საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები
რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქვამს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბის მი­ზე­ზი სა­კუ­თარ თავ­ში უნდა ეძი­ოს, თუმ­ცა, არ­სე­ბობს უბე­დუ­რე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ა­ჩე­რებ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, და­უ­კი­თხა­ვად მო­დის და ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს... ამ­გვარ უბე­დუ­რე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბა ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად უამ­რა­ვი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ხდე­ბა. გა­მო­ნაკ­ლისს ამ მხრივ არც თბი­ლი­სი წარ­მო­ად­გენს.

რა იწ­ვევს ხან­ძარს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ეს უბე­დუ­რე­ბა? - ამ კი­თხვე­ბით სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს, მა­მუ­კა ყი­რი­მელს მივ­მარ­თეთ:

- ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, თუმ­ცა მათ­გან მთა­ვა­რი მა­ინც უყუ­რა­დღე­ბო­ბა და და­უ­დევ­რო­ბაა. ხში­რად არ იცა­ვენ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს, რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში. ძალ­ზე ხში­რად ხან­ძრის მი­ზე­ზი გა­უ­მარ­თა­ვი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და ელექტრო­ხელ­სა­წყო­ე­ბია. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ბუ­ნებ­რივ აირ­ზეც.

- თუ არის თბი­ლის­ში უბ­ნე­ბი, სა­დაც ხან­ძა­რი უფრო ხში­რია?

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ხან­ძა­რი ძველ და­სახ­ლე­ბებ­ში, ე.წ. იტა­ლი­ურ ეზო­ებ­ში ხდე­ბა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ხის სახ­ლე­ბია. ეს მა­სა­ლა უკვე გა­მომშრა­ლია და ნა­პერ­წკა­ლიც საკ­მა­რი­სია, რომ ცე­ცხლი მო­ე­დოს და შორ მან­ძილ­ზე გავ­რცელ­დეს. კორ­პუ­სებ­ში, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ქვი­სა­გან არის ნა­შე­ნე­ბი, ხან­ძა­რი უფრო ნაკ­ლე­ბად ვრცელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი იყო ხან­ძრე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წლის წინ, როცა დენი არ იყო და ხალ­ხი გა­სათ­ბო­ბად ე.წ. კე­რა­სინ­კებს და სხვა გა­უ­მარ­თავ მო­წყო­ბი­ლო­ბებს იყე­ნებ­და.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაო რე­ჟი­მი გაქვთ...

- 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გვაქვს, ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვი­ძა­ხონ და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სულ მო­ლო­დინ­ში ვართ. შე­და­რე­ბით მშვი­დი დღე­ე­ბიც გვაქვს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით სა­შუ­ა­ლოდ 15-20 გა­მო­ძა­ხე­ბაც გვაქვს ხოლ­მე. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ერ­თნა­ი­რი სიმ­ძი­მი­სა არ არის, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე რომ არ მი­ვი­დეთ, სულ უმ­ნიშ­ვნე­ლო ცე­ცხლიც კი სე­რი­ო­ზულ ხან­ძრად გა­და­იქ­ცე­ვა და ფარ­თო მას­შტაბს მი­ი­ღებს. ამი­ტომ ერთი ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის მო­რი­გე­ობს. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ფე­სია გვაქვს,P მე­ხან­ძრემ პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რი უნდა იყო, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რომ არ და­იბ­ნე, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნაც შეძ­ლო და სხვე­ბი­საც.მე რი­გით მე­ხან­ძრედ ვმუ­შა­ობ­დი და კარ­გად ვიცი, ეს რა დატ­ვირ­თვაა. ყვე­ლა­ზე რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მა­შინ ვარ­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. არ მა­ვი­წყდე­ბა ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის გვერ­დით მოხ­და: იტა­ლი­უ­რი ეზო იყო და ცე­ცხლი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რცელ­და. ამ ხან­ძრის დროს ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლში მყო­ფი პა­ტა­რა ბავ­შვი გა­დარ­ჩა. იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ცე­ცხლი თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბა­ზეც გა­და­სუ­ლი­ყო. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­შავ­დე­ბო­და და და­ი­ღუ­პე­ბო­და.

- თქვენ თუ გა­და­გირ­ჩე­ნი­ათ ვინ­მე?

- ჩვენს ბი­ჭებს ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ. სტა­ტის­ტი­კაც გვაქვს: 2011 წელს მა­გა­ლი­თად, ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა 140 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა, 2012-ში კი - 93. მსგავ­სი ფაქ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც მოხ­და: 1995 თუ 1996 წელი იყო, მა­შინ ოც­მე­თა­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, ცე­ცხლმო­დე­ბულ სახ­ლში ორი ბავ­შვი იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი და ის ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მარ­ტო მე კი არა, მა­შინ მთელ­მა ჩვენ­მა ჯგუფ­მა იყო­ჩა­ღა, ამი­ტომ ის დღე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ზოგ­ჯერ თვი­თონ მე­ხან­ძრე­ე­ბიც იღუ­პე­ბი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ ხან­ძრის დროს და­ი­ღუ­პა დე­და­ქა­ლა­ქის შტა­ბის უფ­რო­სი გოგი მან­ვე­ლი­ძე. თბი­ლი­სის ომის დროს დაგ­ვე­ღუ­პა სერ­გო ბა­ი­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. ასე­ვე და­ი­ღუ­პა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის ოც­მე­თა­უ­რი გელა ჩა­ნა­დი­რი. ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ფე­სია გვაქვს და ამ საქ­მე­ში მთე­ლი გული და სული თუ არ ჩადე, ვერ იმუ­შა­ვებ, რად­გან მსგავს ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ დატ­ვირ­თვას ყვე­ლა ვერ უძ­ლებს.

- ცრემ­ლი და სი­ხა­რუ­ლი ძმე­ბი არი­ა­ნო, - ნათ­ქვა­მია. კური­ო­ზული გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი თუ გქო­ნი­ათ?

- რო­გორ არა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ერთ კორ­პუს­ში მწვა­დებს წვავ­დნენ, მე­ო­რე კორ­პუ­სი­დან ვი­ღა­ცას იქ ხან­ძა­რი ჰგო­ნე­ბია და გა­მო­ვუ­ძა­ხე­ბი­ვართ. ჩვენც და­ფე­თე­ბუ­ლე­ბი მივ­სულ­ვართ, მაგ­რამ იქ კარ­გი, მა­მა­პა­პუ­რი ლხი­ნი დაგ­ვხვედ­რია. ერთი ქუ­ჩი­დან გა­მოგ­ვი­ძა­ხეს - მე-10 ნო­მერ სახ­ლში ხან­ძა­რი­აო, სას­წრა­ფოდ გა­ვი­და ჯგუ­ფი, ეძე­ბეს ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა და იქ ვე­რა­ნა­ი­რი ხან­ძრის ნიშ­ნე­ბი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თურ­მე იქ მცხოვ­რებს ნა­თე­სავ­მა ჭიშ­კა­რი აჩუ­ქა, რო­მელ­საც 10 ნომ­რის ნაც­ვლად 17 ეწე­რა და ამის გამო და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. რო­გორც გი­თხა­რით, ხან­ძრის მი­ზე­ზი უფრო ხში­რად და­უ­დევ­რო­ბა და დაბ­ნე­უ­ლო­ბაა, ზოგ­ჯერ არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი იბ­ნე­ვა, ვერ ახერ­ხებს ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას და ისიც ვრცელ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ტყის მა­სი­ვებ­ში. ამი­ტომ ყვე­ლა უნდა გაფრ­თხილ­დეს, ტყე­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­უმ­ქრა­ლი სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც აგ­დე­ბენ. სწო­რედ ასე ჩნდე­ბა ზა­ფხუ­ლო­ბით ხან­ძა­რი. ხან­ძა­რი ჩნდე­ბა მა­ში­ნაც, როცა ცე­ცხლს და­ან­თე­ბენ და ნაკ­ვერ­ჩხლებს ტო­ვე­ბენ, არა­და, სულ უბ­რა­ლო ამ­ბა­ვია - ცე­ცხლს მიწა უნდა და­ა­ყა­რო, ან წყლით ჩა­აქ­რო. ზა­ფხუ­ლი მო­დის და თუ მო­სახ­ლე­ო­ბა ამ წე­სებს და­ი­ცავს, ჩვენც ნაკ­ლე­ბი საქ­მე გვექ­ნე­ბა, ტყის მა­სი­ვიც გა­დარ­ჩე­ბა და ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

რომელია თბილისის ყველაზე ხანძარსაშიში უბნები

ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ადამიანმა ყველა უბედურების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძიოს, თუმცა, არსებობს უბედურება, რომელსაც ვერ შეაჩერებ, მოულოდნელად, დაუკითხავად მოდის და ყველაფერს ანადგურებს... ამგვარ უბედურებას მიეკუთვნება ხანძარი, რომელიც ყოველწლიურად უამრავი ტრაგედიის მიზეზი ხდება. გამონაკლისს ამ მხრივ არც თბილისი წარმოადგენს.

რა იწვევს ხანძარს და როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ეს უბედურება? - ამ კითხვებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, მამუკა ყირიმელს მივმართეთ:

- ხანძრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მათგან მთავარი მაინც უყურადღებობა და დაუდევრობაა. ხშირად არ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, როგორც დაწესებულებებში, ასევე საცხოვრებელ ბინებში. ძალზე ხშირად ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა და ელექტროხელსაწყოებია. იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ აირზეც.

- თუ არის თბილისში უბნები, სადაც ხანძარი უფრო ხშირია?

- ყველაზე ხშირად ხანძარი ძველ დასახლებებში, ე.წ. იტალიურ ეზოებში ხდება, სადაც ძირითადად ხის სახლებია. ეს მასალა უკვე გამომშრალია და ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ცეცხლი მოედოს და შორ მანძილზე გავრცელდეს. კორპუსებში, რომლებიც ძირითადად ქვისაგან არის ნაშენები, ხანძარი უფრო ნაკლებად ვრცელდება. განსაკუთრებით ხშირი იყო ხანძრები დაახლოებით 15-20 წლის წინ, როცა დენი არ იყო და ხალხი გასათბობად ე.წ. კერასინკებს და სხვა გაუმართავ მოწყობილობებს იყენებდა.

- ალბათ ძალიან მძიმე სამუშაო რეჟიმი გაქვთ...

- 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, დაძაბული სამუშაო გვაქვს, ნებისმიერ წამს შეიძლება გამოგვიძახონ და ფსიქოლოგიურად სულ მოლოდინში ვართ. შედარებით მშვიდი დღეებიც გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ მთელი ქალაქის მასშტაბით საშუალოდ 15-20 გამოძახებაც გვაქვს ხოლმე. ყველა შემთხვევა ერთნაირი სიმძიმისა არ არის, მაგრამ თავის დროზე რომ არ მივიდეთ, სულ უმნიშვნელო ცეცხლიც კი სერიოზულ ხანძრად გადაიქცევა და ფართო მასშტაბს მიიღებს. ამიტომ ერთი ჯგუფი ყოველთვის მორიგეობს. ძალიან რთული პროფესია გვაქვს,P მეხანძრემ პირველ რიგში ადამიანის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ სულიერად და ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო, ექსტრემალურ სიტუაციაში რომ არ დაიბნე, საკუთარი თავის გადარჩენაც შეძლო და სხვებისაც.მე რიგით მეხანძრედ ვმუშაობდი და კარგად ვიცი, ეს რა დატვირთვაა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაშინ ვარდები, როცა ადამიანი იღუპება. არ მავიწყდება ხანძარი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, თეატრალური ინსტიტუტის გვერდით მოხდა: იტალიური ეზო იყო და ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამ ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, თუმცა საბედნიეროდ, სახლში მყოფი პატარა ბავშვი გადარჩა. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი თეატრალური ინსტიტუტის შენობაზეც გადასულიყო. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა და დაიღუპებოდა.

- თქვენ თუ გადაგირჩენიათ ვინმე?

- ჩვენს ბიჭებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენიათ. სტატისტიკაც გვაქვს: 2011 წელს მაგალითად, ჩვენმა სამსახურმა 140 ადამიანი გადაარჩინა, 2012-ში კი - 93. მსგავსი ფაქტი ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა: 1995 თუ 1996 წელი იყო, მაშინ ოცმეთაურად ვმუშაობდი მთაწმინდის რაიონში, ცეცხლმოდებულ სახლში ორი ბავშვი იყო ჩარჩენილი და ის ბავშვები გამოვიყვანეთ. მარტო მე კი არა, მაშინ მთელმა ჩვენმა ჯგუფმა იყოჩაღა, ამიტომ ის დღე ძალიან კარგად მახსენდება. ზოგჯერ თვითონ მეხანძრეებიც იღუპებიან. დაახლოებით 15 წლის წინ ხანძრის დროს დაიღუპა დედაქალაქის შტაბის უფროსი გოგი მანველიძე. თბილისის ომის დროს დაგვეღუპა სერგო ბაიდაშვილი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ასევე დაიღუპა საბურთალოს რაიონის ოცმეთაური გელა ჩანადირი. ძალიან მძიმე პროფესია გვაქვს და ამ საქმეში მთელი გული და სული თუ არ ჩადე, ვერ იმუშავებ, რადგან მსგავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ყველა ვერ უძლებს.

- ცრემლი და სიხარული ძმები არიანო, - ნათქვამია. კური­ო­ზული გამოძახებები თუ გქონიათ?

- როგორ არა, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ კორპუსში მწვადებს წვავდნენ, მეორე კორპუსიდან ვიღაცას იქ ხანძარი ჰგონებია და გამოვუძახებივართ. ჩვენც დაფეთებულები მივსულვართ, მაგრამ იქ კარგი, მამაპაპური ლხინი დაგვხვედრია. ერთი ქუჩიდან გამოგვიძახეს - მე-10 ნომერ სახლში ხანძარიაო, სასწრაფოდ გავიდა ჯგუფი, ეძებეს ჩვენმა ბიჭებმა და იქ ვერანაირი ხანძრის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. თურმე იქ მცხოვრებს ნათესავმა ჭიშკარი აჩუქა, რომელსაც 10 ნომრის ნაცვლად 17 ეწერა და ამის გამო დავაგვიანეთ. როგორც გითხარით, ხანძრის მიზეზი უფრო ხშირად დაუდევრობა და დაბნეულობაა, ზოგჯერ არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ ადამიანი იბნევა, ვერ ახერხებს ცეცხლის ჩაქრობას და ისიც ვრცელდება, განსაკუთრებით ტყის მასივებში. ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს, ტყეში არ შეიძლება ჩაუმქრალი სიგარეტის გადაგდება, მაგრამ მაინც აგდებენ. სწორედ ასე ჩნდება ზაფხულობით ხანძარი. ხანძარი ჩნდება მაშინაც, როცა ცეცხლს დაანთებენ და ნაკვერჩხლებს ტოვებენ, არადა, სულ უბრალო ამბავია - ცეცხლს მიწა უნდა დააყარო, ან წყლით ჩააქრო. ზაფხული მოდის და თუ მოსახლეობა ამ წესებს დაიცავს, ჩვენც ნაკლები საქმე გვექნება, ტყის მასივიც გადარჩება და ათეულობით ადამიანის სიცოცხლეც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

AMBEBI.GE

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

"დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე