პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ
ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ

პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად ამ­ნის­ტია გა­მო­ცხად­დე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცე­მენ.

კა­ნონპ­რო­ექტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ბე­სე­ლია და­ა­რე­გის­ტი­რებს.

მისი თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­მო­ცხად­დე­ბა ამ­ნის­ტია იმ პი­რე­ბის მი­მართ, ვი­საც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ხელთ ჩა­უ­ვარ­და, გა­დას­ცეს, ან რა­ი­მე ფორ­მით მას­თან აღ­მოჩ­ნდა და ინა­ხავს უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს.

ბე­სე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რი არ არის იმ პი­რებ­ზე ვინც ჩა­ნა­წე­რებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, სა­უ­ბა­რია ვი­საც აღ­მო­აჩ­ნდა ამ ჩა­ნა­წე­რის ორი­გი­ნა­ლი ან ასლი.

"ასეთ პი­რებ­ზე ამ­ნის­ტია გა­მო­ცხად­დე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, თუ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან წა­რად­გე­ნენ და ჩა­ა­ბა­რე­ბენ ამ უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბულ ფა­რულ ჩა­ნაწ­რე­ებს", - აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს ვინც ახორ­ცი­ე­ლებ­და ამ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რებს, მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

"მე ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გზა იმი­სა, რომ არ­ქი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ამ ეჭ­ვი­სა და საფრ­თხის გა­მო­სავ­ლე­ნად ჩვენ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებს მათ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში ჩა­ა­ბა­რონ უკა­ნო­ნო მა­სა­ლა", - დას­ძი­ნა მან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ

ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შსს-ს გადასცემენ

პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად ამნისტია გამოცხადდება იმ პირებზე, რომლებიც უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემენ.

კანონპროექტს ოფიციალურად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დაარეგისტირებს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ამნისტია იმ პირების მიმართ, ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელთ ჩაუვარდა, გადასცეს, ან რაიმე ფორმით მასთან აღმოჩნდა და ინახავს უკანონოდ განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებს.

ბესელიას განმარტებით, საუბარი არ არის იმ პირებზე ვინც ჩანაწერებს ახორციელებდა, საუბარია ვისაც აღმოაჩნდა ამ ჩანაწერის ორიგინალი ან ასლი.

"ასეთ პირებზე ამნისტია გამოცხადდება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, თუ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან წარადგენენ და ჩააბარებენ ამ უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწრეებს", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება იმ პირებს ვინც ახორციელებდა ამ უკანონო ჩანაწერებს, მისივე თქმით, ისინი პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან.

"მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი საკანონმდებლო გზა იმისა, რომ არქივის განადგურების შემთხვევაში კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე ადამიანთან ფარული ჩანაწერები. ამ ეჭვისა და საფრთხის გამოსავლენად ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მოქალაქეებს მათ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ჩააბარონ უკანონო მასალა", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ