სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი
ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცია, მისი პრე­ზი­დენ­ტის - ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს, კერ­ძოდ, ად­ვო­კატ­თა უუფ­ლე­ბო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და პარ­ლა­მენტს იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნი­სას, ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ბუ­ლე­ბა უც­ვლე­ლად და­ტო­ვა.

ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი:

- ყვე­ლამ იცის, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ად­ვო­კა­ტე­ბის დევ­ნა რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ად­ვო­კატ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 5 პრო­ცენტზე მეტი და­ა­პა­ტიმ­რეს. მსოფ­ლი­ო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტი იყო - 157 ად­ვო­კა­ტი გა­ა­სა­მარ­თლა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა! ევ­რო­პის ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია, მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი დარ­ღვე­უ­ლია და ეს უნდა გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო. ეს შე­ფა­სე­ბა 2012 წლის 3 ნო­ემ­ბერს გა­კეთ­და, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ეს შე­ნიშ­ვნე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სს საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი შე­ი­ტა­ნა პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტმა კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა დაბ­ლო­კა. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით ად­ვო­კატს თით­ქმის იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქო­ნო­და, რაც პრო­კუ­რორს. დღეს მოქ­მედ კო­დექსში წე­რია, რომ დაც­ვის მხა­რე არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ჩხრე­კა და ამო­ღე­ბა. ად­ვო­კა­ტე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად ვერ და­ი­ცა­ვენ კლი­ენტს, თუ მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი არ იქნა და­ცუ­ლი. ეს კარ­გად იცის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, მისი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ მერე ქურ­დუ­ლად "დაბ­ლო­კეს" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა.

შს სა­მი­ნის­ტრო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აძ­ლევ­და ხელს ამ მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტმა კი ამით, ევ­რო­პის კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს ცნე­ბის ძი­რი­თა­დი - დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი და­არ­ღვია. მე­ო­რე მოს­მე­ნის დროს, ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბა - მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს ამო­ღე­ბი­სა და ჩხრე­კის მო­თხოვ­ნით - 2014 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე არ ამოქ­მედ­დე­ბა. იქვე მი­თი­თე­ბუ­ლია: "დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ღე­ბუ­ლი საგ­ნის, ნივ­თის ან ნივ­თი­ე­რე­ბის, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი დო­კუ­მენ­ტის პირ­ვე­ლა­დი გა­მოკ­ვლე­ვის უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს". ღია წე­რი­ლი მივ­წე­რე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს და პრე­მი­ერს, მაგ­რამ არც ერთი არ გა­მო­მეხ­მა­უ­რა. ასე­თი უუფ­ლე­ბო რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს დაც­ვა?! მრცხვე­ნია იმ ად­ვო­კა­ტე­ბის მა­გივ­რად, რომ­ლე­ბიც დღეს პარ­ლა­მენ­ტში არი­ან. ეკა ბე­სე­ლი­ას გარ­და არა­ვის აღ­მო­აჩ­ნდა იმ­დე­ნი გამ­ბე­და­ო­ბა, რომ მხა­რი და­ე­ჭი­რა ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის­თვის.

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს. მი­აჩ­ნია, რომ სს საპ­რო­ცე­სო კო­დექსში დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე­ე­ბის თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­სა­ყე­ნებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და.'

შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე:

- იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ დახ­ვე­წი­ლი პრო­ექ­ტი შე­მო­ი­ტა­ნა და პარ­ლა­მენ­ტმა უკვე მი­ი­ღო, სა­მი­ვე მოს­მე­ნით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, რაც უფრო მე­ტად უზ­რუნ­ველ­ყოფს არ­ჩე­უ­ლი ად­ვო­კა­ტის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ადრე, საკ­მა­რი­სი იყო, თუნ­დაც ერთი სხდო­მა გა­ეც­დი­ნა ად­ვო­კატს, მო­სა­მარ­თლე მა­შინ­ვე სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კატს ნიშ­ნავ­და, სურ­და ეს თუ არა ბრალ­დე­ბულს. ეს წესი შე­იც­ვა­ლა: ად­ვო­კა­ტის სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხდო­მა 10 დღით გა­და­ი­დე­ბა, და როცა ბრალ­დე­ბუ­ლის აყ­ვა­ნი­ლი ად­ვო­კა­ტი დაბ­რუნ­დე­ბა, სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი საქ­მეს გა­მო­ე­თი­შე­ბა. ასე­ვე მან­კი­ე­რი ნორ­მა იყო ირი­ბი ჩვე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა. ესეც გა­უქ­მე­ბუ­ლია. ირი­ბი ჩვე­ნე­ბა მა­შინ არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; ეს უნდა დას­ტურ­დე­ბო­დეს ასე­ვე სხვა ჩვე­ნე­ბით. ყა­და­ღის და­დე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბაც იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი: ყა­და­ღა შე­იძ­ლე­ბო­და დას­დე­ბო­და მე­სა­მე მხა­რის ქო­ნე­ბას, მაგ­რამ მას არ შე­ეძ­ლო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყე­ნებ­და. ახლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სუ­ბი­ექტს მი­ე­ცა გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მხა­რეს წარ­მო­ად­გენს თუ - არა. ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა ექ­სპერ­ტი­ზის სა­კი­თხი. თუმ­ცა არ­სე­ბობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ინ­სტი­ტუ­ტი, ყვე­ლა საქ­მე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს მან­კი­ე­რე­ბაც გა­მოს­წორ­და - კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტი­ზე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი თა­ნა­ბა­რი იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე იქ­ნე­ბა. ად­ვო­კატს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა, გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს მხო­ლოდ ბრალ­დე­ბულს შე­ეძ­ლო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამი­ე­რი­დან, ად­ვო­კატს შე­ეძ­ლე­ბა საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბა. ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი ამ პა­კე­ტით და ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა მხა­რე­თა თა­ნას­წო­რო­ბი­სა და შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვას. ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარტს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით.

- მაგ­რამ თქვე­ნი ძვე­ლი კო­ლე­გე­ბი 111-ე მუხ­ლის გამო გაკ­რი­ტი­კე­ბენ.

- კა­ნო­ნი ად­ვო­კატს უკ­რძა­ლავ­და ჩხრე­კი­სა და ამო­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს მას არა­თა­ნა­ბარ პო­ზი­ცი­ა­ში აყე­ნებს ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან. თუმ­ცა კა­ნონ­ში არის ამის სა­პირ­წო­ნე ნორ­მა: ად­ვო­კატს, გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა აქვს, ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წა­რად­გი­ნოს პრო­ცეს­ზე, რომ­ლის შე­სა­ხებ მე­ო­რე მხა­რემ ანუ პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ იცის. ერ­თა­დერ­თი დათ­მო­ბა, რო­მე­ლიც თვით კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტორ­თა ანუ მთავ­რო­ბის მხრი­დან მო­დი­ო­და, ის იყო, რომ დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო ათი­დან ერთი მუხ­ლის ამოქ­მე­დე­ბა. მა­ნამ­დე კი ძა­ლა­ში რჩე­ბა დღეს მოქ­მე­დი ნორ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბას, სა­სა­მარ­თლო­ზე წა­რად­გი­ნოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მარ­თლა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, დღეს­ვე ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო 111-ე მუხ­ლის ეს ნორ­მა, მაგ­რამ არის გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ერ­თბა­შად ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბე­ბი და ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი მზა­ო­ბაა სა­ჭი­რო. რაც ჩა­მოვ­თვა­ლე, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად ზრდის ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბებს. ამის და­უ­ნა­ხა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, .აჟი­ო­ტა­ჟის ატე­ხა უსა­ფუძ­ვლოა. ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია ად­ვო­კატ­თა უფ­ლე­ბე­ბი და ეს გა­მო­ი­ყე­ნონ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი

ადვოკატების პროტესტი და კანონმდებლის პასუხი

ადვოკატთა ასოციაცია, მისი პრეზიდენტის - ზაზა ხატიაშვილის ხელმძღვანელობით, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს, კერძოდ, ადვოკატთა უუფლებობას აპროტესტებს და პარლამენტს იმაში ადანაშაულებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას, ადვოკატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება უცვლელად დატოვა.

ზაზა ხატიაშვილი:

- ყველამ იცის, სააკაშვილის რეჟიმმა ადვოკატების დევნა რომ განახორციელა. ადვოკატთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე მეტი დააპატიმრეს. მსოფლიოში უპრეცედენტო ფაქტი იყო - 157 ადვოკატი გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმმა! ევროპის ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, ადვოკატის უფლებები ძალიან დაკნინებულია, მხარეთა თანასწორობის პრინციპი დარღვეულია და ეს უნდა გამოსწორებულიყო. ეს შეფასება 2012 წლის 3 ნოემბერს გაკეთდა, როცა საქართველოში უკვე ახალი ხელისუფლება მოვიდა. იუსტიციის სამინისტრომ ეს შენიშვნები გაითვალისწინა და სს საპროცესო კოდექსის ცვლილებების პაკეტი შეიტანა პარლამენტში, პარლამენტმა კი ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლის ამოქმედება დაბლოკა. ამ კანონპროექტით ადვოკატს თითქმის იგივე უფლებები უნდა ჰქონოდა, რაც პროკურორს. დღეს მოქმედ კოდექსში წერია, რომ დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. ადვოკატები სრულყოფილად ვერ დაიცავენ კლიენტს, თუ მხარეთა თანასწორობის პრინციპი არ იქნა დაცული. ეს კარგად იცის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. პირველი მოსმენით, მისი საკანონმდებლო ინიციატივა გავიდა პარლამენტში, მაგრამ მერე ქურდულად "დაბლოკეს" მნიშვნელოვანი ცვლილება.

შს სამინისტროსა და პროკურატურას არ აძლევდა ხელს ამ მუხლის ამოქმედება, პარლამენტმა კი ამით, ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს ცნების ძირითადი - დაცვისა და ბრალდების თანასწორობის პრინციპი დაარღვია. მეორე მოსმენის დროს, ადვოკატის უფლება - მიმართოს სასამართლოს ამოღებისა და ჩხრეკის მოთხოვნით - 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე არ ამოქმედდება. იქვე მითითებულია: "დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის ან ნივთიერების, ასევე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება ენიჭება ბრალდების მხარეს". ღია წერილი მივწერე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს, მაგრამ არც ერთი არ გამომეხმაურა. ასეთი უუფლებო როგორ შეიძლება იყოს დაცვა?! მრცხვენია იმ ადვოკატების მაგივრად, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. ეკა ბესელიას გარდა არავის აღმოაჩნდა იმდენი გამბედაობა, რომ მხარი დაეჭირა ადვოკატთა ასოციაციისთვის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შალვა შავგულიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებებს. მიაჩნია, რომ სს საპროცესო კოდექსში დაცვისა და ბრალდების მხარეების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ყველაფერი გაკეთდა.'

შალვა შავგულიძე:

- იუსტიციის სამინისტრომ დახვეწილი პროექტი შემოიტანა და პარლამენტმა უკვე მიიღო, სამივე მოსმენით. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს არჩეული ადვოკატის პროცესში მონაწილეობას. ადრე, საკმარისი იყო, თუნდაც ერთი სხდომა გაეცდინა ადვოკატს, მოსამართლე მაშინვე სახაზინო ადვოკატს ნიშნავდა, სურდა ეს თუ არა ბრალდებულს. ეს წესი შეიცვალა: ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომა 10 დღით გადაიდება, და როცა ბრალდებულის აყვანილი ადვოკატი დაბრუნდება, სახაზინო ადვოკატი საქმეს გამოეთიშება. ასევე მანკიერი ნორმა იყო ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება. ესეც გაუქმებულია. ირიბი ჩვენება მაშინ არის მტკიცებულება, თუ შესაძლებელია წყაროს იდენტიფიცირება; ეს უნდა დასტურდებოდეს ასევე სხვა ჩვენებით. ყადაღის დადების გასაჩივრებაც იქნა შემოღებული: ყადაღა შეიძლებოდა დასდებოდა მესამე მხარის ქონებას, მაგრამ მას არ შეეძლო ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა, რასაც წინა ხელისუფლება იყენებდა. ახლა დაინტერესებულ სუბიექტს მიეცა გასაჩივრების უფლება, მიუხედავად იმისა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეს წარმოადგენს თუ - არა. ასევე საყურადღებოა ექსპერტიზის საკითხი. თუმცა არსებობს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ინსტიტუტი, ყველა საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს მანკიერებაც გამოსწორდა - კერძო და სახელმწიფო ექსპერტიზების მიერ გაცემული დოკუმენტები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იქნება. ადვოკატს არ ჰქონდა უფლება, გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ ბრალდებულს შეეძლო 48 საათის განმავლობაში. ამიერიდან, ადვოკატს შეეძლება საქმის გასაჩივრება. ბევრი პოზიტიური ცვლილება იქნა მიღებული ამ პაკეტით და ეს ემსახურება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საერთაშორისო სტანდარტს ვუახლოვდებით.

- მაგრამ თქვენი ძველი კოლეგები 111-ე მუხლის გამო გაკრიტიკებენ.

- კანონი ადვოკატს უკრძალავდა ჩხრეკისა და ამოღების პროცესში მონაწილეობას. ეს მას არათანაბარ პოზიციაში აყენებს ბრალდების მხარესთან. თუმცა კანონში არის ამის საპირწონე ნორმა: ადვოკატს, გამონაკლის შემთხვევაში, უფლება აქვს, ისეთი მტკიცებულება წარადგინოს პროცესზე, რომლის შესახებ მეორე მხარემ ანუ პროკურატურამ არ იცის. ერთადერთი დათმობა, რომელიც თვით კანონპროექტის ინიციატორთა ანუ მთავრობის მხრიდან მოდიოდა, ის იყო, რომ დროებით შეჩერებულიყო ათიდან ერთი მუხლის ამოქმედება. მანამდე კი ძალაში რჩება დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, სასამართლოზე წარადგინოს მოულოდნელი მტკიცებულება. მართლა კარგი იქნებოდა, დღესვე ამოქმედებულიყო 111-ე მუხლის ეს ნორმა, მაგრამ არის გარკვეული მოსაზრებები, რომ ერთბაშად ძალიან იზრდება ადვოკატის უფლებები და ამისთვის გარკვეული მზაობაა საჭირო. რაც ჩამოვთვალე, ეს ცვლილებები არსებითად ზრდის ადვოკატის უფლებებს. ამის დაუნახაობა არ შეიძლება. ვფიქრობ, .აჟიოტაჟის ატეხა უსაფუძვლოა. ძალიან გაზრდილია ადვოკატთა უფლებები და ეს გამოიყენონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ