ინგლისში დარტმურის ეროვნულ პარკში ცხოვრობს კვიცი, სახელად ბრიზი, რომელიც დედამ მიატოვა. მას თავლაში სათამაშო დათუნია შეუგდეს.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცხოველისთვის სრულიად შეუფერებელი საჩუქარი, ბრიზისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა. 2 კვირის კვიცი სათამაშო დათუნიასთან ერთად თამაშობს და სძინავს. პატარა კვიცი სათამაშოს, რომელიც მუდამ მის გვერდითაა, დედად აღიქვამს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.