პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს
როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს

მსა­ხი­ობ ნატა ბე­რე­ჟი­ანს ფი­ცხი ხა­სი­ა­თი აქვს - გუ­რუ­ლი გახ­ლავთ. სა­მა­გი­ე­როდ, წყე­ნა მალე ავი­წყდე­ბა. არ უყ­ვარს "შხა­მი­ა­ნი" ფე­რე­ბი - ისე­თი ცის­ფე­რი და მწვა­ნე, რომ­ლე­ბიც მას­ში სა­ა­ვად­მყო­ფოს კედ­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს. ჭამა ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ არ მოს­წონს მაწ­ვნის "სუპი". მისი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა და შვი­ლის კარგ ბი­ჭად (და არა - "კაი ბი­ჭად") აღ­ზრდა გახ­ლავთ.

- ვთქვათ, გა­იღ­ვი­ძე და აღ­მო­ა­ჩი­ნე, რომ დე­და­მი­წა­ზე მარ­ტოდ­მარ­ტო ხარ...

- ვა­ი­მე, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, მში­შა­რა ვარ. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რო­გორ მო­ვიქ­ცე­ვი. სად­მე კუ­თხე­ში, მარ­ტო­ო­ბა­ში მოვ­კვდე­ბი (იცი­ნის)...

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- კი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ, სა­დარ­ბა­ზო­ში მძარ­ცვე­ლი დამ­ხვდა და ყელ­ზე დანა და­მა­დო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია მქონ­და: ში­შის­გან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი, აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს ვე­უბ­ნე­ბო­დი: "გა­რა­ჟე­ბის­კენ" არ გა­მოგ­ყვე­ბი, რად­გან ტა­ლა­ხია, მე კი ახა­ლი გა­რე­ცხი­ლი "ჯინ­სე­ბი" მაც­ვია და არ მინ­და, და­მეს­ვა­როს-მეთ­ქი (იცი­ნის). სი­სუ­ლე­ლე­ებს ვლა­პა­რა­კობ­დი. ისიც ვუ­თხა­რი, - ცუდი ფეხი გაქვს: 16-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბულს შეხ­ვდი, 80 თეთ­რის მეტი ჯი­ბე­ში მა­ინც არ მი­დევს. ცუდი ქურ­დი ხარ, სა­ხე­ზე და­გი­მახ­სოვ­რებ და ადრე თუ გვი­ან, მა­ინც ამო­გიც­ნობ. ზუს­ტად ვიცი, არ მომ­კლავ. ჩემი მოკ­ვლა რომ გნ­დო­მო­და, და­ნას თა­ვი­დან­ვე და­მარ­ტყამ­დი-მეთ­ქი. ამ ყვე­ლა­ფერს პა­უ­ზის გა­რე­შე ვლა­პა­რა­კობ­დი. მძარ­ცვე­ლი ნას­ვა­მი იყო. მერე ლა­პა­რა­კი თა­ვა­დაც და­ი­წყო: მხატ­ვა­რი ვარ, აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ გა­მი­ჭირ­დაო... კი­ბე­ზე ვინ­მე თუ ჩა­მო­ივ­ლი­და, სხვებს რომ არ შე­ვე­ნიშ­ნეთ, და­ნას მუ­ცელ­ზე მა­დებ­და. მთე­ლი 3 სა­ა­თი (ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე) სა­დარ­ბა­ზო­ში ვის­ხე­დით. ში­შის შეგ­რძნე­ბაც აღარ მქონ­და. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ. თით­ქოს, დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ­დი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ოქ­როს სა­მა­ჯუ­რი წა­მარ­თვა, ბო­ლოს უკან და­მიბ­რუ­ნა და მი­თხრა: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ საქ­მეს ვა­კე­თებ, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რი არა­ნორ­მა­ლუ­რი არა­სო­დეს შემ­ხვედ­რია. შენ რა უნდა წა­გარ­თვა? რამე ღი­რე­ბუ­ლი რომ მქონ­დეს, იმა­საც გა­ჩუ­ქებ­დიო (იცი­ნის). სახ­ლამ­დე გა­ცი­ლე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, რად­გან სხვა სა­დარ­ბა­ზო­ში ვცხოვ­რობ­დი. უარი ვუ­თხა­რი. ამ უბან­ში ხელს არა­ვინ გახ­ლებ­სო, - დამ­პირ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ლიფ­ტის კარი რომ და­ი­ხუ­რა და მივ­ხვდი, მარ­თლა მარ­ტო ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი: ისე ვკან­კა­ლებ­დი, არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა. მთე­ლი ღამე ვერ მა­ჩე­რებ­დნენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ ქურ­დს ში­ზოფ­რე­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვე­გო­ნე (იცი­ნის). იმ ამ­ბის მერე, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი სა­დარ­ბა­ზო­ში მარ­ტო ვერ შევ­დი­ო­დი.

- პატ­რი­ო­ტი ხარ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რა­ღა­ცე­ბი - არა, მაგ­რამ ზო­გა­დად, ჩემი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ვთქვათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ნა­ტა­ლია ბე­რე­ჟი­ა­ნი სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და იძებ­ნე­ბა...

- ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ცი­ნებ! არ ავ­ღელ­დე­ბი, სა­ერ­თოდ არ შევ­შფოთ­დე­ბი. ზუს­ტად ვიცი, რაში შე­იძ­ლე­ბა და­მა­და­ნა­შა­უ­ლონ და რაში - არა. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში იმ­დენ აბ­სურ­დულ რა­ღა­ცას აცხა­დე­ბენ, რომ ალ­ბათ, სხვე­ბიც ბევ­რს იცი­ნე­ბენ.

- ავ­ტო­მო­ბი­ლი გყავს?

- არა, მაგ­რამ ხან­და­ხან დე­დამ­თი­ლის ავ­ტო­მო­ბილს ვმარ­თავ ხოლ­მე.

- ვთქვათ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი გიყ­ვი­რის: რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რეო.

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მარ­თლა მქონ­და. სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფონ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­მი­ძა­ხა, - მან­ქა­ნა გა­და­ა­ყე­ნე­თო. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით მო­ვი­და. ფან­ჯა­რა ჩავ­წიე. - ვიცი, კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეო, - მი­თხრა და უცებ, ამ­ღერ­და, - "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე­ეე" (იცი­ნის)... ბევ­რი ვი­ცი­ნე. არ და­მა­ჯა­რი­მა, მაგ­რამ მთხო­ვა, - მე­ო­რედ ასე არ მო­იქ­ცეო. მას შემ­დეგ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ყურ­სას­მე­ნე­ბი გა­ვუ­კე­თე, - ანუ ჭკუა ჯა­რი­მის გა­რე­შეც ვის­წავ­ლე.

- ვთქვათ, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ავ­ტოგ­რაფს გთხოვს, მერე კი თა­ნამ­შრომ­ლებს ურე­კავს, - მო­დით, ცი­ცი­ნიე გა­ვა­ჩე­რეო. ძა­ლი­ან გეჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის ავ­ტოგ­რა­ფე­ბი გაქვს და­სა­რი­გე­ბე­ლი. რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- არა­სო­დეს არ­სად ვაგ­ვი­ა­ნებ - ყვე­ლა­ზე მე­ტად დაგ­ვი­ა­ნე­ბა მე­ზი­ზღე­ბა. არის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, როცა შე­იძ­ლე­ბა, არც მწვა­დი დაწ­ვა და არც - შამ­ფუ­რი (იღი­მის). ვფიქ­რობ, 10 წუთი არ დამ­ღუ­პავს: არც საქ­მეს გა­ვი­ფუ­ჭებ და არც სხვებს დავ­წყვეტ გულს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი შენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟია?

- ალ­ბათ - ცი­ცი­ნო. დიდი ხა­ნია, რაც სე­რი­ა­ლი - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" ეთერ­ში არ გა­დის, მაგ­რამ ცი­ცი­ნო დღემ­დე ახ­სოვთ. ამ პერ­სო­ნაჟ­ზე უხე­შად არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ.

- ვთქვათ, სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა სცე­ნა­ზე ყვა­ვი­ლე­ბის ნაც­ვლად, სა­ზამ­თრო მო­გარ­თვა...

- (იცი­ნის) კუ­ლი­სებ­ში შე­ვალ, სა­ზამ­თროს გავ­ჭრი და გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევ. არ მიყ­ვარს, როცა სცე­ნა­ზე ყვა­ვი­ლე­ბი მო­აქვთ.

- ვთქვათ, მე­უღ­ლე გე­უბ­ნე­ბა, რომ გა­და­წყვი­ტა, შენი მე­ნე­ჯე­რი გახ­დეს...

- გა­მიკ­ვირ­დე­ბა. რთუ­ლი იქ­ნე­ბა, 24 სა­ა­თი ჩემი საქ­მე­ე­ბი აგ­ვა­როს. ვე­ტყვი: ჯო­ბია, ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ, სა­ღა­მოს კი ერ­თმა­ნეთს მო­ნატ­რე­ბუ­ლე­ბი შინ შე­ვიკ­რი­ბოთ-მეთ­ქი.

- მაგ­რამ თუ და­ი­ჟი­ნებს, რომ შენი მე­ნე­ჯე­რო­ბა სურს, შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო უთან­ხმო­ე­ბა მო­გიხ­დეთ?

- უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეს. მთა­ვა­რია, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს.

- შენი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- მე­უღ­ლე და 7 წლის ვაჟი - და­თუ­ნა მყავს. ქმრის მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობთ. ისი­ნი გა­და­სა­რე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ცოლ-ქმრის­თვის ცალ­კე ცხოვ­რე­ბა კარ­გია. ალ­ბათ, ასეა, მაგ­რამ დე­დამ­თილ-მა­მამ­თილ­თან ცხოვ­რე­ბით დის­კომ­ფორ­ტი არ მექ­მნე­ბა, პი­რი­ქით - ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბი­ან.

- უჩი­ნა­რი რომ იყო, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ძა­ლი­ან ბევრ ცუდ რა­ღა­ცას (იცი­ნის).

- მა­გა­ლი­თად?

- ალ­ბათ, მე­ო­რე დი­ლას ბევ­რი ფუ­ლით გა­ვიღ­ვი­ძებ­დი.

- ფუ­ლის შოვ­ნას არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზით აპი­რებ?

- ალ­ბათ, ჩვენს ინ­ტერ­ვი­უს ასე­თი სა­თა­უ­რი ექ­ნე­ბა: "ნატა ბე­რე­ჟი­ა­ნი არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზით გამ­დიდ­რე­ბას აპი­რებს". კი, ასე იქ­ნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ (იცი­ნის)! ჰოდა, გე­ტყვით, რომ - არა, დიდი თან­ხის მო­პო­ვე­ბას კა­ნო­ნი­ე­რი გზით ვა­პი­რებ!

- რო­გორ?

- რომ გი­თხრა, მერე შენც იშო­ვი ფულს... ყვე­ლამ სა­კუ­თარ გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს, თუ რო­გორ იშო­ვი­და ფულს, უჩი­ნა­რი რომ იყოს; ალ­ბათ, თავ­ში ცოტა არ იყოს, ცუდი აზ­რე­ბი გა­უ­ელ­ვებთ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს

როგორ გადაურჩა ნატა ბერეჟიანი მძარცველს

მსახიობ ნატა ბერეჟიანს ფიცხი ხასიათი აქვს - გურული გახლავთ. სამაგიეროდ, წყენა მალე ავიწყდება. არ უყვარს "შხამიანი" ფერები - ისეთი ცისფერი და მწვანე, რომლებიც მასში საავადმყოფოს კედლების ასოციაციას იწვევს. ჭამა ძალიან უყვარს, მაგრამ არ მოსწონს მაწვნის "სუპი". მისი ცხოვრების მიზანი პროფესიული წინსვლა და შვილის კარგ ბიჭად (და არა - "კაი ბიჭად") აღზრდა გახლავთ.

- ვთქვათ, გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ დედამიწაზე მარტოდმარტო ხარ...

- ვაიმე, ალბათ, ძალიან შემეშინდება. საერთოდ, მშიშარა ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიქცევი. სადმე კუთხეში, მარტოობაში მოვკვდები (იცინის)...

- რეალურ ცხოვრებაში სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- კი. დაახლოებით 10 წლის წინ, სადარბაზოში მძარცველი დამხვდა და ყელზე დანა დამადო. აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია მქონდა: შიშისგან ძალიან აქტიური გავხდი, აბსურდულ რაღაცებს ვეუბნებოდი: "გარაჟებისკენ" არ გამოგყვები, რადგან ტალახია, მე კი ახალი გარეცხილი "ჯინსები" მაცვია და არ მინდა, დამესვაროს-მეთქი (იცინის). სისულელეებს ვლაპარაკობდი. ისიც ვუთხარი, - ცუდი ფეხი გაქვს: 16-სართულიან კორპუსში ყველაზე გაჭირვებულს შეხვდი, 80 თეთრის მეტი ჯიბეში მაინც არ მიდევს. ცუდი ქურდი ხარ, სახეზე დაგიმახსოვრებ და ადრე თუ გვიან, მაინც ამოგიცნობ. ზუსტად ვიცი, არ მომკლავ. ჩემი მოკვლა რომ გნდომოდა, დანას თავიდანვე დამარტყამდი-მეთქი. ამ ყველაფერს პაუზის გარეშე ვლაპარაკობდი. მძარცველი ნასვამი იყო. მერე ლაპარაკი თავადაც დაიწყო: მხატვარი ვარ, აკადემია დავამთავრე, მაგრამ გამიჭირდაო... კიბეზე ვინმე თუ ჩამოივლიდა, სხვებს რომ არ შევენიშნეთ, დანას მუცელზე მადებდა. მთელი 3 საათი (ღამის 2 საათამდე) სადარბაზოში ვისხედით. შიშის შეგრძნებაც აღარ მქონდა. ბევრი ვილაპარაკეთ. თითქოს, დიდი ხანია, ვიცნობდი. თავდაპირველად, ოქროს სამაჯური წამართვა, ბოლოს უკან დამიბრუნა და მითხრა: მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ შენნაირი არანორმალური არასოდეს შემხვედრია. შენ რა უნდა წაგართვა? რამე ღირებული რომ მქონდეს, იმასაც გაჩუქებდიო (იცინის). სახლამდე გაცილება შემომთავაზა, რადგან სხვა სადარბაზოში ვცხოვრობდი. უარი ვუთხარი. ამ უბანში ხელს არავინ გახლებსო, - დამპირდა. ჩვეულებრივად წამოვედი, მაგრამ ლიფტის კარი რომ დაიხურა და მივხვდი, მართლა მარტო ვიყავი, ძალიან ცუდად გავხდი: ისე ვკანკალებდი, არაფერმა მიშველა. მთელი ღამე ვერ მაჩერებდნენ. დარწმუნებული ვარ, იმ ქურდს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ვეგონე (იცინის). იმ ამბის მერე, დაახლოებით 6 წელი სადარბაზოში მარტო ვერ შევდიოდი.

- პატრიოტი ხარ?

- საქართველოში რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა, მაგრამ ზოგადად, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს.

- ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებენ, რომ ნატალია ბერეჟიანი სამშობლოს ღალატშია ბრალდებული და იძებნება...

- ძალიან ბევრს ვიცინებ! არ ავღელდები, საერთოდ არ შევშფოთდები. ზუსტად ვიცი, რაში შეიძლება დამადანაშაულონ და რაში - არა. საინფორმაციო გამოშვებებში იმდენ აბსურდულ რაღაცას აცხადებენ, რომ ალბათ, სხვებიც ბევრს იცინებენ.

- ავტომობილი გყავს?

- არა, მაგრამ ხანდახან დედამთილის ავტომობილს ვმართავ ხოლმე.

- ვთქვათ, ავტომობილის მართვისას პატრულის თანამშრომელი გიყვირის: რომ გადახვალ, გააჩერეო.

- მსგავსი შემთხვევა მართლა მქონდა. საჭესთან ტელეფონზე ვლაპარაკობდი. პატრულის თანამშრომელმა დამიძახა, - მანქანა გადააყენეთო. სერიოზული სახით მოვიდა. ფანჯარა ჩავწიე. - ვიცი, კანონი დაარღვიეო, - მითხრა და უცებ, ამღერდა, - "რომ გადახვალ, გააჩერეეე" (იცინის)... ბევრი ვიცინე. არ დამაჯარიმა, მაგრამ მთხოვა, - მეორედ ასე არ მოიქცეო. მას შემდეგ მობილურ ტელეფონს ყურსასმენები გავუკეთე, - ანუ ჭკუა ჯარიმის გარეშეც ვისწავლე.

- ვთქვათ, პატრულის თანამშრომელი ავტოგრაფს გთხოვს, მერე კი თანამშრომლებს ურეკავს, - მოდით, ციცინიე გავაჩერეო. ძალიან გეჩქარება, მაგრამ პოლიციელებისთვის ავტოგრაფები გაქვს დასარიგებელი. როგორ მოიქცევი?

- არასოდეს არსად ვაგვიანებ - ყველაზე მეტად დაგვიანება მეზიზღება. არის სიტუაციები, როცა შეიძლება, არც მწვადი დაწვა და არც - შამფური (იღიმის). ვფიქრობ, 10 წუთი არ დამღუპავს: არც საქმეს გავიფუჭებ და არც სხვებს დავწყვეტ გულს.

- საზოგადოებაში განსაკუთრებულად პოპულარული შენ მიერ განსახიერებული რომელი პერსონაჟია?

- ალბათ - ციცინო. დიდი ხანია, რაც სერიალი - "გოგონა გარეუბნიდან" ეთერში არ გადის, მაგრამ ციცინო დღემდე ახსოვთ. ამ პერსონაჟზე უხეშად არავის არაფერი უთქვამს, ყოველთვის დადებითად აფასებენ.

- ვთქვათ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა მაყურებელმა სცენაზე ყვავილების ნაცვლად, საზამთრო მოგართვა...

- (იცინის) კულისებში შევალ, საზამთროს გავჭრი და გემრიელად მივირთმევ. არ მიყვარს, როცა სცენაზე ყვავილები მოაქვთ.

- ვთქვათ, მეუღლე გეუბნება, რომ გადაწყვიტა, შენი მენეჯერი გახდეს...

- გამიკვირდება. რთული იქნება, 24 საათი ჩემი საქმეები აგვაროს. ვეტყვი: ჯობია, ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ, საღამოს კი ერთმანეთს მონატრებულები შინ შევიკრიბოთ-მეთქი.

- მაგრამ თუ დაიჟინებს, რომ შენი მენეჯერობა სურს, შეიძლება, ამის გამო უთანხმოება მოგიხდეთ?

- უთანხმოების მიზეზი ყველაფერი შეიძლება, გახდეს. მთავარია, სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს. მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს.

- შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი...

- მეუღლე და 7 წლის ვაჟი - დათუნა მყავს. ქმრის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ. ისინი გადასარევი ადამიანები არიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ცოლ-ქმრისთვის ცალკე ცხოვრება კარგია. ალბათ, ასეა, მაგრამ დედამთილ-მამამთილთან ცხოვრებით დისკომფორტი არ მექმნება, პირიქით - ყველაფერში მეხმარებიან.

- უჩინარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას (იცინის).

- მაგალითად?

- ალბათ, მეორე დილას ბევრი ფულით გავიღვიძებდი.

- ფულის შოვნას არაკანონიერი გზით აპირებ?

- ალბათ, ჩვენს ინტერვიუს ასეთი სათაური ექნება: "ნატა ბერეჟიანი არაკანონიერი გზით გამდიდრებას აპირებს". კი, ასე იქნება, დარწმუნებული ვარ (იცინის)! ჰოდა, გეტყვით, რომ - არა, დიდი თანხის მოპოვებას კანონიერი გზით ვაპირებ!

- როგორ?

- რომ გითხრა, მერე შენც იშოვი ფულს... ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს, თუ როგორ იშოვიდა ფულს, უჩინარი რომ იყოს; ალბათ, თავში ცოტა არ იყოს, ცუდი აზრები გაუელვებთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება