ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულს" ანიმაციურ ფილმად იღებენ.
ალეგორიული ზღაპარი პირველად 1943 წელს გამოიცა და მისი ეკრანიზაცია რამდენჯერმე მოხდა, თუმცა ახალი პროექტი ყველაზე მასშტაბური იქნება.
"პატარა უფლისწულის" ადაპტაციაზე "კუნგფუ პანდას" რეჟისორი მარკ ოსბორნი იმუშავებს. მულტიპლიკაციურ ფილმს გაახმოვანებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები - ჯეიმს ფრანკო, რეიჩელ მაკადამსი, ბენისიო დელ ტორო, მარიონ კოტიარი, პოლ ჯამატი და ჯეფ ბრიჯესი.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.