საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"
რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"

ლე­გან­და­რულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა რო­ბერ­ტო კა­ვა­ლიმ ორ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ბრი­ტა­ნელ ქალ­ზე, ქეით მიდლტონ­სა და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰემ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი გა­მოთ­ქვა. კა­ვა­ლი თვლის, რომ პრინ­ცი უი­ლი­ა­მის მე­უღ­ლე გა­ცი­ლე­ბით უფრო სექ­სუ­ა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ამი­ტომ ქე­ითს მისი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი სა­მო­სის მორ­გე­ბა არ აწყენ­და.

"პრინ­ცე­სა სექ­სუ­ა­ლუ­რი უნდა იყოს. ის ლა­მა­ზია, ახალ­გაზ­რდაა. ძა­ლი­ან მინ­და, მის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შევ­ქმნა, მაგ­რამ არა ზედ­მე­ტად თა­მა­მი. ძა­ლი­ან მინ­და და­ვამ­ტკი­ცო, რომ ბრენდ Roberto Cavalli-ის შე­უძ­ლია პრინ­ცე­სას ჩაც­მა. გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი ახალ­გაზ­რდუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით გა­ჯე­რე­ბულ რთულ პრინტს. ის, რომ პრი­ცე­სა ან დე­დო­ფა­ლი ხარ, არ ნიშ­ნავს, რომ არ შე­გიძ­ლია იყო სექ­სუ­ა­ლუ­რი", - აღ­ნიშ­ნა რო­ბერ­ტო კა­ვა­ლიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვიქ­ტო­რია ბექ­ჰემს, მას­თან დი­ზა­ი­ნერს არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს.

"ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი ყო­ველ­თვის ჩემს გულ­შია. მას და დე­ვიდს უკვე წლე­ბია ვიც­ნობ, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად ხში­რად ვე­ღარ ვხვდე­ბი, ვი­ნა­ი­დან ვიქ­ტო­რია თა­ვი­სი ბრენ­დის საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ მთხო­ვა კოს­ტუ­მე­ბის შექ­მნა 2008 წელს, რო­დე­საც Spice Girls-ი კვლავ შე­იკ­რი­ბა. ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი და ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი ვი­ყა­ვი.

რო­დე­საც ვი­ღაც კარ­გად იც­ვამს, მე მას მო­დის მსა­ხი­ობს ვე­ძა­ხი. ვიქ­ტო­რია სწო­რედ მო­დის მსა­ხი­ო­ბია, ვი­ნა­ი­დან სა­მოსს კარ­გად წარ­მო­ად­გენს. ის ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, მაგ­რამ გა­უ­ბე­და­ვი. ერთხელ მას­თან ერ­თად წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მო­ვე­დი და მთხო­ვა, რომ მის­თვის ხელი ჩა­მე­კი­და, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩემ­თვის ის ინ­გლი­სის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს", - აღ­ნიშ­ნა დი­ზა­ი­ნერ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"

რობერტო კავალი: "პრინცესა სექსუალური უნდა იყოს"

ლეგანდარულმა დიზაინერმა რობერტო კავალიმ ორ ყველაზე ცნობილ ბრიტანელ ქალზე, ქეით მიდლტონსა და ვიქტორია ბექჰემზე საკუთარი აზრი გამოთქვა. კავალი თვლის, რომ პრინცი უილიამის მეუღლე გაცილებით უფრო სექსუალურად უნდა გამოიყურებოდეს, ამიტომ ქეითს მისი დიზაინით შექმნილი სამოსის მორგება არ აწყენდა.

"პრინცესა სექსუალური უნდა იყოს. ის ლამაზია, ახალგაზრდაა. ძალიან მინდა, მისთვის რაიმე განსაკუთრებული შევქმნა, მაგრამ არა ზედმეტად თამამი. ძალიან მინდა დავამტკიცო, რომ ბრენდ Roberto Cavalli-ის შეუძლია პრინცესას ჩაცმა. გამოვიყენებდი ახალგაზრდული და სექსუალური სულისკვეთებით გაჯერებულ რთულ პრინტს. ის, რომ პრიცესა ან დედოფალი ხარ, არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია იყო სექსუალური", - აღნიშნა რობერტო კავალიმ.

რაც შეეხება ვიქტორია ბექჰემს, მასთან დიზაინერს არანაირი პრეტენზია არ აქვს.

"ვიქტორია ბექჰემი ყოველთვის ჩემს გულშია. მას და დევიდს უკვე წლებია ვიცნობ, მაგრამ ახლა იმდენად ხშირად ვეღარ ვხვდები, ვინაიდან ვიქტორია თავისი ბრენდის საქმეებითაა დაკავებული. კარგად მახსოვს, როგორ მთხოვა კოსტუმების შექმნა 2008 წელს, როდესაც Spice Girls-ი კვლავ შეიკრიბა. ძალიან გაოცებული და ნასიამოვნები ვიყავი.

როდესაც ვიღაც კარგად იცვამს, მე მას მოდის მსახიობს ვეძახი. ვიქტორია სწორედ მოდის მსახიობია, ვინაიდან სამოსს კარგად წარმოადგენს. ის ძალიან ჭკვიანია, მაგრამ გაუბედავი. ერთხელ მასთან ერთად წითელ ხალიჩაზე გამოვედი და მთხოვა, რომ მისთვის ხელი ჩამეკიდა, ვინაიდან ძალიან ნერვიულობდა. ჩემთვის ის ინგლისის ნაწილს წარმოადგენს", - აღნიშნა დიზაინერმა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება