელ­ზე. ერთხელ მე­გო­ბარს უკი­თხავს, რას წერო და უჩ­ვე­ნე­ბია: ცო­ლად ვერ მომ­ყავს და ფურ­ცელ­ზე მა­ინც შე­ვა­ერ­თო "მა­რი­ა­მი" და "რეზო", მინ­და, ჩემს ფსევ­დო­ნი­მად გა­მო­ვი­ყე­ნო და ვა­რი­ან­ტებს ვარ­ჩე­ვო. წერ­და: "მირ­მარ", "მარ­მირ"... სა­ბო­ლო­ოდ კი, "მირ­ზა" და­ტო­ვა და ასეც გა­ეც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს. მა­რი­ა­მი მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო და ცხა­დია, ლექ­სებ­საც უძღვნი­და. ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში იყო, მა­რი­ა­მის გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი რომ შე­ი­ტყო. ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და და მა­შინ და­წე­რა "მწყემ­სის მუ­ქა­რა", რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად, "ჩემი მუ­ქა­რა" და­არ­ქვა და მოს­წე­რა კი­დეც მა­რი­ამს: "და­მა­ცა­დე, ნა­ტყვი­არ­ში და­ვი­ფი­ნო ბა­ლა­ხი,/ კვლავ ვი­ხი­ლო მთე­ბი ქარ­ში, ჩემ­გან გა­და­ნა­ლა­ხი./ გა­გი­ტა­ცო, ლურ­ჯა მალი მიგ­ვაფ­რენ­დეს მალ­ვი­თა,/ მომ­კი­ო­დეს შენი ქმა­რი ასი მე­ო­მა­რი­თა..." მა­რი­ამს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი ჰყავ­და, მისი შვი­ლე­ბი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ; ერთ-ერ­თმა, ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა გვი­ამ­ბო, დე­დას სიკ­ვდი­ლის წინ, სულს რომ ლევ­და, მირ­ზა გა­მო­ე­ცხა­და, სულ მის სა­ხელს ახ­სე­ნებ­და, მერე კი თქვა, მირ­ზა მო­ვი­და და უნდა გავ­ყვეო...

- რაკი მირ­ზას სიყ­ვა­რუ­ლი ვახ­სე­ნეთ, მისი ლექ­სე­ბის ად­რე­სა­ტი ვინ­მე ნი­ნოც ხომ იყო?

- კი, ნინო ახვლე­დი­ა­ნი უყ­ვარ­და. ეს ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლად აღარ ით­ქმის, რად­გან ჯარ­ში წას­ვლის წინა პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა მა­ნამ­დეც უყ­ვარ­და ერთი გო­გო­ნა, პოეტ ალა­ზა ხა­ი­ა­უ­რის და - სარა. სარა სო­ფელ დუ­ლუ­ზა­უ­რე­ბის სკო­ლის პე­და­გო­გი გახ­ლდათ, მე­ტის­მე­ტად ამა­ყი და თავ­მომ­წო­ნე ძმე­ბი ჰყავ­და და სო­ფელ­ში მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩა­სულ მირ­ზას სა­რას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დნენ. თუმ­ცა მერე თვი­თონ ხა­ი­ა­უ­რე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ ბევ­რი ლექ­სი მი­უ­ძღვნია მირ­ზას სა­რას­თვის. თუნ­დაც "თმე­ბი შოლ­ტე­ბი" - "ყვე­ლა მოკ­ლე და ქერა თმის ნახ­ვით/ გა­მახ­სენ­დე­ბა თმე­ბი შოლ­ტე­ბი./ რო­გორ არ მინ­და, რო­გორ არ მინ­და,/ მა­ინც მივ­დი­ვარ, მა­ინც გშორ­დე­ბი..." ფაქ­ტობ­რი­ვად, მირ­ზა­სა და სა­რას სიყ­ვა­რუ­ლი მა­ინც "შო­რით ალვა, შო­რით დაგ­ვა" იყო - ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ და მხო­ლოდ წე­რი­ლე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ. ქალ-ვა­ჟის წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ნი­მუ­შია ეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ახვლე­დი­ანს, ის შოვ­ში გა­იც­ნო, სა­დაც სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო მო­უ­წია ჩას­ვლამ. იმ­ხა­ნად 21 წლის იყო. ნი­ნოს­თან ორ­თვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გია სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი "ას­ფურ­ცე­ლა და ოქ­როსთმი­ა­ნა". მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, უკვე პრო­ფე­სორ­მა ნინო ახვლე­დი­ან­მა ულა­მა­ზე­სი მო­გო­ნე­ბა მი­უ­ძღვნა თა­ვის სიყ­ვა­რულს მირ­ზას­თან და ეს მო­გო­ნე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ნინო ლე­დი­ა­ნის ("ლე­დი­ა­ნი" ნი­ნოს ფსევ­დო­ნი­მი იყო) მო­გო­ნე­ბა­დაა ცნო­ბი­ლი...

მახ­სოვს, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შე­ბინ­დე­ბი­სას ჩვენს მუ­ზე­უმს ოთხი ქალ­ბა­ტო­ნი ეწ­ვია. გა­ვუ­ძე­ხი მათ და ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე. ვხე­დავ­დი, რო­გორ ესა­თუ­თე­ბოდ­ნენ და ეფე­რე­ბოდ­ნენ პო­ე­ტის ხელ­შე­ნა­ხებ ყვე­ლა ნივთს და ბო­ლოს "შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის წიგნ­ში" რა­ღაც ჩა­წე­რეს. იმ­წამს არ წა­მი­კი­თხავს, რომ გა­ვის­ტუმ­რე, მერე ჩავ­ხე­დე და რამ­დე­ნი­მე თბილ სი­ტყვას­თან ერ­თად და­ე­წე­რათ: "ჩემო მირ­ზა, სა­ნამ შენი თა­ო­ბა ცო­ცხა­ლი ვართ, შენ და­ვი­წყე­ბა არ გი­წე­რია"... თურ­მე ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ჩემს მო­ნა­თხრობს თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი უს­მენ­და, მირ­ზას სი­ჭა­ბუ­კის პე­რი­ო­დის მე­გო­ბა­რი, ნა­თე­ლა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა. მისი სა­ხე­ლი და გვა­რი კარ­გად ვი­ცო­დი და წიგნ­ში ამო­ვი­კი­თხე თუ არა, მა­შინ­ვე და­ვე­დევ­ნე სტუმ­რებს... მირ­ზა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, რად­გან ბუ­ნე­ბაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ჰქონ­და, გა­ნათ­ლე­ბაც და გა­რეგ­ნო­ბაც, ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი და კარ­გი სა­მე­გობ­რო ჰყავ­და - ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც და მა­მა­კა­ცე­ბიც. ამი­ტომ უყ­ვარ­და ბევრ ქალ­ბა­ტონს, ხში­რად და­ფა­რუ­ლი იყო ეს გრძნო­ბე­ბი და წლე­ბის შემ­დეგ, მირ­ზას ცხოვ­რე­ბის კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შვი­ლე­ბი გვიმ­ჟღავ­ნებ­დნენ. ლა­პა­რა­კობ­დნენ მისი და თინა მაქ­სი­მე­ლაშ­ვი­ლის, ასე­ვე ნელი ამა­შუ­კე­ლის სიყ­ვა­რულ­ზე. ვფიქ­რობ, ზოგი რამ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი­ცაა და მირ­ზას პო­პუ­ლა­რო­ბამ და შემ­დეგ - ნა­ად­რევ­მა და ტრა­გი­კულ­მა სიკ­ვდილ­მა გა­მო­იწ­ვია ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი... სხვა­თა შო­რის, მირ­ზა ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავ­და და მისი მე­გო­ბა­რი, თინა ოჩი­ა­უ­რი ძა­ლი­ან უწო­ნებ­და ნა­ხა­ტებს. მირ­ზა ფან­დურ­ზეც უკ­რავ­და და ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც მღე­რო­დაო. სა­ერ­თოდ, მისი ოჯა­ხი იყო მუ­სი­კა­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი: ყვე­ლა­ნი მღე­როდ­ნენ, უკ­რავ­დნენ, ხოლო მისი და - რო­ე­ნა სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სო­ლის­ტიც კი იყო.

- რა სამ­წუ­ხა­როა, რომ მირ­ზა გე­ლო­ვა­ნის საფ­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. რო­გორც მახ­სოვს, ბე­ლო­რუ­სი­ა­შია, ვი­ტებსკის ოლ­ქში...

- კი, ეგრე არის: ბე­შენ­კო­ვი­ჩის რა­ი­ო­ნია, სო­ფელ სა­ნიკ­თან ახ­ლოს, რჟავ­კის საძ­მო სა­საფ­ლა­ო­ზე. ბე­ლო­რუ­სებ­მა საკ­მა­ოდ პა­ტი­ვი მი­ა­გეს მათ მი­წა­ზე გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ ქარ­თველ ჭა­ბუკს: შე­სა­ნიშ­ნა­ვი საფ­ლა­ვი გა­უ­კე­თეს წარ­წე­რით: "აქ დაკ­რძა­ლუ­ლია ლე­ი­ტე­ნან­ტი მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი" და უვ­ლიდ­ნენ კი­დეც. ადრე სა­ქარ­თვე­ლო­დან ხში­რად იგ­ზავ­ნე­ბო­და დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ბე­ლო­რუ­სი­ა­ში, ქარ­თვე­ლი პი­ო­ნე­რე­ბიც ჩა­დი­ოდ­ნენ მირ­ზას საფ­ლავ­ზე. ქარ­თუ­ლი მი­წაც ჩა­უ­ტა­ნეს და მი­ა­ყა­რეს საფ­ლავს. მახ­სოვს, მირ­ზას პო­ე­ზი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბუ­რი კაცი, გა­ზეთ "თი­ა­ნე­თის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თემო ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მარ­ტოდ­მარ­ტო, ზურგჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ემ­გზავ­რა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში და საფ­ლავ­ზე ღამე გა­უ­თე­ნა პო­ეტს, უკან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი ულა­მა­ზე­სი ჩა­ნა­ხა­ტი მი­უ­ძღვნა ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ თი­თო­ე­უ­ლი თი­ა­ნე­თე­ლის, კი­დევ ბევ­რი ქარ­თვე­ლის ნატ­ვრა ვერ ას­რულ­და და მირ­ზას გად­მოს­ვე­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. ნე­ტავ, ოდეს­მე მა­ინც და­ად­გეს საშ­ვე­ლი მისი ნეშ­ტის გად­მოს­ვე­ნე­ბას.

პ.ს. "მჯე­რა: მე და­ვი­ბა­დე უდი­დე­სი ძვრე­ბის მო­ნა­წი­ლედ და ამ ომი­დან, ამ გრი­გა­ლი­დან დავ­ბრუნ­დე­ბი გა­მარ­ჯვე­ბულ ლაშ­ქარ­თან ერ­თად. მო­ვივ­ლი ყვე­ლა გრი­გა­ლებს და დავ­ბრუნ­დე­ბი. ახალ­გაზ­რდა ვარ და იმე­დი­ა­ნი. არ არის ტყვია, რო­მე­ლიც მე მომ­კლავს, რად­გან ჩემი ფეს­ვე­ბი იმ ქვე­ყა­ნა­შია, რო­მელ­საც ჰკლავ­დნენ და არ კვდე­ბო­და, რად­გან იმე­დი­ა­ნი ვარ და იმე­დი ამარ­ცხებს სიკ­ვდილს. რად­გან გამ­ბე­და­ვი ვარ და სი­ცო­ცხლით მო­თა­მა­შე" (ფრაგ­მენ­ტი მირ­ზას ფრონ­ტი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან).

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი

მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტი-ლეიტენანტი

"ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ, ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს", - მარად ჭაბუკად დარჩენილი პოეტის, მირზა გელოვანის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილიდან.

რამდენიმე დღეა, საქართველო ავღანეთში ვაჟკაცურად დაღუპულ ქართველ ბიჭებს გლოვობს. სამწუხაროდ, თუმცა ჩვენს საამაყოდაც, საქართველოს ისტორიაში ასეთი გმირობის ბევრი მაგალითია, არც ქართველების უცხო მიწაზე დაღუპვაა გამონაკლისი. სწორედ რომ დაემთხვა: "გზის" ამ ნომერთან ერთად, "ჩემი რჩეული" II ომში გმირულად დაღუპული ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის შემოქმედების ერთტომეულს გთავაზობთ.

დღეს მირზა გელოვანი 96 წლის იქნებოდა. მის სახლ-მუზეუმს თიანეთში სიძველე ძალიან შეჰპარვია და ხელისუფლების დახმარებას აშკარად საჭიროებს. იქაური ქალბატონი, ციცინო გაბიდაური 24 წელიწადია, სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს და თითქოს პოეტის ოჯახის წევრადაც კი იქცა ან პირიქით - მირზა გელოვანი გახდა მისი ოჯახის წევრი. მირზაზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონზე ლამის საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ეჭვიანობენ, საყვედურობენ, ჩვენზე მეტად მის სულსა და დანატოვარ სახლ-კარზე ზრუნავო. არადა, ასეთი თავგამოდება რომ არა, ბოლო წლების საქართველოს მძიმე ყოფას იმ ულამაზესი ეზოდან და პოეტის სახლ-კარიდან ვინ იცის, არაფერი დარჩებოდა.

წლებია, ამ კარ-მიდამოში სახალხო დღესასწაული - "მირზაობა" იმართება; წლებია და, საბედნიეროდ, დღემდე, ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს, 5 საათზე ეს ეზო ქალბატონი ციცინოს თაოსნობით, ლიტერატურულ საღამოებს სახელწოდებით "მთაში გაბნეული მარგალიტი" მასპინძლობს. წლების განმავლობაში სტუმრობდნენ და ახლაც სტუმრობენ ამ საღამოებს პატივსაცემი ადამიანები, მელექსეები, მოსწავლეები, ცნობილები თუ უცნობები, ჩამოსულები თუ ადგილობრივები...

ციცინო გაბიდაური:

- თიანეთელებს ძალიან უყვართ მირზა გელოვანი, ლამის ერთმანეთს ეცილებიან ამ სიყვარულში. ადრე, როდესაც მუზეუმში ქალაქის ტელეფონი არსებობდა, აქაურები რომ რეკავდნენ და ვთქვათ, ვკითხავდით, - სად რეკავთო? მუზეუმში ვრეკავთო, კი არ გვპასუხობდნენ: მირზაანთაო! ასე რომ, მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი თიანეთის ოჯახის წევრია მირზა. მისი თაობიდან თითქმის აღარავინ შემორჩა ახლომახლო, სოფლებში სიმონიანთხევსა და ნაქალაქარში - კი ცხოვრობს თითო-ოროლა მისი თაობის, მაგრამ ნაკლებად ურთიერთობენ ჩვენთან. აქ ვინც ცხოვრობდნენ, მირზას მეგობრები, თანაკურსელები, ყველას ვიცნობდი და ბევრი რამ მოუყოლიათ კიდეც ჩემთვის. მირზას მამა, გედეონ გელოვანი მას შემდეგ გადმოვიდა საცხოვრებლად თელავიდან თიანეთის რაიონში, რაც ცოლად მირზას დედა, ევა მაჩურიშვილი შეირთო, მაჩურიშვილებს ჩაესიძა. თვითონ მირზა ნაქალაქარში დაიბადა, მაგრამ ოჯახი ამ სახლში ცხოვრობდა, სადაც დღეს სახლ-მუზეუმია და მირზას 7 და-ძმაც აქ დაიბადა.

- მოდი, ამჯერად ჩვენი მკითხველისთვის არა მხოლოდ ლექსებით, არამედ მისი მეგობრების მონათხრობით გავაცოცხლოთ მირზა გელოვანი. როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა?

- კარგი ბავშვი იყოო, - ასე ახსოვთ. მამამისი იმ პერიოდისთვის ძალიან განათლებული კაცი ყოფილა, ეკონომისტად მუშაობდა. ამბობდნენ, თამამად ვერ ვურთიერთობდით გედეონთან, ჩვენი მშობლებიც კი ვერ უსწორებდნენ თვალს, ჩოხის კალთაზე უყურებდნენო. მირზას დედაც - ევა შეძლებული ოჯახიდან ყოფილა, ამიტომ გელოვანების სახლ-კარს მუდამ საპატიო ხალხი სტუმრობდაო. აქაურობას დღემდე არ მოვუშალეთ ეს ტრადიცია და თიანეთის ყველა სტუმარს უპირველესად აქ ვიღებთ. ასეთ გარემოში აღზრდილი მირზა კი ძალიან თამამი, ამაყი, ამავე დროს, თავნება და ონავარი ბიჭი ყოფილა. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონია და მისი გაკაჟება ბიძას უკისრია - 9 წლისას თოფის სროლა ასწავლა და 13 წლისა გამოცდილ მონადირეებთან ერთად მიუვალ მთებში დადიოდა დათვებსა და მგლებზე სანადიროდ. იმ პერიოდში ლექსებსაც წერდა. პირველი ლექსი სულაც, 4 წლის ასაკში დაწერა, ლიტერატურულმა საზოგადოებამ კი 18 წლის ასაკში გაიცნო.

- როგორც ვიცი, ბავშვობაში სახელად მირზას არ ეძახდნენ, სინამდვილეში ხომ რეზო ერქვა?

- ნამდვილად რეზო ერქვა, მაგრამ... მოკლედ, ტექნიკუმის თანაკურსელი შეუყვარდა, თიანეთელი მარიამ ცალუღელაშვილი და ცოლად გაყოლა სთხოვა. იმხანად კი შეიძლებოდა 16 წლის ასაკში ქალის გათხოვება, მაგრამ აქაური ტრადიციისამებრ, ჯერ მირზასთან ერთად, მისი მშობლები უნდა მისულიყვნენ მარიამის ოჯახში ხელის სათხოვნელად. მირზა დედასთან ძალიან მორიდებით იყო, თქვენობითაც კი მიმართავდა და ქალისთვის ხელის სათხოვნელად გამომყევიო, ამის თქმა ვერ გაუბედა. ამიტომ საკუთარ დედასთან შუამავლობა მეზობელს, შალვა სისაურს სთხოვა. შალვამ ვერ შეუსრულა მირზას თხოვნა და ეს ამბავიც ჩაიშალა. მისი ახლობლები ჰყვებოდნენ, კარგა ხანს დადიოდა მირზა დადარდიანებული, ჩაფიქრებული და სულ რაღაცებს ჯღაბნიდა ფურცელზე. ერთხელ მეგობარს უკითხავს, რას წერო და უჩვენებია: ცოლად ვერ მომყავს და ფურცელზე მაინც შევაერთო "მარიამი" და "რეზო", მინდა, ჩემს ფსევდონიმად გამოვიყენო და ვარიანტებს ვარჩევო. წერდა: "მირმარ", "მარმირ"... საბოლოოდ კი, "მირზა" დატოვა და ასეც გაეცნო საქართველოს. მარიამი მისი პირველი სიყვარული იყო და ცხადია, ლექსებსაც უძღვნიდა. ორჯონიკიძეში იყო, მარიამის გათხოვების ამბავი რომ შეიტყო. ძალიან განიცადა და მაშინ დაწერა "მწყემსის მუქარა", რომელსაც თავდაპირველად, "ჩემი მუქარა" დაარქვა და მოსწერა კიდეც მარიამს: "დამაცადე, ნატყვიარში დავიფინო ბალახი,/ კვლავ ვიხილო მთები ქარში, ჩემგან გადანალახი./ გაგიტაცო, ლურჯა მალი მიგვაფრენდეს მალვითა,/ მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა..." მარიამს ძალიან კარგი ოჯახი ჰყავდა, მისი შვილები ქუთაისში ცხოვრობენ; ერთ-ერთმა, ქალბატონმა თამარმა გვიამბო, დედას სიკვდილის წინ, სულს რომ ლევდა, მირზა გამოეცხადა, სულ მის სახელს ახსენებდა, მერე კი თქვა, მირზა მოვიდა და უნდა გავყვეო...

- რაკი მირზას სიყვარული ვახსენეთ, მისი ლექსების ადრესატი ვინმე ნინოც ხომ იყო?

- კი, ნინო ახვლედიანი უყვარდა. ეს ბავშვობის სიყვარულად აღარ ითქმის, რადგან ჯარში წასვლის წინა პერიოდს უკავშირდება. თუმცა მანამდეც უყვარდა ერთი გოგონა, პოეტ ალაზა ხაიაურის და - სარა. სარა სოფელ დულუზაურების სკოლის პედაგოგი გახლდათ, მეტისმეტად ამაყი და თავმომწონე ძმები ჰყავდა და სოფელში მის მოსანახულებლად ჩასულ მირზას სარასთან დალაპარაკების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. თუმცა მერე თვითონ ხაიაურებისგან შევიტყვეთ, რომ ბევრი ლექსი მიუძღვნია მირზას სარასთვის. თუნდაც "თმები შოლტები" - "ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით/ გამახსენდება თმები შოლტები./ როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,/ მაინც მივდივარ, მაინც გშორდები..." ფაქტობრივად, მირზასა და სარას სიყვარული მაინც "შორით ალვა, შორით დაგვა" იყო - ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ. ქალ-ვაჟის წრფელი სიყვარულის ნიმუშია ეს მოკრძალებული წერილები, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება ნინო ახვლედიანს, ის შოვში გაიცნო, სადაც სუსტი ჯანმრთელობის გამო მოუწია ჩასვლამ. იმხანად 21 წლის იყო. ნინოსთან ორთვიანი ურთიერთობის შედეგია საინტერესო რომანი "ასფურცელა და ოქროსთმიანა". მოგვიანებით კი, უკვე პროფესორმა ნინო ახვლედიანმა ულამაზესი მოგონება მიუძღვნა თავის სიყვარულს მირზასთან და ეს მოგონება ლიტერატურაში ნინო ლედიანის ("ლედიანი" ნინოს ფსევდონიმი იყო) მოგონებადაა ცნობილი...

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, შებინდებისას ჩვენს მუზეუმს ოთხი ქალბატონი ეწვია. გავუძეხი მათ და ყველაფერი დავათვალიერებინე. ვხედავდი, როგორ ესათუთებოდნენ და ეფერებოდნენ პოეტის ხელშენახებ ყველა ნივთს და ბოლოს "შთაბეჭდილების წიგნში" რაღაც ჩაწერეს. იმწამს არ წამიკითხავს, რომ გავისტუმრე, მერე ჩავხედე და რამდენიმე თბილ სიტყვასთან ერთად დაეწერათ: "ჩემო მირზა, სანამ შენი თაობა ცოცხალი ვართ, შენ დავიწყება არ გიწერია"... თურმე ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ჩემს მონათხრობს თვალცრემლიანი უსმენდა, მირზას სიჭაბუკის პერიოდის მეგობარი, ნათელა ბერძენიშვილი ყოფილა. მისი სახელი და გვარი კარგად ვიცოდი და წიგნში ამოვიკითხე თუ არა, მაშინვე დავედევნე სტუმრებს... მირზა ძალიან პოპულარული იყო, რადგან ბუნებაც შესანიშნავი ჰქონდა, განათლებაც და გარეგნობაც, ამიტომ ძალიან დიდი და კარგი სამეგობრო ჰყავდა - ქალბატონებიც და მამაკაცებიც. ამიტომ უყვარდა ბევრ ქალბატონს, ხშირად დაფარული იყო ეს გრძნობები და წლების შემდეგ, მირზას ცხოვრების კვლევის პერიოდში ამ ქალბატონების შვილები გვიმჟღავნებდნენ. ლაპარაკობდნენ მისი და თინა მაქსიმელაშვილის, ასევე ნელი ამაშუკელის სიყვარულზე. ვფიქრობ, ზოგი რამ გადაჭარბებულიცაა და მირზას პოპულარობამ და შემდეგ - ნაადრევმა და ტრაგიკულმა სიკვდილმა გამოიწვია ამდენი ლაპარაკი... სხვათა შორის, მირზა ძალიან კარგად ხატავდა და მისი მეგობარი, თინა ოჩიაური ძალიან უწონებდა ნახატებს. მირზა ფანდურზეც უკრავდა და ამბობენ, ძალიან კარგადაც მღეროდაო. საერთოდ, მისი ოჯახი იყო მუსიკალობით გამორჩეული: ყველანი მღეროდნენ, უკრავდნენ, ხოლო მისი და - როენა საოპერო თეატრის სოლისტიც კი იყო.

- რა სამწუხაროა, რომ მირზა გელოვანის საფლავი საქართველოში არ არის. როგორც მახსოვს, ბელორუსიაშია, ვიტებსკის ოლქში...

- კი, ეგრე არის: ბეშენკოვიჩის რაიონია, სოფელ სანიკთან ახლოს, რჟავკის საძმო სასაფლაოზე. ბელორუსებმა საკმაოდ პატივი მიაგეს მათ მიწაზე გმირულად დაღუპულ ქართველ ჭაბუკს: შესანიშნავი საფლავი გაუკეთეს წარწერით: "აქ დაკრძალულია ლეიტენანტი მირზა გელოვანი" და უვლიდნენ კიდეც. ადრე საქართველოდან ხშირად იგზავნებოდა დელეგაციები ბელორუსიაში, ქართველი პიონერებიც ჩადიოდნენ მირზას საფლავზე. ქართული მიწაც ჩაუტანეს და მიაყარეს საფლავს. მახსოვს, მირზას პოეზიაზე შეყვარებული ჩვენებური კაცი, გაზეთ "თიანეთის" მთავარი რედაქტორი თემო ცალუღელაშვილი ახალგაზრდობაში მარტოდმარტო, ზურგჩანთამოკიდებული გაემგზავრა ბელორუსიაში და საფლავზე ღამე გაუთენა პოეტს, უკან დაბრუნებულმა კი ულამაზესი ჩანახატი მიუძღვნა ამ ამბავს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თითოეული თიანეთელის, კიდევ ბევრი ქართველის ნატვრა ვერ ასრულდა და მირზას გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ნეტავ, ოდესმე მაინც დაადგეს საშველი მისი ნეშტის გადმოსვენებას.

პ.ს. "მჯერა: მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე" (ფრაგმენტი მირზას ფრონტიდან გამოგზავნილი წერილიდან).

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"