საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."
კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."

"არც ერთი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტით არ ვარ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­სა­ხელ­და, მათ შო­რის არც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლით, თუმ­ცა, არც მის გაკ­რი­ტი­კე­ბას ვა­პი­რებ... მას ვე­თან­ხმე­ბო­დი მა­ნამ­დე, სა­ნამ შრო­მის კო­დექ­სის მი­მართ თა­ვის პო­ზი­ცი­ას და­ა­ფიქ­სი­რებ­და", - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იზი­ა­რებს, რად­გან მი­სი­ვე თქმით, მის არ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია... კობა და­ვი­თაშ­ვილს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ქვე­ყა­ნა­ში არა­სა­თა­ნა­დო სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი ჩი­ნოვ­ნი­კი იხ­დის სას­ჯელს, ბაჩო ახა­ლა­ია, მე­ო­რე ახ­ლა­ღა მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი მხო­ლოდ იდევ­ნე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მამ ტენ­დენ­ცია და­ამ­კვიდ­რა - ძებ­ნას აცხა­დე­ბენ მათ­ზე, ვინც ისე­დაც გაქ­ცე­უ­ლია, მა­გა­ლი­თად, კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ეზუგ­ბა­ია; ხოლო ვინც სა­ქარ­თვე­ლო­შია, გი­რა­ო­თი უშ­ვე­ბენ, თუნ­დაც ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს... თუმ­ცა, ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გი­რა­ო­თი გა­რეთ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ გვე­ნა­ხა, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ ის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა გა­ა­სა­მარ­თლეს.

- კოტე კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა თან­და­თან დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­დის...

- უკე­თუ არა ვი­ხი­ლო, არა ვირ­წმუ­ნო... ჩემი კო­ლე­გე­ბი ამ­ბობ­დნენ, საკ­მა­რი­სია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წნე­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მათ­ში სინ­დი­სი გა­იღ­ვი­ძებ­სო, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ კუბ­ლაშ­ვილ­ში არ მდგო­მა­რე­ობ­და, ბევ­რი მათ­გა­ნი, რბი­ლად რომ ვთქვათ, ცუდ საქ­მე­ებ­შია გა­რე­უ­ლი... ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა, თუ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ირ­კვე­ვა, რომ ჩემი კო­ლე­გე­ბი მარ­თლე­ბი არი­ან, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი, შარ­ზე კი არ ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბა პრე­ზი­დენ­ტამ­დეც მი­ვი­დეს?

- აბა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი რო­დის იყო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებ­და?.. მა­გა­ლი­თად, მე წა­ვი­დო­დი მე­რა­ბიშ­ვილ­თან საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე, თუკი ის სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცემ­და ჩვე­ნე­ბას... ისე კი, რა­საც ვხე­დავ, სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის გამო მა­ინ­ცდა­მა­ინც და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი არ ჩანს. ბოლო დროს, მათ ურ­თი­ერ­თო­ბას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი არ ეტყო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."

კობა დავითაშვილი: - "ფეხებზე მკიდია დასავლეთის შეფასებები, მაგრამ დედის გინებით ღვთის დიდება არ გამიგია..."

"არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატით არ ვარ აღფრთოვანებული, რომელიც დასახელდა, მათ შორის არც მარგველაშვილით, თუმცა, არც მის გაკრიტიკებას ვაპირებ... მას ვეთანხმებოდი მანამდე, სანამ შრომის კოდექსის მიმართ თავის პოზიციას დააფიქსირებდა", - აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომლის თქმითაც, მარგველაშვილის პრეზიდენტობაზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს, რადგან მისივე თქმით, მის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია... კობა დავითაშვილს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე ვესაუბრეთ.

- ქვეყანაში არასათანადო სისხლის სამართლის პროცესები მიმდინარეობს, - ყოფილი ხელისუფლებიდან მხოლოდ ერთი ჩინოვნიკი იხდის სასჯელს, ბაჩო ახალაია, მეორე ახლაღა მისცეს პასუხისგებაში, დანარჩენები კი მხოლოდ იდევნებიან. სასამართლო სისტემამ ტენდენცია დაამკვიდრა - ძებნას აცხადებენ მათზე, ვინც ისედაც გაქცეულია, მაგალითად, კეზერაშვილი და ეზუგბაია; ხოლო ვინც საქართველოშია, გირაოთი უშვებენ, თუნდაც ზურაბ ჭიაბერაშვილს... თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გირაოთი გარეთ გამოშვებული მერაბიშვილი რომ გვენახა, იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის წინა ხელისუფლების მეგობარმა მოსამართლეებმა გაასამართლეს.

- კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება თანდათან დემოკრატიისკენ მიდის...

- უკეთუ არა ვიხილო, არა ვირწმუნო... ჩემი კოლეგები ამბობდნენ, საკმარისია მოსამართლეების წნეხისგან გათავისუფლება და მათში სინდისი გაიღვიძებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. პრობლემა მხოლოდ კუბლაშვილში არ მდგომარეობდა, ბევრი მათგანი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ საქმეებშია გარეული... ვნახოთ, რა მოხდება, თუ დროთა განმავლობაში გაირკვევა, რომ ჩემი კოლეგები მართლები არიან, მადლობელი ვიქნები, შარზე კი არ ვარ.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, გამოძიება პრეზიდენტამდეც მივიდეს?

- აბა, მერაბიშვილი როდის იყო, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა?.. მაგალითად, მე წავიდოდი მერაბიშვილთან საპროცესო გარიგებაზე, თუკი ის სააკაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას... ისე კი, რასაც ვხედავ, სააკაშვილი მერაბიშვილის დაპატიმრების გამო მაინცდამაინც დადარდიანებული არ ჩანს. ბოლო დროს, მათ ურთიერთობას დიდი სიყვარული არ ეტყობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა