საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ასკანელი ძმები" "ხარისხის ნიშნის" მფლობელი გახდა
კომპანია "ასკანელი ძმები" "ხარისხის ნიშნის" მფლობელი გახდა

ელი­ტა­რუ­ლი ალ­კოჰო­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო "ხა­რის­ხის ნი­შა­ნი" გა­და­ე­ცა. ცე­რე­მო­ნია კაფე-რეს­ტო­რან "ფოლკ გარ­დენ­ში" გა­ი­მარ­თა. სა­პა­ტიო ჯილ­დო კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ჯიმ­შერ ჩხა­ი­ძე ას­კა­ნელს "ხა­რის­ხის ნიშ­ნის" პრე­ზი­დენ­ტმა გრი­გოლ კუნ­ჭუ­ლი­ამ გა­დას­ცა.

კომ­პა­ნი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ერ­თთვი­ა­ნი კომ­პლექ­სუ­რი და მას­შტა­ბუ­რი შე­მოწ­მე­ბა, რის შე­დე­გა­დაც 3 წლის ვა­დით ხა­რის­ხის ნიშ­ნის მფლო­ბე­ლი გახ­და. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კონ­ტროლს კი ყო­ველ მომ­დევ­ნო წელს გა­ივ­ლის.

რო­გორც "ხა­რის­ხი ნიშ­ნის" პრე­ზი­დენ­ტი გრი­გოლ კუნ­ჭუ­ლია აცხა­დებს, "ხა­რის­ხის ნიშ­ნის მი­სა­ღე­ბად კომ­პა­ნი­ამ "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" უმ­კაც­რე­სი კონ­ტრო­ლი გა­ი­ა­რა და ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. "ხა­რის­ხის ნიშ­ნის" სერ­თი­ფი­კა­ტი ეს არის პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა. კომ­პე­ტენ­ტურ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს და შე­ა­ფა­სეს ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტი, ჩა­ა­ტა­რეს დო­კუ­მენ­ტე­ბის ანა­ლი­ზი, შე­ა­მოწ­მეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია, ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მა, ობი­ექ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, წარ­მო­ე­ბის პი­რო­ბე­ბი, სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ შეგ­ვიძ­ლია ასეთ ღირ­სე­ულ და წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ას გა­დავ­ცეთ ეს სა­პა­ტიო სერ­თი­ფი­კა­ტი", - აცხა­დებს გრი­გოლ კუნ­ჭუ­ლია.

"ის ფაქ­ტო­რი, რომ "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" პრო­დუქ­ცია ჩვე­ნი გვა­რის სა­ხელს ატა­რებს, ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. ამი­ტომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რო­გორც იცით, აქამ­დე უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ჯილ­დო და აღი­ა­რე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. მაგ­რამ ათ­მა­გად გვი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მი­ვი­ღეთ ასე­თი მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და პი­რო­ბას ვდებთ, რომ "ხა­რის­ხის ნიშ­ნის" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის ვიზ­რუ­ნებთ. მით უფრო გვაქვს გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი, ვა­პი­რებთ ახა­ლი სა­წარ­მოო ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას და ეს პრო­ცე­სი ჩვე­ნი უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა," - აცხა­დებს ჯიმ­შერ ჩხა­ი­ძე ას­კა­ნე­ლი. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დღე­ებ­ში "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი"-ს პრო­დუქ­ცი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში ოქ­როს 4 მე­და­ლი მი­ი­ღო და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნუ­ლი პარტნი­ო­რი, უმ­სხვი­ლე­სი სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი და ოც­კა­ცი­ა­ნი დე­ლე­გა­ცია სტუმ­რობს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხის ნი­შა­ნი 130 კომ­პა­ნი­ას აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მათ­გან მხო­ლოდ 70 ინარ­ჩუ­ნებს ხა­რის­ხის ნიშ­ნით სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მარ­კი­რე­ბის უფ­ლე­ბას. 8 ივ­ნისს ხა­რის­ხის ნი­შა­ნი "ას­კა­ნელ ძმებ­თან" ერ­თად კი­დევ 5 ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას მი­ე­ნი­ჭა. ესე­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი", "უშიშ­რო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი თორ­ნი", სა­წარ­მო "ჯორ­ჯი­ან ბე­ი­ქერ­სი", კაფე-რეს­ტო­რა­ნი "ფოლკ გარ­დე­ნი" და ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "GTM" (Georgian Tourism Marketing).

კომ­პა­ნია "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი" 15 წლის წინ და­არ­სდა და სა­დღე­ი­სოდ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­აა ქარ­თუ­ლი ელი­ტა­რუ­ლი ალ­კოჰო­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს 8 სა­ხე­ო­ბის კო­ნი­აკს, 32 და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნოს, 4 და­სა­ხე­ლე­ბის ჭა­ჭას. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბის" პრო­დუქ­ცია აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­უ­კე­თე­სოდ და მი­ღე­ბუ­ლი აქვს 100-ზე მეტი ჯილ­დო სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნებ­სა და დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე. "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი"-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბი გა­დის ექ­სპორტზე აშშ-ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ჩი­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ეს­ტო­ნეთ­ში, ლიტ­ვა­ში, ლატ­ვი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ფი­ნეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ბე­ლო­რუ­სი­ა­ში.

R

კომპანია "ასკანელი ძმები" "ხარისხის ნიშნის" მფლობელი გახდა

კომპანია "ასკანელი ძმები" "ხარისხის ნიშნის" მფლობელი გახდა

ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიას "ასკანელი ძმები" პრესტიჟული ჯილდო "ხარისხის ნიშანი" გადაეცა. ცერემონია კაფე-რესტორან "ფოლკ გარდენში" გაიმართა. საპატიო ჯილდო კომპანიის დამფუძნებელს ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელს "ხარისხის ნიშნის" პრეზიდენტმა გრიგოლ კუნჭულიამ გადასცა.

კომპანიამ წარმატებით გაიარა ერთთვიანი კომპლექსური და მასშტაბური შემოწმება, რის შედეგადაც 3 წლის ვადით ხარისხის ნიშნის მფლობელი გახდა. სავალდებულო კონტროლს კი ყოველ მომდევნო წელს გაივლის.

როგორც "ხარისხი ნიშნის" პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია აცხადებს, "ხარისხის ნიშნის მისაღებად კომპანიამ "ასკანელი ძმები" უმკაცრესი კონტროლი გაიარა და ყველა პარამეტრით უმაღლესი შეფასება მიიღო. "ხარისხის ნიშნის" სერთიფიკატი ეს არის პროდუქციის მაღალი ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა. კომპეტენტურმა სპეციალისტებმა შეისწავლეს და შეაფასეს ხარისხის მენეჯმენტი, ჩაატარეს დოკუმენტების ანალიზი, შეამოწმეს ტექნოლოგიები და ტექნიკური აღჭურვილობა, პერსონალის კვალიფიკაცია, ხარისხის მართვის სისტემა, ობიექტების მდგომარეობა, წარმოების პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია ასეთ ღირსეულ და წარმატებულ კომპანიას გადავცეთ ეს საპატიო სერთიფიკატი", - აცხადებს გრიგოლ კუნჭულია.

"ის ფაქტორი, რომ "ასკანელი ძმების" პროდუქცია ჩვენი გვარის სახელს ატარებს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო და იქნება მაღალი ხარისხის შენარჩუნება. როგორც იცით, აქამდე უკვე ძალიან ბევრი ჯილდო და აღიარება დავიმსახურეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. მაგრამ ათმაგად გვიხარია, რომ საქართველოშიც მივიღეთ ასეთი მაღალი შეფასება და პირობას ვდებთ, რომ "ხარისხის ნიშნის" შენარჩუნებაზე ყოველთვის ვიზრუნებთ. მით უფრო გვაქვს გრანდიოზული გეგმები, ვაპირებთ ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ეს პროცესი ჩვენი უცხოელი კონსულტანტების რეკომენდაციებით წარიმართება," - აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელი. მისივე ინფორმაციით, ამ დღეებში "ასკანელი ძმები"-ს პროდუქციამ უკრაინაში ოქროს 4 მედალი მიიღო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს უკრაინული პარტნიორი, უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის მენეჯმენტი და ოცკაციანი დელეგაცია სტუმრობს.

საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხის ნიშანი 130 კომპანიას აქვს მინიჭებული, თუმცა ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ 70 ინარჩუნებს ხარისხის ნიშნით საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების მარკირების უფლებას. 8 ივნისს ხარისხის ნიშანი "ასკანელ ძმებთან" ერთად კიდევ 5 ქართულ კომპანიას მიენიჭა. ესენია "საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი", "უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური თორნი", საწარმო "ჯორჯიან ბეიქერსი", კაფე-რესტორანი "ფოლკ გარდენი” და ტურისტული კომპანია "GTM” (Georgian Tourism Marketing).

კომპანია "ასკანელი ძმები" 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართული ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. "ასკანელი ძმების" პროდუქცია აღიარებულია საუკეთესოდ და მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე. "ასკანელი ძმები"-ს მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი