მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი
სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ თბი­ლი­სი არ არის და რე­გი­ო­ნებ­ში თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წორ­და, ვერც ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა რა­ი­ონ­ში­ა, თუმ­ცა შე­ვე­ცა­დეთ მათ­გან ის ათე­უ­ლი გა­მოგ­ვე­ყო, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ეს თა­ვი­სე­ბუ­რი რე­ი­ტინ­გი ექ­სპერ­ტებ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ვად­გი­ნეთ.

1. ცა­გე­რი. "ეს მეწყ­რუ­ლი ზო­ნა­ა, 1200 ოჯა­ხის საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­სან­გრე­ვი და თა­ვი­დან ასა­შე­ნე­ბე­ლი­ა. ეს კი დიდ თან­ხებს მო­ითხ­ოვს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი ხომ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა­ა. ამი­ს პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ არ­სე­ბობს. ცენ­ტრა­ლუ­რი გზის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის სრულ­დე­ბა, ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, რაც ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­წუ­ხებს. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზა ზამ­თარ­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, ეს კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა."

"უწყ­ლ­ო­ბა და გამ­რიცხ­ვე­ლი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი­ა.­ მო­სახ­ლე­ო­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ზედ­მეტ თან­ხა­საც იხ­დის. თან­ხის გა­დახ­და კი არა­ვის სურს. რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი აქვს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხი­ლის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ერ­თი ქარ­ხა­ნა აშენ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­საქ­მდე­ბი­ან და რა­ი­ო­ნი­დან წას­ვლა­საც აღარ მო­ი­სურ­ვე­ბენ."

2. ყაზ­ბე­გი. ყაზ­ბე­გე­ლებ­საც უგ­ზო­ო­ბა, უწყ­ლო­ბა და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა აწუ­ხებთ. "გზე­ბი რა­ი­ო­ნის­თვის დი­დი პრობ­ლე­მა­ა. დაწყ­ე­ბუ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი, ში­და გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყაზ­ბე­გი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერ­თ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მაც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი­ა, დაწყ­ე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მის შეც­ვლა". ცნო­ბი­ლი­ა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რა­ი­ო­ნის სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბას გეგ­მავს სნოს ხე­ო­ბი­დან, რაც წყლის პრობ­ლე­მას სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოფ­ხვრის. პრო­ექ­ტი მზა­და­ა. თუმ­ცა მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დი­დი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო. მიგ­რა­ცია ერ­თ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ყვე­ლა რა­ი­ო­ნის­თვის. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ყაზ­ბე­გი­ა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყაზ­ბეგ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, იგეგ­მე­ბა ფერ­მე­ბის მოწყ­ო­ბა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქ­მდე­ბა. იგეგ­მე­ბა გვი­რა­ბე­ბი­სა და ელექ­ტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­უქ­მნის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას.

3. ას­პინ­ძა. "გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი, და­საქ­მე­ბა - ჩვენს პრობ­ლე­მებს რა ჩა­მოთ­ვლის. სას­მე­ლი წყა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა, სარ­წყა­ვი წყლის არარ­სე­ბო­ბის გა­მო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ წყალს ბა­ღე­ბის მო­სარ­წყა­ვად იყე­ნებს, რაც პრობ­ლე­მას ქმნის. ხალ­ხმა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ და­რი­გე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. გვამ­შვი­დე­ბენ, ვა­უ­ჩე­რებს ვა­და აგ­ვის­ტომ­დე აქვს, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლას და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და მი­წას და­ვუხ­ნავ­თო. რაც შე­ე­ხე­ბა გზას, სოფ­ლის გზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ას­ფალ­ტდა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი მა­ინ­ცა­ა. მა­ღალ­მთი­ან სოფ­ლებს ზამ­თრის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან უჭირთ, მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, შე­შით თბე­ბა. იჩე­ხე­ბა ტყე­ე­ბი, ახა­ლი ტყის მა­სი­ვე­ბის გაზ­რდას კი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სო­ფელ ხი­ზა­ბავ­რა­სა და სა­როს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი მი­ეწო­დე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ კი ამ სოფ­ლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შეწყ­და. მი­ზე­ზი ვერ და­ვად­გი­ნეთ."

4. ამ­ბრო­ლა­უ­რი. რა­ი­ონს ში­და გზე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს. ამ პრობ­ლე­მით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი სხვა რა­ი­ო­ნებს შო­რის ნამ­დვი­ლად ლი­დე­რობს.

5. ლან­ჩხუ­თი. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ ლან­ჩხუ­თის­თვის უმ­თავ­რე­სი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ყო­ფი­ლა, რად­გან "გუ­რი­ა" უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა­ა, სტა­დი­ო­ნი კი მათ­თვის მე­ო­რე­ხარი­ს­ხო­ვა­ნი­ა. "რად გვინ­და სტა­დი­ო­ნი, ადა­მი­ა­ნი ავად რომ ხდე­ბა ან ქუ­თა­ის­ში მიჰ­ყავთ, ან ოზურ­გეთ­ში, გვე­ში­ნი­ა, გზა­ში არ გარ­და­იც­ვა­ლოს. ლან­ჩხუთს სა­ა­ვად­მყო­ფო ფაქ­ტობ­რი­ვად არა აქვს, შე­ნო­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, არც აპა­რა­ტუ­რა აქვთ წე­სი­ე­რი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მედ­პერ­სო­ნალს არა ენ­დო­ბი­ან, ამის ფონ­ზე რა დროს სტა­დი­ო­ნი­ა? გა­სა­გე­ბი­ა, რომ რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სტა­დი­ო­ნის აშე­ნე­ბა სურს, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ - ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს. ჯო­ბი­ა, მათი და­საქ­მე­ბის­თვის იზ­რუ­ნონ. არც სოფ­ლე­ბი­სა და არც რა­ი­ო­ნის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ჩვენ გა­ზი უფ­რო გვჭირ­დე­ბა და სა­მუ­შა­ო, ვიდ­რე სტა­დი­ო­ნი."

6. ქო­ბუ­ლე­თი. ზღვის სე­ზო­ნი ივ­ნი­სი­დან გახ­სნი­ლ­ად ით­ვლე­ბა, რაც რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ა. სე­ზო­ნის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა ჯერ დაწყ­ე­ბუ­ლი არ არის, რაც ქო­ბუ­ლე­თე­ლებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ. გარ­და ამი­სა, მათ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დაზღ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლად ვერ იყე­ნე­ბენ სა­დაზღ­ვე­ვო პო­ლისს. "ა­ნა­ლი­ზე­ბის ასა­ღე­ბად ზოგ­ჯერ ბა­თუმ­ში გვიშ­ვე­ბენ, ასე სი­ა­რულს თუ გვი­პი­რებ­დნენ, მა­შინ რად გვინ­დო­და ამა­თი დაზღ­ვე­ვა, რა, ბა­თუმ­ში ჩვენ ვერ ჩა­ვი­დო­დით?"

7. ხელ­ვა­ჩა­უ­რი. "მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ვა­ლი კარ­გად და­ვა­ბი­ნა­ოთ, ესაა ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო. მას შევ­ყუ­რებთ წლი­დან- წლამ­დე. რაც ძა­ლი­ან გვინ­და, ეს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­ა. რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და, მაგ­რამ კი­დევ რჩე­ბა სოფ­ლე­ბი, სა­დაც არც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რია და სას­მე­ლი წყა­ლიც ჭირს. გა­ზი რომ გვექ­ნე­ბა, ზამ­თარ­ში შე­შით აღარ გავ­თბე­ბით და ხეტყ­ე­საც გა­ვუფ­რთხილ­დე­ბით."

8. გო­რი. "ომ­გა­მოვ­ლილ რა­ი­ონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი ამ რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. ომის შემ­დეგ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სარ­წყა­ვი წყა­ლი გა­და­კე­ტა და სოფ­ლე­ბი უწყ­ლოდ და­ტო­ვა. წყა­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. "გა­რეჯ­ვა­რი, ხელ­თუ­ბა­ნი - რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო? უმ­დიდ­რეს სოფ­ლე­ბად ით­ვლე­­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა ხალ­ხი შიმ­ში­ლობს, უწყ­ლო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ბა­ღე­ბი, ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა." ქარ­თლე­ლე­ბის სა­წუ­ხა­რი ასე­ვე უცხ­ო­ე­ლებ­ზე გა­ყი­დუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­ა.

9. გურ­ჯა­ა­ნი. გურ­ჯა­ა­ნე­ლებს, გარ­და იმი­სა, რომ სტი­ქია უტევს, სხვა პრობ­ლე­მებ­თა­ნაც უწევთ გამ­კლა­ვე­ბა: სას­მე­ლი წყა­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი. სო­ფელ კარ­დე­ნა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბა მძი­მე დღე­ში­ა, მათ სას­მე­ლი წყა­ლი არა აქვთ. რიგ უბ­ნებ­ში წყა­ლი სა­ერ­თოდ არ მო­დის და ხალ­ხს მე­ო­რე უბ­ნი­დან უწევს მა­რა­გის შევ­სე­ბა. "სას­მე­ლი წყა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა. სარ­წყა­ვი არ­ხი კერ­ძო პირს ეკუთ­ვნის და მორ­წყვა პრობ­ლე­მას აღარ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მა­ინც მო­ურ­წყა­ვი რჩე­ბა. სტი­ქი­ამ და­ა­ზა­რა­ლა კო­ლა­გი, ბა­კურ­ცი­ხე, ვე­ჯი­ნი, ძირ­კო­კი. ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირს. ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა. არა­და, ხალ­ხი თავს ამით ირ­ჩენს. გა­ზი ყვე­ლა სო­ფელს არა აქვს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას ექ­ნე­ბა­ო, მაგ­რამ მხო­ლოდ დაქ­სე­ლეს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია და არც ვი­ცით, რო­დის გაგ­რძელ­დე­ბა".

10. თი­ა­ნე­თი. "რა­ი­ონს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­წუ­ხებს, ეს უმუ­შევ­რო­ბა­ა. რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის ნა­წილს არც სას­მე­ლი წყა­ლი აქვს და არც სარ­წყა­ვი. მთლი­ა­ნად ამინ­დზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გვალ­ვის დროს წვი­მას ვნატ­რობთ და წვი­მის დროს - მზეს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი რა­ი­ონ­ში სა­ერ­თოდ არ არის. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის და­ტუმ­ბვით. რა გახ­და თი­ა­ნე­თე­ლე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი და წყა­ლი? უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში მი­დის, დაც­ლი­ლია სოფ­ლე­ბი. ხალ­ხი თვით­და­საქ­მე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი. აგ­რო­ვე­ბენ ყველს, თაფლს, კვერ­ცხს, რძეს და ქა­ლაქ­ში მი­დი­ან იმის­თვის, რომ ორი კა­პი­კი იშო­ვონ. რა­ი­ონს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თო­რემ მა­ლე სოფ­ლე­ბის ნაც­ვლად ნა­სახ­ლა­რე­ბი გაჩ­ნდე­ბა."

თეკ­ლა ტუ­ღუ­ში

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე "პრობ­ლე­მუ­რი" რა­ი­ო­ნე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ თბი­ლი­სი არ არის და რე­გი­ო­ნებ­ში თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მოს­წორ­და, ვერც ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა რა­ი­ონ­ში­ა, თუმ­ცა შე­ვე­ცა­დეთ მათ­გან ის ათე­უ­ლი გა­მოგ­ვე­ყო, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ეს თა­ვი­სე­ბუ­რი რე­ი­ტინ­გი ექ­სპერ­ტებ­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­ვად­გი­ნეთ.

1. ცა­გე­რი. "ეს მეწყ­რუ­ლი ზო­ნა­ა, 1200 ოჯა­ხის საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­სან­გრე­ვი და თა­ვი­დან ასა­შე­ნე­ბე­ლი­ა. ეს კი დიდ თან­ხებს მო­ითხ­ოვს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი ხომ აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა­ა. ამი­ს პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ არ­სე­ბობს. ცენ­ტრა­ლუ­რი გზის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის სრულ­დე­ბა, ამ მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა, რაც ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­წუ­ხებს. ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში მი­სას­ვლე­ლი გზა ზამ­თარ­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, ეს კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა."

"უწყ­ლ­ო­ბა და გამ­რიცხ­ვე­ლი­ა­ნე­ბის სა­კითხი სას­წრა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი­ა.­ მო­სახ­ლე­ო­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის სა­ფა­სუ­რის გარ­და, ზედ­მეტ თან­ხასაც იხ­დის. თან­ხის გა­დახ­და კი არა­ვის სურს. რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი აქვს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხი­ლის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ერ­თი ქარ­ხა­ნა აშენ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­საქ­მდე­ბი­ან და რა­ი­ო­ნი­დან წას­ვლა­საც აღარ მო­ი­სურ­ვე­ბენ."

2. ყაზ­ბე­გი. ყაზ­ბე­გე­ლებ­საც უგ­ზო­ო­ბა, უწყ­ლო­ბა და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა აწუ­ხებთ. "გზე­ბი რა­ი­ო­ნის­თვის დი­დი პრობ­ლე­მა­ა. დაწყ­ე­ბუ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი, ში­და გზე­ბი­სა და ხი­დე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყაზ­ბე­გი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერ­თ-ერ­თი მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლია და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მაც მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი­ა, დაწყ­ე­ბუ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მის შეც­ვლა". ცნო­ბი­ლი­ა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რა­ი­ო­ნის სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბას გეგ­მავს სნოს ხე­ო­ბი­დან, რაც წყლის პრობ­ლე­მას სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოფ­ხვრის. პრო­ექ­ტი მზა­და­ა. თუმ­ცა მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დი­დი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო. მიგ­რა­ცია ერ­თ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ყვე­ლა რა­ი­ო­ნის­თვის. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ყაზ­ბე­გი­ა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყაზ­ბეგ­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, იგეგ­მე­ბა ფერ­მე­ბის მოწყ­ო­ბა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქ­მდე­ბა. იგეგ­მე­ბა გვი­რა­ბე­ბი­სა და ელექ­ტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შე­უქ­მნის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას.

3. ას­პინ­ძა. "გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა, სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი, და­საქ­მე­ბა - ჩვენს პრობ­ლე­მებს რა ჩა­მოთ­ვლის. სას­მე­ლი წყა­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბა, სარ­წყა­ვი წყლის არარ­სე­ბობის გა­მო სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ წყალს ბა­ღე­ბის მო­სარ­წყა­ვად იყე­ნებს, რაც პრობ­ლე­მას ქმნის. ხალ­ხმა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ და­რი­გე­ბუ­ლი ვა­უ­ჩე­რე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა. გვამ­შვი­დე­ბენ, ვა­უ­ჩე­რებს ვა­და აგ­ვის­ტომ­დე აქვს, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლას და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ და მი­წას და­ვუხ­ნავ­თო. რაც შე­ე­ხე­ბა გზას, სოფ­ლის გზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ას­ფალ­ტდა, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი მა­ინ­ცა­ა. მა­ღალ­მთიან სოფ­ლებს ზამ­თრის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან უჭირთ, მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად, შე­შით თბე­ბა. იჩე­ხე­ბა ტყე­ე­ბი, ახა­ლი ტყის მა­სი­ვე­ბის გაზ­რდას კი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სჭირ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სო­ფელ ხი­ზა­ბავ­რა­სა და სა­როს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი მი­ეწო­დე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ კი ამ სოფ­ლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა შეწყ­და. მი­ზე­ზი ვერ და­ვად­გი­ნეთ."

4. ამ­ბრო­ლა­უ­რი. რა­ი­ონს ში­და გზე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს. ამ პრობ­ლე­მით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი სხვა რა­ი­ო­ნებს შო­რის ნამ­დვი­ლად ლი­დე­რობს.

5. ლან­ჩხუ­თი. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ ლან­ჩხუ­თის­თვის უმ­თავ­რე­სი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა ყო­ფი­ლა, რად­გან "გუ­რი­ა" უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რა­ი­ონ­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა­ა, სტა­დი­ო­ნი კი მათ­თვის მე­ო­რე­ხარი­ს­ხო­ვა­ნი­ა. "რად გვინ­და სტა­დი­ო­ნი, ადა­მი­ა­ნი ავად რომ ხდე­ბა ან ქუ­თა­ის­ში მიჰ­ყავთ, ან ოზურ­გეთ­ში, გვე­ში­ნი­ა, გზა­ში არ გარ­და­იც­ვა­ლოს. ლან­ჩხუთს სა­ა­ვად­მყო­ფო ფაქ­ტობ­რი­ვად არა აქვს, შე­ნო­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, არც აპა­რა­ტუ­რა აქვთ წე­სი­ე­რი, პა­ცი­ენ­ტე­ბი მედ­პერ­სო­ნალს არა ენ­დო­ბი­ან, ამის ფონ­ზე რა დროს სტა­დი­ო­ნი­ა? გა­სა­გე­ბი­ა, რომ რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სტა­დი­ო­ნის აშე­ნე­ბა სურს, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ - ხალხს უკი­დუ­რე­სად უჭირს. ჯო­ბი­ა, მათი და­საქ­მე­ბის­თვის იზ­რუ­ნონ. არც სოფ­ლე­ბი­სა და არც რა­ი­ო­ნის გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ჩვენ გა­ზი უფ­რო გვჭირ­დე­ბა და სა­მუ­შა­ო, ვიდ­რე სტა­დი­ო­ნი."

6. ქო­ბუ­ლე­თი. ზღვის სე­ზო­ნი ივ­ნი­სი­დან გახ­სნი­ლ­ად ით­ვლე­ბა, რაც რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ა. სე­ზო­ნის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე სა­ნა­პი­რო ზო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა ჯერ დაწყ­ე­ბუ­ლი არ არის, რაც ქო­ბუ­ლე­თე­ლებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ. გარ­და ამი­სა, მათ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო სის­ტე­მა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ დაზღ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლად ვერ იყე­ნე­ბენ სა­დაზღ­ვე­ვო პო­ლისს. "ა­ნა­ლი­ზე­ბის ასა­ღე­ბად ზოგ­ჯერ ბა­თუმ­ში გვიშ­ვე­ბენ, ასე სი­ა­რულს თუ გვი­პი­რებ­დნენ, მა­შინ რად გვინ­დო­და ამა­თი დაზღ­ვე­ვა, რა, ბა­თუმ­ში ჩვენ ვერ ჩა­ვი­დო­დით?"

7. ხელ­ვა­ჩა­უ­რი. "მთა­ვა­რი­ა, მო­სა­ვა­ლი კარ­გად და­ვა­ბი­ნა­ოთ, ესაა ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო. მას შევ­ყუ­რებთ წლი­დან- წლამ­დე. რაც ძა­ლი­ან გვინ­და, ეს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი­ა. რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და, მაგ­რამ კი­დევ რჩე­ბა სოფ­ლე­ბი, სა­დაც არც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რია და სას­მე­ლი წყა­ლიც ჭირს. გა­ზი რომ გვექ­ნე­ბა, ზამ­თარ­ში შე­შით აღარ გავ­თბე­ბით და ხეტყ­ე­საც გა­ვუფ­რთხილ­დე­ბით."

8. გო­რი. "ომ­გა­მოვ­ლილ რა­ი­ონს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. სარ­წყა­ვი და სას­მე­ლი წყა­ლი ამ რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. ომის შემ­დეგ დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სარ­წყა­ვი წყა­ლი გა­და­კე­ტა და სოფ­ლე­ბი უწყ­ლოდ და­ტო­ვა. წყა­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. "გა­რეჯ­ვა­რი, ხელ­თუ­ბა­ნი - რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო? უმ­დიდ­რეს სოფ­ლე­ბად ით­ვლე­­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა ხალ­ხი შიმ­ში­ლობს, უწყ­ლო­ბამ გა­ა­ნად­გუ­რა ბა­ღე­ბი, ძა­ლი­ან გვჭირდება ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა." ქარ­თლე­ლე­ბის სა­წუ­ხა­რი ასე­ვე უცხ­ო­ე­ლებ­ზე გა­ყი­დუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­ა.

9. გურ­ჯა­ა­ნი. გურ­ჯა­ა­ნე­ლებს, გარ­და იმი­სა, რომ სტი­ქია უტევს, სხვა პრობ­ლე­მებ­თა­ნაც უწევთ გამ­კლა­ვე­ბა: სას­მე­ლი წყა­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი. სო­ფელ კარ­დე­ნა­ხის მო­სახ­ლე­ო­ბა მძი­მე დღე­ში­ა, მათ სას­მე­ლი წყა­ლი არა აქვთ. რიგ უბ­ნებ­ში წყა­ლი სა­ერ­თოდ არ მო­დის და ხალხს მე­ო­რე უბ­ნი­დან უწევს მა­რა­გის შევ­სე­ბა. "სას­მე­ლი წყა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია და ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა. სარ­წყა­ვი არ­ხი კერ­ძო პირს ეკუთ­ვნის და მორ­წყვა პრობ­ლე­მას აღარ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, მაგ­რამ მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მა­ინც მო­ურ­წყა­ვი რჩე­ბა. სტი­ქი­ამ და­ა­ზა­რა­ლა კო­ლა­გი, ბა­კურ­ცი­ხე, ვე­ჯი­ნი, ძირ­კო­კი. ხალხს ძა­ლი­ან უჭირს. ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ა. არა­და, ხალ­ხი თავს ამით ირ­ჩენს. გა­ზი ყვე­ლა სო­ფელს არა აქვს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გვპირ­დე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას ექ­ნე­ბა­ო, მაგ­რამ მხო­ლოდ დაქ­სე­ლეს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია და არც ვი­ცით, რო­დის გაგ­რძელ­დე­ბა".

10. თი­ა­ნე­თი. "რა­ი­ონს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­წუ­ხებს, ეს უმუ­შევ­რო­ბა­ა. რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის ნა­წილს არც სას­მე­ლი წყა­ლი აქვს და არც სარ­წყა­ვი. მთლი­ა­ნად ამინ­დზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გვალ­ვის დროს წვი­მას ვნატ­რობთ და წვი­მის დროს - მზეს. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი რა­ი­ონ­ში სა­ერ­თოდ არ არის. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის და­ტუმ­ბვით. რა გახ­და თი­ა­ნე­თე­ლე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რი და წყა­ლი? უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად ქა­ლაქ­ში მი­დის, დაც­ლი­ლია სოფ­ლე­ბი. ხალ­ხი თვით­და­საქ­მე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი. აგ­რო­ვე­ბენ ყველს, თაფლს, კვერცხს, რძეს და ქა­ლაქ­ში მი­დი­ან იმის­თვის, რომ ორი კა­პი­კი იშო­ვონ. რა­ი­ონს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თო­რემ მა­ლე სოფ­ლე­ბის ნაც­ვლად ნა­სახ­ლა­რე­ბი გაჩ­ნდე­ბა."

თეკ­ლა ტუ­ღუ­ში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია