მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ
ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ გა­ნა­ცხა­დეს, რომ გან­ქორ­წინ­დნენ. ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს გან­ქორ­წი­ნე­ბა, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ უპა­სუ­ხა: "დიახ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბაა".

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მან და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ ერ­თად მი­ი­ღეს.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა იმით ახ­სნა, რომ ყვე­ლა არ არის მზად სა­ჯა­რო­ო­ბის ისე­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის­თვის, რო­გორ­საც გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლის სტა­ტუ­სი.

"მთე­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა აბ­სო­ლუ­ტურ სა­ჯა­რო­ო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას ეს მოს­წონს, ვი­ღა­ცას - არა, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას სა­ერ­თოდ ვერ ეგუ­ე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ის და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა მე­გობ­რე­ბად დარ­ჩე­ბი­ან.

"ჩვენ ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ის მე და ბავ­შვებს დღემ­დე მხარს გვი­ჭერს. ის ზრუ­ნავს ბაშ­ვებ­ზე და ბავ­შვე­ბი ამას ყო­ველ­თვის გრძნო­ბენ. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და, იმი­ტომ რომ, თით­ქმის ვე­რას­დროს ვხე­დავთ ერ­თმა­ნეთს. ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ისე მოხ­და, რომ ჩვენ ყვე­ლა ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ.

გან­ქორ­წი­ნე­ბა ჯერ არ არის დო­კუ­მენ­ტუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქორ­წი­ნე­ბა 30 წელი გაგ­რძელ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ria.ru-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ

ვლადიმერ პუტინი და ლუდმილა პუტინა დაშორდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ლუდმილა პუტინამ განაცხადეს, რომ განქორწინდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს განქორწინება, ლუდმილა პუტინამ უპასუხა: "დიახ. შეიძლება ითქვას ეს ცივილიზებული განქორწინებაა".

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მან და ლუდმილა პუტინამ ერთად მიიღეს.

ვლადიმერ პუტინმა განქორწინება იმით ახსნა, რომ ყველა არ არის მზად საჯაროობის ისეთი მაღალი ხარისხისთვის, როგორსაც გულისხმობს პოლიტიკოსის მეუღლის სტატუსი.

"მთელი ჩემი საქმიანობა აბსოლუტურ საჯაროობასთანაა დაკავშირებული. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას საერთოდ ვერ ეგუებიან", - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ ის და ლუდმილა პუტინა მეგობრებად დარჩებიან.

"ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მადლობელი ვარ, რომ ის მე და ბავშვებს დღემდე მხარს გვიჭერს. ის ზრუნავს ბაშვებზე და ბავშვები ამას ყოველთვის გრძნობენ. ჩვენი ქორწინება დასრულდა, იმიტომ რომ, თითქმის ვერასდროს ვხედავთ ერთმანეთს. ვლადიმერ ვლადიმერის ძე მთლიანად ჩართულია საქმეში. ჩვენი შვილები გაიზარდნენ და თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისე მოხდა, რომ ჩვენ ყველა ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობთ", - განაცხადა ლუდმილა პუტინამ.

განქორწინება ჯერ არ არის დოკუმენტურად გაფორმებული. რუსეთის პრეზიდენტის ქორწინება 30 წელი გაგრძელდა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა