სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა
"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა

სე­რი­ა­ლი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" 15 წლის გახ­და. სწო­რედ 1998 წლის 6 ივ­ნისს გა­მო­ვი­და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი სე­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­რი­ა­ლი 2004 წელს დას­რულ­და, დღემ­დე არ და­უ­კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა.

"სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" 4 ნიუ-იორ­კე­ლი და­ქა­ლის ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვი­თხრობს. სე­რი­ა­ლი გა­ჯე­რე­ბუ­ლია იუ­მო­რით და მო­დის სიყ­ვა­რუ­ლით. სწო­რედ ამი­ტომ, "სექ­სი დიდი ქა­ლაქ­შის" და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის, ქერი ბრედ­შო­უს გარ­დე­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე მო­დის გაკ­ვე­თილს გა­ვიხ­სე­ნებთ.

ჩან­თა

ჩან­თა სა­ერ­თო იმი­ჯში ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც კაბა ან ქვე­და­ბო­ლო. შე­იძ­ლე­ბა ის სუ­ლაც არ იყოს დიდი, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ცევ­დეს ყუ­რა­დღე­ბას.

მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი

რო­გო­რი სა­მო­სიც არ უნდა ეც­ვას ქერი ბრედ­შო­უს - ქვე­და­ბო­ლო, ჯინ­სე­ბი, მოკ­ლე შარ­ვლე­ბი თუ სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მი - მას ფეხ­ზე ყო­ველ­თვის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რომ არა სე­რი­ა­ლის ეს პერ­სო­ნა­ჟი, ძა­ლი­ან ცო­ტას თუ ეცო­დი­ნე­ბო­და დღე­ის­თვის პო­პუ­ლა­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი Manolo Blahnik და Jimmy Choo. თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რე­ბიც კი აღი­ა­რე­ბენ, რომ სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რის გმირ­მა, მათ დი­დე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თა, რის შემ­დე­გაც ამ ბრენ­დე­ბის პრო­დუქ­ტი მი­ლი­ო­ნო­ბით ქა­ლის­თვის საყ­ვა­რელ ფეხ­საც­მლად იქცა.

ბა­ლე­ტის სტი­ლის ქვე­და­ბო­ლო

კაბა, რო­მე­ლიც ქერი ბრედ­შო­უს ტიტ­რებ­ში აც­ვია, ვინ­ტა­ჟურ მა­ღა­ზი­ა­ში მხო­ლოდ 5 დო­ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი. ასე­თი სტი­ლის ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის გარ­დე­რობ­ში.

იდე­ა­ლუ­რი სიგ­რძე

ქერი ბრედ­შო­უმ იცის, რომ კა­ბის იდე­ა­ლუ­რი სიგ­რძე მუხ­ლი­დან 10 სან­ტი­მეტ­რით ზე­მოთ ან ქვე­მოთ სრულ­დე­ბა. რა თქმა უნდა, პერ­სო­ნა­ჟი მოკ­ლე ვა­რი­ა­ცი­ას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

ტრი­კო­ტა­ჟი

მას შემ­დეგ, რაც ქერი ბრედ­შოუ სე­რი­ალ­ში ტრი­კო­ტა­ჟით გა­მოჩ­ნდა, ეს მოდა მა­ლე­ვე აი­ტა­ცეს სე­რი­ა­ლის ფა­ნებ­მა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრძე­ლი წინ­დე­ბი იდე­ა­ლუ­რად ისე­თი­ვე გამ­ხდარ ფე­ხებს ერ­გე­ბა, რო­გო­რიც სარა ჯე­სი­კა პარ­კერს აქვს.

ბეწ­ვის ქურ­ქი

ქერი ბრედ­შო­უს ბეწ­ვის ქურ­ქი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პერ­სო­ნა­ჟის გარ­დე­რო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თია. სწო­რედ ამი­ტომ ის სე­რი­ა­ლის თით­ქმის ყვე­ლა სე­ზონ­ში გვხვდე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მია.

კუ­ლო­ნი

კუ­ლო­ნი წარ­წე­რით "ქერი" ბრედ­შო­უს პერ­სო­ნა­ჟის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. მის გა­რე­შე სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი იდენ­ტო­ბას კარ­გავს. ასე­ვე ქერი ხში­რად ჩნდე­ბა მარ­გა­ლი­ტის ყელ­სა­ბა­მით.

ყვა­ვი­ლი

ყვა­ვი­ლი თმებ­ში, კა­ბა­ზე, ფეხ­საც­მელ­სა და ჩან­თა­ზე. სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რის გმი­რი ყვა­ვილს აქ­სე­სუ­ა­რის სა­ხით ხში­რად იყე­ნებს.

ზო­ლე­ბი

ზო­ლე­ბი­ა­ნი სა­მო­სი 2013 წელ­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ამი­ტომ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქერი ბრედ­შო­უს ზო­ლე­ბი­ა­ნი სტი­ლი უბე­რე­ბე­ლია.

ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი

ქერი ბრედ­შო­უს უყ­ვარს თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი. ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­უ­ხა­მე­ბელს ახა­მებს. პო­დუ­იმ­ზე ტრუ­სე­ბით გა­მოს­ვლა, ვარ­ცხნი­ლო­ბა­ში აქ­სე­სუ­ა­რის სა­ხით ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი ჩი­ტის ბუმ­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სოს ერ­თად ჩაც­მა - ეს ქე­რის სტი­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა

"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა

სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა. სწორედ 1998 წლის 6 ივნისს გამოვიდა ტელეეკრანებზე სერიალის პირველი სერია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი 2004 წელს დასრულდა, დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა.

"სექსი დიდ ქალაქში" 4 ნიუ-იორკელი დაქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. სერიალი გაჯერებულია იუმორით და მოდის სიყვარულით. სწორედ ამიტომ, "სექსი დიდი ქალაქშის" დაბადების დღეზე, ფილმის მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს გარდერობიდან რამდენიმე მოდის გაკვეთილს გავიხსენებთ.

ჩანთა

ჩანთა საერთო იმიჯში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კაბა ან ქვედაბოლო. შეიძლება ის სულაც არ იყოს დიდი, თუმცა აუცილებლად უნდა იქცევდეს ყურადღებას.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

როგორი სამოსიც არ უნდა ეცვას ქერი ბრედშოუს - ქვედაბოლო, ჯინსები, მოკლე შარვლები თუ საცურაო კოსტუმი - მას ფეხზე ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. როგორც ამბობენ, რომ არა სერიალის ეს პერსონაჟი, ძალიან ცოტას თუ ეცოდინებოდა დღეისთვის პოპულარული დიზაინერები Manolo Blahnik და Jimmy Choo. თავად დიზაინერებიც კი აღიარებენ, რომ სარა ჯესიკა პარკერის გმირმა, მათ დიდებული რეკლამა გაუკეთა, რის შემდეგაც ამ ბრენდების პროდუქტი მილიონობით ქალისთვის საყვარელ ფეხსაცმლად იქცა.

ბალეტის სტილის ქვედაბოლო

კაბა, რომელიც ქერი ბრედშოუს ტიტრებში აცვია, ვინტაჟურ მაღაზიაში მხოლოდ 5 დოლარადაა შეძენილი. ასეთი სტილის ქვედაბოლოები საკმაოდ ხშირად გვხვდება სერიალის მთავარი გმირის გარდერობში.

იდეალური სიგრძე

ქერი ბრედშოუმ იცის, რომ კაბის იდეალური სიგრძე მუხლიდან 10 სანტიმეტრით ზემოთ ან ქვემოთ სრულდება. რა თქმა უნდა, პერსონაჟი მოკლე ვარიაციას ანიჭებს უპირატესობას.

ტრიკოტაჟი

მას შემდეგ, რაც ქერი ბრედშოუ სერიალში ტრიკოტაჟით გამოჩნდა, ეს მოდა მალევე აიტაცეს სერიალის ფანებმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გრძელი წინდები იდეალურად ისეთივე გამხდარ ფეხებს ერგება, როგორიც სარა ჯესიკა პარკერს აქვს.

ბეწვის ქურქი

ქერი ბრედშოუს ბეწვის ქურქი, შეიძლება ითქვას, პერსონაჟის გარდერობის აუცილებელი ნივთია. სწორედ ამიტომ ის სერიალის თითქმის ყველა სეზონში გვხვდება. გამონაკლისი არც სრულმეტრაჟიანი ფილმია.

კულონი

კულონი წარწერით "ქერი" ბრედშოუს პერსონაჟის სავიზიტო ბარათია. მის გარეშე სერიალის მთავარი გმირი იდენტობას კარგავს. ასევე ქერი ხშირად ჩნდება მარგალიტის ყელსაბამით.

ყვავილი

ყვავილი თმებში, კაბაზე, ფეხსაცმელსა და ჩანთაზე. სარა ჯესიკა პარკერის გმირი ყვავილს აქსესუარის სახით ხშირად იყენებს.

ზოლები

ზოლებიანი სამოსი 2013 წელსაც აქტუალურია. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქერი ბრედშოუს ზოლებიანი სტილი უბერებელია.

ექსპერიმენტები

ქერი ბრედშოუს უყვარს თამამი ექსპერიმენტები. ეს პერსონაჟი შეუხამებელს ახამებს. პოდუიმზე ტრუსებით გამოსვლა, ვარცხნილობაში აქსესუარის სახით ჩამაგრებული ჩიტის ბუმბული, ყველაფერი საუკეთესოს ერთად ჩაცმა - ეს ქერის სტილია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება