სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო
ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

8 წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ამ თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დაბ­რაზ­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ქეთა თბი­ლის­ში სა­კუ­თარ ჯგუფ "ა სტუ­დი­ოს­თან" ერთდ ჩა­მო­ვი­და.

მა­ყუ­რებ­ლე­ბით სავ­სე დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რო­გორც ქე­თას ფა­ნე­ბი, ისე ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ქე­თას მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი.

ქეთა სცე­ნა­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი კა­ბით გა­მო­ვი­და. მომ­ღე­რალ­მა ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მო­ბძა­ნე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის სიმ­ღე­რა.

სი­ტყვით გა­მო­ვი­და "ა სტუ­დი­ოს" წევ­რი ბა­ი­გა­ლი სერ­კე­ბა­ე­ვიც, რო­მელ­მაც დარ­ბაზს ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა.

რე­პერ­ტუ­ა­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ჯგუფ­მა რო­გორც კარ­გად ნაც­ნო­ბი ჰი­ტე­ბი, ისე ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლა. ქე­თამ დარ­ბაზს სი­ურპრი­ზიც მო­უ­წყო და მისი სოლო კა­რი­ე­რის დრო­ინ­დე­ლი ერთი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა "გული გე­ფე­რე­ბო­და" შე­ას­რუ­ლა.

რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის შემ­დეგ ჯგუფ­მა დარ­ბაზ­თან ერ­თად პა­ტი­ვი მი­ა­გო ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხსოვ­ნას, რის შემ­დე­გაც კონ­ცერ­ტი გა­ნახ­ლდა.

ქე­თას და "ა სტუ­დი­ოს" ენერ­გი­ულ­მა შეს­რუ­ლე­ბამ მთე­ლი დაბ­რა­ზი აა­ცეკ­ვა. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი კი რამ­დე­ნი­მე წუთს გაგ­რძელ­და. "ა სტუ­დიო" ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს და­ემ­შვი­დო­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეხ­ვედ­რას დაჰ­პირ­და.

ხი­ლეთ ვი­დეო: А'Студио თბი­ლის­ში - ქეთა თო­ფუ­რია სცე­ნა­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო

ქე­თე­ვან პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

8 წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ თბილისის დიდ საკონცერტო დაბრაზში კონცერტი გამართა. ქეთა თბილისში საკუთარ ჯგუფ ”ა სტუდიოსთან” ერთდ ჩამოვიდა.

მაყურებლებით სავსე დარბაზში იმყოფებოდნენ როგორც ქეთას ფანები, ისე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, ქეთას მეგობრები და ნათესავები.

ქეთა სცენაზე ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი კაბით გამოვიდა. მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა მობძანებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული აუდიტორიისთვის სიმღერა.

სიტყვით გამოვიდა "ა სტუდიოს" წევრი ბაიგალი სერკებაევიც, რომელმაც დარბაზს ქართულად მიმართა და განაცხადა, რომ თბილისი ძალიან მოენატრა.

რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. მაყურებლისთვის ჯგუფმა როგორც კარგად ნაცნობი ჰიტები, ისე ახალი სიმღერები შეასრულა. ქეთამ დარბაზს სიურპრიზიც მოუწყო და მისი სოლო კარიერის დროინდელი ერთი ქართული სიმღერა "გული გეფერებოდა" შეასრულა.

რამდენიმე სიმღერის შემდეგ ჯგუფმა დარბაზთან ერთად პატივი მიაგო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას, რის შემდეგაც კონცერტი განახლდა.

ქეთას და "ა სტუდიოს" ენერგიულმა შესრულებამ მთელი დაბრაზი ააცეკვა. აპლოდისმენტები კი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. "ა სტუდიო" ქართველ მაყურებელს დაემშვიდობა და უახლოეს მომავალში შეხვედრას დაჰპირდა.

ხილეთ ვიდეო: А'Студио თბილისში - ქეთა თოფურია სცენაზე, სადაც ყველაფერი დაიწყო

ქეთევან პატარქალიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება