სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე
თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე

და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­გო­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობს - მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟიც ლა­მის ყვე­ლას ჭკუ­ას ას­წავ­ლის და აკ­რი­ტი­კებს. "მას შემ­დეგ, რაც ამ სე­რი­ალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, გე­მოვ­ნე­ბა ან და­მიკ­ნინ­და, ან - მო­დას ავ­ყე­ვი", - გვი­თხრა "მა­ნა­ნა ბე­ბი­ამ" და იმა­შიც გა­მოგ­ვი­ტყდა, რომ ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში 15-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი "სა­ბო­ე­ბი­დან" "ჩა­მო­ვარ­დნი­ლა"...

- ზო­გა­დად, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და უგე­მურ კერ­ძებ­საც არ ვამ­ზა­დებ! უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მუ­ლი ქუ­ჩა­ში კი არა, სახ­ლშიც არ გა­ვივ­ლი. ქალი შინ ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, მით უმე­ტეს - თუ გა­თხო­ვი­ლია: ქმარს ყო­ველ­თვის გა­მოპ­რან­ჭუ­ლი, "გა­მოწ­კე­პი­ლი" უნდა დახ­ვდეს. შე­იძ­ლე­ბა, ქმრის შე­ხე­დუ­ლე­ბა ცო­ლის გე­მოვ­ნე­ბას ბო­ლომ­დე არ ესა­და­გე­ბო­დეს, მაგ­რამ ქალ­მა მე­უღ­ლეს პა­ტარ-პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბი ისე უნდა შე­ა­პა­როს, რომ ნა­წყე­ნი არც ერთი დარ­ჩეს. გა­სა­თხო­ვარ­მა გო­გო­ნამ კი ჩი­თის კაბა რომ ჩა­იც­ვას, უბ­რა­ლოდ თმა გა­და­ი­ვარ­ცხნოს და თმის პა­ტა­რა სა­მაგ­რი გა­ი­კე­თოს, მა­ინც ლა­მა­ზი გა­მოჩ­ნდე­ბა! არ მომ­წონს, როცა გო­გო­ნებს ჭიპი უჩანთ, თან - რა­ღა­ცე­ბი ჰკი­დი­ათ. სა­ყუ­რე ყურ­ზე ვიცი, დე­დი­კო, თო­რემ ჭიპ­ზე, წარბზე, ლო­ყა­ზე, ენა­ზე რა უნდა? ეს გე­მოვ­ნე­ბა კი არა, "წი­კია"! შა­ნე­ლის მოდა რომ შე­მო­ვი­და და ქალ­მა შარ­ვა­ლი პირ­ვე­ლად ჩა­იც­ვა, ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, მაგ­რამ ლა­მა­ზი და კარ­გი რომ იყო, მო­დას ყვე­ლა აჰ­ყვა. ახლა ტუჩს და ენას ყვე­ლა ხომ არ იხვრეტს? და­ხე­უ­ლი შარ­ვლის მო­დი­საც არ მწამს. მახ­სოვს, სო­ფელ­ში სტუ­მა­რი რომ გვეწ­ვე­ო­და, ვიდ­რე ჭიშ­კრი­დან სახ­ლამ­დე მო­ვი­დო­და, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ჩოხა-ახა­ლუხს ჩა­იც­ვამ­და და სტუ­მარს ასე ეგე­ბე­ბო­და. ახლა ისე­თი დაგ­ლე­ჯი­ლი შარ­ვლე­ბით და­დი­ან, რომ წი­ნათ, ასეთ ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თავ­მოყ­ვა­რე კაცი მე­ზო­ბელ­თან არ გა­ვი­დო­და. ეს მოდა რო­გორც მო­დის, ისე მი­დის...

"სა­ბო­ე­ბი" რომ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მეც მო­ვირ­გე და იცი, ამ ფეხ­საც­მლი­დან რამ­დენ­ჯერ ჩა­მოვ­ვარ­დნილ­ვარ? ჰმ, 15 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლის იყო! "ფრან­ცუ­ზ­კე­ბი" პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვიც­ვი, პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი გახ­ლდით. ახლა სკო­ლის მოს­წავ­ლეს და მას­წავ­ლე­ბელს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ გა­არ­ჩევ: მო­ზარ­დებ­საც მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი აც­ვი­ათ, მა­ნი­კი­უ­რი უს­ვი­ათ, წამ­წა­მე­ბი ტუ­შით აქვთ აპ­რე­ხი­ლი და ა.შ. მოდა შენ უნდა მო­გერ­გოს, თა­ვად კი არ უნდა მო­ერ­გო და აჰ­ყვე. ის უნდა ჩა­იც­ვა, რაც გიხ­დე­ბა. ქა­ლაქ­ში ჩემ­ზე 10-15 წლით უმ­ცრო­სი, მაგ­რამ ჩემ­სა­ვით მსუ­ქა­ნი ქალი მოკ­ლე კა­ბით და "არა­ნორ­მა­ლუ­რი" ფე­ხე­ბით ბევ­რჯერ მი­ნა­ხავს! გამ­ხდარ გო­გოს ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბა, დედა, მაგ­რამ 40 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ქალ­მა ახალ­გაზ­რდებს არ უნდა მიჰ­ბა­ძოს: მათი მოდა სხვაა, ჩვე­ნი - უფრო მე­ტად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო... ხომ იცი, ახლა წარ­წე­რე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რია მო­და­ში. ჰოდა, ზოგ­მა ინ­გლი­სუ­რი ენა არც იცის და მა­ი­სურ­ზე ისე­თი რა­ღა­ცე­ბი აწე­რია, სი­ცი­ლით მოკ­ვდე­ბი!

- თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვინ ან რამ იმოქ­მე­და?

- ოჯახს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. დედა შარ­ვალ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი რომ მე­ნა­ხა, მა­შინ ეს სას­წა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და! ის ერთ-ერთ ფო­ტო­ზე შალ­ვა და­დი­ან­თან და სი­მონ გო­რი­სელ­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი; ზამ­თრის პე­ი­ზა­ჟია, მაგ­რამ დე­დას მა­ინც "ბა­სა­ნო­ჩ­კე­ბი" და წინ­დე­ბი აც­ვია - მა­შინ ასე­თი მოდა იყო. ახლა ზამ­თარ­ში ყვე­ლას ჩექ­მა აც­ვია, თე­ატ­რში ჯინ­სის შარ­ვლით და­დი­ან!

- უკვე ჯინ­სის კლა­სი­კუ­რი სტი­ლის შარ­ვა­ლიც ხომ არ­სე­ბობს?

- დე­დი­კო, ჯინ­სი მუ­შე­ბის­თვის გა­მო­ი­გო­ნეს და არა - თე­ატ­რში სა­სი­ა­რუ­ლოდ. პი­რა­დად მე, შარ­ვლით თე­ატ­რში არ შე­ვალ... (ცოტა ხნის შემ­დეგ) არა, ახლა უკვე ისე მი­ვეჩ­ვიე, რომ შე­ვალ! ვიდ­რე სე­რი­ალ­ში მი­მიწ­ვევ­დნენ, ქუ­ჩა­ში შარ­ვლით არაფ­რით გა­ვი­დო­დი, მა­ინც ძვე­ლი აღ­ზრდა "მქონ­და", მაგ­რამ ახლა ეტყო­ბა, გე­მოვ­ნე­ბა ან და­მიკ­ნინ­და, ან მო­დას ავ­ყე­ვი (იცი­ნის).

- ბინა ვისი გე­მოვ­ნე­ბით გაქვთ მო­წყო­ბი­ლი? დე­დამ­თილ­თან ამის გამო უთან­ხმო­ე­ბა ხომ არ მოგ­სვლი­ათ?

- ოჯახ­ში რძა­ლი რომ შე­დის, დე­დამ­თილს პა­ტი­ვი უნდა სცეს. ჩემ­მა შვილ­მა "ხრუს­ტა­ლის" ვა­ზე­ბი შე­მა­ნახ­ვი­ნა - მო­დუ­რი აღარ არი­სო. არა­და, თა­ვის დრო­ზე ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ი­დან რო­გორ ვათ­რიე, იცი? მოდა რას ჰქვია, კაცო? მოდა არის სი­ლა­მა­ზე! დე­დამ­თი­ლის გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ჩავ­რე­ულ­ვარ. ნე­ტავ, შინ ვინ­მე რა­მეს გა­მი­კე­თებ­დეს და მა­გა­ზე რო­გორ ვი­ნერ­ვი­უ­ლებ?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნივ­თი, ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვია თუ გაქვთ?

- თო­ჯი­ნე­ბი მიყ­ვარს. 30 წლის წინ მოს­კოვ­ში, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მივ­დი­ო­დით და მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­თა­მა­შო ძაღ­ლი ვი­ყი­დეთ. ისე მო­მე­წო­ნა, რომ შინ მო­ვი­ტა­ნე და რო­გორც რე­ლიკ­ვი­ას, ისე ვუფრ­თხილ­დე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი პუ­დე­ლია... ჩემს ერთ-ერთ თო­ჯი­ნას თავ­ზე გვირ­გვი­ნი ად­გას. სა­ვარ­ცხელს რომ გა­და­უს­ვამ, გვირ­გვი­ნი ინ­თე­ბა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. იცი, რამ­დე­ნი დო­ლა­რი მი­ვე­ცი? იმ ფა­სად კარგ პალ­ტოს ან ტყა­ვის ქურ­თუკს იყიდ­დი, მაგ­რამ თო­ჯი­ნა რომ და­ვი­ნა­ხე, ლა­მის გავ­გიჟ­დი, ისე მო­მე­წო­ნა! პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­აც მაქვს, მაგ­რამ ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა თით­ქმის ყვე­ლა და­მიმ­ტვრია... ბა­ბუ­ა­ჩე­მი თა­ვა­დი იყო და კო­მუ­ნის­ტებ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­არ­თვეს. ასე რომ, ოჯახ­ში დიდი რე­ლიკ­ვი­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

- რო­გო­რი ფილ­მე­ბი მოგ­წონთ?

- ბოლო 2 წე­ლი­წა­დია, ქარ­თულ არ­ხებს უფრო ხში­რად ვუ­ყუ­რებ. ამას წი­ნათ ერთ-ერთ ტე­ლე­არხზე "ლა­მაზ­მა­ნი" გა­დი­ო­და და მე­რამ­დე­ნედ ვუ­ყუ­რე, აღარ მახ­სოვს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გაქვთ?

- ჯაზი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ძა­ლი­ან მომ­წონს. "პლას­ტინ­კე­ბის" კო­ლექ­ცია მაქვს. სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნე­ბის პრე­მი­ე­რებ­ზე მოს­კოვ­ში დავ­დი­ო­დი. უმო­ტი­ვო სიმ­ღე­რე­ბი არ მომ­წონს, მათი მოს­მე­ნი­სას ცუ­დად ვხდე­ბი! ასე­ვე, ვერ ვი­ტან, როცა კარგ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს გა­და­ა­კე­თე­ბენ ხოლ­მე! "თბი­ლი­სოს" და "სუ­ლი­კოს" გა­და­კე­თე­ბა სა­ჭი­რო არ არის. კი­დევ, ვეს­ტერ­ნებ­ში ბან­ჯო­ზე რომ უკ­რა­ვენ, ის მომ­წონს...

- კი­ნო­თე­ატ­რებ­ში და­დი­ხართ?

- იშ­ვი­ა­თად. ტე­ლე­ვი­ზორ­მა ყვე­ლა "გაგ­ვა­ფუ­ჭა".

- თე­ატ­რის ხში­რი სტუ­მა­რი ხართ?

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კულ­ტუ­რულ­მა ადა­მი­ან­მა თე­ატ­რში არ ია­როს? შე­იძ­ლე­ბა, კი­ნო­ში არ შეხ­ვი­დე და ფილ­მი ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახო, მაგ­რამ თე­ატ­რში, ოპე­რა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წახ­ვი­დე!.. ოს­ტროვ­სკის სპექ­ტაკ­ლე­ბი მიყ­ვარს! ჩვე­ნი კლა­სი­კო­სე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს! ვა­ჟას "მოკ­ვე­თილ­ზე" ვგიჟ­დე­ბი!

- თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ჟი­სო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი მოგ­წონთ?

- დოის და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რებს პა­ტივს ვცემ. ახალ­გაზ­რდებს სულ სხვა ხედ­ვა აქვთ. ხან­და­ხან დამ­ცი­ნი­ან,

- გინ­და, რომ ისევ "ღა­ლა­ტი", "და-ძმა", "ქრის­ტი­ნე" დად­გა­ნო? დიახ, ესე­ნიც მინ­და!

- რო­გო­რი კერ­ძე­ბი მოგ­წონთ?

- ქარ­თუ­ლი! "ბა­ლახ­ბუ­ლა­ხე­უ­ლო­ბას" ვერ ვი­ტან! ცო­მე­უ­ლის გარ­და, ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვამ­ზა­დებ: "სა­მე­ფო" სა­ცი­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ლო­ბი­ო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი!

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ვინ გას­წავ­ლათ?

- ჩემ­მა მე­გობ­რმა - მაყ­ვა­ლა ჩი­ქო­ვან­მა. რომ გავ­თხოვ­დი, ერ­ბოკ­ვერ­ცხის შეწ­ვაც არ ვი­ცო­დი, რად­გან შინ დედა, ბე­ბია და მო­სამ­სა­ხუ­რე მყავ­და, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ მჭირ­დე­ბო­და, გა­თხო­ვი­ლი კი "გლა­ხა" დღე­ში აღ­მოვ­ჩნდი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლე და ახლა, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი სე­რი­ა­ლის პა­ვი­ლი­ონ­შიც მო­მაქვს. სხვა­თა შო­რის, მუ­რა­ბე­ბის "სპე­ცი" ვარ! სი­მარ­თლე გი­თხრათ, სახ­ლის და­ლა­გე­ბა არ მიყ­ვარს, უჰ, უჰ!..

- და­ლა­გე­ბა­ში ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- ჩემი შვი­ლი მო­დის ხოლ­მე და მე­კი­თხე­ბა: დედა, ამ კა­რა­დას რა გი­რევ­სო? და­ა­ლა­გებს, მაგ­რამ მე­ო­რე კვი­რას რომ მო­დის, ისევ არე­უ­ლი ხვდე­ბა. შინ რომ მივ­დი­ვარ, და­ლა­გე­ბის თავი არ მაქვს და კა­რა­და სულ არე­უ­ლია. რა­ღაც მი­ნუ­სი ხომ უნდა მქონ­დეს (იცი­ნის)?

- შვი­ლის გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე თუ ზრუ­ნავ­დით?

- ამ მხრივ, შვი­ლის­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბაც არ მი­მი­ცია. თუ თა­ვად არ ის­წავ­ლა, გე­მოვ­ნე­ბას ვე­რა­ვის ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებ. მა­გა­ლი­თად, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბით თა­ვად და­ინ­ტე­რეს­და და ახლა ჩემ­ზე უკეთ ამ­ზა­დებს; უფრო მე­ტიც - ხა­ჭა­პურს და ლო­ბი­ან­საც აცხობს!

- ცო­მე­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა რა­ტომ არ იცით?

- რომ მო­ვინ­დო­მო, ალ­ბათ ვის­წავ­ლი. ჩემ­მა შვილ­მა მი­ყუ­რა, მო­ინ­დო­მა და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ასე ის­წავ­ლა.

- სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" თქვენს პერ­სო­ნაჟ­ზეც გკი­თხავთ: მა­ნა­ნა ბე­ბია რო­გო­რი ქა­ლია?

- ძა­ლი­ან კარ­გი ქა­ლია. ოჯა­ხი და შვი­ლი უყ­ვარს! მარ­თა­ლია, რძალ­თან კონ­ფლიქ­ტი აქვს, მაგ­რამ ისე­თი - არა, რომ ნი­ნას­თან ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა ჰქონ­დეს. მა­ნა­ნას არ მოს­წონს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი კა­ფე­ში მი­დი­ან მა­შინ, როცა შინ დე­დამ­თი­ლი კერ­ძებს ამ­ზა­დებს. ხან­და­ხან ნინა პა­ტა­რა ბავ­შვებს შინ მარ­ტო ტო­ვებს, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის კარ­გი რძა­ლია. მა­ნა­ნა ცდი­ლობს, რომ ცოლ-ქმა­რი შე­ა­რი­გოს და ალ­ბათ, მი­ზანს მი­აღ­წევს. ნა­თი­ას ვამ­ტყუ­ნებ: ცოლ­შვი­ლი­ან კაც­თან რო­მა­ნი არ უნდა გა­ე­ბა. კაცი ოხე­რია: კარ­გი გოგო და­ი­ნა­ხა, რო­მელ­საც დიდი მკერ­დი ჰქონ­და, გო­გო­ნამ კი გა­უ­ღი­მა და კაც­საც მეტი რა უნდა?"

- "თქვენს შვილს" არ ამ­ტყუ­ნებთ?

- და­თოც დამ­ნა­შა­ვეა: როცა ცოლ-შვი­ლი გყავს, რა "გე­გო­გო­ე­ბა"?! მაგ­რამ კაცი 40 წელს რომ გა­დას­ცილ­დე­ბა, მერე თა­ვი­სე­ბუ­რი "გაფ­რე­ნე­ბი" აქვს.

- ოდეს­მე მკი­თხავ­თან თუ ყო­ფილ­ხართ?

- არა, კაცო! სხვა­თა შო­რის, ადრე სამ­სა­ხურ­ში ყა­ვა­ზე მკი­თხა­ო­ბა იყო მო­და­ში. მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის არ მჯე­რა.

- და­ბო­ლოს, სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე რას ფიქ­რობთ?

- ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი თუ ავად­მყო­ფე­ბი არი­ან, უმ­კურ­ნა­ლონ, მაგ­რამ თუკი ეს ავად­მყო­ფო­ბა არ იკურ­ნე­ბა, მა­შინ თავი და­ა­ნე­ბონ. იყ­ვნენ თა­ვის­თვის; ჩვენ ნუ დაგ­ვი­შა­ვე­ბენ და რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ. უბ­რა­ლოდ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის აფი­ში­რე­ბა არ მომ­წონს. ჩვენ სხვა­ნა­ი­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი გვაქვს და ბევ­რი წმინ­და რამ შე­მოგ­ვრჩა. ძვე­ლი ადათ-წე­სე­ბი თუ არ და­ვი­ცა­ვით, და­ვი­ღუ­პე­ბით. ასე რომ, ჩემო ახალ­გაზ­რდე­ბო, ჭკუ­ით იყა­ვით, ერ­თმა­ნეთს ნუ "და­ჭამთ" და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე

თოჯინებზე შეყვარებული მედეა ლორთქიფანიძე

დავინტერესდით, თუ როგორი გემოვნება აქვს "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს - მედეა ლორთქიფანიძეს, რომლის პერსონაჟიც ლამის ყველას ჭკუას ასწავლის და აკრიტიკებს. "მას შემდეგ, რაც ამ სერიალში ვმონაწილეობ, გემოვნება ან დამიკნინდა, ან - მოდას ავყევი", - გვითხრა "მანანა ბებიამ" და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ ყმაწვილქალობის პერიოდში 15-სანტიმეტრიანი "საბოებიდან" "ჩამოვარდნილა"...

- ზოგადად, გემოვნებიანი ადამიანი ვარ და უგემურ კერძებსაც არ ვამზადებ! უგემოვნოდ ჩაცმული ქუჩაში კი არა, სახლშიც არ გავივლი. ქალი შინ ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, მით უმეტეს - თუ გათხოვილია: ქმარს ყოველთვის გამოპრანჭული, "გამოწკეპილი" უნდა დახვდეს. შეიძლება, ქმრის შეხედულება ცოლის გემოვნებას ბოლომდე არ ესადაგებოდეს, მაგრამ ქალმა მეუღლეს პატარ-პატარა რაღაცები ისე უნდა შეაპაროს, რომ ნაწყენი არც ერთი დარჩეს. გასათხოვარმა გოგონამ კი ჩითის კაბა რომ ჩაიცვას, უბრალოდ თმა გადაივარცხნოს და თმის პატარა სამაგრი გაიკეთოს, მაინც ლამაზი გამოჩნდება! არ მომწონს, როცა გოგონებს ჭიპი უჩანთ, თან - რაღაცები ჰკიდიათ. საყურე ყურზე ვიცი, დედიკო, თორემ ჭიპზე, წარბზე, ლოყაზე, ენაზე რა უნდა? ეს გემოვნება კი არა, "წიკია"! შანელის მოდა რომ შემოვიდა და ქალმა შარვალი პირველად ჩაიცვა, ყველას გაუკვირდა, მაგრამ ლამაზი და კარგი რომ იყო, მოდას ყველა აჰყვა. ახლა ტუჩს და ენას ყველა ხომ არ იხვრეტს? დახეული შარვლის მოდისაც არ მწამს. მახსოვს, სოფელში სტუმარი რომ გვეწვეოდა, ვიდრე ჭიშკრიდან სახლამდე მოვიდოდა, ბაბუაჩემი ჩოხა-ახალუხს ჩაიცვამდა და სტუმარს ასე ეგებებოდა. ახლა ისეთი დაგლეჯილი შარვლებით დადიან, რომ წინათ, ასეთ ფორმაში გამოწყობილი თავმოყვარე კაცი მეზობელთან არ გავიდოდა. ეს მოდა როგორც მოდის, ისე მიდის...

"საბოები" რომ იყო აქტუალური, მეც მოვირგე და იცი, ამ ფეხსაცმლიდან რამდენჯერ ჩამოვვარდნილვარ? ჰმ, 15 სანტიმეტრის სიმაღლის იყო! "ფრანცუზკები" პირველად რომ ჩავიცვი, პირველი კურსის სტუდენტი გახლდით. ახლა სკოლის მოსწავლეს და მასწავლებელს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ: მოზარდებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აცვიათ, მანიკიური უსვიათ, წამწამები ტუშით აქვთ აპრეხილი და ა.შ. მოდა შენ უნდა მოგერგოს, თავად კი არ უნდა მოერგო და აჰყვე. ის უნდა ჩაიცვა, რაც გიხდება. ქალაქში ჩემზე 10-15 წლით უმცროსი, მაგრამ ჩემსავით მსუქანი ქალი მოკლე კაბით და "არანორმალური" ფეხებით ბევრჯერ მინახავს! გამხდარ გოგოს ყველაფერი უხდება, დედა, მაგრამ 40 წელს გადაცილებულმა ქალმა ახალგაზრდებს არ უნდა მიჰბაძოს: მათი მოდა სხვაა, ჩვენი - უფრო მეტად მოკრძალებული იყო... ხომ იცი, ახლა წარწერებიანი მაისურია მოდაში. ჰოდა, ზოგმა ინგლისური ენა არც იცის და მაისურზე ისეთი რაღაცები აწერია, სიცილით მოკვდები!

- თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულად ვინ ან რამ იმოქმედა?

- ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. დედა შარვალში გამოწყობილი რომ მენახა, მაშინ ეს სასწაული იქნებოდა! ის ერთ-ერთ ფოტოზე შალვა დადიანთან და სიმონ გორისელთან ერთად არის აღბეჭდილი; ზამთრის პეიზაჟია, მაგრამ დედას მაინც "ბასანოჩკები" და წინდები აცვია - მაშინ ასეთი მოდა იყო. ახლა ზამთარში ყველას ჩექმა აცვია, თეატრში ჯინსის შარვლით დადიან!

- უკვე ჯინსის კლასიკური სტილის შარვალიც ხომ არსებობს?

- დედიკო, ჯინსი მუშებისთვის გამოიგონეს და არა - თეატრში სასიარულოდ. პირადად მე, შარვლით თეატრში არ შევალ... (ცოტა ხნის შემდეგ) არა, ახლა უკვე ისე მივეჩვიე, რომ შევალ! ვიდრე სერიალში მიმიწვევდნენ, ქუჩაში შარვლით არაფრით გავიდოდი, მაინც ძველი აღზრდა "მქონდა", მაგრამ ახლა ეტყობა, გემოვნება ან დამიკნინდა, ან მოდას ავყევი (იცინის).

- ბინა ვისი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი? დედამთილთან ამის გამო უთანხმოება ხომ არ მოგსვლიათ?

- ოჯახში რძალი რომ შედის, დედამთილს პატივი უნდა სცეს. ჩემმა შვილმა "ხრუსტალის" ვაზები შემანახვინა - მოდური აღარ არისო. არადა, თავის დროზე ჩეხოსლოვაკიიდან როგორ ვათრიე, იცი? მოდა რას ჰქვია, კაცო? მოდა არის სილამაზე! დედამთილის გემოვნებაში არ ჩავრეულვარ. ნეტავ, შინ ვინმე რამეს გამიკეთებდეს და მაგაზე როგორ ვინერვიულებ?

- განსაკუთრებული ნივთი, ოჯახური რელიკვია თუ გაქვთ?

- თოჯინები მიყვარს. 30 წლის წინ მოსკოვში, ბავშვის დაბადების დღეზე მივდიოდით და მე და ჩემმა მეუღლემ სათამაშო ძაღლი ვიყიდეთ. ისე მომეწონა, რომ შინ მოვიტანე და როგორც რელიკვიას, ისე ვუფრთხილდები. ძალიან კარგი პუდელია... ჩემს ერთ-ერთ თოჯინას თავზე გვირგვინი ადგას. სავარცხელს რომ გადაუსვამ, გვირგვინი ინთება. ძალიან ლამაზია. იცი, რამდენი დოლარი მივეცი? იმ ფასად კარგ პალტოს ან ტყავის ქურთუკს იყიდდი, მაგრამ თოჯინა რომ დავინახე, ლამის გავგიჟდი, ისე მომეწონა! პატარა მანქანების კოლექციაც მაქვს, მაგრამ ჩემმა შვილიშვილმა თითქმის ყველა დამიმტვრია... ბაბუაჩემი თავადი იყო და კომუნისტებმა ყველაფერი ჩამოართვეს. ასე რომ, ოჯახში დიდი რელიკვიები ნამდვილად არ მაქვს.

- როგორი ფილმები მოგწონთ?

- ბოლო 2 წელიწადია, ქართულ არხებს უფრო ხშირად ვუყურებ. ამას წინათ ერთ-ერთ ტელეარხზე "ლამაზმანი" გადიოდა და მერამდენედ ვუყურე, აღარ მახსოვს.

- საინტერესოა, როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვთ?

- ჯაზი და კლასიკური მუსიკა ძალიან მომწონს. "პლასტინკების" კოლექცია მაქვს. საოპერო წარმოდგენების პრემიერებზე მოსკოვში დავდიოდი. უმოტივო სიმღერები არ მომწონს, მათი მოსმენისას ცუდად ვხდები! ასევე, ვერ ვიტან, როცა კარგ ქართულ სიმღერებს გადააკეთებენ ხოლმე! "თბილისოს" და "სულიკოს" გადაკეთება საჭირო არ არის. კიდევ, ვესტერნებში ბანჯოზე რომ უკრავენ, ის მომწონს...

- კინოთეატრებში დადიხართ?

- იშვიათად. ტელევიზორმა ყველა "გაგვაფუჭა".

- თეატრის ხშირი სტუმარი ხართ?

- მარჯანიშვილის თეატრი ძალიან მიყვარს! როგორ შეიძლება, კულტურულმა ადამიანმა თეატრში არ იაროს? შეიძლება, კინოში არ შეხვიდე და ფილმი ტელევიზორში ნახო, მაგრამ თეატრში, ოპერაში აუცილებლად უნდა წახვიდე!.. ოსტროვსკის სპექტაკლები მიყვარს! ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლები ძალიან მომწონს! ვაჟას "მოკვეთილზე" ვგიჟდები!

- თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრები მოგწონთ?

- დოის და მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორებს პატივს ვცემ. ახალგაზრდებს სულ სხვა ხედვა აქვთ. ხანდახან დამცინიან,

- გინდა, რომ ისევ "ღალატი", "და-ძმა", "ქრისტინე" დადგანო? დიახ, ესენიც მინდა!

- როგორი კერძები მოგწონთ?

- ქართული! "ბალახბულახეულობას" ვერ ვიტან! ცომეულის გარდა, ყველაფერს კარგად ვამზადებ: "სამეფო" საცივიდან დაწყებული, ლობიოთი დამთავრებული!

- კერძების მომზადება ვინ გასწავლათ?

- ჩემმა მეგობრმა - მაყვალა ჩიქოვანმა. რომ გავთხოვდი, ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიცოდი, რადგან შინ დედა, ბებია და მოსამსახურე მყავდა, არაფრის გაკეთება არ მჭირდებოდა, გათხოვილი კი "გლახა" დღეში აღმოვჩნდი, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი ვისწავლე და ახლა, ჩემი მომზადებული კერძები სერიალის პავილიონშიც მომაქვს. სხვათა შორის, მურაბების "სპეცი" ვარ! სიმართლე გითხრათ, სახლის დალაგება არ მიყვარს, უჰ, უჰ!..

- დალაგებაში ვინმე გეხმარებათ?

- ჩემი შვილი მოდის ხოლმე და მეკითხება: დედა, ამ კარადას რა გირევსო? დაალაგებს, მაგრამ მეორე კვირას რომ მოდის, ისევ არეული ხვდება. შინ რომ მივდივარ, დალაგების თავი არ მაქვს და კარადა სულ არეულია. რაღაც მინუსი ხომ უნდა მქონდეს (იცინის)?

- შვილის გემოვნების ჩამოყალიბებაზე თუ ზრუნავდით?

- ამ მხრივ, შვილისთვის მიმართულებაც არ მიმიცია. თუ თავად არ ისწავლა, გემოვნებას ვერავის ჩამოუყალიბებ. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი კერძების მომზადებით თავად დაინტერესდა და ახლა ჩემზე უკეთ ამზადებს; უფრო მეტიც - ხაჭაპურს და ლობიანსაც აცხობს!

- ცომეულის მომზადება რატომ არ იცით?

- რომ მოვინდომო, ალბათ ვისწავლი. ჩემმა შვილმა მიყურა, მოინდომა და კერძების მომზადება ასე ისწავლა.

- სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" თქვენს პერსონაჟზეც გკითხავთ: მანანა ბებია როგორი ქალია?

- ძალიან კარგი ქალია. ოჯახი და შვილი უყვარს! მართალია, რძალთან კონფლიქტი აქვს, მაგრამ ისეთი - არა, რომ ნინასთან ხელჩართული ბრძოლა ჰქონდეს. მანანას არ მოსწონს, რომ ახალგაზრდები კაფეში მიდიან მაშინ, როცა შინ დედამთილი კერძებს ამზადებს. ხანდახან ნინა პატარა ბავშვებს შინ მარტო ტოვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის კარგი რძალია. მანანა ცდილობს, რომ ცოლ-ქმარი შეარიგოს და ალბათ, მიზანს მიაღწევს. ნათიას ვამტყუნებ: ცოლშვილიან კაცთან რომანი არ უნდა გაება. კაცი ოხერია: კარგი გოგო დაინახა, რომელსაც დიდი მკერდი ჰქონდა, გოგონამ კი გაუღიმა და კაცსაც მეტი რა უნდა?"

- "თქვენს შვილს" არ ამტყუნებთ?

- დათოც დამნაშავეა: როცა ცოლ-შვილი გყავს, რა "გეგოგოება"?! მაგრამ კაცი 40 წელს რომ გადასცილდება, მერე თავისებური "გაფრენები" აქვს.

- ოდესმე მკითხავთან თუ ყოფილხართ?

- არა, კაცო! სხვათა შორის, ადრე სამსახურში ყავაზე მკითხაობა იყო მოდაში. მსგავსი რაღაცების არ მჯერა.

- დაბოლოს, საინტერესოა, საქართველოში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- ჰომოსექსუალები თუ ავადმყოფები არიან, უმკურნალონ, მაგრამ თუკი ეს ავადმყოფობა არ იკურნება, მაშინ თავი დაანებონ. იყვნენ თავისთვის; ჩვენ ნუ დაგვიშავებენ და რაც უნდათ, ის უქნიათ. უბრალოდ, ჰომოსექსუალიზმის აფიშირება არ მომწონს. ჩვენ სხვანაირი მენტალიტეტი გვაქვს და ბევრი წმინდა რამ შემოგვრჩა. ძველი ადათ-წესები თუ არ დავიცავით, დავიღუპებით. ასე რომ, ჩემო ახალგაზრდებო, ჭკუით იყავით, ერთმანეთს ნუ "დაჭამთ" და ყველაფერი კარგად იქნება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება