Facebook-ზე გატარებული დრო დღითი დღე იზრდება. სტატისტიკური კვლევებით ირკვევა, რომ მომხმარებლების 57% მეგობრებს სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურად ეკონტაქტება, ვიდრე პირისპირ, 21% Facebook-ის პროფილს შუაღამისასაც ამოწმებს. გამოკითხულთა 39% კი Facebook-ზე დამოკიდებულებას თავადვე აღიარებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებზე ქალები უფრო არიან დამოკიდებულები, ვიდრე მამაკაცები და რომ ქალბატონების მთავარი ცდუნება - ტკბილეული, ახლა Facebook-მა ჩაანაცვლა. 18-34 წლის ქალების 48% გაღვიძებისთანავე ჯერ პროფილს ამოწმებს და მხოლოდ შემდეგ მიემართება აბაზანისკენ.