საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"
თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"

5 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო და დამ­სა­ხუ­რე­ბულ არ­ტისტს, მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელს და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, მსა­ხი­ობ­სა და რე­ჟი­სორ თენ­გიზ ჩანტლა­ძეს და­ბა­დე­ბი­დან 80 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

თენ­გიზ ჩანტლა­ძემ 1958 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, 1957 წლი­დან, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ლარ­მო­ნი­ის ესტრა­და­ზე კონ­ფე­რან­სი­ედ. 1960-1961 წლებ­ში ჩანტლა­ძე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, 1962 წლი­დან კი ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან და­ა­არ­სა მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რი, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბიც თა­ვად გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით დასი ფი­ლარ­მო­ნი­ას გა­მო­ე­ყო და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 1975 წლი­დან ბო­ლომ­დე მას თენ­გიზ ჩანტლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ტი­რი­სა და იუ­მო­რის თე­ატ­რი ერ­ქვა...

მისი გარ­და­სახ­ვის დიდ უნარ­სა და სამ­სა­ხი­ო­ბო ტექ­ნი­კას არა­ერ­თი თე­ატრმ­ცოდ­ნე უს­ვამ­და ხაზს. თენ­გიზ ჩანტლა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე, ანა­ტო­ლი ნო­ვო­სელ­ცე­ვი, ალ­ფონ­სო, დონ ჟუ­ა­ნი, ვანო ხიმ­ში­აშ­ვი­ლი, მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გვა­რა­მია, რომ­ლის ფრა­ზე­ბი დღემ­დე ღი­მილს იწ­ვევს - თენ­გიზ ჩანტლა­ძის მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტი­თა და ინ­ტო­ნა­ცი­ით ალა­პა­რა­კე­ბუ­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი ყვე­ლა დრო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია და იმ ჩა­ნა­წერს მა­ყუ­რე­ბე­ლი დღე­საც ვერ ადევ­ნებს ღი­მი­ლის გა­რე­შე თვალს...

თენ­გიზ ჩანტლა­ძის და­ბა­დე­ბის დღის მე­ო­რე დღეს, მის მე­უღ­ლეს, ზა­ი­რა ჩანტლა­ძეს შინ ვეს­ტუმ­რე. დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად მისი და და მე­გო­ბა­რი - დალი კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი დამ­ხვდნენ. "თენ­გი­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთი წლის­თავ­ზე თე­ატრმ­ცოდ­ნე ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა თე­ატ­რში მო­იყ­ვა­ნა დალი კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩემი ოჯა­ხის წევ­რია. იმ შავ-ბნელ წლებ­ში, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში იდგა და შე­სა­ბა­მი­სად თე­ატ­რშიც სუ­ფევ­და, მან ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო და თე­ატ­რის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და", - მი­თხრა მან. ამის შემ­დეგ ქალ­ბა­ტონ ზა­ი­რას ვთხო­ვე, ბა­ტონ თენ­გიზ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სცე­ნა­ზე პარტნი­ო­რო­ბა გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა. თენ­გიზ ჩანტლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 25 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ემო­ცი­ის გა­რე­შე ლა­პა­რა­კი ახ­ლაც უჭირს. ამ შემ­თხვე­ვა­ში დრო სუ­ლაც არ არის ტკი­ვი­ლის მკურ­ნა­ლი...

- თენ­გი­ზის მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­ვნენ. ორი­ვეს გა­სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და. დედა დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლდათ, გა­რეგ­ნო­ბით სიმ­პა­თი­უ­რი ქალ­ბა­ტო­ნი. თე­ატ­რში ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი რომ მო­ვი­დო­და, აათ­ვალ-ჩა­ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და იტყო­და, ეს სად იშო­ვე­თო?! (იღი­მის) თენ­გოს მამა ფი­ნან­სის­ტი იყო, აკა­დე­მი­კო­სი, პრო­ფე­სო­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­თედ­რის გამ­გე, მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი. ის მუ­სი­კის მოტრფი­ა­ლე იყო და მხატ­ვრო­ბა­შიც მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. სა­ოც­რად უყ­ვარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რე­ბი, მაგ­რამ თა­ვად ერთ ჭიქა ღვი­ნო­ზე მეტს არა­სო­დეს სვამ­და. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი იყო და მეც ასე­თი ვი­ყა­ვი. თენ­გი­ზის დედ-მა­მას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და.

- რა ასაკ­ში შეხ­ვე­დით ჩანტლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში?

- თენ­გო რომ გა­ვი­ცა­ნი, 23 წლის ვი­ყა­ვი. ის ჩემ­ზე ხუთი წლით იყო უფ­რო­სი. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1961 წელს და­ვამ­თავ­რე. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე 3 წლი­დან ვოც­ნე­ბობ­დი. მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბას სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა, ან­ტონ თავ­ზა­რაშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი გახ­ლდათ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მა­საც ვუყ­ვარ­დი. სო­ხუმ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს, იქ დე­დამ წა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ არ დამ­ტო­ვა. ჩათ­ვა­ლა, რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის, თან უცხო ქა­ლაქ­ში. ამი­ტომ ისევ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. სო­ხუმ­ში ვასო ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა მი­მიწ­ვია. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, მას რომ მოვ­წონ­დი. მან ჩვე­ნი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლე­ბი რომ ნახა, სო­ხუმ­ში წა­საყ­ვა­ნად რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი შეგ­ვარ­ჩია. იქ რომ არ დავ­რჩი, მან სამ­ჯერ თუ ოთხჯერ მო­მა­კი­თხა და მი­თხრა, სო­ხუმ­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. თან იცო­და, რომ ბავ­შვო­ბი­დან კარ­გი კერ­ვა მე­ხერ­ხე­ბო­და და ბა­ტონ­მა ვა­სომ ისიც მი­საყ­ვე­დუ­რა, მე უკვე ნაჭ­რე­ბი მაქვს ნა­ყი­დი, რომ სა­მო­სი შე­მი­კე­რო და ამ დროს შენ რას აკე­თე­ბო?! (იღი­მის). მა­ინც არ დავ­ბრუნ­დი. ერთი წელი არ მი­მუ­შა­ვია. იმ დროს თენ­გი­ზი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის შეკ­რე­ბას და ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გეგ­მავ­და. ეს ამ­ბა­ვი ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა და მას­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­ვიკ­რი­ბეთ. იმ ოჯახ­ში შევ­ხვდი თენ­გიზს და ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით. მას უკვე და­წე­რი­ლი ჰქონ­და პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მის მე­გო­ბარ ნო­დარ ჩხე­ი­ძეს, თე­მურ ჩხე­ი­ძის მა­მას უნდა და­ედ­გა. წა­ვი­კი­თხეთ, პროგ­რა­მა მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ თენ­გი­ზი უფრო (იღი­მის).

- მის­გან თუ იგ­რძე­ნით სიმ­პა­თია?

- რა თქმა უნდა. იმ სა­ღა­მოს ყვე­ლამ ერ­თად ვი­ვახ­შმეთ. კლა­სი­კი­სა და ბლუ­ზის დიდი ტრფი­ა­ლი ვარ. ჩარ­თეს ბლუ­ზი და მე და თენ­გომ ვი­ცეკ­ვეთ. თურ­მე ცეკ­ვი­სას მას­თან ახ­ლოს ვი­დე­ქი და შემ­დეგ­ში ამას სულ მაყ­ვედ­რი­და, თით­ქოს მე ვი­აქ­ტი­უ­რე. ერთ კვი­რა­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ი­წყო და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც აე­წყო. ამას მოჰ­ყვა გას­ტრო­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. გა­მო­ვი­ა­რე იმ თე­ატ­რის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და ბო­ლოს - გაქ­რო­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას უტოლ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, 50 წლის ასაკ­ში დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"

თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე - "ღია ცის ქვეშ დავრჩი"

5 ივნისს საქართველოს სახალხო და დამსახურებულ არტისტს, მინიატიურების თეატრის დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობსა და რეჟისორ თენგიზ ჩანტლაძეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა...

თენგიზ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-1961 წლებში ჩანტლაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, 1962 წლიდან კი ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. მოგვიანებით მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. 1975 წლიდან ბოლომდე მას თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრი ერქვა...

მისი გარდასახვის დიდ უნარსა და სამსახიობო ტექნიკას არაერთი თეატრმცოდნე უსვამდა ხაზს. თენგიზ ჩანტლაძის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ალფონსო, დონ ჟუანი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, რომლის ფრაზები დღემდე ღიმილს იწვევს - თენგიზ ჩანტლაძის მეგრული აქცენტითა და ინტონაციით ალაპარაკებული მილიციელი ყველა დროში აქტუალურია და იმ ჩანაწერს მაყურებელი დღესაც ვერ ადევნებს ღიმილის გარეშე თვალს...

თენგიზ ჩანტლაძის დაბადების დღის მეორე დღეს, მის მეუღლეს, ზაირა ჩანტლაძეს შინ ვესტუმრე. დიასახლისთან ერთად მისი და და მეგობარი - დალი კალატოზიშვილი დამხვდნენ. "თენგიზის გარდაცვალების ერთი წლისთავზე თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილმა თეატრში მოიყვანა დალი კალატოზიშვილი, რომელიც დღემდე ჩემი ოჯახის წევრია. იმ შავ-ბნელ წლებში, რომელიც ქვეყანაში იდგა და შესაბამისად თეატრშიც სუფევდა, მან ყველაფერს გაუძლო და თეატრისთვის ყველაფერს აკეთებდა", - მითხრა მან. ამის შემდეგ ქალბატონ ზაირას ვთხოვე, ბატონ თენგიზთან თანაცხოვრება და სცენაზე პარტნიორობა გაეხსენებინა. თენგიზ ჩანტლაძის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ ემოციის გარეშე ლაპარაკი ახლაც უჭირს. ამ შემთხვევაში დრო სულაც არ არის ტკივილის მკურნალი...

- თენგიზის მშობლები ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ. ორივეს გასაოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. დედა დიასახლისი გახლდათ, გარეგნობით სიმპათიური ქალბატონი. თეატრში ახალი მსახიობი რომ მოვიდოდა, აათვალ-ჩაათვალიერებდა და იტყოდა, ეს სად იშოვეთო?! (იღიმის) თენგოს მამა ფინანსისტი იყო, აკადემიკოსი, პროფესორი, უნივერსიტეტის კათედრის გამგე, მრავალმხრივი განათლების ადამიანი. ის მუსიკის მოტრფიალე იყო და მხატვრობაშიც მოსინჯა ძალები. საოცრად უყვარდა ტრადიციული ქართული სუფრები, მაგრამ თავად ერთ ჭიქა ღვინოზე მეტს არასოდეს სვამდა. სტუმართმოყვარე ოჯახი იყო და მეც ასეთი ვიყავი. თენგიზის დედ-მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა.

- რა ასაკში შეხვედით ჩანტლაძეების ოჯახში?

- თენგო რომ გავიცანი, 23 წლის ვიყავი. ის ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი. თეატრალური უნივერსიტეტი 1961 წელს დავამთავრე. მსახიობობაზე 3 წლიდან ვოცნებობდი. მსახიობის ოსტატობას საოცარი პიროვნება, ანტონ თავზარაშვილი მასწავლიდა. ის არაჩვეულებრივი პედაგოგი გახლდათ, ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. სოხუმში გამანაწილეს, იქ დედამ წამიყვანა, მაგრამ არ დამტოვა. ჩათვალა, რომ პატარა ვიყავი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თან უცხო ქალაქში. ამიტომ ისევ თბილისში დავბრუნდი. სოხუმში ვასო ყუშიტაშვილმა მიმიწვია. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მას რომ მოვწონდი. მან ჩვენი სადიპლომო სპექტაკლები რომ ნახა, სოხუმში წასაყვანად რამდენიმე მსახიობი შეგვარჩია. იქ რომ არ დავრჩი, მან სამჯერ თუ ოთხჯერ მომაკითხა და მითხრა, სოხუმში დავბრუნებულიყავი. თან იცოდა, რომ ბავშვობიდან კარგი კერვა მეხერხებოდა და ბატონმა ვასომ ისიც მისაყვედურა, მე უკვე ნაჭრები მაქვს ნაყიდი, რომ სამოსი შემიკერო და ამ დროს შენ რას აკეთებო?! (იღიმის). მაინც არ დავბრუნდი. ერთი წელი არ მიმუშავია. იმ დროს თენგიზი პროფესიონალი მსახიობების შეკრებას და ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავდა. ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მითხრა და მასთან რამდენიმე ადამიანი შევიკრიბეთ. იმ ოჯახში შევხვდი თენგიზს და ერთმანეთი გავიცანით. მას უკვე დაწერილი ჰქონდა პროგრამა, რომელიც მის მეგობარ ნოდარ ჩხეიძეს, თემურ ჩხეიძის მამას უნდა დაედგა. წავიკითხეთ, პროგრამა მომეწონა, მაგრამ თენგიზი უფრო (იღიმის).

- მისგან თუ იგრძენით სიმპათია?

- რა თქმა უნდა. იმ საღამოს ყველამ ერთად ვივახშმეთ. კლასიკისა და ბლუზის დიდი ტრფიალი ვარ. ჩართეს ბლუზი და მე და თენგომ ვიცეკვეთ. თურმე ცეკვისას მასთან ახლოს ვიდექი და შემდეგში ამას სულ მაყვედრიდა, თითქოს მე ვიაქტიურე. ერთ კვირაში რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც აეწყო. ამას მოჰყვა გასტროლები საქართველოს მასშტაბით. გამოვიარე იმ თეატრის ყველა წარმატება თუ წარუმატებლობა და ბოლოს - გაქრობა, ეს ყველაფერი ჩემს გაუსაძლის მდგომარეობას უტოლდება. ფაქტობრივად, 50 წლის ასაკში დამთავრდა ყველაფერი...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება