პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"
"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"

მომ­ღე­რალ­მა ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძემ ახა­ლი ამ­პლუა მო­ირ­გო - ის "მაგ­თი­ფა­ნის" წამ­ყვა­ნი გახ­და. ქვე­ყა­ნა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის მომ­რავ­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ახალ­გაზ­რდებს თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ. პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვა­დაც "მაგ­თი­ფა­ნის" მსგავ­სი პრო­ექ­ტით გახ­და.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ქეთი, პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის დღეს ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით ღე­ლავ­დი...

- ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ ყვე­ლა სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში სოსო თო­ლო­რა­ია და­მეხ­მა­რა. მას ამ მხრივ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. და­ძა­ბუ­ლო­ბა ნელ-ნელა მეხ­სნე­ბა. ალ­ბათ ამას მა­ყუ­რე­ბე­ლიც ატყობს.

- სო­სოს მა­ნამ­დე იც­ნობ­დი?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა სოსო ტე­ლე­ვი­ზორ­ში ჩან­და. პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ვცდი­ლობ, მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლო. კონ­კურ­სი თან­და­თან სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას იტყვი? შენი ფა­ვო­რი­ტი გყავს?

- მყავს, თან - არა­ერ­თი. ჩემი აზ­რით, კარ­გი ნა­კა­დი მო­ვი­და. რე­ზერ­ვის­ტე­ბიც რომ თა­ვი­დან­ვე შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მა­ყუ­რე­ბელ­ზე მეტ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენ­დნენ.

- "მაგ­თი­ფა­ნის" წამ­ყვა­ნო­ბის გარ­და, კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობ?

- ბევ­რი ახა­ლი ლექ­სი და­მიგ­როვ­და. ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე ვწერ. მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებ, რომ ჩემი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო სა­ზღვარ­გა­რეთ გა­კეთ­დეს.

- თბი­ლის­ში არ გინ­და?

- ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, სა­ღა­მო და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია ერთ დღეს მო­მე­წყო, მაგ­რამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის საქ­მე იმ­დე­ნად გა­ჭი­ა­ნურ­და, თით­ქოს ინ­ტე­რე­სიც დავ­კარ­გე. ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვწერ, მგო­ნი 2 წიგ­ნის ლექ­სე­ბი და­მიგ­როვ­და.

- ერთი ლექ­სი ჩვენს მკით­ველს წა­უ­კი­თხეთ...

- სი­ა­მოვ­ნე­ბით. "თვალთ დაგკლე­ბია, ვით ჭარ­მაგ მო­ხუცს,/ ის­მენ და არ გსურს თან გა­გო­ნე­ბა./ მე მინ­და შენი წა­უ­ბილ­წა­ვი, შე­უ­ლა­ხა­ვი წმინ­და გო­ნე­ბა,/ იცი, ათას­ჯერ გა­თე­ლილ წალ­კოტს, აღარ ატყვია მისი იერი./ სხვი­სი ნა­ღე­ჭი ლუკ­მის ჩაყ­ლაპ­ვას,/ მე მირ­ჩევ­ნია, მოვ­კვდე მში­ე­რი".

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი ავ­ტო­რი გიყ­ვარს?

- ერთი მწერ­ლის ან ერთი მუ­სი­კო­სის და­სა­ხე­ლე­ბა ყო­ველ­თვის მი­ჭირს. ერთი პე­რი­ო­დი ჩემ­ზეც და ჩემს პო­ე­ზი­ა­ზეც შექ­სპი­რის სო­ნე­ტებ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. წლე­ბის შემ­დეგ კი ის ლექ­სე­ბი აღარ მო­მე­წო­ნა და აღარც გა­მო­ვა­ჩი­ნე. ჩემი აზ­რით, ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მელ სფე­რო­საც უნდა მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დე, შენს ნა­მუ­შევ­რებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი უნდა იგ­რძნო­ბო­დეს.

- ახლა რას კი­თხუ­ლობ?

- არა­ფერს, სა­ში­ნე­ლი გრა­ფი­კი მაქვს და წიგ­ნამ­დე ვე­ღარ მი­ვე­დი. დრო რომ მქონ­დეს, ალექ­სან­დრე დი­უ­მას ნა­წარ­მო­ე­ბებს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხავ­დი.

- და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ავ­სტრი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში არას­დროს უვ­ლია. ის ად­რე­ულ ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და დაკ­რძა­ლუ­ლია ვე­ნა­ში.

- მისი გვა­რის პირ­ველ ასოს ვერ მე­ტყვი?

- "მ".

- მუს­ლი­ტე­რა­ტუ­რა უნდა გა­ვიხ­სე­ნო (ფიქ­რობს), მო­ცარ­ტი.

- ამ­ბო­ბენ, რომ ის მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. ერთხელ მო­ცარ­ტის მიერ ახალ­და­წე­რი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის ფრაგ­მენ­ტი წა­იმ­ღე­რა, თან მცი­რე შეს­წო­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. მო­ცარ­ტმა აღი­ა­რა, რომ ახა­ლი მოს­მე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტი უკე­თე­სად ჟღერ­და და ასე შე­ი­ტა­ნა ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტში. და­ა­სა­ხე­ლე მო­ცარ­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ფრინ­ვე­ლის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ფრინ­ვე­ლის? მით უმე­ტეს - ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- შო­შია. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ის­ტო­რი­ა­ში თა­ვი­სი სხე­უ­ლის ნა­წი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გამო შე­ვი­და. სუ­რათ­ზე ხე­ლის მტევ­ნის ძვლე­ბი და თით­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. და­ა­სა­ხე­ლე მისი მე­უღ­ლის გვა­რი, რომ­ლის პრაქ­ტი­კა­ში ეს პირ­ვე­ლი სუ­რა­თი იყო.

- ასეთ რთულ კი­თხვებს რა­ტომ მის­ვამ? - არ ვიცი.

- რენტგე­ნი.

- მარ­თლა? კი გი­საყ­ვე­დუ­რე, მაგ­რამ პა­სუ­ხი რომ გა­ვი­გე, კი­თხვა მო­მე­წო­ნა. ამას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­მახ­სოვ­რებ. მო­ცარ­ტის შო­ში­ამ "დამ­ღუ­პა".

- "რაც უნდა გე­ნი­ა­ლუ­რი, ახა­ლი ანდა სე­რი­ო­ზუ­ლი აზრი მო­გი­ვი­დეს თავ­ში, მა­ინც რჩე­ბა მუ­დამ ისე­თი რამ, რა­საც სხვა ადა­მი­ა­ნებს ვე­რას­გზით ვერ გა­დას­ცემ, თუნ­დაც მთე­ლი ტო­მე­ბი და­წე­რო; მუ­დამ არის რა­ღაც ისე­თი, რაც არაფ­რის დი­დე­ბით არ და­ე­თან­ხმე­ბა შენი ტვი­ნი­დან გად­მოს­ვლას და მუ­დამ შენ­თან დარ­ჩე­ბა, ისე წახ­ვალ ამ ქვეყ­ნი­დან, რომ შენს მთა­ვარ იდე­ას ვე­რა­ვის გა­დას­ცემ". - დოს­ტო­ევ­სკის რო­მელ ნა­წარ­მო­ებ­ში ვხვდე­ბით ამ სი­ტყვებს? მი­გა­ნიშ­ნებ, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი 1869 წელს და­ი­წე­რა.

- "იდი­ოტ­ზე" ვფიქ­რობ, ასეა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. რო­გორ მცე­ნა­რე­ებს უწო­დე­ბენ მო­ნო­კარ­პულს?

- ზუს­ტად არ ვიცი, "მონო" ერთს ნიშ­ნავს და... შე­იძ­ლე­ბა, ისეთ მცე­ნა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთხელ ყვა­ვი­ან.

- ნამ­დვი­ლად ასეა. ამ სა­ხელ­მწი­ფოს მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტი უკა­ვია. მისი ტე­რი­ტო­რი­ის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ზღვის დო­ნი­დან 300 მეტრზე დაბ­ლაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოთხი­ვე მხრი­დან წყა­ლი აკ­რავს, მა­ინც ყვე­ლა­ზე მშრალ კონ­ტი­ნენ­ტად ით­ვლე­ბა.

- ავ­სტრა­ლია.

- რას ნიშ­ნავს არა­ბუ­ლი სი­ტყვა - "აშუ­ღი"?

- მიჯ­ნურს, შეყ­ვა­რე­ბულს.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არა­ფე­რიც არ ხდე­ბა. ახლა მთლი­ა­ნად საქ­მე­ში ვარ თა­ვით გა­დაშ­ვე­ბუ­ლი.

- რა მოს­დით ყვა­ვი­ლებს, თუ მათ მუ­სი­კას ხში­რად ვას­მე­ნი­ნებთ?

- მუ­სი­კას გა­აჩ­ნია (იცი­ნის). მსმე­ნია, დიდ­ხანს ცო­ცხლო­ბე­ნო.

- რო­გო­რი ორ­კესტრი არ არ­სე­ბობს: სიმ­ფო­ნი­უ­რი, სა­ორ­გა­ნე თუ სა­ესტრა­დო?

- სა­ორ­გა­ნე.

- მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი გიყ­ვარს?

- რა თქმა უნდა.

- რა ჰქვია კომბლეს ძრო­ხას?

- ჭრე­ლა.

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს ადა­მი­ა­ნის კა­ნის, თმი­სა და თვა­ლის შე­ფე­რი­ლო­ბას?

- პიგმენ­ტი.

- რისი ში­შია ნო­მო­ფო­ბია?

- არ ვიცი.

- მო­ბი­ლუ­რის არ­ქო­ნის.

- ეგე­თი ში­შიც არ­სე­ბობს?

- რა თქმა უნდა. შენ რისი შიში გაქვს?

- სავ­სე მთვა­რე არ მიყ­ვარს და ადა­მი­ა­ნებ­ში - ნაც­რის­ფე­რი თვა­ლე­ბი. სავ­სე მთვა­რეს რომ ვუ­ყუ­რებ, წუ­ხი­ლის შეგ­რძნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს რა­ღა­ცას ვნერ­ვი­უ­ლობ. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბიც არ მიყ­ვარს. წყნა­რად რომ ვსხედ­ვართ და უეც­რად ვი­ღაც მთე­ლი ხმით და­იყ­ვი­რებს, ძა­ლი­ან ვფო­რი­აქ­დე­ბი.

- რას შე­ის­წავ­ლი­ან სპე­ლე­ო­ლო­გე­ბი?

- მღვი­მე­ებს.

- რო­მელ ქარ­თულ ფილმშია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქეთო და კო­ტე­ში".

- კლას­ში 35 მოს­წავ­ლეა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გვა­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბით და­ი­წყოს?

- არა, რად­გან ამ­დე­ნი ასო ჩვენს ენა­ში არ არის.

- მისი მშე­ნებ­ლო­ბა იმ­პე­რა­ტორ­მა ცინ­ში ჰუ­ან­დიმ ჰუ­ნე­ბის­გან (ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის მომ­თა­ბა­რე და ნა­ხევ­რად მომ­თა­ბა­რე ტო­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) თა­ვის და­სა­ცა­ვად და­ი­წყო. რის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნე­თის დიდ კე­დელ­ზე, სხვა რა უნდა იყოს?

- ინ­გლი­სის რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან იყ­ვნენ ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის - "ბითლზის" წევ­რე­ბი?

- ლი­ვერ­პუ­ლი­დან.

- რო­მელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა და­წე­რა მუ­სი­კა ფილ­მის­თვის - "მი­მი­ნო"?

- გია ყან­ჩელ­მა.

- წარ­სულ­ში ქმრის მო­ღა­ლა­ტე ცო­ლებ­სა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებს შუბლს უდა­ღავ­დნენ, რათა მათი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლას სცოდ­ნო­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა და დღემ­დე არ­სე­ბობს ვარ­ცხნი­ლო­ბის ეს ფორ­მა. რო­მელ ფორ­მა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, - "ჩოლ­კა".

- გო­გო­ლი, დოს­ტო­ევ­სკი, შევ­ჩენ­კო, ნეკ­რა­სო­ვი - ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან, რო­მე­ლი იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- შევ­ჩენ­კო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სიმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც შე­ლოც­ვა, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბო­და. რო­მე­ლი სამ­კურ­ნა­ლო ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­გიძ­ლია?

- "ბა­ტო­ნე­ბო".

- მას მარ­ხი­ლის ძაღლს უწო­დე­ბენ, უძ­ლებს ნე­ბის­მი­ერ დატ­ვირ­თვას და შეჩ­ვე­უ­ლია ყინ­ვას. ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და უში­შა­რი ძაღ­ლია, ამა­ვე დროს - სწრა­ფიც. რო­მელ ჯიშ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლა­ი­კა­ზე.

- ძაღ­ლე­ბი გიყ­ვარს?

- ზო­მი­ე­რად. სახ­ლში იაქტტე­რი­ე­რი მყავს. საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნია.

- "ამ მდუ­ღა­რე­გა­დას­ხმულ ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ვერც ერთი ნა­თე­ლი დღე ვერ გა­მოვ­ძებ­ნე. რაც არ იყო, რას გა­მო­ძებ­ნი. ყურ­მოკ­რუ­ლი მაქვს, თით­ქოს ჰე­მინ­გუ­ე­ის უთ­ქვამს: მწერ­ლის აკა­დე­მია უბე­დუ­რი ბავ­შვო­ბა­აო. ჩი­ნე­ბუ­ლად მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეს აკა­დე­მია". რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ოტია იო­სე­ლი­ა­ნი.

- რა ერ­ქვა სო­ლო­მონ ისა­კიჩ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლის მა­მას?

- და­ფიქ­რე­ბას აზ­რიც კი არ აქვს, არ მახ­სოვს.

- ქეთი, ხომ არ და­ი­ბე­ნი? თუ გინ­და, კი­თხვას გა­გი­მე­ო­რებ.

- არა, მარ­თლა არ მახ­სოვს და სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლას ხომ არ და­ვი­წყებ?

- და­ფიქ­რდი, სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლა რა სა­ჭი­როა?

- (პა­უ­ზის შემ­დეგ) ისა­კი. რა სა­სა­ცი­ლო გა­მო­ვე­დი, არა?

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე სალ­ვა­დორ და­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა ჩემ­სა და სუ­ლელს შო­რის ის არის, რომ მე..."

- "...სუ­ლე­ლი არ ვარ".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"

"პოეზიის საღამოსთვის ვემზადები"

მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ახალი ამპლუა მოირგო - ის "მაგთიფანის" წამყვანი გახდა. ქვეყანაში მუსიკალური კონკურსების მომრავლებას მიესალმება, რადგან მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალება აქვთ. პოპულარული თავადაც "მაგთიფანის" მსგავსი პროექტით გახდა.

პრეამბულის მაგიერ

- ქეთი, პირველი კონცერტის დღეს ალბათ განსაკუთრებით ღელავდი...

- ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველა სირთულის დაძლევაში სოსო თოლორაია დამეხმარა. მას ამ მხრივ, დიდი გამოცდილება აქვს. დაძაბულობა ნელ-ნელა მეხსნება. ალბათ ამას მაყურებელიც ატყობს.

- სოსოს მანამდე იცნობდი?

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა სოსო ტელევიზორში ჩანდა. პირადად არ ვიცნობდი. არაჩვეულებრივი ადამიანია. პროფესიონალია, ვცდილობ, მისგან ბევრი რამ ვისწავლო. კონკურსი თანდათან საინტერესო ხდება.

- კონკურსანტებზე რას იტყვი? შენი ფავორიტი გყავს?

- მყავს, თან - არაერთი. ჩემი აზრით, კარგი ნაკადი მოვიდა. რეზერვისტებიც რომ თავიდანვე შემოსულიყვნენ, მაყურებელზე მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ.

- "მაგთიფანის" წამყვანობის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- ბევრი ახალი ლექსი დამიგროვდა. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ვწერ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რომ ჩემი პოეზიის საღამო საზღვარგარეთ გაკეთდეს.

- თბილისში არ გინდა?

- ჩაფიქრებული მქონდა, საღამო და წიგნის პრეზენტაცია ერთ დღეს მომეწყო, მაგრამ წიგნის გამოცემის საქმე იმდენად გაჭიანურდა, თითქოს ინტერესიც დავკარგე. ბოლო პერიოდში აქტიურად ვწერ, მგონი 2 წიგნის ლექსები დამიგროვდა.

- ერთი ლექსი ჩვენს მკითველს წაუკითხეთ...

- სიამოვნებით. "თვალთ დაგკლებია, ვით ჭარმაგ მოხუცს,/ ისმენ და არ გსურს თან გაგონება./ მე მინდა შენი წაუბილწავი, შეულახავი წმინდა გონება,/ იცი, ათასჯერ გათელილ წალკოტს, აღარ ატყვია მისი იერი./ სხვისი ნაღეჭი ლუკმის ჩაყლაპვას,/ მე მირჩევნია, მოვკვდე მშიერი".

- გამორჩეულად რომელი ავტორი გიყვარს?

- ერთი მწერლის ან ერთი მუსიკოსის დასახელება ყოველთვის მიჭირს. ერთი პერიოდი ჩემზეც და ჩემს პოეზიაზეც შექსპირის სონეტებმა დიდი გავლენა მოახდინა. წლების შემდეგ კი ის ლექსები აღარ მომეწონა და აღარც გამოვაჩინე. ჩემი აზრით, ხელოვნების რომელ სფეროსაც უნდა მიეკუთვნებოდე, შენს ნამუშევრებში ინდივიდუალიზმი უნდა იგრძნობოდეს.

- ახლა რას კითხულობ?

- არაფერს, საშინელი გრაფიკი მაქვს და წიგნამდე ვეღარ მივედი. დრო რომ მქონდეს, ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებებს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი.

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია. ის ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მისი გვარის პირველ ასოს ვერ მეტყვი?

- "მ".

- მუსლიტერატურა უნდა გავიხსენო (ფიქრობს), მოცარტი.

- ამბობენ, რომ ის მოცარტის შთაგონების წყარო იყო. ერთხელ მოცარტის მიერ ახალდაწერილი კომპოზიციის ფრაგმენტი წაიმღერა, თან მცირე შესწორება შეიტანა. მოცარტმა აღიარა, რომ ახალი მოსმენილი ვარიანტი უკეთესად ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში. დაასახელე მოცარტის შთაგონების წყარო.

- ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ამ შემთხვევაში ფრინველის ერთ-ერთ სახეობაზეა ლაპარაკი.

- ფრინველის? მით უმეტეს - ვერ გიპასუხებ.

- შოშია. ეს ქალბატონი ისტორიაში თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულების გამო შევიდა. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და თითზე საქორწინო ბეჭედი იყო გამოსახული. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაში ეს პირველი სურათი იყო.

- ასეთ რთულ კითხვებს რატომ მისვამ? - არ ვიცი.

- რენტგენი.

- მართლა? კი გისაყვედურე, მაგრამ პასუხი რომ გავიგე, კითხვა მომეწონა. ამას აუცილებლად დავიმახსოვრებ. მოცარტის შოშიამ "დამღუპა".

- "რაც უნდა გენიალური, ახალი ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დაეთანხმება შენი ტვინიდან გადმოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ". - დოსტოევსკის რომელ ნაწარმოებში ვხვდებით ამ სიტყვებს? მიგანიშნებ, ეს ნაწარმოები 1869 წელს დაიწერა.

- "იდიოტზე" ვფიქრობ, ასეა?

- გამოიცანი. როგორ მცენარეებს უწოდებენ მონოკარპულს?

- ზუსტად არ ვიცი, "მონო" ერთს ნიშნავს და... შეიძლება, ისეთ მცენარეებს, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ყვავიან.

- ნამდვილად ასეა. ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რას ნიშნავს არაბული სიტყვა - "აშუღი"?

- მიჯნურს, შეყვარებულს.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხარ?

- არაფერიც არ ხდება. ახლა მთლიანად საქმეში ვარ თავით გადაშვებული.

- რა მოსდით ყვავილებს, თუ მათ მუსიკას ხშირად ვასმენინებთ?

- მუსიკას გააჩნია (იცინის). მსმენია, დიდხანს ცოცხლობენო.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს: სიმფონიური, საორგანე თუ საესტრადო?

- საორგანე.

- მულტიპლიკაციური ფილმები გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- რა ჰქვია კომბლეს ძროხას?

- ჭრელა.

- რა განაპირობებს ადამიანის კანის, თმისა და თვალის შეფერილობას?

- პიგმენტი.

- რისი შიშია ნომოფობია?

- არ ვიცი.

- მობილურის არქონის.

- ეგეთი შიშიც არსებობს?

- რა თქმა უნდა. შენ რისი შიში გაქვს?

- სავსე მთვარე არ მიყვარს და ადამიანებში - ნაცრისფერი თვალები. სავსე მთვარეს რომ ვუყურებ, წუხილის შეგრძნება მეუფლება, თითქოს რაღაცას ვნერვიულობ. მოულოდნელობებიც არ მიყვარს. წყნარად რომ ვსხედვართ და უეცრად ვიღაც მთელი ხმით დაიყვირებს, ძალიან ვფორიაქდები.

- რას შეისწავლიან სპელეოლოგები?

- მღვიმეებს.

- რომელ ქართულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი - "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- კლასში 35 მოსწავლეა, შეიძლება თუ არა, თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

- არა, რადგან ამდენი ასო ჩვენს ენაში არ არის.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინეთის დიდ კედელზე, სხვა რა უნდა იყოს?

- ინგლისის რომელი ქალაქიდან იყვნენ ლეგენდარული ჯგუფის - "ბითლზის" წევრები?

- ლივერპულიდან.

- რომელმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა ფილმისთვის - "მიმინო"?

- გია ყანჩელმა.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი?

- ძნელი მისახვედრი არ არის, - "ჩოლკა".

- გოგოლი, დოსტოევსკი, შევჩენკო, ნეკრასოვი - ჩამოთვლილთაგან, რომელი იყო პროფესიონალი მხატვარი?

- ვერ გიპასუხებ.

- შევჩენკო. როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში, ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლია?

- "ბატონებო".

- მას მარხილის ძაღლს უწოდებენ, უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და შეჩვეულია ყინვას. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უშიშარი ძაღლია, ამავე დროს - სწრაფიც. რომელ ჯიშზეა ლაპარაკი?

- ლაიკაზე.

- ძაღლები გიყვარს?

- ზომიერად. სახლში იაქტტერიერი მყავს. საკმაოდ ჭკვიანია.

- "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს: მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". რომელი ქართველი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- დაფიქრებას აზრიც კი არ აქვს, არ მახსოვს.

- ქეთი, ხომ არ დაიბენი? თუ გინდა, კითხვას გაგიმეორებ.

- არა, მართლა არ მახსოვს და სახელების ჩამოთვლას ხომ არ დავიწყებ?

- დაფიქრდი, სახელების ჩამოთვლა რა საჭიროა?

- (პაუზის შემდეგ) ისაკი. რა სასაცილო გამოვედი, არა?

- დაბოლოს, დაასრულე სალვადორ დალის ცნობილი გამონათქვამი: "ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სულელს შორის ის არის, რომ მე..."

- "...სულელი არ ვარ".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება